თანამედროვე საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორია დაახლოებით 30 წელს ითვლის, დემოკრატიული ცვლილებების ისტორია კი გაცილებით ნაკლებს, იცვლებიან ხელისუფლებები, საზოგადოებები, საუკუნეებიც კი, მაგრამ მაინც ვერ ვახერხებთ ჭეშმარიტად განვითარებული სახელმწიფოს შექმნას, შესაბამისად, ჩვენი კუთვნილი ადგილის დაკავებას ინსტიტუციურ ევროპაში. გავიარეთ ძმათა ომი, ერთმანეთს თბილისის ცენტში ვესროდით, გავიარეთ ტერიტორი
ების დაკარგვა და რევოლუცია, რომელსაც ევოლუცია უნდა მოეტანა, თუმცა, ვიხილეთ აზიური ტიპის ავტოკრატიული მმართველობა, რომელმაც უამრავი ჩვენი თანამოქალაქე დააზარალა. ჩვენი, ახალგაზრდების კონკრეტული ჯგუფის აზრით, ქვეყნის შემაფერხებელი ფაქტორი პოლიტიკური სპექტრის ჩაჭაობებული ნაწილის შექმნილი ნარატივი და მათ მიერ ბინძური პოლიტიკის კეთებაა, რომლებიც არ აძლევენ ჯანსაღ აზრს გახდეს პოლიტიკის დღის წესრიგის ავტორი/ნაწილი, რადგან ეშინიათ იმ ძალაუფლების, ფინანსების, გავლენების დაკარგვის, რომელსაც 30 წელი ებღაუჭებიან, გამუდმებით ანჯღრევენ ისედაც არასტაბილურ სახელმწიფოს, მანიპულირებენ ქართველური ემოციებით და რისკის ქვეშ აყენებენ ქართული სახელმწიფოებრიობის იდეას პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მიზნით. ჩვენი მთავარი მიზანია შევძლოთ ახალგაზრდების კონსოლიდირება მთავარზე - ნამდვილ ბრძოლაზე, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვი, რათა ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს რიგითმა მოქალაქემ იგრძნოს წინ’სვლა!
მოგბეზრდათ 30 წლიან მოჯადოვებულ წრეზე ტიალი? - ჩვენც!
მოგბეზრდათ ერთიდაიგივე სახეები ეკრანზე ? - ჩვენც!
მოგბეზრდათ ერთიდაიგივე?
დროა გამოღვიძების, დროა სიმშვიდის, დროა სტაბილურობის, დროა განვითარების. წინსვლის დროა!