საქართველოს სტუდენტური პარლამენტი / Student Parliament of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს სტუდენტური პარლამენტი / Student Parliament of Georgia

საქართველოს სტუდენტური პარლამენტი / Student Parliament of Georgia გაიარე უფასო სტუდენტური სტაჟირება ,,საქართველოს სტუდენტურ პარლამენტში” 🇬🇪 🇪🇺

საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ოფიციალური გვერდი ✅

2026 წლის 3 ივნისს, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის მოსწავლეთა განვითარების ჰაბის მენეჯერი — ანასტასია ჩაკვეტაძე და მ...
16/06/2026

2026 წლის 3 ივნისს, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის მოსწავლეთა განვითარების ჰაბის მენეჯერი — ანასტასია ჩაკვეტაძე და მისი გუნდის წევრები იმყოფებოდნენ ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით გაიმართულ სემინარზე : “ახალგაზრდა საჯარო მოხელე”.

სემინარს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი, პეტრე ადამაძე უძღვებოდა.

შეხვედრაზე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ საჯარო სამსახურის სისტემას, გაეგოთ მეტი ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის პრინციპებსა და თანამედროვე საჯარო მოხელის როლზე. თეორიული ნაწილის შემდეგ, ახალგაზრდებმა იმუშავეს სხვადასხვა მუნიციპალურ პროექტებზე, რომლის ფარგლებშიც სიმულაციურად მოირგეს ახალგაზრდა საჯარო მოხელის როლი.

2026 წლის 31 მაისს საქართველოს სტუდენტური პარლამენტის მოსწავლეთა განვითარების ჰაბის მენეჯერის — ანასტასია ჩაკვეტაძის გუნ...
16/06/2026

2026 წლის 31 მაისს საქართველოს სტუდენტური პარლამენტის მოსწავლეთა განვითარების ჰაბის მენეჯერის — ანასტასია ჩაკვეტაძის გუნდის წევრები საგანმანათლებლო შეხვედრას დაესწრნენ, რომელიც კლიმატის პროგრამის ფარგლებში გაიმართა წითელი ჯვრის მოხალისეებთან თანამშრომლობით.

შეხვედრის მიზანი იყო მონაწილე ახალგაზრდებისთვის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობის გაცნობა. პროგრამის ფარგლებში განხილულ იქნა კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზები, მისი გავლენა საზოგადოებასა და ეკოსისტემებზე, ასევე ახალგაზრდების როლი გარემოს დაცვისა და კლიმატური გამოწვევების დაძლევის პროცესში.

🌟 გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ქალბატონ ცირა კუპრაშვილს საინტერესო, შინაარსიანი და შემეცნებითი შეხვედრისთვის. 💙🌍 თემა — „...
16/06/2026

🌟 გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ქალბატონ ცირა კუპრაშვილს საინტერესო, შინაარსიანი და შემეცნებითი შეხვედრისთვის. 💙

🌍 თემა — „უხილავი გავლენა და ციფრული დიპლომატია: როგორ იცვლება ძალაუფლების კოდი“ — მონაწილეთათვის მეტად საინტერესო და აქტუალური აღმოჩნდა. შეხვედრამ ახალგაზრდებს ახალი ცოდნა, საინტერესო ხედვები და მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინა. 💻✨

🤝 კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ქალბატონ ცირა კუპრაშვილს დათმობილი დროის, საინტერესო საუბრისა და ახალგაზრდების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

✅ შეხვედრა გაიმართა საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მოსწავლეთა განვითარების ჰაბის წევრებისათვის.

✅ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: მარიამ ლორია
✅ სტუდენტი მინისტრი: თაკო ქუთათელაძე
✅ შეხვედრის ორგანიზატორი: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ფანჩულიძე

🌸 ვუსურვებთ ქალბატონ ცირას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში და ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი საინტერესო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. ✨🙏💙

🌞 ზაფხული ბავშვობის ყველაზე ლამაზი მოგონებების დროა...წარმოიდგინეთ 7 დღე, სავსე სიცილით, ახალი მეგობრებით, თავგადასავლებ...
15/06/2026

🌞 ზაფხული ბავშვობის ყველაზე ლამაზი მოგონებების დროა...
წარმოიდგინეთ 7 დღე, სავსე სიცილით, ახალი მეგობრებით, თავგადასავლებითა და დაუვიწყარი ემოციებით. ❤️
🏕️ ბანაკი „ჯინიუსი“ იწვევს 6-18 წლის ბავშვებსა და მოზარდებს ბაკურიანში, სადაც მათ ელოდებათ:
✨ ახალი მეგობრები 🎯 შემეცნებითი და სახალისო აქტივობები 🎲 გუნდური თამაშები და კონკურსები 🌲 სუფთა ჰაერი და ულამაზესი გარემო 💛 ბედნიერი მოგონებები, რომლებიც მთელი ცხოვრება გაჰყვებათ
📅 ბანაკის თარიღი: 27 ივლისი – 2 აგვისტო
🎁 მხოლოდ ივნისის ბოლომდე სპეციალური ფასი — 850 ლარი
ფასში შედის: ✅ ტრანსპორტირება ✅ კომფორტული განთავსება ✅ სრულფასოვანი კვება ✅ ყველა აქტივობა ✅ 24/7 მეთვალყურეობა და უსაფრთხო გარემო
🎉 დამატებითი სიურპრიზი! ორი მეგობრის ერთად რეგისტრაციის შემთხვევაში მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება.
⏳ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
❤️ აჩუქეთ თქვენს შვილს ზაფხული, რომელიც წლების შემდეგაც ღიმილით გაახსენდება.
📩 რეგისტრაციისთვის შეავსეთ განაცხადი ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში:
https://docs.google.com/forms/d/15KWe-M-we_-0aHZSsSLnK35ZJxJjdHNUN_-Yrqlkh2Q/edit?chromeless=1
👇 კომენტარებში მოგვწერეთ ბავშვის ასაკი და ყველა დეტალს გამოგიგზავნით.
#ჯინიუსი #საზაფხულობანაკი #ბაკურიანი #ბავშვები #ზაფხული2026 #მეგობრობა #თავგადასავალი

📅 14 ივნისს, 20:00 საათზე გამართული ონლაინ შეხვედრა გამოირჩეოდა მეტად საინტერესო და აქტუალური თემის განხილვით, რომელმაც ...
14/06/2026

📅 14 ივნისს, 20:00 საათზე გამართული ონლაინ შეხვედრა გამოირჩეოდა მეტად საინტერესო და აქტუალური თემის განხილვით, რომელმაც მონაწილეებს უკეთ დაანახა გამოხატვის უფლების მნიშვნელობა, მისი როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის პროცესში. 🌿

👩‍🏫 ქალბატონი მარიამ ოკინაშვილი — შეხვედრის სპიკერი. შეხვედრაზე მან მონაწილეებს დეტალურად გააცნო თემის — „გამოხატვის უფლება“ — მთავარი არსი. განხილული იყო გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა, მისი სამართლებრივი საფუძვლები, უფლებისა და პასუხისმგებლობის ურთიერთკავშირი, თანამედროვე გამოწვევები და ის გზები, რომლებიც მოქალაქეებს საკუთარი აზრის თავისუფლად და ეფექტურად გამოხატვაში ეხმარება.

💬 შეხვედრა ინფორმაციულ და შემეცნებით გარემოში წარიმართა. ქალბატონმა მარიამმა დამსწრეებს საინტერესო და ამომწურავი ინფორმაცია გაუზიარა, პრაქტიკული მაგალითების მეშვეობით კი უკეთ წარმოაჩინა თემის მნიშვნელობა და აქტუალობა.

💖 მადლობა ქალბატონ მარიამ ოკინაშვილს საინტერესო და შთამაგონებელი შეხვედრისთვის, თბილი გარემოსთვის, გულწრფელი საუბრისა და იმ მნიშვნელოვანი ცოდნის გაზიარებისთვის, რომელმაც თითოეულ მონაწილეს უკეთ დაანახა გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა და მისი როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასევე, მომავალშიც დიდი სიამოვნებით ვისურვებდით ქალბატონი მარიამის მოსმენასა და მასთან კიდევ არაერთ საინტერესო და შემეცნებით შეხვედრას. 🤍

✔️ შეხვედრა გაიმართა საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მოსწავლეთა განვითარების ჰაბის წევრებისთვის.

👩‍💼 ადმინისტრაციის ხელმძღვანელი — თაკო ქუთათელაძე

⭐️ შეხვედრის ორგანიზატორი — საქართველოს სტუდენტური პარლამენტის მოსწავლეთა განვითარების ჰაბის მენეჯერი, ლიზი მამულაშვილი

💻 ტრენინგი ჩატარდა ონლაინ, Google Meet-ის პლატფორმაზე

📣 9 ივნისს  შეხვედრა ჩაატარა  კატო ებანოიძემ🟢თემა:“მანიპულაცია. მანიპულაციის ამოცნობა ურთიერთობებში და გამკლავების გზები...
09/06/2026

📣 9 ივნისს შეხვედრა ჩაატარა კატო ებანოიძემ

🟢თემა:“მანიპულაცია. მანიპულაციის ამოცნობა ურთიერთობებში და გამკლავების გზები”

✨სპიკერის შესახებ:
კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრანტი, პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი.

შეხვედრის ორგანიზატორი- დეა ბერიძე

დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ კატოს საინტერესო შეხვედრის ჩატარებისთვის.

დღეს გაიმართა საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მოწვეულმა სტუმარმა მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგე...
08/06/2026

დღეს გაიმართა საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მოწვეულმა სტუმარმა მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს ესაუბრა ინკლუზიური გარემოს მნიშვნელობაზე, არსებულ ბარიერებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

შეხვედრის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანასწორი შესაძლებლობების შექმნას, საზოგადოებაში ინკლუზიური კულტურის გაძლიერებასა და იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები ყოველდღიურად დგანან.

მოხსენების დასრულების შემდეგ გაიმართა აქტიური დისკუსია, სადაც მონაწილეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, დასვეს საინტერესო კითხვები და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრამ ხელი შეუწყო ცნობიერების ამაღლებას და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების მნიშვნელობის კიდევ ერთხელ გააზრებას.

✨ მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია ტოლერანტული, თანასწორი და ყველასთვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნისთვის.

🌿✨ 6 ივნისს მზიურის პარკში გაიმართა Language & Culture Exchange Center-ის მიერ ორგანიზებული კულტურული და ენობრივი პიკნიკ...
07/06/2026

🌿✨ 6 ივნისს მზიურის პარკში გაიმართა Language & Culture Exchange Center-ის მიერ ორგანიზებული კულტურული და ენობრივი პიკნიკი. ✨🌿

ორი საათის განმავლობაში ერთად ვითამაშეთ სახალისო თამაშები, გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება, შევიძინეთ ახალი მეგობრები და შევქმენით თბილი, მეგობრული და მრავალფეროვანი გარემო. 💕🎉

შეხვედრის დასასრულს მოვაწყვეთ პატარა ლანჩიც, სადაც მეგობრულ ატმოსფეროში გავაგრძელეთ საუბარი, გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები და კიდევ უფრო ახლოს გავიცანით ერთმანეთი. 🥪☕💛

განსაკუთრებული მადლობა თითოეულ მონაწილეს აქტიურობის, პოზიტიური განწყობისა და დაუვიწყარი მომენტებისთვის. სწორედ თქვენ აქციეთ ეს დღე განსაკუთრებულად. 🌸

ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში კიდევ უფრო მრავალ საინტერესო და შთამბეჭდავ შეხვედრას გავმართავთ ერთად. 🌟

💫გულწრფელ მადლობას ვუხდით ქალბატონ სალომე ბეჟიტაშვილს,საინტერესო და მოტივაციური შეხვედრისთვის✨️თქვენ მიერ გაზიარებული გა...
06/06/2026

💫გულწრფელ მადლობას ვუხდით ქალბატონ სალომე ბეჟიტაშვილს,საინტერესო და მოტივაციური შეხვედრისთვის
✨️თქვენ მიერ გაზიარებული გამოცდილება, რჩევები და შეხედულებები თითოეული მონაწილისთვის ძალიან ღირებული იყო და დაგვეხმარა უკეთ გაგვეაზრებინა მოტივაციის მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
🌟 თქვენმა გამოცდილებამ, გულწრფელმა ისტორიებმა და პრაქტიკულმა რჩევებმა მონაწილეებს დაანახა, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი მიზნების ერთგულება, სირთულეების გადალახვა და შინაგანი მოტივაციის შენარჩუნება. განსაკუთრებით დასაფასებელია ის ენერგია და პოზიტივი, რომლითაც თითოეულ მონაწილეს შთააგონეთ, არ დანებდეს გამოწვევების წინაშე და განაგრძოს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა.
მადლობას ვუხდით ✅️ადმინისტრაციის ხელმძღვანელს: მარიამ ლორიას
✅️ სტუდენტ მინისტრს: თაკო ქუთათელაძესა
✅️ შეხვედრის ორგანიზატორს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს: თამარ ფანჩულიძეს,
💥მნიშვნელოვანი და სასარგებლო შეხვედრის ორგანიზებისთვის.

საქართველოს სტუდენტური პარლამენტის- მოსწავლეთა განვითარების ჰაბის  წევრებმა მონაწილეობა მიიღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო...
04/06/2026

საქართველოს სტუდენტური პარლამენტის- მოსწავლეთა განვითარების ჰაბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ში გამართულ სტუდენტურ კონფერენციაში, სადაც წარადგინეს თემა — „ადამიანის ევოლუცია“.

მოხსენების ფარგლებში განხილული იყო ადამიანის წარმოშობისა და განვითარების ძირითადი ეტაპები, ევოლუციური პროცესების მნიშვნელობა და მათი გავლენა თანამედროვე საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. მონაწილეებმა აუდიტორიას გააცნეს საკითხთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო ფაქტები, თეორიები და კვლევების შედეგები.

კონფერენციამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მნიშვნელობა, რაც ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას.

Address

Tbilisi
Tbilisi
0162

Telephone

+995574041503

Website

,-რასაც--საქართველოს-სტუდენტური-პარლამენტი-ემსახურება

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს სტუდენტური პარლამენტი / Student Parliament of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს სტუდენტური პარლამენტი / Student Parliament of Georgia:

Share