Nokuri•ნოქური

Website

Nokuri•ნოქური 🚀ადგილი,სადაც იდეები რეალობად იქცევა
⭐️შესაძლებლობები•განვითარება
🤍ფოთის ახალგაზრდებისთვის

მოგესალმებით,გვსურს, გაგიზიაროთ სასიამოვნო ინფორმაცია წიგნის მოყვარული მოსწავლეებისა და მათი ოჯახებისთვის. 📚❤️„წიგნის ფე...
17/08/2026

მოგესალმებით,
გვსურს, გაგიზიაროთ სასიამოვნო ინფორმაცია წიგნის მოყვარული მოსწავლეებისა და მათი ოჯახებისთვის. 📚❤️

„წიგნის ფესტივალი“ ამჯერად სხვადასხვა ქალაქში იმართება და უამრავ საინტერესო აქტივობასა და განსაკუთრებულ შეთავაზებას აერთიანებს.

📍 21 აგვისტო - ფოთი
📍 22 აგვისტო - ბათუმი
📍 30 აგვისტო - ტყიბული

ფესტივალზე სტუმრებს დახვდებათ:

📚 უამრავი ახალი და საყვარელი წიგნი;
🎁 სპეციალური ფასები და შეთავაზებები;
✍️ შეხვედრები ავტორებთან;
🎈 ანიმატორები და სახალისო აქტივობები ბავშვებისთვის;
✨ და კიდევ ბევრი საინტერესო სიახლე.

ვფიქრობთ, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, რომ წიგნებთან, ავტორებთან და სხვა მკითხველებთან ერთად გაატარონ საინტერესო დღე.

გთხოვთ, შესაძლებლობის შემთხვევაში, გაუზიაროთ აღნიშნული ინფორმაცია მოსწავლეებს, მშობლებსა და სკოლის საზოგადოებას, რათა მათაც ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეუერთდნენ ფესტივალს.

📌 ფესტივალის ზუსტი ადგილმდებარეობა და დრო იხილეთ თანდართულ პოსტერზე.

გელოდებით წიგნებით, ადამიანებით, ემოციებითა და ბევრი კარგი ამბით! ❤️📚

12 აგვისტოს, მალთაყვის სანაპიროზე, გიწვევთ  ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე!18:00 საათი- კლასიკ...
11/08/2026

12 აგვისტოს, მალთაყვის სანაპიროზე, გიწვევთ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე!

18:00 საათი- კლასიკური ავტომობილების ფესტივალი და ამერიკული ფეხბურთის მატჩი;

20:00 საათი - კონცერტი:
ნატო გელაშვილი და ჭოხოები ბენდთან ერთად;
ბენდი Saly Betli & The Clouds;
DJ Miro Le Velvet.

ერთად აღვნიშნოთ ახალგაზრდობის დღე მალთაყვის სანაპიროზე!

დასწრება თავისუფალია!

12 აგვისტოს, მალთაყვის სანაპიროზე, გიწვევთ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე!

ზღვის სანაპიროზე თქვენ დაგხვდებათ: კლასიკური ავტომობილების ფესტივალი, ამერიკული ფეხბურთის მატჩი და მუსიკალური საღამო.

18:00 საათი- კლასიკური ავტომობილების ფესტივალი და ამერიკული ფეხბურთის მატჩი;

ორგანიზატორები: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, ამერიკული კულტურისა და სპორტის ასოციაცია, საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაცია, პორშე კლუბი საქართველო და კომპანია VG auto export.

20:00 საათი - კონცერტი:
ნატო გელაშვილი და ჭოხოები ბენდთან ერთად;
ბენდი Saly Betli & The Clouds;
DJ Miro Le Velvet.

ღონისძიების წამყვანი: ბექა ლაგვილავა.

ერთად აღვნიშნოთ ახალგაზრდობის დღე მალთაყვის სანაპიროზე!

დასწრება თავისუფალია!

Poti TechnoWave 2026 იწყება!2026 წლის 29 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ფოთში გაიმართება საგანმანათლებლო ტექნოლოგიური ბ...
11/08/2026

Poti TechnoWave 2026 იწყება!

2026 წლის 29 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ფოთში გაიმართება საგანმანათლებლო ტექნოლოგიური ბანაკი Poti TechnoWave 2026.

📌 ძირითადი დეტალები:
ვისთვისაა: ფოთის IX–XII კლასების მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის.
რა გელოდებათ:
AI-ის გამოყენება სასწავლო პროცესში და ონლაინ უსაფრთხოება.
გარემოსდაცვითი ციფრული ინსტრუმენტები და ინტერაქტიული რუკები.
სასკოლო და სათემო პროექტების დაგეგმვა.
შეხვედრები დარგის წამყვან ექსპერტებთან.
⚠️ ადგილები შეზღუდულია!

🔗 სარეგისტრაციო ფორმის ბმული

ორგანიზატორები და პარტნიორები: „იდეა დიზაინ ჯგუფი“, APM Terminals Poti, UNDP და დანიის მთავრობა.

🚀 Poti TechnoWave 2026 იწყება!

2026 წლის 29 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ქ. ფოთში გაიმართება საგანმანათლებლო ტექნოლოგიური ბანაკი Poti TechnoWave 2026.


🔍ბანაკის ფარგლებში ჩვენ გაგაცნობთ თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში არსებულ ინოვაციებს, მოგიყვებით მიმდინარე ტექნოლოგიურ ტრენდებზე და პრაქტიკაში გაჩვენებთ ახალი ციფრული ხელსაწყოების გამოყენების მრავალმხრივ შესაძლებლობებს.

🎯 პროგრამა განკუთვნილია ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების IX–XII კლასების მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის.

💡 რას გთავაზობს TechnoWave 2026

✅ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და ონლაინ უსაფრთხოების სწავლება და პრაქტიკული გამოყენება;
✅ ხელოვნური ინტელექტის (AI) შესაძლებლობების გაცნობა და მისი ეფექტიანი გამოყენება სასწავლო პროცესში;
✅ გარემოზე ზრუნვისა და დაკვირვების თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების, ინტერაქტიული რუკებისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის აპლიკაციების გაცნობა და გამოყენება;
✅ სასკოლო და სათემო ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელების თეორიული და პრაქტიკული ეტაპების გაცნობა.

📧ჩვენს ბანაკში შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე დარგობრივ ექსპერტებსა და ტრენერებს და მათთან ერთად განიხილოთ და იმსჯელოთ განათლების, ტექნოლოგიებისა და სამოქალაქო ჩართულობის საკითხებზე.

⏰იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!

დარეგისტრირდი 20 აგვისტომდე!

სარეგისტრაციო ფორმა - https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSffvIuk3Vx_V6xfGnx428oxww6ydioKPI-Fn4NT7_AE_OEWIA/viewform?usp=header

ტექნოლოგიური ბანაკი ორგანიზებულია „იდეა დიზაინ ჯგუფის“ მიერ, ეიპიემ ტერმინალს ფოთის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პროექტის ფარგლებში.

📢 Nokuri SkillSwap Week 13–17 ივლისს ნოქურში ჩატარდა SkillSwap კვირეული - სადაც მოხალისეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარ...
17/07/2026

📢 Nokuri SkillSwap Week

13–17 ივლისს ნოქურში ჩატარდა SkillSwap კვირეული - სადაც მოხალისეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და უნარები.

SkillSwap არის შესაძლებლობა, სადაც ყველა ერთდროულად არის როგორც მასწავლებელი, ისე მოსწავლე - რადგან თითოეულ ჩვენგანს აქვს ცოდნა, რომლის გაზიარებაც სხვებისთვის ღირებულია. მადლობა თითეულ მოხალისეს ჩართულობისთვის💙

📢 Nokuri SkillSwap Week | 13–17 ივლისი13–17 ივლისს ნოქური ატარებს SkillSwap კვირეულს - სივრცეს, სადაც მოხალისეები ერთმან...
08/07/2026

📢 Nokuri SkillSwap Week | 13–17 ივლისი

13–17 ივლისს ნოქური ატარებს SkillSwap კვირეულს - სივრცეს, სადაც მოხალისეები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და უნარებს.

🔊 კვირეულის განმავლობაში თითოეული მონაწილე შეძლებს:

🎤 ჩაატაროს მისთვის ნაცნობი თემის მოკლე პრეზენტაცია ან ვორქშოფი;
🤝 გაუზიაროს სხვებს საკუთარი გამოცდილება და პრაქტიკული უნარები;
📚 ისწავლოს ახალი თემები სხვა მოხალისეებისგან;
💬 განივითაროს საჯარო გამოსვლის, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარები;
🌱 მიიღოს ახალი გამოცდილება, თავდაჯერებულობა და შთაგონება.

SkillSwap არის შესაძლებლობა, სადაც ყველა ერთდროულად არის როგორც მასწავლებელი, ისე მოსწავლე - რადგან თითოეულ ჩვენგანს აქვს ცოდნა, რომლის გაზიარებაც სხვებისთვის ღირებულია. 💙

გაინტერესებს მეცნიერება, გარემო და ტექნოლოგიები? 🌿თუ ხარ უფროსკლასელი ან 29 წლამდე ახალგაზრდა და ცხოვრობ ფოთის ან ხობის ...
29/06/2026

გაინტერესებს მეცნიერება, გარემო და ტექნოლოგიები? 🌿

თუ ხარ უფროსკლასელი ან 29 წლამდე ახალგაზრდა და ცხოვრობ ფოთის ან ხობის მუნიციპალიტეტში, ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

🔬 ჩაერთე Citizen Science პროგრამაში!

✅ შეაგროვე გარემოს მონაცემები;
✅ მონაწილეობა მიიღე საველე კვლევებში;
✅ იმუშავე GoGreen პლატფორმაზე რეალურ მონაცემებთან.

👉 შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და გახდი მწვანე ცვლილებების ნაწილი!

🌿 გაინტერესებს მეცნიერება, გარემო და თანამედროვე ტექნოლოგიები?

თუ ხარ უფროსკლასელი ან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდა და ცხოვრობ ფოთის ან ხობის მუნიციპალიტეტში, ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

🔬 ჩაერთე გარემოზე დაკვირვების (Citizen Science) პროგრამაში და EcoLab-ის სენსორების გამოყენებით:
✅ შეაგროვე და გააანალიზე გარემოს მონაცემები;
✅ მონაწილეობა მიიღე საველე კვლევებში;
✅ იმუშავე რეალურ მონაცემებზე GoGreen პლატფორმაზე.

👉 შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და გახდი მწვანე ცვლილებების ნაწილი!

🔗 გაიარე რეგისტრაცია https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSetWriAaYEfmuSP7ns7jsodat1o6fPckpdj_eRV64zvU240qA/viewform?usp=header

🤝 პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია დანიის მთავრობის მიერ.

🔊ხარ უფროსკლასელი ან 29 წლამდე ახალგაზრდა და ცხოვრობ ფოთის ან ხობის მუნიციპალიტეტში?💡 შემოუერთდი ციფრული ელჩების პროგრამ...
29/06/2026

🔊ხარ უფროსკლასელი ან 29 წლამდე ახალგაზრდა და ცხოვრობ ფოთის ან ხობის მუნიციპალიტეტში?

💡 შემოუერთდი ციფრული ელჩების პროგრამას (Digital Ambassadors Program)!

📅 9–10 ივლისი | ფოთი

შეისწავლე:

✅ ციფრული უნარები და ონლაინ უსაფრთხოება;
✅ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენება;
✅ გარემოსდაცვითი საკითხები;
✅ კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და სამოქალაქო ჩართულობა.

ტრენინგის შემდეგ მიღებულ ცოდნას გაუზიარებ თანატოლებს და აქტიურად ჩაერთვები შენი თემის განვითარებაში.

📢 ხარ უფროსკლასელი მოსწავლე ან 29 წლამდე ახალგაზრდა და ცხოვრობ ფოთის ან ხობის მუნიციპალიტეტში?

გსურს განივითარო თანამედროვე ციფრული უნარები, გამოიყენო ხელოვნური ინტელექტი პასუხისმგებლიანად, შეისწავლო გარემოსდაცვითი საკითხები და საკუთარი წვლილი შეიტანო შენი თემის განვითარებაში?

💡 მაშინ შემოუერთდი ციფრული ელჩების პროგრამას (Digital Ambassadors Program)!

📅 ტრენინგი გაიმართება 9-10 ივლისს ფოთში და მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს განივითარონ პრაქტიკული უნარები:

✅ ციფრული წიგნიერებისა და ონლაინ უსაფრთხოების მიმართულებით;
✅ ციფრული სერვისებითა და პლატფორმებით სარგებლობაში;
✅ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ გამოყენებაში;
✅ კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის განვითარებაში;
✅ სამოქალაქო მეცნიერების (Citizen Science) საფუძვლებისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესწავლაში;
✅ სამოქალაქო ჩართულობისა და ციფრული თუ მწვანე ინიციატივების დაგეგმვაში.

ტრენინგის დასრულების შემდეგ შეძლებ მიღებული ცოდნის გაზიარებას თანატოლებთან, საკუთარი სკოლისა და თემის მხარდაჭერას და ციფრული შესაძლებლობების პოპულარიზაციას.

📍 სამიზნე ჯგუფი: უფროსკლასელები (IX-XII) და ახალგაზრდები 29 წლამდე ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებიდან.

📝 შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და გახდი ცვლილებების ნაწილი!

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSei4JDQskWPygtGNw7Z32AKDtI4yG-wptLwFKT0v1O-Yhou-Q/viewform?usp=header

🤝 პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია დანიის მთავრობის მიერ.

როგორ ვისაუბროთ ისე, რომ ყველამ მოგვისმინოს? 🎤საჯარო გამოსვლა თანდაყოლილი ნიჭი არ არის – ეს უნარია, რომლის განვითარებაც ...
10/06/2026

როგორ ვისაუბროთ ისე, რომ ყველამ მოგვისმინოს? 🎤

საჯარო გამოსვლა თანდაყოლილი ნიჭი არ არის – ეს უნარია, რომლის განვითარებაც ყველას შეუძლია. გახსოვდეთ, კარგი ორატორობა წარმატების ნახევარია! უყურეთ ვიდეოს და გაიგეთ, როგორ მართოთ სხეულის ენა, ხმის ტემბრი და როგორ დაამყაროთ სწორი კავშირი აუდიტორიასთან. 💼👇 https://youtu.be/MT2q1YKZQPE?si=sUMRmC61UZ0iZQ2u

🇩🇰პოსტერი მომზადებულია ახალგაზრდა ციფრული ელჩების პროგრამის ფარგლებში და
ხორციელდება UNDP-ის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა" პროექტის მხარდაჭერით, დანიის
მთავრობის დაფინანსებით
#საჯაროგამოსვლა #ორატორობა #პრეზენტაცია #თვითგანვითარება

08/06/2026

⏰ დღევანდელი ქრონიკა: ვინ როდის გამოჩნდა ✨
დღეს არასრული შემადგენლობით🩵💪

Address

Poti
4400

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Nokuri•ნოქური posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share