მენეჯერთა ასოციაცია • Managers’ Association

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მენეჯერთა ასოციაცია • Managers’ Association

მენეჯერთა ასოციაცია • Managers’ Association Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from მენეჯერთა ასოციაცია • Managers’ Association, Non-Governmental Organization (NGO), Pekini Street 33, Tbilisi.

🔹 გინდა სწორად გაშიფრო სხეულის ენა ბიზნესში, კარიერასა და პირად ურთიერთობებში?🔹 გინდა სიტყვების გარეშე „წაიკითხო“ ადამია...
31/03/2026

🔹 გინდა სწორად გაშიფრო სხეულის ენა ბიზნესში, კარიერასა და პირად ურთიერთობებში?
🔹 გინდა სიტყვების გარეშე „წაიკითხო“ ადამიანები და მართო კომუნიკაცია უფრო ეფექტურად?
🔹 გინდა ამოიცნო ტყუილი მარტივად?
🔹 გინდა გააძლიერო გავლენა და დაარწმუნო ადამიანები სიტყვების მინიმალური გამოყენებით?
🔹 გინდა თავიდან აიცილო შეცდომები უერთიერთობებში?
🔹 გინდა უფრო სწრაფად შეაფასო ადამიანების ემოციური მდგომარეობა და რეაქციები?
🔹 გინდა თავდაჯერებულად წარმართო მოლაპარაკებები და ყოველდღიური კომუნიკაცია?
🔹 გინდა უკეთ გააკონტროლო შთაბეჭდილება, რომელსაც სხვებზე ახდენ?

✨ მენეჯერთა აკადემია წარმოგიდგენთ განსაკუთრებულ ტრენინგ კურსს —
🔶 სხეულის ენა (Body Language) - აზრების წაკითხვის ხელოვნება 🔶

📊 ეს ტრენინგი წარმოადგენს ჩვენი ფართომასშტაბიანი პროგრამის კონცენტრირებულ, მოკლე ვერსიას და მოიცავს ყველაზე მნიშვნელოვან, საბაზისო საკითხებს, რომლებიც აუცილებელია ყოველდღიურ კომუნიკაციასა და პროფესიულ გარემოში წარმატებისთვის.

🔴 ტრენინგის განმავლობაში შეისწავლი:
✅ არავერბალური კომუნიკაციის საფუძვლები და მისი გავლენა გადაწყვეტილებებზე
✅ სხეულის ენის ძირითადი ელემენტები — ჟესტები, მიმიკა, თვალის კონტაქტი, პოზა
✅ ემოციების ამოცნობა და ინტერპრეტაცია რეალურ სიტუაციებში
✅ თავდაჯერებული და გავლენიანი იმიჯის ფორმირება
✅ კომუნიკაციაში გავრცელებული შეცდომები და მათი თავიდან არიდება
✅ ტყუილის ამოცნობის ტექნიკები და ქცევითი სიგნალების სწორად შეფასება
✅ მოლაპარაკებების დროს არავერბალური სიგნალების მართვა და წაკითხვა
✅ სხეულის ენის გამოყენება გავლენისა და დარწმუნების გასაძლიერებლად
✅ კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა არავერბალური კომუნიკაციის დახმარებით

🎯 ვისათვის არის ტრენინგი:
ვისაც სურს უკეთ გაიაზროს ადამიანების აზრები, მოტივები და ქცევები, და ამ ცოდნის საფუძველზე გააუმჯობესოს საკუთარი კომუნიკაციური უნარები.
ვისაც აქვს ამბიცია კარიერული და პროფესიული წინსვლისკენ, სურს გახდეს უფრო ეფექტური მმართველი, მიიღოს უფრო გააზრებული გადაწყვეტილებები და წარმატებით წარმართოს ბიზნესი.

👨‍💼 კურსის მენტორი: პიროვნული განვითარების ტრენერი, ბიზნეს კონსულტანტი, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის და საერთაშორისო სერტიფიცირებული ბიზნეს ტრენერი - ამირან კილაძე;

👥 ფორმატი: ინტერაქციული, პრაქტიკაზე ორიენტირებული, ინდივიდუალური ჩართულობის მაქსიმიზაცია;

👉 გაიარე რეგისტრაცია ან დეტალებისთვის მოგვწერე 📩
https://forms.gle/nnvLqoosRWLPg5z18

📌 ტრენინგი გაძლევს შესაძლებლობას მოკლე დროში შეიძინო ის ცოდნა და უნარები, რომლებიც ყოველდღიურად შეგიძლია გამოიყენო როგორც პროფესიულ, ისე პირად ურთიერთობებში.

მიიღე ცოდნა და უნარები, რომლებიც შეგიძლია გამოიყენო როგორც პროფესიულ, ისე პირად ურთიერთობებში. 📌 ტრენინგი გაძლე...

Leadership is not a single style — it’s a responsibility.Different moments demand different approaches.Different people ...
13/01/2026

Leadership is not a single style — it’s a responsibility.
Different moments demand different approaches.
Different people require different guidance.
But real leaders know why they lead, not just how.

Transformational leadership inspires change.
It lifts vision beyond comfort.
It challenges people to become more than they are today.

Authoritative leadership provides direction.
It brings clarity when uncertainty is high.
It stands firm when decisions must be made quickly.

Servant leadership puts people first.
It builds trust through humility.
It leads by serving, not controlling.

Democratic leadership values participation.
It listens before deciding.
It builds commitment by honouring diverse perspectives.

Ethical leadership anchors everything.
It chooses integrity over convenience.
It protects long-term trust over short-term gain.

Styles may differ.
But character must remain constant.

Leadership is not about power.
It’s about responsibility.

Here’s the real question:
Which leadership style do YOU rely on most — and why?

www.managers.ge

13/01/2026

რა გავლენა ექნება ვენესუელის კრიზისს ნავთობის ფასებზე?

Check out our new UPDATES page specially designed for CA/CMA/CS/ Bankers and Financial professional .Regularly Updated w...
11/01/2026

Check out our new UPDATES page specially designed for CA/CMA/CS/ Bankers and Financial professional .
Regularly Updated with Industrial news, News for CA Students , Professional Job Updates and GST Updates.

www.managers.ge

13/11/2025

🛑მნიშვნელოვანი ცვლილებები დამსაქმებლებისთვის – საპენსიო შენატანის ახალი წესები 2025 წლიდან

1️⃣ დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელება:
➡️2025 წლის 1 მაისიდან:
✅ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება სრულდება საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენით, რისთვისაც საჭიროა დამსაქმებელმა საპენსიო ფონდის ნომინალურ მფლობელების ანგარიშზე არაუგვიანეს საშემოსავლო დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის (არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვი) და დაზუსტებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის დღისა განათავსოს შესაბამისი თანხა საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე.
✅ განსახორციელებელი საპენსიო შენატან(ებ)ის და მასზე დარიცხული საურავ(ებ)ის დაფარვა ხორციელდება კალენდარული თვეების რიგითობით, უპირველესად სათანადო საპენსიო შენატან(ებ)ის სრულად განხორციელების/დაფარვის შემდგომ მასზე დარიცხული შესაბამისი საურავის გადახდით.
✅ დამსაქმებელი ვერ განახორციელებს მომდევნო საპენსიო შენატან(ებ)ს, თუ სრულად არ დაიფარება არსებული საპენსიო შენატან(ებ)ი და მასზე დარიცხული საურავი.
➡️2025 წლის 1 მაისამდე:
✅ წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება სრულდება საპენსიო ფონდის ელექტრონულ სისტემაში წლიური მაკორექტირებელი საპენსიო დეკლარაციის წარდგენით; დეკლარაციის წარდგენისათვის საჭიროა დამსაქმებელმა საპენსიო ფონდის ნომინალურ მფლობელების ანგარიშზე განათავსოს შესაბამისი თანხა.
✅სააღსრულებო წარმოების პროცესში, დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე საბალანსო თანხის არსებობის შემთხვევაში პირველ რიგში, იფარება უფრო ადრე წარმოშობილი ვალდებულება.

2️⃣ დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა
➡️2025 წლის 1 მაისიდან:
წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა/არაჯეროვანი შესრულება გამოიწვევს დამსაქმებლის დაჯარიმებას, კერძოდ:
✅საშემოსავლო დეკლარაციის სავადო თარიღის შემდგომ წარდგენის ან/და საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე შესაბამისი თანხის არ არსებობა და საპენსიო შენატანის განუხორციელებლობა;
✅დაზუსტებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის თარიღისთვის საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე შესაბამისი თანხის არ არსებობა და საპენსიო შენატანის განუხორციელებლობა.
➡️2025 წლის 1 მაისამდე:
წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების საპენსიო ფონდის მიერ შემოწმების დაწყებამდე შეუსრულებლობის შემთხვევაში დამსაქმებელს დაეკისრება ჯარიმა;

3️⃣ ჯარიმა
საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თარიღიდან 12 თვის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

4️⃣ საურავი
საურავი ერიცხება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის შედეგად განუხორციელებელი ან არაჯეროვნად განხორციელებული საპენსიო შენატანის შესაბამისი მოცულობის თანხას, შესაბამისი საპენსიო შენატანის განხორციელების ვადის დარღვევის დღის მომდევნო კალენდარული დღიდან საპენსიო შენატანის სრულად/ჯეროვნად განხორციელების დღემდე, ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთისთვის დამატებული 5 პროცენტის ოდენობით.

5️⃣ ჯარიმის და საურავის გადახდა
✅ ჯარიმის გადახდა ხორციელდება სახაზინო კოდზე: 302003548
✅ საურავის დაფარვა ხორციელდება საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელების ანგარიშზე თანხის განთავსებით. თანხის არსებობის შემთხვევაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით დარიცხული საურავი ავტომატურად აისახება შესაბამისი მონაწილის ანგარიშზე.
✅ საურავის დაფარვა ხორციელდება კალენდარული თვეების რიგითობით, უპირველესად იფარება განსახორციელებელი საპენსიო შენატან(ებ)ი და შემდეგ მასზე დარიცხული საურავი.

❗️ დამსაქმებელი ვერ განახორციელებს მომდევნო საპენსიო შენატან(ებ)ს, თუ სრულად არ დაიფარება არსებული საპენსიო შენატან(ებ)ი და მასზე დარიცხული საურავი.

ქართულ-ამერიკული სომატური გამოცდილების ტრავმის ინსტიტუტსა და მენეჯერთა ასოციაცია-ს შორის ურთიერთთანამშრომლობისმემორანდუმ...
28/10/2025

ქართულ-ამერიკული სომატური გამოცდილების ტრავმის ინსტიტუტსა და მენეჯერთა ასოციაცია-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმი გაფორმდა

#ქართულამერიკული
#სომატურიგამოცდილება

#ტრავმა

საქართველოს ეკონომიკური მოდელის კონცეფცია ჩვენი ხედვით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს თავისუფალ საბა...
27/09/2025

საქართველოს ეკონომიკური მოდელის კონცეფცია

ჩვენი ხედვით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს თავისუფალ საბაზრო პრინციპებს, და ამავე დროს — სახელმწიფოს აქტიურ როლს, რომელიც პასუხისმგებელია: სტრატეგიული ეკონომიკური დაგეგმვის, ინვესტიციების მოზიდვის, სამუშაო ადგილების შექმნის, სოციალურ უსაფრთხოებაზე ზრუნვისა და გადასახადების სისტემის სამართლიანობაზე. პროგრამა მოიცავს პროგრესულ საგადასახადო სისტემას, მცირე და საშუალო საწარმოების სტიმულირებისა და მსხვილი საწარმოების სამართლიანი დაბეგრის მექანიზმებს; საჯარო ხარჯების ეფექტიანობის ზრდას; ანტიკორუფციულ რეფორმებს; ფასების მიზნობრივ რეგულირებას მედიკამენტების და პირველადი მოხმარების საქონლის მიმართულებით; და საპენსიო სისტემის რეფორმას, რომელიც მოქალაქეებს შენატანის/გადასახადის დაცულობის გარანტიას დაუწესებს.

ძირითადი პრინციპები
თავისუფალი ბაზრის პრინციპი: ეკონომიკური აქტივობების უმეტესი ნაწილი უნდა განხორციელდეს საბაზრო მექანიზმების საშუალებით; სახელმწიფო სექტორი არ უნდა იყოს კერძოს სექტორის კონკურენტი, გარდა სტრატეგიული სექტორებისა.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა: სახელმწიფო პასუხისმგებელია საინვესტიციო გარემოს შექმნასა და სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრაზე.
მიზნობრივი სოციალური პოლიტიკა: შემოშავდეს უნივერსალური საბიუჯეტო სქემა — დახმარება უნდა მიეცეს მოწყვლად ჯგუფებსა და დროებით დაზარალებულ მოსახლეობას.
პროგრესიული და სამართლიანი ნორმატიული ბაზა: მაღალი შემოსავლისა და დიდი კაპიტალის სამართლიანი წვლილის ზრდა ბიუჯეტის ფორმირებაში, მოწყვლადი ჯგუფების შენატანების პარალელური შემცირებით.
გამჭვირვალეობა და ანგარიშვალდებულება: საჯარო ფინანსების და ადმინისტრაციული ხარჯების გამჭვირვალეობა; ძლიერი კონტროლის მექანიზმები კორუფციის წინააღმდეგ.
პოლიტიკური (სტრატეგიული) მიზნები
შრომის ბაზრის გააქტიურება და სამუშაო ადგილების ზრდა — 3–5 წელიწადში საგრძნობი დადებითი ტენდენციის დაფიქსირება.
სიღარიბის შემცირება და საშუალო შემოსავლის ზრდა — რეალური ზრდის სტიმულირების საშუალებით.
სახელმწიფოს როლის გაძლიერება სტრატეგიულ დაგეგმვასა და ინვესტიციის აქტიურ მოზიდვაში.
მასშტაბური საბიუჯეტო ხარჯების ეფექტიანობის ზრდა (პრემია/დანამატების შემცირება, ფულის ხარჯვის და ტენდერების გამჭვირვალე სისტემა).
1. საგადასახადო პოლიტიკა
ზოგადი მიმართულება: ჩვენი ხედვით, ეკონომიკური ზრდის და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ერთის მხრივ შემცირდეს გადასახადები მოსახლეობისათვის, წვრილი და საშუალო ბიზნესისათვის, ხოლო მსხვილი ბიზნესისთვის დაწესდეს სამართლიანი საგადასახადო ტვირთი. გადასახადბის სახეობების მიხედვით: შემოღებულ იქნას საშემოსავლო გადასახადის პროგრესული სისტემა ანუ მცირე და საშუალო შემოსავლიანი მოსახლეობისათვის საშემოსავლო გადასახადი შემცირდეს 20%-დან 10%- ან 0%მდე, ხოლო მაღალი შემოსავლის მქონე ჯგუფისათვის ის გაიზარდოს პროგრესული შკალით 20%-დან 50%-მდე. განაწილებული მოგების გადასახადი შემცირდეს წვრილი და საშუალო ბიზნესისათვის 15%-დან 5%-მდე, ხოლო მსხვილი ბიზნესისათვის (მათ შორის ბანკები, ტოტალიზატორები და ა.შ.) ის გაიზარდოს პროგრესული შკალით 15%-დან 50%-მდე; დღგ-თი (დამატებული ღირებულების გადასახადი) დაუბეგრავი ბრუნვის ზღვარი გაიზრდოს 100,000 ლარიდან 200,000 ლარამდე (გასათვალისწინებელია ინფლაციის ფაქტორი), ამასთან შემცირდეს დღგ-ს განაკვეთი 15%-მდე; ქონების გადასახადის გადახდა საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, ასევე აუცილებელი გახდეს საქართველოში ქონების მფლობელი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის; გადაიხედოს საპენსიო შენატანის დღევანდელი სისტემა და მოსახლეობას მიეცეს საკანონმდებლო გარანტიები, რომ დაგროვილი თანხები მათ აუცილებლად დაუბრუნდებათ;

საგადასახადო სისტემა უნდა გახდეს პროგრესული, გამჭვირვალე და სტიმულატორი სამომხმარებლო აქტივობისა და მცირე/საშუალო ბიზნესისათვის. შემოსავლების მხრივ — სამართლიანობა; ხარჯების მართვის მხრივ — ეფექტიანობა.

1.1 ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადი
რეკომენდირებული მიდგომა (ფაზირების დანერგვა):

0% (გამონაკლისი) — ყველაზე დაბალი შემოსავლის ნაწილზე (შედარებით მიზნობრივი: მოწყვლადი და მინიმალური შემოსავლის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები).
10% — მცირე/საშუალო შემოსავალი (მიზნად კონტრიბუციის ზრდა, გამოყენებით წახალისება).
25–35% — საშუალო-მაღალი შემოსავალი.
40–50% — მაღალი შემოსავლების ჯგუფი (პროფესიონალი მენეჯერები, ბანკირების შემოსავლებისა და სხვა მაღალი ფულის შემოსავლის წყაროების გადასახადის ზრდა).
პროექტირებული ციფრები: წლიური შემოსავალი ერთ ადამიანზე

0%: ≤ 6,000-10,000 GEL (მიზნობრივი შემწეობა)
10%: 10,001–30,000 GEL
25%: 30,001–90,000 GEL
40%: 90,001–200,000 GEL
50%: >200,000 GEL
შენიშვნა: ზემოაღნიშნული კორიდორი არის რეკომენდაციული და დიზაინდება ფისკალური ეფექტისა და სოციალური ეფექტურობის გათვალისწინებით; ჩატარდება დეტალური სიმულაცია ბიუჯეტის ზარალის/შემოსავლის შეფასებით.

1.2 მოგების გადასახადი/განაწილებული მოგება
კატეგორიები (რეკომენდაცია):

მიკრო/პატარა ბიზნესი: განაწილებული მოგების გადასახადი 5% (პროცენტი მცირე მოგებისთვის).
საშუალო ბიზნესი: 10% (ან ეტაპობრივად 5%-დან 10%-მდე ზრდა).
დიდი ბიზნესები (ბანკები, ტოტალიზატორები, მსხვილი საწარმოები): პროგრესიული გადასახადი 20%-დან 50%-მდე; კონკრეტული ინდუსტრიული რისკებისა და მონოპოლისტური მდგომარეობის მიხედვით.
კვალიფიკაციის კრიტერიუმები: წლიური ბრუნვა და დასაქმებულთა რაოდენობა — კონკრეტული საფეხურები დეტალურად განსაზღვრულა კანონპროექტში.

1.3 დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ / VAT)
საშუალო განაკვეთის შემცირება: დღგ-ს (დამატებული ღირებულების გადასახადის) განაკვეთის შემცირება ეტაპობრივად 15%-მდე.
დღგ-ს ზღვარის გაზრდა: დღგ-სგან დაუბეგრავი ობიექტების ბრუნვის ზღვარის აწევა 100,000-დან 200,000 GEL-მდე (ინფლაციის პირობების და ყოველწლიური სტატისტიკის გათვალისწინებით).
სამომხმარებლო საგნებისა და სამედიცინო მომსახურებისა და წამლებისათვის განსაკუთრებული შეღავათები/სუბსიდირება (დაბალი ან ნულოვანი დღგ).
1.4 ქონების გადასახადი
საქართველოში მდებარე უძრავი ქონებისათვის — სუბიექტის კატეგორიის მიუხედავად, ქონების გადასახადი გათანაბრდეს როგორც მოქალაქეთათვის, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ფაქტობრივად არ იბეგრებიან ქონების გადასახადით; ეფექტური კონტროლი ქონების რეგისტრაციისა და გადასახადების აღრიცხვის უზრუნველყოფისთვის.
2. სახელმწიფო ჩართულობა ეკონომიკაში
დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო არ ასრულებს აქტიურ როლს ეკონომიკის განვითარებაში და ძირითადად შემოიფარგლება ინფრასტრუქტურული პროექტებით, რაც თავის მხრივ აუცილებელია ეკონომიკის განვითარებისათვის, თუმცა არასაკმარისი.

ჩვენი ხედვაა, რომ სახელმწიფომ შეიმუშავოს ეკონომიკური განვითარების ქმედითი გრძელვადიანი სტარატეგია სხვადასხვა სფეროს ექსპერტების მონაწილეობით. ასევე შემცირდეს ბიუროკრატიული აპარატი, აღმოიფხვრას სახელმწიფო სამსახურებში დასაქმება ნათესავური თუ პარტიული ნიშნით. ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან შემცირდეს პრემიების, დანამატების და სხვადასხვა არასაჭირო ხარჯების დაფინანსება. მოხდეს გადასახადის გადამხდელთა ფულის ხარჯვის კონტროლი. ამოქმედდეს რეალურად ანტი-კორუფციული და ანტი-მონოპოლისტური კანონმდებლობა და შესაბამისი სტრუქტურები. შეწყდეს საბიუჯეტო სახსრების კორუფციასა და ნეპოტიზმში გაფლანგვა.

ჩვენი კონცეფცია მოიცავს:

სტრატეგიული ეკონომიკური საბჭო: მაღალი საპარლამენტო და ექსპერტული შემადგენლობით, რომელიც დაამუშავებს 5-წლიან და 10-წლიან სტრატეგიას (წიაღისეული, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, IT, ტურიზმი, ლოჯისტიკა).
ინვესტიციების სააგენტო: ერთი ფანჯრის პრინციპით შიდა/უცხოური ინვესტორებისთვის; საინვესტიციო ინცენტივები დასაქმების ზრდის კრიტერიუმით.
ინფრასტრუქტურული პროექტების გაძლიერება: მონიტორინგი, გამჭვირვალეობა და PPP (პარტნიორობა საჯარო/საგანმანათლებლო უძრავი ქონებით) მოდელების ჩართვა.
ბიუროკრატიის შემცირება და ციფროვიზაცია: მომსახურებების ელექტრონიზაცია, პროცედურების დროისა და ღირებულების შემცირება (ერთიანი ციფრული პორტალი სამეწარმეო რეგისტრაციისთვის).
კანონის უზენაესობა და კერძო საკუთრების დაცვა: სასამართლო რეფორმების მხარდაჭერა და ინვესტორთა უფლებების დაცვა.
3. მცირე და საშუალო საწარმოების (SME) მხარდაჭერა
1. საწარმოო მიქსი და სტარტაპ პროგრამები რეგიონებში
სტრატეგიული მიზანი: რეგიონებში არსებული ეკონომიკური პოტენციალის გამოყენება და ადგილობრივი დასაქმების ზრდა.
მეთოდები:
რეგიონის სპეციფიკური საჭიროებების იდენტიფიკაცია (სექტორული ანალიზი: აგრო, ლოგისტიკა, მსუბუქი მრეწველობა).
სტარტაპ აქსელერატორები რეგიონებში, მცირე საწარმოებისთვის.
პარტნიორობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და უნივერსიტეტებთან დასაქმების სტიმულირებისთვის.
რას მივიღებთ შედეგად: რეგიონებში მცირე საწარმოების ქსელის გაფართოება, ინოვაციების დანერგვა და განვითარება.
2. საფინანსო ინსტრუმენტები
გადასახადების დაჩქარებული დაბრუნება (VAT refunds):
მიზნად ისახავს კაპიტალის მოქნილობის გაზრდას, რათა საწარმომ ინვესტიციები სწრაფად განახორციელოს.
მარტივი პროცედურები, ელექტრონული ანგარიშგებითი სისტემების ინტეგრაცია.
გრანტები:
მცირე საწარმოების სტარტაპ პროექტებისა და ინოვაციური იდეებისთვის.
პრიორიტეტი მიენიჭება რეგიონული განვითარების სტრატეგიებში ჩართულ სექტორებს.
პროფესიონალური ლიზინგი და საკრედიტო გარანტიები:
ფინანსური ხელშეწყობა დაფინანსების უქონლობის შემთხვევაში.
ხელმისაწვდომი პირობები მცირე საწარმოების ტექნიკური აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის განახლებისთვის.
3. აკადემ–პროექტები და თანამშრომლობა
სასწავლო კურსები:
ბიზნეს მართვა, ფინანსები, მარკეტინგი, ინოვაციები, ტექნოლოგიები.
მენტორინგის და პრაქტიკული მაგალითების ინტეგრირება.
სტაჟირებები კერძო სექტორში:
ახალგაზრდების ჩართვა რეალურ სამუშაო პროცესებში.
ცოდნის გადაცემის მექანიზმი მეწარმეებისა და პროფესიონალებისგან.
რას მივიღებთ შედეგად: ტალანტების რეგიონის შიგნით დარჩენა, ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა.
4. რეგულაციური ლიბერალიზაცია
მიზანი: მცირე და საშუალო ბიზნესის საქმიანობის გამარტივება.
მეთოდები:
ლიცენზირების პროცედურების გამარტივება, ელექტრონული პორტალები, ერთი ფანჯრის პრინციპი.
რეგულაციებში გამჭვირვალობა და თანმიმდევრულობა.
ადმინისტრაციული ბარიერების შემცირება ახალი ბიზნესის დასაწყებად.
რას მივიღებთ შედეგად: ინოვაციური იდეების სწრაფი რეალიზაცია, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
4. საპენსიო სისტემის რეფორმირების რეკომენდაციები
დაგროვებითი კომპონენტისთვის საშემოსავლო გარანტია: შემოთავაზება — კანონით გათვალისწინებული გარანტია, რომ დაგროვილი შენატანი მოქალაქეებს დაუბრუნდებათ; ცხადი ე.წ. „პუბლიკ ფონდის“ აპარატის მექანიზმი.
პენსიების ინვესტირების ზედმიწევნითი რეგულირება: გამჭვირვალე პორტფელის მართვა, რისკების დივერსიფიკაცია და საჯარო ანგარიშგება.
გამჭვირვალე მოძრაობის მექანიზმი: საპენსიო თანხების გამჭვირვალე მოძრაობა (სახელმწიფო მხრიდან გარანტირებული) და მონაწილეთა წვდომის უზრუნველსაყოფად ციფრული აქაუნთები.
ფინანსური მდგრადობა: გადასახადებისა და დასაქმების ცვლილებების სისტემური გავლენის შეფასება, გარდამავალი პერიოდის დაფინანსების მოდელის განსაზღვრა.
5. ანტი-კორუფციული და კონკურენციის დაცვის პოლიტიკა
ანტიკორუფციული კანონმდებლობის გაძლიერება: დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, მსხვილი სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალე ელექტრონული სისტემა (რეგულარული აუდიტები).
ნეპოტიზმისა და კადრების პოლიტიკური გავლენის შემცირება: საჯარო სამსახურში მიღება კონკურსის და კომპეტენციის მიხედვით; საჯარო სამსახურში ინტერესთა კონფლიქტების დეკლარირება და მკაცრი პასუხისმგებლობა.
კონკურენციის სააგენტოს გაძლიერება: მონოპოლიების გამოძიება, მონოპოლისტურად გაბერილი ფასების კონტროლი და ბაზარზე ინვესტიციებისათვის ხელშემშლელი ქმედებების პრევენცია.
6. ფასების რეგულირების პრინციპი და პრაქტიკა
ერთის მხრივ, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფოს ფასების რეგულირების სფეროში ჩართულობა მინიმალური უნდა იყოს. თუმცა ეს ეხება განვითარებულ და მოსახლეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოების ეკონომიკებს (ამასთან აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებშიც სახელმწიფოები სულ აქტიურად ერევიან ეკონომიკის სხვადასხვა საკითხებში). აქედან გამომდინარე არის სიტუაციები, როდესაც სახელმწიფოს ჩართულობა და რეგულაციები აუცილებელი ხდება. განსაკუთრებით ეს ეხება მედიკამენტებს, მკურნალობას და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასებს. ეს აუცილებელია, რათა მოხდეს მოსახლეობის არაკეთილსინდისიერი და არასამართლიანი ფასების ზრდისაგან გამოწვეული უარყოფითი ეფექტისაგან დაცვა.

საერთო პრინციპი: სახელმწიფოს ჩარევა ფასების დადგენაში მინიმალური — განურჩევლად ბაზრის თავისუფლებისა.
გასათვალისწინებელი გამონაკლისები: წამლები, სამედიცინო მომსახურება, სასურსათო პროდუქტები საწყის დონეზე; მექანიზმი — ფასების მონიტორინგი, მინიმალური მარაგების ზღვარი, საჭიროების შემთხვევაში დროებითი ფასის სტაბილიზაციის ფონდი ან სუბსიდირება თვითღირებულებაზე დაბალი ფასით.
სოციალური უსაფრთხოების მექანიზმი: მოწყვლადი მოსახლეობის სამიზნე კომპენსაციები, საკვები კუპონები და ელექტრო და კომუნალური სუბსიდირება საჭიროების მიხედვით.
7. ბიუჯეტის ხარჯის კონტროლი და საჯარო ფინანსების მართვა
პრიორიტეტების გადაფასება: გაუმართლებელი პრემიების, დანამატების შემცირება; ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილების მკაცრი ანალიზი.
პარამეტრები: ყოველწლიური ბიუჯეტის ვეტო-მექანიზმი, ონლაინ გამოქვეყნება და მოქალაქეთა მონაწილეობა (participatory budgeting).
ფინანსური ავტორიტეტი: დამოუკიდებელი ბიუჯეტური დოქტრინა და საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) დანერგვის სტრატეგია საფინანსო ანგარიშგების გაუმჯობესებისათვის.
8. პროგრამის იმპლემენტაცია
ფაზა A (მოკლევადიანი: 0–12 თვე)

კანონპროექტების წარდგენა: საგადასახადო განაკვეთების ზღვარის ცვლილება, SME-ებისთვის განკუთვნილი შეღავათების დაწესება.
ინვესტიციის სააგენტოსა და ეკონომიკური საბჭოს შექმნა.
საჯარო სისტემების ციფრულ პლატფორმაზე გადასვლა და დროული დამოუკიდებელი აუდიტები.
ფაზა B (შუალედური: 1–3 წლები)

პროგრესული PIT-ის ეტაპობრივი დანერგვა; კლასიფიკატორის შემოღება მცირე/საშუალო/მდიდარი კომპანიებისთვის.
პენსიურ რეფორმაზე კანონმდებლობის მიღების დაწყება (გარანტიების მექანიზმები).
ანტი-კორუფციული სხვა ინსტიტუტების გაძლიერება.
ფაზა C (სტრატეგიული: 3–7 წლები)

სრულფასოვანი ზრდის მოდელის დანერგვა, შეფასებები და კორექტირებები; ფისკალური მდგრადობის კონსოლიდაცია; საჭირო კორექტირების მექანიზმების გამოყენება.
9. მონიტორინგი და შეფასება (M&E)
კვანტური ინდიკატორები: შეფასება წლების ჭრილში: რეალური GDP ზრდა, დასაქმების დონე, უმუშევრობის მაჩვენებელის შემცირება, სიღარიბის დონე, საგადასახადო პროექტის რეალიზაცია, ინვესტიციების მოცულობა (FDI).
ანგარიშგება: ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშები; დამოუკიდებელი სამეცნიერო შემაჯამებელი კვლევები.
საჯარო ანგარიშვალდებულება: ოფიციალური პორტალი შედეგების განსახილველად და მოქალაქეთა ჩართულობისთვის.
10. სამართლებრივი და ინსტიტუციური ცვლილებები
ცვლილებები გადასახადების კოდექსში (PIT, მოგება, დღგ).
ცვლილებები საჯარო სამსახურისა და საფინანსო კანონმდებლობაში (საჩივრის/აუდიტის მექანიზმი).
ანტი-კორუფციული და კონკურენციის დაცვის სტანდარტების გამკაცრება.
საპენსიო კანონის რევიზია (დროებითი და მუდმივი კომპონენტები).
11. საფინანსო ეფექტი და რისკები (შოკების მართვა)
ფინანსური ეფექტი: შემცირებების პირველი ეტაპი (პროგრესული PIT და მცირე/საშუალო შეღავათები) შეიძლება მოიტანოს მოკლევადიანი ბიუჯეტის დეფიციტი — საჭირო იქნება ბიუჯეტის კორექტირება პრიორიტეტების მიხედვით, დამატებითი შემოსავლის მიღება დიდი კაპიტალის წილის სწორად დაბეგვრით და ბიუჯეტის ხარჯების რაოდენობრივი შემცირებით (ორი მიმართულებით: ხარჯების ეფექტიანობის ზრდა და გადასახადებიდან შემოსავლის ზრდა).

რისკები: საპენსიო შენატანების შემცირება, ინვესტორების უარყოფითი რეაქცია გადასახადების შკალის შემოღებაზე , ფასების დროებითი თამაში და ინფლაციური ზეწოლები. ეს რისკები ცვლადი მონიტორინგით და მარტივად კორექტირებადი ზომების ნაკვეთით (მონიტორინგი და სწრაფი კორექტივები) ორიენტირდებიან.

12. საკანონმდებლო პროცესის პრიორიტეტი და რეკომენდაციები
დაინიშნას სამუშაო ჯგუფი (მინისტრები, ექსპერტები, ბიზნეს ასოციაციები, სამოქალაქო სექტორი) და ჩაინიშნოს თარიღები პირველი კანონპროექტის მომზადებისთვის (მოკლევადიანი: 1–3 თვის შუალედში).
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების კანონის ინიცირება. პროგრესული საშემოსავლო და მოგების გადასახადის ეტაპობრივი დანერგვა (სოციალური დაცვის კომპენსაციებით).
საპენსიო სისტემის გარანტიების კანონი.
ანტი-კორუფციული და კონკურენციის დაცვის კანონმდებლობა.
ჩატარდეს საზოგადოებრივი კონსულტაციები და ღია დისკუსიები ბიზნესთან და აკადემიურ წრეებთან.
შეიქმნას ფინანსური მოდელები (შემოსავლის და ხარჯების პრე-სიმულაციები) და წარმოდგენილი ბიუჯეტის სცენარები.
შეჯამება
ეს კონცეფცია წარმოადგენს ყოვლისმომცველ და პრაგმატულ პროგრამას, რომელიც არის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და სახელმწიფოს აქტიური როლის ჰარმონიული შეთავსება — ქართულ რეალობაზე მორგებული, სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური ზრდის მიღწევადობით. შემდგომ ნაბიჯებად საჭიროა დეტალური ფინანსური სიმულაციები, კანონპროექტების ამუშავება და ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციები.

სწორი ეკონომიკური მოდელი ქვეყნის განვითარების საფუძველია

 #ბიზნესწარმატება  #ბიზნესფსიქოლოგია  #პიროვნულიგანვითარება  #კარიერულიწინსლვა  #პირადიუნარები
09/09/2025

#ბიზნესწარმატება #ბიზნესფსიქოლოგია #პიროვნულიგანვითარება #კარიერულიწინსლვა #პირადიუნარები

☯️ "იაზროვნე სუპერპოზიციიდან" — ეს არის მენტორინგის თანამედროვე პროგრამა, რომელიც სრულად მორგებულია შენზე ⭕
შენი პიროვნული განვითარებისათვის, პირადი და კარიერული ტრანსფორმაციისთვის, ბიზნეს წარმატებისათვის, პიროვნული თვისებების და პროფესიული უნარების გაძლიერებისთვის 🧠

🔴 რას ნიშნავს იაზროვნო სუპერპოზიციიდან?
♦️ ეს ნიშნავს, რომ შენ ავითარებ კრეატიულ და კრიტიკულ აზროვნებას, ინტელექტს, პიროვნულ და პროფესიულ უნარებს, ლიდერობასა და მენეჯერულ უნარებს, სწავლობ თუ როგორ იპოვო გამოსავალი ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი. ეს არის გზა პირადი ტრანსფორმაციისა და კარიერული წარმატებისაკენ, სადაც მენტორის დახმარებით იპოვი საკუთარ სტრატეგიას, გაძლიერდები, შექმნი ბიზნესისა და ურთიერთობების ახალ ხარისხს და მიაღწევ საუკეთესო შედეგებს.
♦️ აქ სწავლობ სამყაროს აღიქმას არა ორპოლუსიანი პრიზმიდან – არა მხოლოდ „კი“ ან „არა“ პარადიგმაში, რადგან სამყარო არ არის მხოლოდ შავი და თეთრი 🌓 არამედ სრულ სპექტრში, სადაც ერთდროულად არსებობს სხვადასხვა ვარიანტი, მრავალმხრივი ხედვა, განსხვავებული პოზიციები და მოქმედების დინამიკა.

🔷 დაიმახსოვრე შენი აზრებით აპროგრამებ საკუთარ თავს - შენ ხარ ის, რაზეც ფიქრობ.

✨აზროვნება სუპერპოზიციიდან - ეს არის აზროვნების მეთოდიკა, რისი მიზანიცაა:

♦️ პიროვნული ზრდა
♦️ წარმატებული კარიერა
♦️ ბიზნესის განვითარება
♦️ გონებრივი მოქნილობა
♦️ პირადი ურთიერთობების დალაგება
♦️ ემოციური ინტელექტის ამაღლება
♦️ ლიდერობის თვისებების გაძლიერება
♦️ გუნდის ეფექტური მართვა
♦️ იპოვო კრეატიული ხედვა რთულ პრობლემებზე
♦️ განავითარო კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება
♦️ ცხოვრების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება
🔵 იმუშავე მენტორთან, რომელიც დაგეხმარება პიროვნულ განვითარებაში, შენი უნიკალური გზის არჩევაში და წარმატების მიღწევაში.
_____________________________________

🧑‍💻მენტორი ამირან კილაძე - მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მენტორი, საერთაშორისო სერთიფიცირებული ბიზნეს ტრენერი და ფსიქოლოგიური კონსულტანტი, რომელიც აერთიანებს დასავლურ მენტალურ მოდელებს, აღმოსავლურ ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას და ფსიქოლოგიის თანამედროვე მიდგომებს.

☯️ მენტორის ხელმძღვანელობით თქვენი აზროვნება უბრალოდ არ იცვლება — ის ახალ შთაგონებას და იმპულს იძენს.
________________________________________
📌 პროგრამა მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს:

❇️ 1. მენტორინგი
✅ ინდივიდუალური ან ჯგუფური შეხვედრები, სადაც გამოიმუშავებთ:
☑️ კრეატიული და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება
☑️ თვითშეფასების ამაღლება და პიროვნული თვისებების განვითარება
☑️ პროფესიული განვითარება და კარიერული წარმატება
☑️ ბიზნეს მიზნების ჩამოყალიბება და დაგეგმვა
☑️ პიროვნული სტრატეგიების შემუშავება და მომავალ მიზნებზე ორიენტირებულება
☑️ ლიდერობის თვისებების გაძლიერება
☑️ ბიზნეს ფსიქოლოგია და წარმატება

❇️ 2. ფსიქოლოგიური სესიები
✅ გაიღრმავებთ ფსიქოლოგიურ აღქმას და ისწავლით:
☑️ თვითშემეცნება და თვითრწმენის გაძლიერება
☑️ ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციის გზით, როგორ მიაღწიოთ წარმატებას
☑️კომუნიკაციის უნარების და ურთიერთობების ხარისხის ამაღლება
☑️ პარტნიორებთან და მეგობრებთან ურთიერთობების ანალიზი და ცვლილებები პოზიტივისკენ
☑️ გარშემომყოფთა სწორად შეფასება და სასარგებლო ურთიერთობების აწყობა
☑️ მიიღოთ მოტივაცია და დასახოთ მიზნები
☑️ როგორ დაძლიოთ ქვეცნობიერი დაბრკოლებები
☑️ როგორ მართოთ სტრესი და ემოციები არა ჩახშობით, არამედ მათი გაცნობიერებით
☑️ როგორ აღმოაჩინოთ ის, რაც ხელს გიშლით წარმატების მიღწევაში

❇️ 3. ბიზნეს კონსულტაციები და კორპორატიული ტრენინგები
✅ ბიზნესისთვის, ორგანიზაციებისა და მენეჯერებისათვის:
☑️ თიმბილდინგი და გუნდური დინამიკის ფორმირება
☑️ გუნდური მიზნის ჩამოყალიბება და წევრებამდე დაყვანა
☑️ კორპორატიული პროცესების და სისტემების დახვეწა და სრულყოფა
☑️ ბიზნეს ტრენინგების სრული სპექტრი
☑️ მენეჯერული გადაწყვეტილებების მრავალმხრივი ანალიზი
☑️ ბიზნეს მოლაპარაკებების სტრატეგიები
☑️ თანამშრომელთა მოტივაციის და პროდუქტიულობის ამაღლება
☑️ პრობლემების კრეატიული გადაჭრა
☑️ კრიზის მენეჯმენტი
☑️ ფსიქოლოგიური თავსებადობა და კომფორტი კოლექტივში
________________________________________

🎯 ვისთვის არის ეს პროგრამა?
➡️ გუნდის ლიდერებისთვის, მენეჯერებისთვის და ბიზნესმენებისათვის
➡️ პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეებისათვის
➡️ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ინვესტიციას დებენ ადამიანებში და არა მხოლოდ ნივთებში
➡️ პიროვნული განვითარების და ტრანსფორმაციული ცვლილებების მაძიებლებისთვის
➡️ შემოქმედებითი და კრიტიკული მოაზროვნეებისთვის
➡️ მათთვის, ვისაც არ აკმაყოფილებს არსებული ჩარჩოები და ეძებენ ახლებურ ხედვასა და წარმატებას
🈴დაიმახსოვრე სწორედ აზროვნების ტრანსფორმაცია მიგიყვანს შენს მიზნებამდე და წარმატებამდე.
________________________________________

🗓️ კონსულტაციისათვის ან პროგრამაში მონაწილეობისათვის:
📩 მოგვწერეთ მესენჯერში ან დაგვიკავშირდით:
(+995) 597 002020; (032) 222 33 53
➡️ან გაიარეთ რეგისტრაცია და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით:
https://forms.gle/9eJB4vETtTokssoa7
🛑 შესაძლებელია როგორც პირადად, ასევე ონლაინ.
_______________________________________
🕉️ აზროვნება - როგორც წარმატების მთავარი იარაღი.

03/07/2025

Address

Pekini Street 33
Tbilisi
0160

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მენეჯერთა ასოციაცია • Managers’ Association posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to მენეჯერთა ასოციაცია • Managers’ Association:

Share