ადამიანები მშვიდობისთვის • People For Peace

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ადამიანები მშვიდობისთვის • People For Peace

ადამიანები მშვიდობისთვის • People For Peace ადამიანის უფლებებსა და სოციალურ სამართლიანობაზე მომუშავე ორგანიზაცია We owe others on a moral basis. Therefore, rejecting it puts us all at peril.

,,ადამიანები მშვიდობისთვის" დაარსდა 2022 წელს და წარმოადგენს ადამიანის უფლებებსა და სოციალურ სამართლიანობაზე მომუშავე ორგანიზაციას.
ჩვენ გვაქვს მორალური ვალდებულება სხვების მიმართ. შესაბამისად, ამის უარყოფა, ყველა ჩვენგანს საფრთხეს უქმნის.
ჩვენ გვჯერა თავისუფალი, თანასწორი, სოლიდარული, მრავალფეროვანი და არადისკრიმინაციული საზოგადოების იდეის. ამის მიღწევა კი შესაძლებელია, მხოლოდ ეკონომიკური, სოცია

ლური და პოლიტიკური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლითა და ცნობიერების ამაღლებით. In 2022, "People for Peace" was established as a group dedicated to social justice and human rights. We support the notion of a society that is free, equitable, solidaristic, diversified, and devoid of discrimination. Only through bringing attention to and combating economic, social, and political injustice can this be possible.

26/03/2026

🔴 #სასწრაფო 28 მარტს, 15 საათზე ვისაც შეგიძლიათ, განურჩევლად ყველაფრისა გთხოვთ დადგეთ ამ მშობლების გვერდით!

არ დაუშვათ კიდევ ერთი მოზარდის სიკვდილი უწამლობის გამო!

გთხოვთ ყველას, ვისაც შეგიძლიათ მისვლა, მიდით აუცილებლად!

ნუ დატოვებთ ბავშვებს და მშობლებს თაღლითი ხელისუფლების პირისპირ მარტოს!

🔴 ეს წერტილი კონკურსში იღებს მონაწილეობას  გთხოვთ ყველას მისი ფოტოს მთავარ გვერდზე მოწონებას და გაზიარებას  ❤🙏მას ძალიან...
07/11/2025

🔴 ეს წერტილი კონკურსში იღებს მონაწილეობას გთხოვთ ყველას მისი ფოტოს მთავარ გვერდზე მოწონებას და გაზიარებას ❤🙏

მას ძალიან სჭირდება ადამიანების დახმარება და გვერდში დგომა ❤🙏

https://www.facebook.com/share/p/19D8JuXKo6/

გაიცანით კალიკო ❤️
კალიკო ჩემი სახელი არ გეგონოთ, უბრალოდ ყველა ჩემნაირი სამფერა მეტისი ფისო კალიკოა.
პატარა ცინდალი ვარ და ჩემი ბეწვი შერეულია მზისფერ ნარინჯისფერს, შოკოლადს და სიჩუმის ნაცრისფერ ელვარებას.
არ ვიცი, როდის გადავიქეცი ზედმეტ ტვირთად ან ტკივილად, მაგრამ მახსოვს ის ღამე, როცა დედასთან ერთად შუაღამის სიბნელეში უკუნეთ და სველ ადგილას დაგვაგდო უგულო ადამიანმა, რომელიც მანამდე სულ გვეფერებოდა.
მიწა ცივი, თითქოს წებოვანი და მძაფრი სუნით გაჟღენთილი იყო. იქ, სადაც დაგვტოვეს, ბაყაყებიც კი არ ყიყინებდნენ, თითქოს თვითონაც შიშობდნენ იმ ადგილის სიჩუმეს.
დედა ცდილობდა ჩემს ჩახუტებას და გათბობას, მაგრამ სწორედ ამ დროს რაღაც ძალიან-ძალიან მეტკინა. თითქოს რაღაც ბასრს მივეჯახე და თვალში ისეთი მეხი გავარდა, რომ ტკივილისგან შიგნიდან მთლიანი სამყარო დაიფერფლა. მერე ყველაფერი ნისლში გაეხვა: ტკივილი, სიცივე, შიში... მხოლოდ დედის სუნთქვა მესმოდა, წყვეტილი და მღელვარე.
და მერე ხანგრძლივი სიჩუმე…
მოულოდნელი ფეხის ხმა, სინათლე, ხელში აყვანა და თბილ ლოგინში ჩაწვენა.
ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. გავინაბე, გავისუსე და ცალი თვალით ვცდილობდი გამერკვია, თუ ვინ იყვნენ ის დეიდები, რომლებმაც გადაგვარჩინეს.
მას შემდეგ თვე გავიდა. ჩემი მარცხენა თვალი ახლა მხოლოდ ტკივილს განიცდის, თურმე თვალის რქოვანა გამხევია და ყოველ დღე ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ბასრი დანით მაჭრიან თვალს. ზოგჯერ ტკივილი იმდენად მძაფრია, რომ საკუთარი გულისცემას ვგრძნობ და ცრემლებს ვერ ვიკავებ.
თუმცა, ალბათ გამიმართლა, რომ ჩემს გვერდით არიან ისინი, ვინც ჩემზე ზრუნავენ და ჩემი თვალის გადარჩენას ცდილობენ. ისე მიფრთხილდებიან თითქოს ფაიფურის ვიყო და როცა ძალიან მტკივა, ჩუმად მეჩურჩულებიან ,,რომ მე ძლიერი ფისუნია ვარ, ულამაზესი გოგო და ცოტაც უნდა გავუძლო” და მე მჯერა.
მჯერა, რადგან მათ თვალებში პირველად დავინახე ნამდვილი: სინათლე, სითბო, სიყვარული და მზრუნველობა. ვიცი რომ არაფერს დამიშავებენ და მალე მეც მიპოვის ჩემი ნამდვილი ,,დედიკო” ან ,,მამიკო”, რომელიც არასოდეს მიმატოვებს ან მიღალატებს.
დიახ, მე კალიკო ფისო ვარ.
კნუტი, რომელიც ვერ მოკლეს.
კნუტი, რომელიც იბრძვის გადარჩენისთვის.
მე ვარ პატარა სიცოცხლე, რომელიც ისევ სუნთქავს და სანამ ერთი თბილი ხელი მაინც მეხება, მე ვიცოცხლებ და გამოვჯანმრთელდები.

წარმატება უსურვეთ და მოიწონეთ მისი ფოტო, რომ გაიმარჯვოს 👑🐾

🎉 გამარჯვებულ ფუმფულიტოს საჩუქრად გადაეცემა:
1 ტომარა საკვები (15 კგ.) და სტერილიზაცია (ან კასტრაცია) 🎁

Address

ისნის რაიონი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი, N120, ბინა N19
Tbilisi
0113

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადამიანები მშვიდობისთვის • People For Peace posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share