27/03/2026
27 მარტს თბილისში WISE პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროგრამა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით და მერსი ქორფს საქართველოს ორგანიზებით - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში განხორციელდა.
დასახული მიზნების, გამოწვევებისა თუ მიღწეული შედეგების შესახებ პრეზენტაცია პროგრამის დირექტორმა - ნინო ჭელიძემ წარადგინა. მოწვეულ სტუმრებს მიმართა მერსი ქორფს საქართველოს დირექტორმა - ირაკლი ქასრაშვილმა. პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ ისაუბრა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ - თინათინ ნიბლოშვილმა, მნიშვნელოვანი იყო პროგრამის სხვა პარტნიორების და მხარდამჭერების შეფასებები როგორც საჯარო, ასევე დიპლომატიური/საერთაშორისო სექტორიდან.
პროგრამის შედეგების ამსახველ დეტალურ სტატისტიკასა და შემაჯამებელ ვიდეო-მასალას დაინტერესებულ საზოგადოებას, სხვადასხვა მედიის საშუალებით, უახლოეს მომავალში გავუზიარებთ.