მედია პოზიტივი - Media PosiTv

მედია პოზიტივი - Media PosiTv შშმ პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია

ა.ა.ი.პ შშმპ მედია პოზიტივი დაარსდა 2022 წლის 27 მაისს.

ორგანიზაცია მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე, უფლებების დაცვაზე, დარღვევებისა და პრობლემების აღმოჩენაზე და მათი გადაჭრის გზებზე.

შშმპ მედია პოზიტივი მუშაობს სოციალური მედიის მიმართულებითაც სადაც ვაშუქებთ შშმ პირთა საკითხებს,მათ ყოველდღიურობასა და საჭიროებებს.

ორგანიზაცია ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე

პირების საზოგადოებასთან ინტეგრირებას და მიზანმიმართულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებასა და განათლების ხელშეწყობაზე.

ყოველთვის წინსვლისკენ სოციალური ქსელების ეპოქაში პოპულარობის მოპოვება მარტივი არ არის, თუმცა არიან ადამიანები, რომლებმაც...
14/06/2026

ყოველთვის წინსვლისკენ

სოციალური ქსელების ეპოქაში პოპულარობის მოპოვება მარტივი არ არის, თუმცა არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ხასიათით, იუმორითა და გამორჩეული სტილით ათასობით ადამიანის ყურადღება მიიპყრეს. ერთ-ერთი მათგანია ინფლუენსერი რომელსაც საზოგადოება „თამაზას“ სახელითაც იცნობს.

მისი ვიდეოები და აქტივობები სოციალურქსელებში ხშირად განხილვის საგანი ხდება, თუმცა პოპულარობის მიღმა დგას ადამიანი, რომელსაც ცხოვრების გზაზე არაერთი სირთულის გადალახვა მოუწია. რა გზა გაიარა მან ცნობადობამდე? როგორ შეცვალა მისმა პოპულარობამ ყოველდღიურობა? როგორუმკლავდება კრიტიკას და რას ფიქრობს საკუთარ მომავალზე? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე თამაზა გულწრფელად გვესაუბრება.


1. როგორი ბავშვი იყავით ?

-ბავშვობაში ძალიან მხიარული და შრომისმოყვარე ვიყავი. არასდროს მიყვარდა სათამაშოებით თამაში — ყოველთვის მიწასთან მუშაობა და ბუნებასთან ურთიერთობა მიზიდავდა. მყავდა უამრავი ცხოველი: კურდღლები, ქათმები, ღორები, ხბორები და ძროხები. განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებდა მათი მოვლა და მათთან დროის გატარება.

ყოველთვის მყავდა დიდი ძაღლები. ახლა კავკასიური ნაგაზი მყავს, მანამდე კიძირითადად მეცხვარე ძაღლები მყავდა. ცხოველების სიყვარული ბავშვობიდან მომყვება და დღემდე ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ასევე, ყოველთვის ვცდილობდი ადამიანებში კარგი თვისებები შემემჩნია, მათგან საუკეთესო ამეღო და ეს თვისებები ჩემს თავშიც დამენერგა. ვფიქრობ, ეს დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა ჩემთვის.

2. როგორ დაიწყო თქვენი პოპულარობა- რა შეცვალა ცნობადობამ თქვენსცხოვრებაში ?
ჩემმა მეგობარმა სოციალურ ქსელში ატვირთა ვიდეო, რომელმაც ძალიან დიდიგამოხმაურება გამოიწვია. ხალხს მოეწონაჩემი იუმორი, განწყობა და ბევრი წერდა, რომ საინტერესო ტიპაჟი ვიყავი და ჩემივიდეოების კიდევ ნახვა სურდათ.

იმ დროს მე საერთოდ არ მქონდა სოციალური ქსელები და არც მათ შექმნას ვაპირებდი. ვფიქრობდი, რომ ეს სფეროჩემთვის საინტერესო არ იქნებოდა. გარდაამისა, არ ვიყავი მზად იმ ჩაგვრისა დაკრიტიკისთვის, რომელიც სოციალურქსელებში ხშირად გვხვდება. იმ პირველივიდეოს კომენტარებშიც საკმაოდ ბევრიშეურაცხმყოფელი შეფასება იყო.

მიუხედავად ამისა, ვიდეომ ძალიან ბევრინახვა დააგროვა. შემდეგ რამდენიმე თვისგანმავლობაში ეს ამბავი თითქმისდამავიწყდა. მოგვიანებით ფიტნეს დარბაზში მაკა ხიზანიშვილთან დავიწყე სიარული ,მაკამ დაიწყო ჩრმთან ერთად ვიდეოების გადაღება ,ჩემი და მაკას ვიდეოები ძალიან მოსწონდა საზოგადოებას და აქედაბ დაიწყო ჩემი ინტერესი სოციალურ ქსელებში აქტიურობისა ,მაკასთანერთად დავიწყე თანამშრომლობა და ჩვენიკოლაბორაციის შედეგად ბევრი საინტერესოდა სახალისო ვიდეო შეიქმნა. ამ ვიდეოებსუამრავი ადამიანი უყურებდა და დღეს უკვეორივეს საკმაოდ დიდი აუდიტორია და ბევრიგამომწერი გვყავს სოციალურ ქსელებში.

იქიდან გამომდინარე, რომ ძალიანკომუნიკაბელური ვარ და ადამიანებთანურთიერთობა ძალიან მიყვარს, პოპულარობამ განაპირობა ის, რომ ბევრადამიანთან მაქვს კონტაქტი და მეგობრულიურთიერთობა. მათი სიყვარული დამხარდაჭერა დავიმსახურე, რაც ჩემთვისძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანებთანკომუნიკაცია და ურთიერთობა უდიდესბედნიერებას მანიჭებს.



3. არის თუ არა ინფლუენსერობათქვენი მთავარი შემოსავლის წყარო?
რა რჩევას მისცემდით დამწყებკონტენტ-კრეატორებს?

-ინფლუენსერობით მიღებულიშემოსავალი ჩემი ძირითადი შემოსავლისწყარო არ არის. თუმცა, ვფიქრობ, თამამადშეიძლება ითქვას, რომ საქართველოშიერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დამაღალანაზღაურებადი ინფლუენსერი ვარ.

მიუხედავად ამისა, ჩემი მთავარისაქმიანობა ბიზნესგანვითარების მენეჯერისპოზიციაა და ამ სფეროში მუშაობა ძალიანმიყვარს. ეს არის საქმე, რომელიც დიდსიამოვნებას მანიჭებს და პროფესიულადაცმაძლევს განვითარების შესაძლებლობას.

რაც შეეხება რჩევას დამწყებიკონტენტ-კრეატორებისთვის, სიმართლეგითხრათ, არ ვიცი რამდენად შემიძლიავინმეს კონკრეტული რჩევა მივცე. ჩემიაზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომადამიანი იყოს ისეთი, როგორიც რეალურადარის. აუდიტორია ძალიან კარგად გრძნობსბუნებრიობას და გულწრფელობას. ადამიანები ან მიგიღებენ და შეგიყვარებენ, ან — არა, მაგრამ მთავარი ის არის, რომსაკუთარი თავის წარმოჩენის არ შეგეშინდესდა არ ეცადო სხვისი როლის მორგებას

4. როგორ უმკლავდებით კრიტიკას ?

-სიმართლე გითხრათ, უკვე საერთოდაღარ მაინტერესებს, ვინ რას ფიქრობს ჩემზე. ამიტომ, ვისაც რაც უნდა, ის დაწეროს. ესყველაფერი ჩემზე ძალიან დიდი ხანია აღარმოქმედებს. ვისწავლე, რომ საკუთარი საქმისკეთებაზე ვიყო კონცენტრირებული და არაიმაზე, თუ რას იტყვიან სხვები

5. რომ არა სოცოალური ქსელები, დღესრას გააკეთებდით ?

-იცი რა არის? სოციალური ქსელებისგარდა იმდენ რამეს ვაკეთებ (იცინის), რომჩემი ცხოვრება მხოლოდ მათზე არ არისდამოკიდებული. რა თქმა უნდა, სოციალურიქსელები ჩემთვის მნიშვნელოვანია და მათგარკვეული ადგილი უჭირავთ ჩემსსაქმიანობაში, მაგრამ მათი არსებობა თუარარსებობა ჩემს ცხოვრებას ვერგანსაზღვრავს. საჭიროების შემთხვევაში, მათ გარეშეც სრულიად თავისუფლად დაჩვეულებრივად გავაგრძელებ ცხოვრებას.

6. რა არის ის ფაქტი თქვენზე, რომელიცგამომწერების უმეტესობამ არ იცის ?

-მე ძალიან გულღია და კომუნიკაბელურიადამიანი ვარ. არ მიჭირს ადამიანებთანურთიერთობა და საუბარი. რაც მინდა, რომსაზოგადოებამ ჩემ შესახებ იცოდეს, ამასყოველთვის ღიად ვამბობ და არასდროსვერიდები ამ თემებზე საუბარს.

თუმცა, არსებობს საკითხებიც, რომლებიცპირად სივრცეს ეკუთვნის. რაც არ მინდა, რომსაზოგადოებისთვის ცნობილი იყოს, ამას არცინტერვიუებში ვამბობ და არც საჯაროდგა

14/06/2026

🟪ერთად გავლილი გზა – ბარიერებიდან ყოველდღიურ გამარჯვებამდე.
🟪​სწორედ ასეთი ყოველდღიური ბრძოლა გვახსენებს, რატომ არის მნიშვნელოვანი 14 ივნისი – შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე.
🟪გაიცანით შორენა და ლუკა – მოუსმინეთ დედისა და შვილის გულწრფელ ისტორიას, რომლის სიყვარული და შეუპოვრობაც ყოველგვარ საზღვრებს სცდება.

დიუშენით დაავადებული ბავშვების წამლის თანხას საზოგადოება აგროვებსსანამ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებ...
07/06/2026

დიუშენით დაავადებული ბავშვების წამლის თანხას საზოგადოება აგროვებს

სანამ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების ოჯახები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების მოლოდინში არიან, მათი დახმარების ტვირთის დიდი ნაწილი კვლავ საზოგადოებამ იტვირთა. უკვე თვეზე მეტია მშობლები საპროტესტო აქციებს მართავენ, მოქალაქეები და ორგანიზაციები კი სხვადასხვა საქველმოქმედო კამპანიით თანხას აგროვებენ.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია მძიმე, პროგრესირებადი გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც დროული მკურნალობა გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს, თუმცა მედიკამენტების მაღალი ღირებულება ოჯახებისთვის ხშირად დაუძლეველ ფინანსურ ბარიერად იქცევა.

საზოგადოების მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მაგალითი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპანია გახდა, რომლის ფარგლებში, უნივერსიტეტის ინფორმაციით, დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად 2 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა.

ხანგრძლივი პროტესტისა და საზოგადოების აქტიური ჩართულობის შემდეგ, მშობლების ინფორმაციით, ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმება კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის პროცესის დაწყებასა და სახელმწიფო მხარდაჭერის გაფართოებას ითვალისწინებს. თუმცა ოჯახები აცხადებენ, რომ პროცესის სრულად განხორციელებამდე და მკურნალობის რეალურად დაწყებამდე ყურადღებისა და მონიტორინგის აუცილებლობა კვლავ რჩება.

დღეს, როდესაც საზოგადოების მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ შედეგის მიღწევაში, ჩნდება კიდევ ერთი კითხვა — უნდა იყოს თუ არა იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა სრულად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რათა ოჯახებსა და საზოგადოებას მსგავსი მასშტაბის თანხების მობილიზება აღარ უწევდეთ?

ნიუსი მოამზადა: მარიამ ტატანაშვილმა

როდესაც პროფესია და მოწოდება ერთმანეთს ემთხვევა, შედეგი ყოველთვის განსაკუთრებულია. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ევროპული...
02/06/2026

როდესაც პროფესია და მოწოდება ერთმანეთს ემთხვევა, შედეგი ყოველთვის განსაკუთრებულია. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ევროპული სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგი ვერიკო ქურდაძეა. იგი უკვე 10 წელია ბავშვების განვითარებაზე ზრუნავს. როგორი იყო მისი გზა ბავშვობიდან დღემდე, რა აძლევს ყოველდღიურ მოტივაციას და რაში ხედავს თავის ყველაზე დიდ მიღწევას, ამაზე ვერიკო თავად გვესაუბრება.
გამარჯობა ვერიკო, პირველ რიგში მოგვიყევით თქვენ შესახებ. ვინ არის ვერიკო ქურდაძე?
მე ვარ ვერიკო ქურდაძე, პედაგოგი. უკვე 10 წელია ევროპულ სკოლაში დაწყებით საფეხურზე ვმუშაობ. ჩემი ყოველდღიურობა სავსეა ბავშვებთან ურთიერთობით, ახალი იდეებითა და საინტერესო გამოწვევებით.
მოგვიყევით თქვენს ბავშვობაზე. სად დაიბადეთ და როგორი იყო ეს პერიოდი თქვენთვის?
დავიბადე 1996 წლის 16 მარტს და თბილისში გავიზარდე. ბავშვობა ძალიან ბედნიერი და შთაბეჭდილებებით სავსე მქონდა. განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებს სოფელთან, სადაც ზაფხულს ვატარებდი. ბუნებაში სეირნობა და სიმშვიდე ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.
ბავშვობაში ვინ გსურდათ რომ გამოსულიყავით?
პატარაობიდანვე მაინტერესებდა ადამიანებთან ურთიერთობა, განსაკუთრებით კი ბავშვებთან მუშაობა. ჩემს ბუნებაში ყოველთვის იყო სურვილი, მეზრუნა, მომესმინა და დავხმარებოდი სხვებს.
სკოლის დასრულების შემდეგ რა გზა აირჩიეთ და რა განათლება მიიღეთ?
ბაკალავრიატი ფსიქოლოგიის მიმართულებით დავამთავრე. სწავლის პროცესში განსაკუთრებული აქცენტი ბავშვთა ფსიქოლოგიაზე გავაკეთე, რადგან ყოველთვის მაინტერესებდა ბავშვის ემოციური და პიროვნული განვითარების თავისებურებები.
დღეს ევროპული სკოლის პედაგოგი ხართ. მოგვიყევით, რას ასწავლით და როგორია თქვენი სამუშაო პროცესი?
დაწყებითი საფეხურის დამრიგებელი ვარ, ვასწავლი ბუნებისმეტყველებას და ასევე ვარ კლასგარეშე აქტივობების ორგანიზატორი. ბავშვებთან მუშაობა ჩემთვის მხოლოდ პროფესია არ არის, ეს არის ყოველდღიური მოტივაცია და უდიდესი პასუხისმგებლობა. ყოველი დღე ახალი გამოცდილებაა.
რა არის თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი მიღწევა?
ვფიქრობ, ყველაზე დიდი მიღწევა ის სიყვარული და ნდობაა, რომელსაც ბავშვებისა და მშობლებისგან ვიღებ. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია იმის შეგრძნება, რომ ბავშვების პიროვნულ ზრდაში საკუთარი წვლილი შემაქვს.
თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა. ასევე, ხშირად დავდივარ ლაშქრობებში, რადგან ბუნებაში გასვლა და ახალი ადგილების აღმოჩენა მავსებს ენერგიითა და დადებითი ემოციებით.
რა გიყვართ ყველაზე მეტად?
ყველაზე მეტად ადამიანებთან გულწრფელი ურთიერთობა, ბავშვების სითბო და ბუნებასთან სიახლოვე მიყვარს.
გაიხსენეთ რაიმე საინტერესო ან კურიოზული ამბავი თქვენი პრაქტიკიდან.
ბავშვებთან მუშაობისას თითქმის ყოველდღე ხდება რაღაც სახალისო და დაუვიწყარი. ბავშვების უშუალობა მუდმივად მაძლევს მიზეზს ღიმილისთვის.
და ბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
მომავალშიც ვაპირებ პროფესიულ განვითარებას. მინდა შევქმნა ბავშვებისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემო და მუდმივად ვიყო სიახლეების ძიებაში.

მასალა მოამზადა ლევან ყიყიშვილმა.

„თუ სასამართლოს იმედი არ არსებობს, ყველაფერი პრობლემური ხდება“ინტერვიუ იურისტ სოფი მენაბდიშვილთანადამიანის უფლებები, მარ...
01/06/2026

„თუ სასამართლოს იმედი არ არსებობს, ყველაფერი პრობლემური ხდება“
ინტერვიუ იურისტ სოფი მენაბდიშვილთან
ადამიანის უფლებები, მართლმსაჯულება, შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერება — ეს ის თემებია, რომლებზეც ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) იურისტი სოფი მენაბდიშვილი წლებია მუშაობს.
მისი თქმით, ქვეყანაში განსაკუთრებით მწვავეა სამართლიანი სასამართლოს, ჯანმრთელობის დაცვისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხები, ხოლო შშმ პირები დღემდე ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ელემენტარული უფლებებისთვის.

— თქვენი პირველი მოგებული საქმის ემოცია თუ გახსოვთ?
— ვაიმე, როგორ არ მახსოვს... მაშინ სხვა ორგანიზაციაში ვმუშაობდი — ჩვეულებრივ იურიდიულ კომპანიაში, რომელიც მოგებაზე იყო და კლიენტებიც, ჩვეულებრივ, მომსახურებაში თანხას იხდიდნენ.
ერთ დღეს გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ფოთის თეატრში მუშაობდა. მარტოხელა იყო. ლიფტში ჩავარდა, მიიღო საწარმოო ტრავმა და იყო მწოლიარე მდგომარეობაში. სჭირდებოდა რეაბილიტაცია, მომვლელი, მედიკამენტები და სხვადასხვა ყოველდღიური საჭირო ნივთი.
აღმოჩნდა, რომ თეატრი კულტურის სამინისტროს ბალანსზე იყო, თუმცა ამ ადამიანს ადვოკატის დაქირავების არანაირი საშუალება არ ჰქონდა. მე და ჩემმა მეგობარმა სრულიად უფასოდ დავიწყეთ ამ საქმის წარმოება.
დავდიოდით ფოთში მატარებლით. ზოგჯერ გვყიდულობდა ამ კაცის და მატარებლის ბილეთებს ზოგჯერ — ვერა, იმიტომ, რომ თვითონაც ძალიან უჭირდათ.
მახსოვს, ამ ბატონის და პატარა ჭიქებში ტკბილეულს გვიკეთებდა და მატარებელში გვატანდა...
საბოლოოდ, ეს საქმე მოვიგეთ და კულტურის სამინისტროს 100 000 ლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.ესმარტო სარეაბილიტაციო კურსების დაფინანსება,ასევე ყოველთვიური სარჩო ხელფასის ოდენობის , მომვლელის ხარჯი და
ამ ადამიანმა კომპენსაცია მიიღო, ექვსი სარეაბილიტაციო კურსი გაიარა. თითოეული ძალიან ძვირი ღირდა. სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და მეექვსე სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ გარდაიცვალა.
მაგრამ ძალიან ბედნიერი იყო, რომ ეს საქმე მოიგო და საკუთარი სიმართლე დაამტკიცა.

დღევანდელ რეალობაში, რა სამართლებრივი გამოწვევები აწუხებთ მოქალაქეებს ყველაზე მეტად?
— ძალიან ბევრი მიმართულებით არის პრობლემა. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განსაკუთრებით პრობლემურია ჯანმრთელობის უფლება და გამოხატვის თავისუფლება. ვიცით, რომ ბოლო პერიოდში მიღებულია ისეთი კანონები და კანონებში ისეთი ცვლილებები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა სამართლიანი სასამართლოს უფლება. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქალების, ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები — სერვისებზე ხელმისაწვდომობა, თანასწორობა, დისკრიმინაციისგან დაცვა და განათლების უფლება.

— რა ცვლილებებს ისურვებდით ქართულ სამართლებრივ სისტემაში?
— მართლმსაჯულების რეფორმა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა მივაღწიოთ სამართლიან სასამართლოს. თუ დავინახავთ, რომ რომელიმე სახელმწიფო უწყება კონკრეტული ადამიანის ან ჯგუფის უფლებებს არღვევს, უნდა გვქონდეს იმედი, რომ სასამართლოში მივალთ და სამართალს მივაღწევთ.
თუ არ არსებობს გარემო, სადაც ადამიანს საკუთარი უფლებების დაცვა შეუძლია და ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა არ არის, მაშინ ყველაფერი ძალიან პრობლემური ხდება.
მაგალითად, ამერიკაშიც ყოფილა შემთხვევები, როდესაც ხელისუფლება ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელ გადაწყვეტილებებს იღებდა. თუმცა იქ სასამართლო ინსტიტუტი იმდენად ძლიერი და დამოუკიდებელია, რომ არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებების შეჩერება შეუძლია — თუნდაც პრეზიდენტის მიღებულის.

— როგორ აფასებთ საზოგადოების სამართლებრივ ცნობიერებას საქართველოში წინა წლებთან შედარებით?
— საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის საჭიროა ძალიან სერიოზული მუშაობა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები პრაქტიკულად ვეღარ ფუნქციონირებენ იმ მასშტაბით, როგორც ადრე
რაც შეეხება სახელმწიფოს, ნამდვილად ვერ ვიტყვი ამ კუთხით სახელმწიფო მუშაობდეს რომ საზოგადოებაში ადამიანის უფლებების ცოდნის დონე და ხარისხი გაიზარდოს .

— რა არის ყველაზე ხშირი სამართლებრივი ბარიერები, რომლებსაც შშმ პირები აწყდებიან საქართველოში?
— ხშირად ფიქრობენ, რომ მთავარი პრობლემა მხოლოდ ფიზიკური ხელმისაწვდომობაა, თუმცა მე ასე არ ვიტყოდი. არანაკლებ მნიშვნელოვანი და პრობლემურია ინფორმაციული ხელმისაწვდომობა.
ამის ნათელი მაგალითია ჩვენი ორგანიზაციის მიერ ახლახანს მოგებული საქმე — ცხრა წლის განმავლობაში ვითხოვდით, რომ სასამართლოს სპეციალური ფორმები უსინათლო პირებისთვის ადაპტირებული ყოფილიყო, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლებოდათ სარჩელის შეტანა და ტექსტის წამკითხველით გამოყენება.
სახელმწიფო არც კიფიქრობდა მსგავს , რომ უსინათლო ადამიანს შესაძლოა პროფესიულ საქმიანობაში — მაგალითად, როგორც ადვოკატს — მსგავსი სისტემები დასჭირვებოდა.
საბოლოოდ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო-მ. სრულიად ახალი აპლიკაცია შექმნა. ცხრა წლის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ეს შეუძლებელი იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ სურვილის შემთხვევაში ერთი თვეც საკმარისი ყოფილა.
ეს ძალიან კარგად აჩვენებს დამოკიდებულებას — რამდენად არ აღიქვამენ შშმ პირებს სრულფასოვან ანგარიშ გასაწევ მოქალაქეებად.
მოსამართლებს კომუნიკაციაც კი უჭირთ შშმ პირებთან ისე რომ არ გამოიყენონ დიისკრიმინაციული ტერმინები

— რა უნდა იცოდეს პირველ რიგში ადამიანმა, როცა საკუთარ უფლებებს იცავს? რამდენად ხელმისაწვდომია სასამართლო და იურიდიული მომსახურება შშმ პირებისთვის?
— ქვეყანაში არსებობს უფასო იურიდიული დახმარების ოფისები, რომლებიც შშმ პირებს უფასო დახმარებას უწევენ, თუმცა მათი რესურსები და საქმიანობის ფარგლები ძალიან შეზღუდულია
მაგალითად, თუ რომელიმე უწყებასთან დისკრიმინაციული დავის დაწყება მოგიწევთ, შესაძლოა იურიდიული დახმარების სამსახური ბოლომდე ვერ გამოგყვეთ და დამოუკიდებლად მოგიწიოთ ადვოკატის აყვანა.
ასეთ დროს ადამიანებს ხშირად მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმარება — ისინიც, რომლებიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებენ.

— პრაქტიკაში, ყველაზე ხშირად რომელი უფლებები ირღვევა შშმ პირებთან მიმართებით?
— ყველაზე ხშირად ირღვევა ჯანმრთელობის დაცვის უფლება — სამედიცინო მომსახურება, რეაბილიტაციისა და აბილიტაციის სერვისები, პერსონალური ასისტენტის მომსახურება.
ასევე ძალიან ბევრი დარღვევაა სკოლებში, ბაღებში, უნივერსიტეტებში. ხშირია ადმინისტრაციული დავები ახალი სერვისების დანერგვის მოთხოვნით.
ახლა განსაკუთრებით ჩართულები ვართ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების საქმეში. აქ უკვე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებების დარღვევაზეა საუბარი. ამ ბავშვებს სასწრაფოდ სჭირდებათ მედიკამენტები, თუმცა სახელმწიფო მიზეზად მედიკამენტის მაღალ ფასსა და უსაფრთხოების საკითხებს ასახელებს, რაც რეალურად მტკიცებულებებით არ დასტურდება.
არსებობსმტკიცებულებები , რომლებიც ადასტურებს როგორც პრეპარატის ეფექტურობას, ისე უსაფრთხოებას, თუმცა ეს ყველაფერი იგნორირებულია.

— არსებობს თუ არა რეალური კონტროლის მექანიზმები, რომლებიც შშმ პირთა უფლებების დაცვას უზრუნველყოფს?
— ადრე არსებობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ატარებდნენ კვლევებს და აფასებდნენ შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაში.
ახლა ვინ აკეთებს ამას და რამდენად ეფექტურად — ამაზე ინფორმაცია ნაკლებად მაქვს , ვინც ამას აკეთებდა ის ორგანიზაციები დახურულია.

— რამდენად ეფექტურად ასრულებს სახელმწიფო საერთაშორისო ვალდებულებებს შშმ პირთა უფლებების კუთხით?
— მგონია, რომ ბოლომდე არც კი გაუცნობიერებიათ, რას აწერდნენ ხელს, როდესაც კონვენციის რატიფიცირება მოახდინეს.
თორემ კიდევ კარგა ხანს არ მოაწერდნენ ხელს .
ეს კონვენცია ძალიან მნიშვნელოვან უფლებებს ეხება. რეალურად რომ სრულდებოდეს ისე, როგორც დოკუმენტში წერია, შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში სრულიად სხვა დონეზე იქნებოდა.

— გქონიათ ისეთი საქმე, რომელმაც საზოგადოების ხედვა შეცვალა?
— ერთ-ერთი საქმე ეხებოდა ადამიანს, რომელიც დიდ ინსტიტუციაში ცხოვრობდა. მას ჰყავდა მეუღლე და შვილები, რომლებიც მინდობით აღზრდაში იყვნენ, რადგან იმ პერიოდში ინსტიტუციაში ბავშვებთან ერთად ცხოვრება აკრძალული იყო.
ის სახელმწიფოსგან საცხოვრებელ ბინას ითხოვდა, რათა ოჯახთან ერთად დამოუკიდებლად ეცხოვრა.
სასამართლო დავა მოვიგეთ შედეგად, ამ ადამიანებს სახემწიფომ ბინა შეუძინა ავეჯით ტექნიკით ყველაფრით უზრუნველყოფილი
მათ დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყეს. ბევრს არ სჯეროდა, რომ ამას შეძლებდნენ, თუმცა ძალიან კარგად გაართვეს თავი.

— რა არის ყველაზე დიდი სტერეოტიპი, რასაც ხშირად აწყდებით შშმ პირებთან დაკავშირებით?
— ყველაზე დიდი სტერეოტიპი ისაა, რომ შშმ პირები ისინი სუბიექტებად არ აღიქმებიან.
ხშირად მშობლებისგანაც კი ისმის: „არ შეუძლია“, „ვერ გააკეთებს“, „არ გამოუვა“. ეს თითქოს მუდმივ იარლიყად მიჰყვებათ, მაშინ როცა რეალურად ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ თუ ექნებათ მათ შესაბამისი მხარდაჭერა სახემწიფოსგან და საზოგადოებისგან .

— რომ არა იურისტი, ვინ იქნებოდით?
— ალბათ ექიმი, პედიატრი. (იღიმის)

— როგორია, თქვენი თვალით დანახული, სოფი — სასამართლო პროცესებისა და ქარტეხილების მიღმა?
— ამ წუთას დაღლილი. თუმცა, ზოგადად, მებრძოლი, ერთგული და სამართლიანი. ცოტა რთულია საკუთარ თავზე საუბარი...

— როგორ ფიქრობთ, ათი წლის შემდეგ საკუთარი თავისგან რომ წერილი მოგივიდეთ, რას წაიკითხავდით?
,,თქვენ გაიარეთ ყველა შესარჩევი ეტაპი და დანიშნული ხართ მოსამართლედ.“
– მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ. გისურვებთ წარმატებებს!

მასალა მოამზადა: ანა ლორთქიფანიძემ

შშმ პირის სტატუსის მინიჭების პროცედურები, კლასიფიკაცია და სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმები საქართველოშიშეზღუდული შესაძ...
31/05/2026

შშმ პირის სტატუსის მინიჭების პროცედურები, კლასიფიკაცია და სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმები საქართველოში
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და მათი სოციალური დაცვა თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სახელმწიფო ცდილობს შექმნას ისეთი გარემო, სადაც შშმ პირებს ექნებათ თანაბარი შესაძლებლობა განათლების, დასაქმების, ჯანდაცვისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობისათვის. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შშმ პირის სტატუსის მინიჭების სისტემას, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა სახის მხარდაჭერა და მომსახურება შეიძლება მიიღოს კონკრეტულმა ადამიანმა.
ხშირად საზოგადოებაში არსებობს მცდარი წარმოდგენა, თითქოს შშმ სტატუსი მხოლოდ კონკრეტული დიაგნოზის არსებობას უკავშირდება. რეალურად, საქართველოში სტატუსის მინიჭება ეფუძნება არა მხოლოდ დაავადებას, არამედ იმ ფუნქციურ შეზღუდვებს, რომლებიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში ექმნება. სწორედ ამიტომ შშმ სტატუსი წარმოადგენს არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სოციალურ და სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის მხარდაჭერას და მისი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
შშმ პირის სტატუსის არსი და მნიშვნელობა
შშმ პირად მიიჩნევა ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აქვს ფიზიკური, სენსორული, ფსიქიკური ან ინტელექტუალური ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა, რაც ზღუდავს მის შესაძლებლობას სრულფასოვნად ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამის საფუძველზე ხდება:
სოციალური პაკეტის დანიშვნა;
სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა;
რეაბილიტაციისა და სამედიცინო სერვისების მიღება;
ტექნიკური დამხმარე საშუალებების დაფინანსება;
განათლებისა და დასაქმების მხარდამჭერი სერვისების მიღება.
შშმ სტატუსი ადამიანს აძლევს უფლებას, მიიღოს სახელმწიფოსგან კონკრეტული მხარდაჭერა, რომელიც მიზნად ისახავს მისი დამოუკიდებლობისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას.
შშმ პირის სტატუსის მინიჭების პროცედურები საქართველოში
სამედიცინო დოკუმენტაციის შეგროვება
პროცესი იწყება ოჯახის ექიმთან ან შესაბამის სპეციალისტთან მიმართვით. ეს შეიძლება იყოს ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ფსიქიატრი, ტრავმატოლოგი ან სხვა პროფილის ექიმი, დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე.
ექიმი აგროვებს პაციენტის სამედიცინო ისტორიას, კვლევების პასუხებს, ანალიზებს, ეპიკრიზებსა და სხვა საჭირო დოკუმენტაციას. აუცილებელია, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია სრულყოფილად ასახავდეს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ფუნქციურ შეზღუდვებს.
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა
დოკუმენტაციის შეგროვების შემდეგ ადამიანი იგზავნება სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე. სპეციალური კომისია აფასებს:
დაავადების სიმძიმეს;
ფუნქციურ შესაძლებლობებს;
დამოუკიდებლად გადაადგილებისა და თვითმომსახურების უნარს;
შრომისუნარიანობას;
სოციალური ადაპტაციის ხარისხს.
თანამედროვე მიდგომის მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არა მხოლოდ დიაგნოზს, არამედ იმას, თუ როგორ აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
გადაწყვეტილების მიღება
ექსპერტიზის დასრულების შემდეგ კომისია იღებს გადაწყვეტილებას:
შშმ სტატუსის მინიჭების შესახებ;
სტატუსის ვადის განსაზღვრის შესახებ;
ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
სტატუსი შეიძლება იყოს:
დროებითი;
ან უვადო, თუ მდგომარეობა შეუქცევადია.
დროებითი სტატუსის შემთხვევაში გარკვეული პერიოდის შემდეგ საჭიროა ხელახალი შეფასება.
შშმ პირთა კლასიფიკაცია საქართველოში
საქართველოში შშმ პირები ძირითადად ფუნქციური შეზღუდვის სიმძიმის მიხედვით იყოფიან.
მკვეთრად გამოხატული შშმ
ეს არის ყველაზე მძიმე კატეგორია. ასეთ შემთხვევებში ადამიანს მნიშვნელოვნად შეზღუდული აქვს დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობა.
მაგალითებია:
სრული უსინათლობა;
მძიმე პარალიზება;
გადაადგილების სრული შეზღუდვა;
მძიმე ნევროლოგიური დაზიანებები.
ამ კატეგორიას ეკუთვნის ყველაზე მაღალი სოციალური პაკეტი და შედარებით ფართო სახელმწიფო მხარდაჭერა.
მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ
ამ შემთხვევაში ადამიანს აქვს სერიოზული ფუნქციური შეზღუდვები, თუმცა გარკვეულ დონეზე შეუძლია დამოუკიდებელი ცხოვრება.
მაგალითად:
მხედველობის მძიმე დაქვეითება;
კიდურის დაკარგვა;
ქრონიკული დაავადებების მძიმე ფორმები.
ზომიერად გამოხატული შშმ
ეს კატეგორია მოიცავს შემთხვევებს, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობა ნაწილობრივ ზღუდავს ადამიანის შესაძლებლობებს, თუმცა იგი მეტწილად ინარჩუნებს დამოუკიდებლობას.
შშმ ბავშვი
18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მოქმედებს ცალკე სტატუსი. შეფასება ხდება ბავშვის განვითარების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საჭიროებების გათვალისწინებით.
რა დაავადებების შემთხვევაში შეიძლება სტატუსის მინიჭება
საქართველოში სტატუსი მხოლოდ დიაგნოზის არსებობას არ ეფუძნება. მთავარი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენად ზღუდავს კონკრეტული მდგომარეობა ადამიანის ფუნქციონირებას.
სტატუსის მინიჭების საფუძველი შეიძლება გახდეს:
უსინათლობა ან მხედველობის მძიმე დაკარგვა;
სმენის დაქვეითება;
აუტიზმი;
ცერებრალური დამბლა;
დაუნის სინდრომი;
ფსიქიკური აშლილობები;
ეპილეფსიის მძიმე ფორმები;
ონკოლოგიური დაავადებები;
კიდურის ამპუტაცია;
ზურგის ტვინის დაზიანება;
ინსულტის შედეგები და სხვა მძიმე მდგომარეობები.
სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმები საქართველოში
სოციალური პაკეტი
შშმ პირებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მხარდაჭერა სოციალური პაკეტია.

სტატია მოამზადა მარიამ ტატანაშვილმა
#შშმ #შეზღუდულიშესაძლებლობები #საქართველო #სოციალურიდაცვა #ჯანდაცვა #ინკლუზია #შშმპირთაუფლებები #სოციალურიპაკეტი #სამედიცინოექსპერტიზა #თანასწორობა

ომი და იძულებითი გადაადგილება ადამიანის ფსიქიკაზე უმძიმეს კვალს ტოვებს. ფიზიკური სახლის დაკარგვასთან ერთად, ადამიანი კარ...
30/05/2026

ომი და იძულებითი გადაადგილება ადამიანის ფსიქიკაზე უმძიმეს კვალს ტოვებს. ფიზიკური სახლის დაკარგვასთან ერთად, ადამიანი კარგავს უსაფრთხოებას, იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს და შინაგან საყრდენს. რას განვიცდით სინამდვილეში, როცა იძულებულნი ვართ, დავტოვოთ ჩვენი ფესვები? როგორ მუშაობს ჩვენი ფსიქიკის თავდაცვითი მექანიზმები ასეთ კრიზისულ სიტუაციებში და როგორ ხსნის ფსიქოანალიზი დაკარგული ობიექტის გლოვასა თუ ტრავმის თაობიდან თაობაზე გადაცემის პროცესს?

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბრეთ ნატო აფციაურს კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრანტს, „ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის“ წევრსა და კლინიკა „მეტამორფოზას“ ფსიქოლოგს. მისი, როგორც ფსიქოანალიზით დაინტერესებულის პერსპექტივა, განსაკუთრებით საინტერესოა იმის გასაგებად, თუ რა ხდება ადამიანის არაცნობიერში უმძიმესი დანაკარგის დროს, როგორ ამუშავებს ფსიქიკა ტრავმას და როგორ ახერხებს ადამიანი ნანგრევებიდან ახალი ცხოვრების აშენებას.

რას კარგავს ადამიანი ფიზიკური სივრცის გარდა, როცა იძულებით ტოვებს საკუთარ სახლს?

როცა ადამიანი იძულებულია დატოვოს საკუთარი სახლ-კარი, ის პირველ რიგში კარგავს უსაფრთხოების განცდას. უსაფრთხოების განცდა ადამიანისთვის ისეთივე ძირეული მოთხოვნილებაა, როგორიც ფიზიკური არსებობისთვის აუცილებელი ჰაერი, წყალი და საკვებია. გარდა ამისა, ეს იწვევს იდენტობის მწვავე კრიზისს და აჩენს შეკითხვას საკუთარ თავთან: „ვინ ვარ მე ამ ყველაფრის გარეშე?“ საცხოვრებელი ადგილი ადამიანის იდენტობისა და ღირებულებების განუყოფელი ნაწილია. აქ იკარგება ფიზიკური სივრცე და მასთან ერთად უმნიშვნელოვანესი საყრდენი ოჯახი, ნათესავები, მეზობლები, საყვარელი ადამიანები. ამას ემატება ომის ისედაც უმძიმესი ფონი, რომელიც ფსიქიკას ანგრევს და უმწეობის, სრული დაუცველობის შეგრძნებას აძლიერებს.

ამდენი დანაკარგისა და მძიმე კრიზისის მიუხედავად, როგორ პოულობს ადამიანი ახალ შინაგან საყრდენს? რა ფსიქოლოგიური მექანიზმები ირთვება ამ დროს?

როდესაც ზიგმუნდ ფროიდი თავის მოსწავლეებთან შანდორ ფერენცისა და კარლ აბრაჰამთან ერთად ომგამოვლილი ადამიანების ფსიქიკას იკვლევდა, მივიდა დასკვნამდე, რომ ომისა და ტრავმული გამოცდილების დროს ადამიანს ურთვება ბაზისური ინსტინქტები. პირველ რიგში ირთვება თვითგადარჩენა. ამ მომენტში მთავარი მიზანი ფიზიკური გადარჩენა და საფრთხისგან გაქცევაა. როდესაც თვითგადარჩენის პროცესი სრულდება, იწყება იმის გააზრება, თუ რა მოხდა და რა დარჩა უკან. მოდის შოკი, ბრაზი და სევდა. პირველადი რეაქცია ხშირად არის უარყოფა ილუზია, რომ მალე დაბრუნდება უკან. შემდეგ კი იწყება გლოვისა და მელანქოლიის რთული ეტაპი. ადამიანი იწყებს დანაკარგის გაცნობიერებას და ხშირად ხდება კონკრეტულ დაკარგულ ობიექტთან ან საყვარელ ადამიანთან ქვეცნობიერი იდენტიფიცირება, რათა შინაგანად, საკუთარ ფსიქიკაში მაინც შეინარჩუნოს მათთან კავშირი.

მშობლიურ ქალაქთან ფიზიკური კავშირის გაწყვეტის შემდეგ, როგორ ახერხებს ადამიანი „სოხუმელობის“, როგორც იდენტობის მთავარი ნაწილის, ცოცხლად შენარჩუნებას? რა ხდება შინაგან სამყაროში, როცა ადამიანი ამ შინაგან იდენტობას კარგავს?

პირველ რიგში, ეს იწვევს უდიდეს ემოციურ გამოფიტვას. ასეთ დროს გლოვის ფაზა გახანგრძლივებულია, რადგან ამ ადამიანებს აღარ აქვთ ფიქსირებული, უსაფრთხო ადგილი დასაფუძნებლად. ისინი მუდმივად არიან დაკარგული ობიექტის მიჯაჭვული სუბიექტები. რადგან ობიექტი ფიზიკურად მიუწვდომელია, ეს მდგომარეობა ხდება ქრონიკული, ცვალებადი და ტრავმული მთელი ცხოვრების განმავლობაში. თუმცა, შინაგანი სამყაროს გადასარჩენად ადამიანი მიმართავს ტრავმის სიმბოლიზაციას. ტკივილი და მონატრება შეიძლება გამოიხატოს ტირილში, მოგონებების გაზიარებაში, ან სულაც კულტურულ ფორმებში ფოლკლორში, სიმღერაში, პოეზიაში, ხელოვნებაში. ამ გზით ხდება ტრავმის რეპრეზენტირება შინაგანი ტკივილი იღებს გარეგან ფორმას და ეხმარება ადამიანს, იდენტობა არ დაიკარგოს.

როგორ ხდება ტკივილისა და მონატრების გადაცემა იმ თაობებისთვის, რომლებსაც სოხუმი არასდროს უნახავთ, მაგრამ დანაკარგს მაინც პირადად განიცდიან?

როდესაც ოჯახში, სადაც ერთი ან ორივე მშობელი დევნილია, იბადება ბავშვი, ის პირველივე დღეებიდან იზრდება ამ სპეციფიკურ ემოციურ ველში. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს სოხუმი ფიზიკურად არ უნახავს, ის ხედავს და ისრუტავს არა მხოლოდ მშობლების, არამედ ირგვლივ მყოფი ნათესავების, ბებია-ბაბუების და მთელი გარემოცვის დამოკიდებულებას, მათ წუხილს, სიჩუმესა თუ მონატრებას. ეს არის ტრანსგენერაციული, ანუ თაობათაშორისი ტრავმა, რომელიც შვილებს გადაეცემათ როგორც პირდაპირი საუბრებით, ისე უშუალოდ ემოციურ დონეზე ოჯახსა და სანათესაოში გამეფებული ატმოსფეროთი და ქცევითი თავისებურებებით. ბავშვი ამ დანაკარგს პირადად განიცდის და მას საკუთარი იდენტობის ბუნებრივ ნაწილად აქცევს.

როგორ უნდა შევინარჩუნოთ წარსულის ძვირფასი მოგონებები ისე, რომ ამან ხელი არ შეგვიშალოს აწმყოში ცხოვრებასა და წინსვლაში?

ომგამოვლილი ადამიანებისთვის, რომლებსაც მძიმე ფიზიკური თუ მენტალური გამოცდილება აქვთ, ეს უაღრესად სენსიტიური და რთული პროცესია. წარსულთან ჯანსაღი კავშირის შესანარჩუნებლად პირველ რიგში აუცილებელია თანადგომა და მიმღები გარემო. მათ სჭირდებათ ემოციების ვენტილაცია უსაფრთხო სივრცე, სადაც საკუთარ ტკივილსა და მონატრებაზე ღიად საუბარს შეძლებენ. ეს ეხმარებათ, რომ მათი იდენტობა და მომავალი მხოლოდ განცდილმა ტრავმამ არ განსაზღვროს და შინაგანი ენერგია აწმყოსკენ მიმართონ. როდესაც ხდება რეალობის გააზრება და მიღება, ადამიანი ნელ-ნელა სწავლობს ახალ პირობებში ცხოვრებას. ამ ეტაპზე წარსული და მისი მოგონებები აღარ აღიქმება როგორც ტკივილისა და შეფერხების მუდმივი წყარო, არამედ იქცევა ფასეულ შინაგან საყრდენად, რომელიც პირიქით, წინსვლასა და განვითარებაში გვეხმარება.

წლების განმავლობაში არსებული მუდმივი მოლოდინი, რომ „მალე დავბრუნდებით“, როგორ აისახება ადამიანის ფსიქოლოგიასა და ახალ რეალობასთან ადაპტაციაზე? მოქმედებს ეს სასიკეთოდ თუ საზიანოდ?

მოლოდინი და რწმენა ინდივიდუალურია, ის ერთგვარ თავდაცვით მექანიზმს წარმოადგენს. ადამიანს სჭირდება იმედი, რომ იარსებოს, თუმცა აქ დიდი მნიშვნელობა აქვს მოლოდინის ხასიათს. როდესაც ველოდებით რაიმე კონკრეტულსა და განსაზღვრულს, ეს გვაძლევს მოტივაციას. თუ მოლოდინი განუსაზღვრელი და ილუზორულია, ის ფიტავს ადამიანს, უყინავს განვითარებას და მუდმივად წარსულში ტოვებს. თუმცა, ჯანსაღი იმედი აუცილებელია წინსვლისთვის. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავის მონატრებას გარკვეული ფორმა მისცეს და ამ გზით „დაბრუნდეს“ შემოქმედებით თუ პროფესიული საქმიანობით. მთავარია, ეს იმედი დაკავშირებული იყოს რეალობასთან.

ქრება თუ არა ოდესმე „სტუმრად ყოფნის“ ან „დროებითობის“ განცდა იქ, სადაც ადამიანი ახალ ცხოვრებას აშენებს?

ეს „სტუმრად ყოფნისა“ და დროებითობის განცდა პირდაპირ უკავშირდება გაუცხოებას. მიანიშნებს, რომ ადამიანის ადაპტაციის პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და მიკუთვნებულობის განცდა არ ჩამოყალიბებულა. ამისთვის აუცილებელია რეალობის მიღება და გაანალიზება. მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდის ძალისხმევა, ასევე საზოგადოების აქტიური ჩართულობაც. საზოგადოებამ უნდა აჩვენოს მხარდაჭერა, რათა ადამიანმა არ იგრძნოს გაუცხოება. ეს მარტო კონკრეტული დევნილების ტკივილი არ არის, ეს მთელი ქვეყნის, საერთო საზოგადოებრივი დანაკარგია.

რატომ არის, რომ ერთი და იგივე გამოცდილება სხვადასხვანაირად აისახება ადამიანებზე? მაგალითად, ერთი ნაწილი უფრო ემპათიური ხდება, მეორე კი ისევ აგრესიულ, თვითგადარჩენის რეჟიმში რჩება.

კვლევები ადასტურებს, რომ სტრესთან ადაპტირების უნარი სრულიად ინდივიდუალურია. ადამიანები ერთსა და იმავე ტრავმაზე განსხვავებულად რეაგირებენ ფიქრის, ემოციისა და ქმედების დონეზე. ზოგიერთი მეტად ემპათიური ხდება, ზოგი კი აგრესიული. ეს ფსიქიკის დაცვითი მექანიზმია. ადამიანი, რომელიც ტრავმის შემდეგ სამყაროს მტრულად აღიქვამს, ფიქრობს: „მე ყველაფერი წამართვეს, გარემო საშიშია“ და ის აგრძელებს თვითგადარჩენის რეჟიმში ცხოვრებას. მეორე ნაწილი, რომელიც შედარებით ემპათიური ხდება, როგორც წესი, ტრავმის შემდგომ მოხვდა მხარდამჭერ, მიმღებ გარემოში. ასეთი გარემო ეხმარება ადამიანს, გადაამუშაოს ტკივილი, გაუგოს სხვებს და თავისი გამოცდილება სწორედ სხვების დასახმარებლად გამოიყენოს.

ინტერვიუ მოამზადა: ლევან ჩანგელიამ

Address

მეგობრობის ქ. N32
Rustavi

Telephone

+995595008850

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მედია პოზიტივი - Media PosiTv posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to მედია პოზიტივი - Media PosiTv:

Share