საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება • DSG - Diplomatic Society of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება • DSG - Diplomatic Society of Georgia
Website

საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება • DSG - Diplomatic Society of Georgia Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება • DSG - Diplomatic Society of Georgia, Nonprofit Organization, Tbilisi.

DSG აერთიანებს სხვადასხვა თაობის კარიერულ დიპლომატებს, რომლებიც კონსტიტუციის 78-ე მუხლისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულების გამო, გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან ან უსამართლოდ იქნენ გათავისუფლებულნი დიპლომატიური სამსახურიდან.

The Georgian name of the city is სოხუმი (Sokhumi). “Sukhum” is the Russian form.Using the correct Georgian transliterati...
30/09/2026

The Georgian name of the city is სოხუმი (Sokhumi). “Sukhum” is the Russian form.

Using the correct Georgian transliteration is more than a matter of spelling. Place names carry history, language and identity.

This is why we say: Sokhumi, not Sukhum.

27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემამ და რუსეთის...
27/09/2026

27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემამ და რუსეთის მიერ აფხაზეთში განხორციელებულმა ეთნიკურმა წმენდამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასიათასობით მოქალაქე საკუთარი სახლიდან იძულებით განდევნა.

ეს იყო და რჩება ტრაგედიად, რომელმაც ათწლეულებით განსაზღვრა საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგი.

სამხედრო განზომილებაში, სოხუმის დაკავება პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთის რეგულარული არმიის მონაწილეობასთან კონფლიქტში, ხოლო სამხედრო-პოლიტიკურ განზომილებაში იგი უშუალოდ უკავშირდება რუსეთის შუამავლობითა და გარანტორობით 1993 წლის 27 ივლისს გაფორმებულ ე.წ. სოჭის შეთანხმებას.

რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია, სამხედრო ყოფნა და რეგიონის უკანონო ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა დღემდე წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ უმთავრეს გამოწვევას. განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ დღემდე იზღუდება ოკუპირებულ აფხაზეთში დარჩენილი ქართული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების, საკუთრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებები.

ოკუპაციის პირობებში მიმდინარე იძულებითი დემოგრაფიული ცვლილებები და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არ არსებობა კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში დაადასტურა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთზე ეფექტური კონტროლის განხორციელება და შესაბამისი პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დარღვევებზე.

ამ კონტექსტში, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლება არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების განუყოფელი ნაწილი. 2026 წლის 4 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ პრინციპის ურღვევობა და ყოველწლიურად ინიცირებულ რეზოლუციას 107 სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.

საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააგრძელოს რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლა და საერთაშორისო სამართლის ვალდებულებების შესრულების მოთხოვნა, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების შეუფერხებელი წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მტკიცედ დაუჭიროს მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას.

ასევე უნდა შენარჩუნდეს ზეწოლა რუსეთზე, რათა შესრულებულ იქნას ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება.

სამწუხაროდ დღეს ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ მცდელობას შემსუბუქდეს რუსეთის პასუხუსმგებლობა ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის კონტექსტში. ისტორიული მეხსიერების წაშლა, მტრისა და მოყვარის მიზანმიმართული აღრევა არის დანაშაული საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინაშე.

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაცია არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვდობიანი აღდგენის უალტერნატივო გზა.

მარადიული ხსოვნა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. ქედს ვიხრით ომისა და ეთნიკური წმენდის ყველა მსხვერპლის წინაშე.

🇬🇪 🇬🇧 Under the cycle of reviews on Georgia’s relations with its international partners, the Diplomatic Society of Georg...
25/09/2026

🇬🇪 🇬🇧 Under the cycle of reviews on Georgia’s relations with its international partners, the Diplomatic Society of Georgia presents an overview of relations between Georgia and the United Kingdom.

🏛️ British engagement in Georgia has also placed considerable emphasis on strengthening state institutions. From 2015, the UK Government’s Good Governance Fund supported programmes designed to improve public-sector effectiveness, strengthen transparency and accountability, and address corruption.

💷 More than £5 million was allocated by the Good Governance Fund to projects implemented specifically in Georgia.

🤝 UK support also extended beyond the Good Governance Fund. Notably after the 2008 war, the British Government allocated more than £5 million in total to provide shelter for internally displaced people and support humanitarian operations carried out by the Red Cross.

📌 The government-to-government assistance has now been significantly curtailed. In December 2024, the British Government announced the immediate suspension of programme support to the Georgian government, linking the decision directly to concerns over democratic norms and freedoms.

British Embassy Tbilisi Foreign, Commonwealth & Development Office

🔎 Read the full analysis of relations between Georgia and the UK here:

The United Kingdom has been one of Georgia’s most important Western partners and a consistent supporter of the country’s sovereignty, territorial integrity, and European and Euro-Atlantic aspirations. Since Georgia regained its independence, relations between the two countries have steadily expa...

🇬🇪 🇬🇧 საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების მიმოხილვათა ციკლის ფარგლებში, საქართველოს დიპლომატთა საზოგადო...
25/09/2026

🇬🇪 🇬🇧 საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების მიმოხილვათა ციკლის ფარგლებში, საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება წარმოგიდგენთ დოკუმენტს “საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობები”.

🏛️ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ჩართულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება იყო. 2015 წლიდან გაერთიანებული სამეფოს მთავრობის “კარგი მმართველობის ფონდი” აფინანსებდა პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავდა საჯარო სექტორის ეფექტიანობის გაუმჯობესებას, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.

💷 ”კარგი მმართველობის ფონდის” მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე 5 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი გამოიყო.

🤝 გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა “კარგი მმართველობის ფონდის” საქმიანობით არ შემოიფარგლება. 2008 წლის ომის შემდეგ, ბრიტანეთის მთავრობამ ჯამში 5 მილიონ ფუნტზე მეტი გამოყო იძულებით გადაადგილებული პირებისთვის თავშესაფრის უზრუნველყოფისა და წითელი ჯვრის მიერ განხორციელებული ჰუმანიტარული ოპერაციების მხარდასაჭერად.

📌 დღეისათვის სამთავრობო დონეზე დახმარების პროგრამები არსებითად შეწყვეტილია. 2024 წლის დეკემბერში, საქართველოში დემოკრატიული ნორმების და თავისუფლების დარღვევის გამო, ბრიტანეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობისთვის პროგრამული მხარდაჭერის დაუყოვნებლივი შეჩერების შესახებ გამოაცხადა.

🔎 გაეცანით საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობების სრულ ანალიზს ბმულზე:

გაერთიანებული სამეფო საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასავლელი პარტნიორი და ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერ...

🇬🇪🇬🇧 Under the cycle of reviews on Georgia’s relations with its international partners, the Diplomatic Society of Georgi...
23/09/2026

🇬🇪🇬🇧 Under the cycle of reviews on Georgia’s relations with its international partners, the Diplomatic Society of Georgia presents an overview of relations between Georgia and the United Kingdom.

🤝 The United Kingdom has been one of Georgia’s most important Western partners and a consistent supporter of the country’s sovereignty, territorial integrity, and European and Euro-Atlantic aspirations.

🌐 Since Georgia regained its independence, relations between the two countries have steadily expanded, covering a wide range of bilateral and multilateral issues. In 2014, this cooperation was strengthened through the establishment of the Wardrop Strategic Dialogue.

📌 Against the backdrop of democratic backsliding and growing anti-Western rhetoric, the Wardrop Strategic Dialogue has been suspended, and direct UK government assistance programmes have been halted.

British Embassy Tbilisi Foreign, Commonwealth & Development Office

📖 Read the full analysis of relations between Georgia and the UK here:

The United Kingdom has been one of Georgia’s most important Western partners and a consistent supporter of the country’s sovereignty, territorial integrity, and European and Euro-Atlantic aspirations. Since Georgia regained its independence, relations between the two countries have steadily expa...

🇬🇪🇬🇧 საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების მიმოხილვათა ციკლის ფარგლებში, საქართველოს დიპლომატთა საზოგადოე...
23/09/2026

🇬🇪🇬🇧 საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების მიმოხილვათა ციკლის ფარგლებში, საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება წარმოგიდგენთ დოკუმენტს „საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობები“.

🤝 გაერთიანებული სამეფო საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების თანმიმდევრული მხარდამჭერია.

🌐 საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები თანდათან გაფართოვდა და მოიცვა როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ჩამოყალიბებით.

📌 საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და მზარდი ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, 2024 წლიდან „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ შეჩერდა, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ განხორციელებული პირდაპირი დახმარების პროგრამები შეწყდა.

📖 გაეცანით საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობების სრულ ანალიზს:

გაერთიანებული სამეფო საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასავლელი პარტნიორი და ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერ...

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება ევროკავშირის სახელით - სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონ...
18/09/2026

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება ევროკავშირის სახელით - სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

განცხადების სრული ტექსტი იხილეთ: https://link.europa.eu/xwybwY

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება ევროკავშირის სახელით - სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით

განცხადების სრული ტექსტი იხილეთ: https://link.europa.eu/xwybwY

Statement by the High Representative on behalf of the European Union on the so-called Presidential elections in the occupied breakaway region of South Ossetia

Read the full statement here: https://link.europa.eu/PHMhdn

🇹🇷 თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებში ახალი ეტაპი იკვეთება.🌍 ანკარის პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებები სულ უფრო მკაფიოდ აჩვენებს...
14/09/2026

🇹🇷 თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებში ახალი ეტაპი იკვეთება.

🌍 ანკარის პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებები სულ უფრო მკაფიოდ აჩვენებს მის სწრაფვას მეტი სტრატეგიული დამოუკიდებლობისკენ.

📖 გაეცანით სრულ სტატიას — „რუსეთის სტრატეგიული უკუსვლა საქართველოს სამეზობლოში“ 👇

https://www.diplosociety.net/post/რუსეთის-სტრატეგიული-უკუსვლა-საქართველოს-სამეზობლოში

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება • DSG - Diplomatic Society of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share