10/10/2023
პირველ კლასში დარჩენილია 8 ადგილი! 👀☀️
⚜️ბუნების, თავგადასავლებისა და მხიარულების მოყვარულები დარეგისტრირდით ბმულზე -
https://forms.gle/gUZWGn6RV3kVz74h9
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სკაუტური სკოლა, Youth Organization, Balanchivadze Street, 9, Rustavi.
Balanchivadze Street, 9
Rustavi
3700
Be the first to know and let us send you an email when სკაუტური სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.
Send a message to სკაუტური სკოლა:
არაფორმალური განათლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი ბავშვისა და ახალგაზრდის განვითარების გზაზე, რომლის დანაკლისი სკოლაში და სკოლის გარეთ რუსთავში მკაფიოდ გამოკვეთილი რეალობაა. ბავშვებს და მოზარდებს არ აქვთ საკმარისი წვდომა სხვადასხვა წრეზე, კლუბზე, საკვირაო სკოლებსა თუ სპორტულ აქტივობებზე. ქალაქში არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არაფორმალური განათლების სფეროში ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს და გაიღოს რესურსი, რომელიც მომავლის შენებისთვის საძირკველის ჩაყრის ტოლფასია, თუმცა ეს რესურსი ქალაქის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში, ბოლო ორი წლის განმავლობაში სკაუტურ პროგრამაში მონაწილეობაზე მოთხოვნა გაიზარდა. გაზრდილმა მოთხოვნამ კი გვიბიძგა, გვემუშავა ისეთი სკაუტური განათლების პროგრამის შემუშავებაზე, რომელიც შეავსებდა აწ უკვე ნახსენებ დეფიციტს. სკაუტური განათლების პროგრამა არის შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, რომ გაეცნონ არაფორმალური განთლების პრინციპებს, აღმოაჩინონ ცოდნისა და შემეცნების სკოლისგან განსხვავებული მეთოდები.
პროგრამის მიზანი:
რაც უფრო ვითარდება საზოგადოება და ეკონომიკა მით უფრო არასაკმარისი ხდება სტანდარტიზებული, ფორმალური განათლება და უპირატესობა ენიჭება ინდივიდუალურ გამოცდილებას, სწორედ ინდივიდუალური გამოცდილების გაზიარების იდეაზე დგას სკაუტური განათლების პროგრამა, რომელიც თავის თავში ჩართულ რამდენიმე თაობათა რგოლს კრავს, საერთო იდეისთვის, ერთად კი ჯანსაღი ფასეულობების ირგვლივ ერთიანდებიან. ჯანსაღი ფასეულობა კი ტოლერანტობა, შრომის სიყვარული, მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, განსხვავებულის პატივისცემასა და პირველ რიგში საკუთარი ქვეყნისთვის მინიმუმ ერთი ხის და მაქსიმუმი კი, ამ ღირებულებებზე გაზრდილ ახალგაზრდებს მივანდოთ.