ჩვენი სენაკი • Chveni Senaki

ჩვენი სენაკი • Chveni Senaki │ადგილი • მეხსიერება • მომავალი Exploring and Serving Senaki's GENIUS LOCI!

🔴 გიზიარებთ „ჩვენი სენაკის“ მკვლევრის, ციცინო ყურაშვილის ახალ ნარკვევს - ძველსენაკელი ქავთარაძეების ერთი შტოს ისტორიაზე ...
14/05/2026

🔴 გიზიარებთ „ჩვენი სენაკის“ მკვლევრის, ციცინო ყურაშვილის ახალ ნარკვევს - ძველსენაკელი ქავთარაძეების ერთი შტოს ისტორიაზე
(🔗 იხილეთ I კომენტარში)

📓 ფაქტობრივად, ეს არის ერთი ოჯახის ბიოგრაფიული დრამა, რომელშიც ჩვენი სენაკის საზოგადოებრივი მეხსიერების არაერთი მივიწყებული ფურცელი ცოცხლდება.

🏇 ნარკვევის ცენტრში დგას ბაძუ ქავთარაძე: ყოფილი სასულიერო პირი, გასული ეპოქის მეგრელი კოლორიტი, ჩოხა-ახალუხით, ნაბდითა და ცხენით შემორჩენილი უფროსი თაობის სენაკელთა მეხსიერებაში. მის ირგვლივ კი იშლება მთელი ეპოქა - თავისი სირთულეებით, საზოგადოებრივი ცხოვრებით, პირადი ტრაგედიებითა და ადგილობრივი ხასიათით.

ასეთი ნაშრომები გვიჩვენებს, როგორ ინახება სენაკური ისტორია ოჯახების ეზოებში, ძველ ფოტოებში, გადმოცემებში, მეზობლების მოგონებებში, მივიწყებულ სახელებსა და თითქმის დაკარგულ ამბებში 🕯️

რომ არა Tsitsino Kurashviliს რუდუნება, გულით მუშაობა და სიყვარული, ეს ამბები შესაძლოა ისტორიის ფენებს მთლიანად გადაეფარა. ეს არის ადგილობრივი მეხსიერების გადარჩენა - ძალიან საინტერესო ამბების კვლავ სახლში დაბრუნება 🤍

ვემზადებით „ჩვენი სენაკის“ ახალი სივრცის გახსნისთვის! 💥💥 ეს არის სენაკის მეხსიერების, ადგილობრივი იდენტობისა და ახალი იდ...
12/05/2026

ვემზადებით „ჩვენი სენაკის“ ახალი სივრცის გახსნისთვის! 💥💥

ეს არის სენაკის მეხსიერების, ადგილობრივი იდენტობისა და ახალი იდეების ადგილი, რომელიც გამოიყენება „ჩვენი სენაკის“ შეხვედრებისთვის, კვლევითი და საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის 📚

🔴 ამავდროულად, სივრცე ხელმისაწვდომია გაქირავებისთვისაც — ტრენინგებისთვის, სამუშაო შეხვედრებისთვის, პრეზენტაციებისთვის და მცირე მასშტაბის კონფერენციებისთვის. კომფორტულად დაიტევს 50-მდე ადამიანს

დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით 🤝

09/05/2026

#9მაისი 🕊️
მე-2 მსოფლიო ომის თემაზე მიძღვნილი იშვიათი საბჭოთა მემორიალი, რომელიც განსხვავებით ამ პერიოდის სხვა ძეგლებისგან ომს გვიჩვენებს არა გამარჯვების ხმაურიანი პათოსით, არამედ მისი ნამდვილი არსით - ტრაგედიით, ტკივილითა და ადამიანური დრამით

,,ხსოვნის კუბის" მთელი შინაარსი შიგნითაა მიმართული, - გარედან მხოლოდ გახლეჩილი ბეტონის კუბია, რომელსაც თითქოს მეხმა დაარტყაო. ინტერიერი დატვირთულია ურთულესი კომპოზიციური ქანდაკებებით, რომლებიც მნახველზე განსაკუთრებულად მძაფრ შთაბეჭდილებას ტოვებს.

მორის ფოცხიშვილი ამ ქანდაკებებზე წერდა:

,,ტანჯვა, სევდა, ცრემლი, სასოწარკვეთა, გლოვა - საოცარი ძალით დაატეხა თავს მოქანდაკემ მაყურებელს, რადგან კაცს ეს ყველაფერი უნდა გახსოვდეს, რაც მოხდა, რომ არ განმეორდეს. ამას გვახსენებენ ადამიანთა ლანდები - დეფორმირებული სხეულები და განზოგადებული სახეები, რომლებშიც ხაზგასმულია უფრო მათი სულიერი, ვიდრე ფიზიკური სუბსტანცია".

ამ ძეგლის მხატვრული კონცეფცია იმდენად ღრმა და ფართოა, რომ ის აღწერს ,,არამხოლოდ იმ კატასტროფას რაც ადამიანს გადახდება ისტორიულ ქარცეცხლში, არამედ მის ეგზისტენციალურ მარტო ყოფნაში".

II მსოფლიო ომში ჩვენი #სენაკიდან გაწვეულ იქნა 5 996 ადამიანი, საიდანაც ცოცხალი მხოლოდ 3 530 დაბრუნდა. სენაკელებიდან ომში თავი გამოიჩინა მფრინავმა ალექსანდრე წურწუმიამ, რომელსაც საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. სხვადასხვა ხარისხის მაღალი ჯილდოები მიიღეს მამანტი ქვარცხავამ, კლიმენტი ძაძამიამ, ალექსანდრე დავითაიამ, იაკიმე ტყებუჩავამ, შოთა ელიავამ, გიორგი გარუჩავამ და სხვებმა.

აღსანიშნავია სოფელ #ხორშის შემთხვევა, საიდანაც 1942 წელს ერთდროულად 23 თანასოფლელი (უმრავლესობა კლასელები) გაიწვიეს და ყველა მათგანი შეტაკების დროს ერთად დაიღუპა.

სამწუხაროდ, დღეს II მსოფლიო ომში მონაწილე სენაკელებიდან არავინაა ცოცხალი

Send a message to learn more

ერთი ფოტო - ერთი გამოცანა სენაკიდან 📷ვანახლებთ რუბრიკას, სადაც პერიოდულად გაგიზიარებთ ჩვენს არქივში დაცულ უნიკალურ კადრე...
05/05/2026

ერთი ფოტო - ერთი გამოცანა სენაკიდან 📷

ვანახლებთ რუბრიკას, სადაც პერიოდულად გაგიზიარებთ ჩვენს არქივში დაცულ უნიკალურ კადრებს.

❓ თქვენი ამოცანაა გამოიცნოთ - რა არის ასახული, სად არის გადაღებული, ვის ან რას უკავშირდება

პირველი ფოტოზე ჩანს ხარაჩოებში მოქცეული შენობა და მის წინ კოსტუმში გამოწყობილი წარმოსადეგი შუახნის მამაკაცი.

🧐 თქვენი აზრით, ვინ არის ფოტოზე გამოსახული ადამიანი?

დაწერეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში👇. შესაძლოა, სწორედ თქვენი მეხსიერება, ოჯახის ამბავი ან დაკვირვება გახდეს ამ ფოტოს ისტორიის გასაღები...

🚂 ეს ალბომი გააერთიანებს უნიკალურ ფოტოებს, დოკუმენტებსა და ვიზუალურ მასალას, რომლებიც სენაკის რკინიგზის ისტორიას ასახავს...
03/05/2026

🚂 ეს ალბომი გააერთიანებს უნიკალურ ფოტოებს, დოკუმენტებსა და ვიზუალურ მასალას, რომლებიც სენაკის რკინიგზის ისტორიას ასახავს - მისი შექმნიდან დღემდე.

🔴 ამ ეტაპზე გთავაზობთ XIX–XX საუკუნის მატარებლის ბილეთების ამსახველ იშვიათ მასალას - იმ ეპოქის ცოცხალ კვალს, როდესაც სენაკი ქალაქად, რეგიონის ურბანულ ცენტრად ყალიბდებოდა

ალბომში ეტაპობრივად დაემატება:
• რკინიგზის ხაზის მშენებლობა სენაკის მიდამოებში
• სადგურის ადრეული შენობები და ინფრასტრუქტურა
• რკინიგზის პირველი თანამშრომლები — გამცილებლები, მუშები, მემანქანეები
• საბჭოთა პერიოდისა და მოგვიანო წლების რკინიგზის ვიზუალური ქრონიკა

‼️ თუ თქვენც ფლობთ მსგავს მასალებს, მოგვწერეთ ქვემოთ - ერთად შევინახოთ სენაკის მეხსიერება.

📍 ალბომი იქნება ცოცხალი არქივი, რომელიც პერიოდულად განახლდება.

#რკინიგზა სსაქართველოს რკინიგზა / Georgian Railway

📍 დღეს ედიშერ ბაღათურია, თემო კუბეცია და ზურა სანაია „ჩვენი სენაკის“ ახალ სივრცეში შეხვდნენ ოთო ადამიას - OFF-Road ჯგუფ ...
30/04/2026

📍 დღეს ედიშერ ბაღათურია, თემო კუბეცია და ზურა სანაია „ჩვენი სენაკის“ ახალ სივრცეში შეხვდნენ ოთო ადამიას - OFF-Road ჯგუფ „აბა ულას“ დამფუძნებელსა და რეგიონში ცნობილი OFF-Road შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზატორს.

შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, მათ შორის OFF-Road ღონისძიებების „ჩვენი სენაკის“ ისტორიულ, ტურისტულ და შემეცნებით რესურსებთან დაკავშირების იდეაზე 🤝

ვფიქრობთ, ასეთი თანამშრომლობა სენაკის აქტიური ტურიზმისა და ადგილობრივი პოტენციალის წარმოჩენის კიდევ ერთი საინტერესო მიმართულება იქნება 🚙💙

Edi Sher Baghaturia Temo Kubetsia Zura Sanaia

🔴 „ჩვენი სენაკი“ LED Georgia მიერ ორგანიზებულ ინფო-ტურს მასპინძლობდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართული ტურისტული ორგა...
29/04/2026

🔴 „ჩვენი სენაკი“ LED Georgia მიერ ორგანიზებულ ინფო-ტურს მასპინძლობდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართული ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და პროფესიონალმა გიდებმა

სტუმრებმა აღმოაჩინეს სენაკის ისტორიის, ურბანული მეხსიერებისა და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების ერთმანეთში გადაჯაჭვული სივრცეები 👇

📍 მთავარი გაჩერებები:

• 🏛️ სენაკის ცენტრალური ნაწილი - ქალაქის ფორმირება, გარდაქმნის ეტაპები და მეხსიერების არქიტექტურა
• 🎭 სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - თეატრალური ტრადიციები და კულტურული სიცოცხლე
• 🚂 პირველი ავტომობილი და რკინიგზა - ტექნოლოგიური ისტორია და სენაკის სატრანსპორტო როლი
• 🏢 ,,ჩვენი სენაკის" ახალი სივრცე & Sunny Green Hotel - განვითარების ახალი წერტილები ქალაქში
• 🏨 Archeo Palace • არქეო პალასი & Ana's Guest House - განთავსების ობიექტები ნოქალაქევში
• 🏞️ ტეხურის ხეობა - ბუნებრივი ლანდშაფტები და ეკო-ტურისტული შესაძლებლობები
• 🍷 რესტორანი ,,ეგრისი" & სოფელი სუჯუნა - გემოები, გარემო და ადგილობრივი კოლორიტი

✨ მსგავსი ვიზიტები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სენაკს აქვს ძლიერი პოტენციალი გახდეს განსხვავებული და მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულება - თავისი გამორჩეული იდენტობით

🇨🇭 ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტს -(LEDP) ახორციელებს HELVETAS შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით.

Edi Sher Baghaturia Temo Kubetsia

14/04/2026

💢 „ჩვენი სენაკი“ იწყებს ახალ ტურისტულ-საგანმანათლებლო ინიციატივას —
შემეცნებით ტურებს სენაკში, რომლებიც გათვლილია ძირითადად სკოლის მოსწავლეებზე, თუმცა არამხოლოდ!

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სენაკელმა მოსწავლეებმა პირველ რიგში კარგად იცოდნენ საკუთარი ქალაქის ბუნებრივი, ისტორიული და კულტურული სიმდიდრე - და შემდეგ ეცნობოდნენ სხვა ადგილებს უფრო ღრმად და გააზრებულად ♡

❗ ეს იქნება არა უბრალოდ ექსკურსია, არამედ მაღალი დონის, პროფესიონალურად ორგანიზებული ტური, სადაც მონაწილეები ერთდროულად მიიღებენ ახალ ცოდნას, შთაბეჭდილებებს და ერთგვარ „გაკვეთილს ღია ცის ქვეშ“.

ტურს გაუძღვებიან ედიშერ ბაღათურია, თემო კუბეცია და ზურა სანაია - ადამიანები, რომლებიც წლებია იკვლევენ სენაკის წარსულს, ბუნებას, კულტურულ მემკვიდრეობას, მის ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ სივრცეებს.

I ტურის მარშრუტის - „სენაკის მთის კვალდაკვალ“ ფეხით გასავლელი მანძილი შეადგენს 7 კილომეტრს და მოიცავს შემდეგ ლოკაციებს:

📍 შხეფის ციხე და წყალსატევი
📍 კარსტული უფსკრული „გაგიას წკვარამი“
📍 დამშრალი ტბა ფართოწყარი
📍 უნაგირას კოლხური ტყეები
📍 ეკის მონასტერი და გალავანი
📍 პიკნიკი კოლხურ წყლის წისქვილთან
📍 ჩხარის ჩანჩქერი
📍 საწულეისკიროს მღვიმე

ტურის პირობები:
💵 საფასური: 20 ლარი თითო მონაწილეზე (ტური ტარდება დაახლოებით 20-კაციანი ჯგუფის დაკომპლექტების შემთხვევაში)
👩 ჯგუფს აუცილებლად უნდა ახლდეს 1 მასწავლებელი ან მშობელი, რომლის მონაწილეობაც ტურის საფასურში შედის
🌮 მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ საკვები
🚐 ტურის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტი

📅 ტურის დაგეგმვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, როგორც სკოლის დღეებში, ასევე შაბათ-კვირას

თუ გსურთ, რომ თქვენი კლასი, სკოლა ან ჯგუფი ჩაერთოს ამ საინტერესო და განსხვავებულ ტურში,

📞 დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ:
595 07 18 10
Edi Sher Baghaturia Temo Kubetsia Zura Sanaia

Send a message to learn more

9️⃣ აპრილის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია სენაკში, 1989 წელიქალაქის ცენტრალურ პარკში შეკრებილი მოქალაქეები იმ საერთო ეროვ...
09/04/2026

9️⃣ აპრილის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია სენაკში, 1989 წელი

ქალაქის ცენტრალურ პარკში შეკრებილი მოქალაქეები იმ საერთო ეროვნული მოძრაობის ნაწილი არიან, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კვალი დატოვა.

Roini Nikolava-ს ეს ფოტო, რომელიც პირველად ქვეყნდება ონლაინ სივრცეში, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ზუსტად 3️⃣7️⃣ წლის წინ ამ დღეს ისტორია მხოლოდ დედაქალაქში არ იწერებოდა — ძალიან აქტიური იყო სენაკიც

📷 გიორგი ნიკოლავას საოჯახო არქივი

#9აპრილი

✝️ 90-იანი წლების ქაოსში, როდესაც ქალაქი ინგრეოდა და ადამიანები იმედს კარგავდნენ, მამა ამბაკუმმა (ერისკაცობაში შალვა სან...
14/02/2026

✝️ 90-იანი წლების ქაოსში, როდესაც ქალაქი ინგრეოდა და ადამიანები იმედს კარგავდნენ, მამა ამბაკუმმა (ერისკაცობაში შალვა სანიკიძე) სენაკში დაიწყო სრულიად განსხვავებულად მოქმედება - რომელიც მხოლოდ ეკლესიას კი არა, ქალაქის სულიერ აღდგენას უკავშირდება.

📽 ხვალ, 15 თებერვალს, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა - გიმნაზია წარმოგიდგენთ ფილმის „ამბაკოს ჯვარი“ პრემიერას!

ერთად გავხდეთ ამ ამბის მონაწილეები, დასწრება თავისუფალია 🪁

✝️ მამა ამბაკუმის (ერისკაცობაში შალვა სანიკიძე) და სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძრის ისტორია.

90-იანი წლების საქართველო. საბჭოთა კავშირის დაშლიდან სულ რამდენიმე წელია გასული. ეკონომიკური კოლაფსი, კრიმინალი, უიმედობა, აუტანელი სიდუხჭირე, სახელმწიფო ინსტიტუტების პასიურობა, სამოქალაქო ომის შედეგად განადგურებული ქალაქი.
სწორედ ასეთ დროს, ამ ქაოსის ეპიცენტრში, ჩნდება ადამიანი, რომლის გადაწყვეტილება ყველანაირ ლოგიკას ეწინააღმდეგება...

სკოლა-გიმნაზია გელით პრემიერაზე!

📽 "ამბაკოს ჯვარი"

ერთად გავხდეთ ქალაქისთვის ამ მნიშვნელოვანი ამბის მონაწილენი.

08/02/2026

🔻 იცით, რომ სირიაჩქონი სენაკის ცენტრიდან ყველაზე დაშორებული სოფელია, რომელიც ამავდროულად, ალბათ არის გარე სამყაროს ყველაზე მეტად მოწყვეტილი ბარის სოფელი საქართველოში?

🪁 ,,ჩვენი სენაკის" შემდეგი მოგზაურობა სწორედ ამ იშვიათ სოფელში შედგა, რომლსაც წინ მდინარე რიონის ფართო, წყალუხვი კალაპოტი, ხოლო უკან კოლხეთის ჭაობის მძიმე, სველი ტყეები აკრავს

სირიაჩქონი არცერთ სხვა სოფელს ჰგავს და აქ მოხვედრა მაგიურ რეალიზმში მგზაურობასავითაა

📍 თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ სოფელში ცხოვრება?

Edi Sher Baghaturia Temo Kubetsia

Address

Senaki

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჩვენი სენაკი • Chveni Senaki posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ჩვენი სენაკი • Chveni Senaki:

Share