06/05/2026
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს 🏊✨
საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების ლიდერები იმყოფებიან საწვრთნელ სპორტულ შეკრებაზე ესპანეთის ქალაქ მალაგაში.
ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთია:
🏊 ფანცხავა ნოე
🏊♀️ კალანდაძე ანა
🏊 ერაძე ლუკა
🏊♀️ ნიჟარაძე ანა
🏊 ქოიავა გიორგი
🏊 ჩხიკვაძე ანდრია
🏊 ფოლადაშვილი ანდრეა
🏊 მწვრთნელები: Olivier Sangaria,დავით მურჯიკნელი,დავით გელაშვილი,Pat LHopitalier, Sylvain Tahon.
შეკრება ორგანიზებულია საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი ფრანგი მწვრთნელის Olivier Sangaria-ს მიერ.
მასთან ერთად შეკრებაზე იმყოფება მსოფლიო დონის ფიზიკური მომზადების მწვრთნელი Pat LHopitalier, რომელსაც გააჩნია მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება ისეთ ფრანგ ოლიმპიურ ჩემპიონებთან და პრიზიორებთან,როგორებიც არიან: Florent Manaudou,Frederick Bousquet,Camille Lacourt,Fabien Gilot,Jeremy Stravius,Beryl Gastaldello და სხვები.
ასევე შეკრებაზე იმყოფება გამოცდილი ფრანგი ფიზიოთერაპევტი და მასაჟისტი Sylvain Tahon,რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად ზრუნავს ჩვენი სპორტსმენების ფიზიკური ფორმის შენარჩუნებასა და ძალების აღდგენაზე.
ფრანგი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ამ სამწვრთნელო შტაბისგან ჩვენი სპორტსმენები და მწვრთნელები უდიდეს გამოცდილებას იძენენ. იღებენ ინფორმაციას მსოფლიო დონის ვარსკვლავების,ოლიმპიური ჩემპიონების და პრიზიორების მომზადების სპეციფიკური დეტალების შესახებ. შეკრების პერიოდში სპორტსმენებს უტარდებათ მრავალი თანამედროვე განსხვავებული ტესტი,რომელთა შედეგებიც გვაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას ბევრ სპეციფიურ დეტალზე.
სწორედ ასეთი გამოცდილებების მიღებაა საჭირო ქართული ცურვის უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად და საერთაშორისო მოწინავე შედეგების დასაფიქსირებლად. მადლობას ვუხდით საქართველის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს დიმიტრი აბდუშელიშვილს ასეთი გამოცდილების მიღების შესაძლებლობისთვის.