სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრიCivil Society Development Center

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრიCivil Society Development Center
Call Website Contact the organization

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრიCivil Society Development Center How was the CSDC formed?
The control mechanisms have been improved and it is relatively transparent. This time with homeless people with disabilities.

English version below 👌

როგორ ჩამოყალიბდა CSDC

გააცნობიერა რა უსახლკარო ბავშვთა გამოწვევებისა და პრობლემებისადმი საქართველოში ინფორმაციის და მგრძნობელობის ნაკლებობა, CSDC 2010 წელს დაარსდა, რათა გამოეკვლია მიზეზები, რის გამოც ეს ბავშვები და მოზარდები ქუჩაში აღმოჩნდნენ , იდენტიფიკაცია მოეხდინა და დახმარებოდა მათ პრობლემების მოგვარებაში.
ორგანიზაცია ფუნქციონირებს საქართველოს 6 რეგიონში
2010 წლიდან CSDC არის ევრაზიის ტელეცენტრის ქსელის წევრი, რომელიც დახმარებას უწევს ორგანიზაციებს და სამოქალაქო აქტივობით შექმნილ ტელეცენტრებს ინფორმაციულ და კომუნიკაციის ტექნოლოგიებში.

Recognizing the lack of awareness and sensitivity to the challenges and problems of homeless children in Georgia, CSDC was founded in 2010 to investigate the reasons why these children and adolescents found themselves on the streets, identifying and helping them with their problems. Initially, financial and technical support was provided by the IREX international NGO, through which the CSDC began working on the most vulnerable groups and, following an initial investigation, developed nine recommendations for the Government of Georgia to improve the condition of street children. These recommendations included: conducting a survey to determine the exact number of children living on the streets of Tbilisi, monitoring childcare facilities, effective monitoring by public authorities and NGOs, raising public awareness of "street children", and raising awareness to protect and support the rights of such children. The government took into account several of the recommendations, spefically: the children without ID cards were given temporary licenses, and thus, they are the included in the official numbers of the population. The support is available for campaigns raising public awareness.
Following this initial success, the CSDC expanded its activities outside the regions of Tbilisi and started to work with other issues, too. Since 2010, CSDC has been a member of the Eurasia Television Network, which has assisted organizations and civic activism centers in information and communication technologies.

🎈 დაუვიწყარი დღე მტკვარზე, ბევრი ღიმილი, თბილისის ისტორიები და ახალი შთაბეჭდილებები! 💙🚣‍♂️ ტრანზიტული საგანმანათლებლო პრ...
01/10/2026

🎈 დაუვიწყარი დღე მტკვარზე, ბევრი ღიმილი, თბილისის ისტორიები და ახალი შთაბეჭდილებები! 💙

🚣‍♂️ ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგელბში გლდანის World Vision-ისა და თბილისის „საქართველოს კარიტასის“ დღის ცენტრების ბავშვებმა მტკვარზე ნავებით გაისეირნეს და მონაწილეობა მიიღეს საინტერესო, შემეცნებით-გასართობ ექსკურსიაში.

✨ ექსკურსიაზე ბავშვებთან ერთად იყვნენ ჩვენი ერთგული მეგობრები, „ჰელფინგ ჰენდის“ მოხალისეები, რომლებმაც დღის ბოლოს ბავშვებს წვენებითა და ტკბილეულით უმასპინძლეს. 🍬🧃😊

@გამომწერები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა

#მოხალისეობა #ბავშვები #მეგობრობა #თანადგომა #ერთადუკეთესია #დადებითიგანწყობა #თბილისი #მტკვარი #დაუვიწყარიდღე

🎬🍕❤️ მეგობრობა, მხიარულება და ერთად გატარებული სასიამოვნო დღე!გლდანის World Vision-ის ცენტრის ბავშვებს „ჰელფინგ ჰენდის“ ...
01/10/2026

🎬🍕❤️ მეგობრობა, მხიარულება და ერთად გატარებული სასიამოვნო დღე!

გლდანის World Vision-ის ცენტრის ბავშვებს „ჰელფინგ ჰენდის“ მოხალისეებმა კინოში უმასპინძლეს. 🎥😊

ბავშვებმა ნახეს ანიმაცია „მია და მონსტრები“, სახალისო და თბილი ისტორია მეგობრობაზე, განსხვავებულობის მიღებასა და ერთმანეთის მხარდაჭერაზე. 🫂✨

ანიმაციის დასრულების შემდეგ მოხალისეებმა ბავშვებს პიცითაც გაუმასპინძლდნენ. 🍕💛 შეხვედრა კი კიდევ უფრო სასიამოვნო გახადა ბავშვების საპასუხო მოწვევამ. მათ მოხალისეები საკუთარ ცენტრში დაპატიჟეს და ახალი შეხვედრისთვის უკვე თავადაც დაიწყეს მზადება. 😊

ასეთი შეხვედრები ბავშვებისთვის ახალი გამოცდილებების, მეგობრობისა და დადებითი ემოციების გაზიარების შესაძლებლობაა.

@გამომწერები
ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

#ბავშვები #მეგობრობა #თანადგომა #კინო #ერთადუკეთესია #დადებითიგანწყობა

🧩💬🧠 თამაში, აზროვნება და ერთმანეთის მოსმენაკომუნიკაციის, აზროვნებისა და სოციალური უნარების განვითარების მიზნით, სპეციალი...
01/10/2026

🧩💬🧠 თამაში, აზროვნება და ერთმანეთის მოსმენა

კომუნიკაციის, აზროვნებისა და სოციალური უნარების განვითარების მიზნით, სპეციალისტებმა ჯგუფის წევრებს სამაგიდო თამაში „აფორიზმობანა“ შესთავაზეს.

🎲 თამაშის მსვლელობისას მოზარდები გაეცნენ სხვადასხვა აფორიზმს, იმსჯელეს მათ მნიშვნელობაზე და საკუთარი გამოცდილებიდან მაგალითებიც მოიყვანეს. ისინი ცდილობდნენ აფორიზმების სწორად გააზრებასა და სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციასთან დაკავშირებას.

პროცესმა ხელი შეუწყო მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას, ერთმანეთთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას. მოზარდებს შესაძლებლობა მიეცათ, სახალისო და არაფორმალურ გარემოში ემსჯელათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ საკითხზე, გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები და მოესმინათ ერთმანეთის ხედვებისთვის. 💭🤝

თამაშმა ხელი შეუწყო სიტყვიერი კომუნიკაციის, ყურადღების, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ასევე ჯგუფში პოზიტიური და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას.

@გამომწერები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა
#ტრანზიტულისაგანმანათლებლოპროგრამა #აფორიზმობანა #ბავშვები #მოზარდები #განათლება #არაფორმალურიგანათლება #კომუნიკაცია #სოციალურიუნარები #კრიტიკულიაზროვნება #თანამშრომლობა #განვითარება

World Vision საქართველოს ქუთაისის მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრსა და სადღეღამისო თავშესაფარში განსაკუთრებული და სასიამოვნო...
01/10/2026

World Vision საქართველოს ქუთაისის მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრსა და სადღეღამისო თავშესაფარში განსაკუთრებული და სასიამოვნო შეხვედრა გაიმართა. ცენტრს ქუთაისის №30 საჯარო სკოლის მოხალისეები ესტუმრნენ 🤝🫂

ვიზიტის მიზანი ბენეფიციარებთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება, მათი მხარდაჭერა და საინტერესო, შემეცნებით-გასართობი აქტივობების მეშვეობით დადებითი ემოციების შექმნა იყო.

მოხალისეებმა ბავშვებს სხვადასხვა სახის შემეცნებითი მასალა და ტკბილეული მოუტანეს.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა სახალისო და შემეცნებითი აქტივობები, რომლებიც მოიცავდა სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოებს, კითხვა-პასუხს და ბავშვების აქტიურ ჩართულობას. აქტივობების მიმდინარეობისას ბენეფიციარებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამოევლინათ საკუთარი ცოდნა, ინტერესები და შემოქმედებითი უნარები.

შეხვედრის ერთ-ერთი განსაკუთრებით თბილი ნაწილი ბავშვების მიერ სტუმრებისთვის ლექსების წაკითხვა იყო, რასაც სტუმრების მხრიდან დიდი სითბო და დადებითი ემოციები მოჰყვა.

მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ბავშვებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, სოციალური და კომუნიკაციური უნარების განვითარებას, ურთიერთთანადგომისა და თანაგრძნობის მნიშვნელობის გაცნობიერებას.

@გამომწერები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა

💛  ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ქ. რუსთავის დღის ცენტრის აღსაზრდელებმა საინტერესო აქტივობაში მიიღეს მ...
01/10/2026

💛 ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ქ. რუსთავის დღის ცენტრის აღსაზრდელებმა საინტერესო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა, რომელმაც მათ დააფიქრა, თუ როგორ შეიძლება სიტყვებმა ადამიანი გაახაროს, გაამხნევოს, მაგრამ ასევე ატკინოს და გულში მტკივნეული კვალი დატოვოს.

👣 *"კვალის“ აქტივობის" ფარგლებში ბავშვებმა ფეხის კვალის ბარათების დახმარებით იმსჯელეს, როგორ ტოვებს კეთილი ან მტკივნეული სიტყვა კვალს ადამიანის გულსა და გონებაში.

ბავშვებს დაურიგდათ სხვადასხვა ფრაზა, მაგალითად:
„სულელი ხარ“, „არაფერი გამოგდის“, „არ მაინტერესებ“, „მომშორდი“ და ერთად ისაუბრეს იმაზე, როგორ იგრძნობდნენ თავს, ასეთი სიტყვები მათ რომ ეთქვათ.

შემდეგ თითოეული „მტკივნეული კვალი“ კეთილი და მხარდამჭერი სიტყვების კვალით შეცვალეს:
💬 „სულელი ხარ“ → მოდი, ერთად ვცადოთ
💬 „მომშორდი“ → „ცოტა დრო მარტო მინდა“

აქტივობის დასასრულს კი ბავშვებმა ერთად შექმნეს „კეთილი სიტყვების კვალი“ მეგობრობა, სიყვარული, მადლობა, გთხოვ, მაპატიე, დაგეხმარები, შეძლებ...

რადგან ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დღე გაუფერადო ან პირიქით, გული ატკინო.
@გამომწერები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა
#ტრანზიტულისაგანმანათლებლოპროგრამა #კეთილისიტყვები #კეთილისიტყვისკვალი #ბავშვები #განათლება #თანაგანცდა #ემპათია #პატივისცემა #ემოციები #რუსთავი

💛🤝 მოხალისეობა  როცა სიკეთე არჩევანია, ხოლო ცვლილება  მოქმედება! ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში „საქართვ...
16/09/2026

💛🤝 მოხალისეობა როცა სიკეთე არჩევანია, ხოლო ცვლილება მოქმედება!

ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში „საქართველოს კარიტასის“ თბილისის დღის ცენტრში განსაკუთრებული, ენერგიული და შთამაგონებელი შეხვედრა გაიმართა! ☀️

ჩვენს ბავშვებს ჰელფინგ ჰენდ (Helping Hand) ახალგაზრდა, გულანთებული მოხალისეები ესტუმრნენ. 💫

სტუმრებმა ბავშვებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ერთად ისაუბრეს ძალიან მნიშვნელოვან თემებზე:

💡 რა არის მოხალისეობა?
🤍 რატომ არის ის არა მხოლოდ სხვების დახმარება, არამედ საკუთარი თავის აღმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობაც?
🌟 როგორ მივიდნენ თავად მოხალისეები ამ ნაბიჯამდე და რამ მისცა მათ მოტივაცია?
🌱 როგორ ცვლის მოხალისეობა ჩვენს ყოველდღიურობას?
🙌 და რაც მთავარია — როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს, თუნდაც პატარა ნაბიჯით, დადებითი ცვლილების დაწყება?

შეხვედრამ ძალიან თბილ, ინტერაქციულ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა. 🥰 ბავშვებმა დიდი ინტერესით მოუსმინეს სტუმრებს, დასვეს კითხვები, საკუთარი აზრები გააზიარეს და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ "სიკეთის კეთებას არც ასაკი აქვს და არც საზღვრები.

დიდი მადლობა ჰელფინგ ჰენდ (Helping Hand)-ის გუნდს ამ შთამაგონებელი დღისთვის, პოზიტიური ენერგიისთვის და ჩვენი ბავშვებისთვის გაზიარებული გამოცდილებისა და შესაძლებლობებისთვის! 🤗🌈

#მოხალისეობა #სიკეთე #საქართველოსკარიტასი #დღისცენტრი #სოციალურიპასუხისმგებლობა #ერთადცვლილებისთვის #სიკეთესაზღვრებისგარეშე #ახალგაზრდობა #თანადგომა
@გამომწერები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა

🏡📚 ერთი დღე, ორი განსხვავებული გამოცდილება და უამრავი დაუვიწყარი შთაბეჭდილება!10 სექტემბერს, World Vision საქართველოს ქუ...
13/09/2026

🏡📚 ერთი დღე, ორი განსხვავებული გამოცდილება და უამრავი დაუვიწყარი შთაბეჭდილება!

10 სექტემბერს, World Vision საქართველოს ქუთაისის მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრისა და სადღეღამისო თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის, ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი საინტერესო და შთამბეჭდავი ექსკურსია მოეწყო.

📚 დღე ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში სტუმრობით დავიწყეთ.

ბავშვებს განსაკუთრებული სითბოთი და გულთბილი მასპინძლობით მწერლის შვილმა, დაჩი იოსელიანმა, უმასპინძლა. 🏡❤️

სტუმრობა მხოლოდ მუზეუმის დათვალიერებით არ შემოფარგლულა შეხვედრა ინტერაქტიულად წარიმართა. ბავშვებმა დასვეს კითხვები, მოისმინეს საინტერესო ისტორიები და საკუთარი ემოციებიც გააზიარეს.

✨ მათ განსაკუთრებულად მოეწონათ მწერლის სახლი, ეზო და იქ დაცული პირადი ნივთები - ნივთები, რომლებმაც ბავშვებს შესაძლებლობა მისცა, ოტია იოსელიანის ცხოვრება და შემოქმედება უფრო ახლოს გაეცნოთ.

🎠🎡 მაგრამ ეს მხოლოდ დღის პირველი ნაწილი იყო!

დღის მეორე ნახევარში მუზეუმის მშვიდი და შემეცნებითი გარემო ბავშვურმა ჟრიამულმა, სიცილმა და მხიარულებამ შეცვალა. 🥰

გადავინაცვლეთ წყალტუბოს კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც ბავშვებს გართობის, თამაშისა და თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა მიეცათ. 🎡🌸

🥰 და ბოლოს — ღიმილები! უამრავი ღიმილი!

ბავშვების ბედნიერი სახეები საუკეთესო დასტურია იმისა, რომ ეს დღე ნამდვილად განსაკუთრებული იყო.

🌱 სწავლის დაწყებამდე ჩვენმა ბენეფიციარებმა კიდევ ერთი ლამაზი მოგონება შეიძინეს, ახალი რამ გაიგეს, ერთად გაერთნენ და ზაფხულის შთაბეჭდილებების ფურცელს კიდევ ერთი ფერადი დღე შემატეს. 🌷✨

#ტრანზიტულისაგანმანათლებლოპროგრამა #ქუთაისი #ოტიაიოსელიანი #სახლმუზეუმი #წყალტუბო #ბავშვები #განათლება #ექსკურსია #შთაბეჭდილებები #ბავშვობისდღეები #ერთადვქმნითმოგონებებს #სწავლადაგართობა
@გამომწერები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა

🚦❤️ უსაფრთხო გზა ცოდნით იწყება!✨ „საქართველოს კარიტასის“ თბილისის დღის ცენტრში, ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარ...
13/09/2026

🚦❤️ უსაფრთხო გზა ცოდნით იწყება!

✨ „საქართველოს კარიტასის“ თბილისის დღის ცენტრში, ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა.

„თეგეტა მოტორსის“ ინიციატივით, ცენტრის ბენეფიციარებს ცნობილი ფოტოჟურნალისტი და ფოტოგრაფი #გოგაჩანადირი ესტუმრა და ბავშვებისთვის საგზაო უსაფრთხოების თემაზე საინტერესო, შემეცნებითი და ინტერაქტიული სესია ჩაატარა. 🚶‍♀️🚦🚗

💬 შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ბავშვები დიდი ინტერესით ჩაერთნენ საუბარში, დასვეს კითხვები, საკუთარი მოსაზრებები გააზიარეს და კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რამდენად მნიშვნელოვანია ქუჩაში გადაადგილებისას წესების ცოდნა და დაცვა.

📚 ზოგჯერ ერთი შეხვედრა მხოლოდ ახალ ინფორმაციას არ გვაძლევს ის გვასწავლის, როგორ ვიყოთ უფრო ყურადღებიანი, პასუხისმგებლიანი და უსაფრთხო საკუთარ თავთან და სხვებთან მიმართებით.

❤️ რას ამბობენ ჩვენი პატარები?

👦 იაკობი, 13 წლის:
„ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ბევრი ტერმინის ქართული შესატყვისი ვისწავლე, რაც აქამდე არ ვიცოდი!“

👧 ლილე, 9 წლის:
„მიხარია, რომ ყველა კითხვას სწორად ვპასუხობდი!“

🎁 შეხვედრის დასასრულს ყველა მონაწილეს სიმბოლური საჩუქარი გადაეცა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარი ახალი ცოდნა და უსაფრთხო ქცევის შესახებ მიღებული გამოცდილება მათთან ერთად დარჩება. 🌱

🙏 დიდი მადლობა „თეგეტა მოტორსს“ ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის და გოგა ჩანადირს ბავშვებისთვის ცოდნის, გამოცდილებისა და პოზიტიური ემოციების გაზიარებისთვის!

🚦 ვიცოდეთ წესები. ვიყოთ ყურადღებით. დავიცვათ ერთმანეთი.

#ტრანზიტულისაგანმანათლებლოპროგრამა #საქართველოსკარიტასი #თეგეტამოტორსი #გოგაჩანადირი #საგზაოუსაფრთხოება #ბავშვები #განათლება #უსაფრთხოება #შემეცნებითიშეხვედრა #ერთადვზრუნავთ
@გამომწერები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა

🏠✨ თუ შენი ოთახი შენს შესახებ ყველაფერს მოყვებოდა, როგორი იქნებოდა ის?გლდანის World Vision საქართველოში პირადი სივრცისა ...
13/09/2026

🏠✨ თუ შენი ოთახი შენს შესახებ ყველაფერს მოყვებოდა, როგორი იქნებოდა ის?

გლდანის World Vision საქართველოში პირადი სივრცისა და "თვითიდენტობის" თემა შემოქმედებითად განვიხილეთ. 💭🎨

🌈მონაწილეებმა შექმნეს საკუთარი „ოთახები“ სივრცეები, რომლებიც მათ ინდივიდუალურობას, ინტერესებს, სურვილებს, ოცნებებსა და ემოციებს გამოხატავდა.

🪴📚🎵✨თითოეული ოთახი განსხვავებული აღმოჩნდა თავისი ფერებით, იდეებითა და ისტორიით.

💬 ამ აქტივობამ დაგვანახა, რომ პირადი სივრცე მხოლოდ კედლებით შემოსაზღვრული ადგილი არ არის. ის არის სივრცე, სადაც შეგვიძლია ვიყოთ ისეთი, როგორებიც სინამდვილეში ვართ ჩვენი ინტერესებით, ოცნებებით, ემოციებითა და სურვილებით.

🌱 საკუთარი თავის აღმოჩენა იწყება მაშინ, როცა ვაძლევთ საკუთარ თავს უფლებას, ვიყოთ უნიკალურები.

❤️ თითოეული „ოთახი“ — ერთი პატარა ისტორია, ერთი უნიკალური სამყარო და ერთი განსხვავებული პიროვნებაა.

#გლდანი #პირადსივრცე #თვითიდენტობა #თვითგამოხატვა #მოზარდები #შემოქმედება #განვითარება #საკუთარითავი #ერთადვიზრდებით
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა
@გამომწერები

🧠💭 „რას გააკეთებდი შენ?“ — როცა სწორი პასუხი ყოველთვის ერთი არ არის…✨ ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ქ....
13/09/2026

🧠💭 „რას გააკეთებდი შენ?“ — როცა სწორი პასუხი ყოველთვის ერთი არ არის…

✨ ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ქ. რუსთავში ჯგუფის წევრებს სპეციალისტებმა საინტერესო და დაფიქრებისთვის მნიშვნელოვანი აქტივობა შესთავაზეს "მორალური დილემები".

🤔 მონაწილეებს რეალური ცხოვრების მსგავსი სიტუაციების გააზრება, რთული არჩევანის გაკეთება და საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტირება მოუწიათ.

აქტივობის მთავარი მიზანი იყო მოზარდებში:
🔹 კრიტიკული და მორალური აზროვნების განვითარება;
🔹 გადაწყვეტილების მიღების უნარის გაძლიერება;
🔹 საკუთარი პოზიციის არგუმენტირება;
🔹 განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა და პატივისცემა;
🔹 სხვისი ემოციებისა და ინტერესების გათვალისწინება.

💬 მორალური დილემა სწორედ ის მომენტია, როცა არჩევანი მარტივი არ არის ორი ან მეტი შესაძლო გადაწყვეტილებიდან უნდა აირჩიო ის, რომელსაც საკუთარ ღირებულებებთან ყველაზე ახლოს მიიჩნევ.

🌱 აქტივობის ბოლოს თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა ჰქონდა დაესახელებინა ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც გაიაზრა და ისწავლა.

#ტრანზიტულისაგანმანათლებლოპროგრამა #რუსთავი #მორალურიდილემები #კრიტიკულიაზროვნება #მოზარდები #განათლება #განვითარება #არჩევანი #პასუხისმგებლობა #რასგააკეთებდიშენ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა
@გამომწერები

Address

ალ. ყაზბეგის გამზ 28/1
Tbilisi
0146

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრიCivil Society Development Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრიCivil Society Development Center:

Shortcuts

Share