ეკო ცენტრი • Eco Centre

  • Home
  • ეკო ცენტრი • Eco Centre

ეკო ცენტრი • Eco Centre "ეკო ცენტრი" დაიხურა - Environmental protection; Civic engagement; Human rights; Co-creation.

13/11/2025

ჭალის ტყეების ტურებს ვეღარ გთავაზობთ, რადგან 2024 წელს დაიხურა ჩვენი ორგანიზაცია, მაგრამ თქვენით გასეირნება ხომ შეგიძლიათ?! 💚

"ეკო ცენტრი" როგორც ორგანიზაცია აღარ არსებობს, მაგრამ ხომ ვარსებობთ ადამიანები, რომლებსაც დახურვამდე არაერთხელ გვისაუბრი...
05/11/2025

"ეკო ცენტრი" როგორც ორგანიზაცია აღარ არსებობს, მაგრამ ხომ ვარსებობთ ადამიანები, რომლებსაც დახურვამდე არაერთხელ გვისაუბრია გარემოსდაცვით საკითხებზე, მათ შორის, ჭალის ტყის მნიშვნელობაზე?!

სწორედ რუსთავიდან 5 წუთის სავალზე მდებარე კრწანისის ტყე-პარკის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ჩაბეტონება იგეგმება. ეს კიდევ უფრო დაამძიმებს რუსთავში არსებულ სიტუაციასაც. დანარჩენი ყველამ ინდივიდუალურად გადაწყვიტოს, რას ირჩევს - დუმილს თუ უმნიშვნელოვანესი ტყის დაცვას?!

ვინც ეწინააღმდეგებით რუსთავიდან 5 წუთის სავალზე კრწანისის ტყე-პარკისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ჩაბეტონება-ჩაკორპუსებას, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენი ქალაქის გარემოსაც,

✊ ორშაბათს 17:00 საათზე, თბილისში კანცელარიასთან გაქვთ თქვენი პროტესტის დაფიქსირების შესაძლებლობა.

მადლობა "საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს" ამ აქციის ორგანიზებისთვის. რუსთაველებო, ნუ შევირცხვენთ თავს და დავიცვათ ის, რაც ჩვენი დასაცავია.

გთხოვთ, მაქსიმალურად გავუზიაროთ ინფორმაცია თანამოაზრეებს, თორემ პოსტფაქტუმ წუწუნი მერე ვეღარ გვიშველის.

გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ნაწილს (და არამხოლოდ) რომ მოგვიწია ფუნქციონირების შეწყვეტა, ეგ აღარაა ახალი ამბავი, მაგრამ...
06/06/2025

გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ნაწილს (და არამხოლოდ) რომ მოგვიწია ფუნქციონირების შეწყვეტა, ეგ აღარაა ახალი ამბავი, მაგრამ ახლა გარემოს დაცვის სამინისტროშიც მიდის "წმენდა". ჩვენი ქვეყნისთვისვეა ძალიან სამწუხარო, რომ ასეთი პროფესიონალი ადამიანი დაკარგა საჯარო სექტორმა.

ნოე მეგრელიშვილი იყო ის ადამიანი სამინისტროში, რომელთან საუბარიც, კომუნიკაციაც იყო არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ იმედის მომცემი.

სწორედ ასეთი ადამიანების გამო ვისხედით მოლაპარაკების მაგიდასთან. ის არის თავისი საქმის პროფესიონალი!
ადამიანი, რომელსაც ნამდვილად ადარდებდა ჰაერის დაბინძურების საკითხი, მაგრამ, სამწუხაროდ, არ იყო მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირი. ახლა ალბათ ვინმე პირში წყალჩაგუბებულს დანიშნავენ მის ადგილას.

ნოე, მადლობა რომ საჯარო სექტორს და ქვეყანას ემსახურე ეს წლები.

ჩვენი სოლიდარობა ნოეს, ყველა უსამართლოდ დევნილ საჯარო მოხელეს, მოქალაქეს და სირცხვილი რეჟიმს! ასეთ ქვეყანაში ცხოვრება მოგწონთ?!

🌍 გარემოს დაბინძურება არ ცნობს არც პოლიტიკურ შეხედულებას და არც სხვა ნიშნებს - ის ყველას ჯანმრთელობასა და მომავალს აზიან...
25/04/2025

🌍 გარემოს დაბინძურება არ ცნობს არც პოლიტიკურ შეხედულებას და არც სხვა ნიშნებს - ის ყველას ჯანმრთელობასა და მომავალს აზიანებს.

ამიტომ, გარემოს დაცვა და გაუმჯობესებაც საერთო პასუხისმგებლობაა! 🌱

როგორ შეგვიძლია ვიმოქმედოთ? 🤔 პოსტერებზე იხილავთ კონკრეტული ნაბიჯების იმ მცირე ჩამონათვალს, რაც თითქმის ყველას შეუძლია გააკეთოს.

სხვის ლოდინს რომ არაფერი კარგი მოაქვს, მაგაში კი დავრწმუნდით არაერთხელ და აბა, ჩვენ ვიცით ✊💚

თუ ყოჩაღი დამსაქმებლები გვყავხართ "ეკო ცენტრის" გამომწერებად, გიზიარებთ  -ის ქვიზს. აბა, შეამოწმეთ, რამდენად იცნობთ თქვე...
19/03/2025

თუ ყოჩაღი დამსაქმებლები გვყავხართ "ეკო ცენტრის" გამომწერებად, გიზიარებთ -ის ქვიზს. აბა, შეამოწმეთ, რამდენად იცნობთ თქვენი თანამშრომლების უფლებებს და გაგვიზიარეთ შედეგები 💚

 -ის მასწავლებელთა კონკურსის მერე ბევრი გვწერდით, რა ქვიზზე არის საუბარიო და გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ 💚📌 არ აქვს მნიშვნე...
18/03/2025

-ის მასწავლებელთა კონკურსის მერე ბევრი გვწერდით, რა ქვიზზე არის საუბარიო და გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ 💚

📌 არ აქვს მნიშვნელობა ამჟამად მუშაობთ თუ არა – საგანმანათლებლო ხასიათისაა ეს აქტივობა და ყველას შეუძლია შეავსოს.

🔗 ეს არის ქვიზი დასაქმებულებისთვის და პოტენციური დასაქმებულებისთვის: https://forms.gle/AiA3Wk4e5TfcrE3y6

აბა, რამე სიახლე შეიტყვეთ შრომით უფლებებზე?

🥳 გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ! 🏆ქვიზების შევსების კონკურსმა საოცარი შედეგი აჩვენა – ჯამში 1200-მდე პასუხი მივიღეთ! ...
04/03/2025

🥳 გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ! 🏆

ქვიზების შევსების კონკურსმა საოცარი შედეგი აჩვენა – ჯამში 1200-მდე პასუხი მივიღეთ! 💡

✨ გვსურს, უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ყველა მასწავლებელს, ვინც აქტიურად ჩაერთო საკუთარ მოსწავლეებთან ერთად 💚 20+ მოსწავლის ჩართვისთვის ზოგიერთმა მათგანმა უკვე მიიღო სერტიფიკატი ელ-ფოსტაზე.

განსაკუთრებული მადლობა კი ამ 20 მასწავლებელს ეკუთვნის, რომლებმაც ყველაზე მეტი მონაწილე ჩართეს კონკურსით განსაზღვრულ ვადაში. სწორედ ისინი დაესწრებიან ონლაინ ტრენინგს
🔗 შეხვედრის ბმულსა და დეტალებს გამარჯვებულები ელფოსტით მიიღებენ.

💡გაითვალისწინეთ: ეს აქტივობა ორგანიზებული იყო EU4Youth პროგრამის ფარგლებში, ხოლო ჩვენ უბრალოდ კარგი ამბების გაზიარების შესაძლებლობა არ გამოვტოვეთ. 😂💚

გილოცავთ გამარჯვებულებს და მადლობა ყველას ამხელა ენთუზიაზმისთვის! 💚✨

📢 მასწავლებლებო, EU4Youth პროგრამას ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვს თქვენთვის და თქვენი მოსწავლეებისთვის!გსურთ, რომ ახალგ...
19/02/2025

📢 მასწავლებლებო, EU4Youth პროგრამას ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვს თქვენთვის და თქვენი მოსწავლეებისთვის!

გსურთ, რომ ახალგაზრდებმა უკეთ გაიგონ სამართლიანი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს მნიშვნელობა?

შემოგვიერთდით შრომითი უფლებების ონლაინ ტრენინგზე და ჩართეთ თქვენი მოსწავლეებიც! 💡

📆 თარიღი: 7 მარტი, პარასკევი
⏳ დრო: 18:00 (ხანგრძლივობა ~2 საათი)
👥 მონაწილეთა რაოდენობა: 20

ვინ შეიძლება ჩაერთოს?

✔ მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან 14 წლის და უფროსი ასაკის ახალგაზრდებს
✔ მზად არიან ტრენინგის შემდეგ, თავადაც ჩაატარონ გაკვეთილი (მიღებენ ყველა საჭირო მასალას)

📌 როგორ ხდება შერჩევა?

✅ 2 მარტის ჩათვლით – მინიმუმ 30 მოსწავლეს უნდა შეავსებინოთ ქვიზი (ელფოსტით მიიღებთ)
✅ 4 მარტს – გამოცხადდება 20 ყველაზე აქტიური მასწავლებელი, რომლებიც მიიღებენ ტრენინგში მონაწილეობას

🎁 რას მიიღებთ?

🏆 ტრენინგის შემდეგ:
📜 მონაწილეობის სერტიფიკატი
🎁 სიმბოლური საჩუქრები (ფოსტით)

🏅 ყველაზე აქტიური 3 მასწავლებელი განსხვავებულ სერტიფიკატსა და დამატებით პრიზებს მიიღებს!

📢 და კიდევ!
ყველა მასწავლებელი, ვინც 20+ მოსწავლეს შეავსებინებს ქვიზს, მიიღებს:
📜 ონლაინ სერტიფიკატს
📚 ტრენინგების მომზადებისთვის საჭირო ონლაინ სახელმძღვანელოებს (ინგლისურად)

📥 როგორ ჩაერთოთ?

1️⃣ შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/TRskr6DAdwtd3FZr5
2️⃣ მიიღეთ ქვიზის ბმული და დამატებითი ინფორმაცია ელფოსტით
3️⃣ მოსწავლეებმა 2 მარტის ჩათვლით უნდა შეავსონ ქვიზი

🚀 არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა! გელოდებით! 💚

05/02/2025

👇

Address


Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 19:30
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 19:30
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995511240025

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ეკო ცენტრი • Eco Centre posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ეკო ცენტრი • Eco Centre:

  • Want your organization to be the top-listed Non Profit Organization?

Share