გურიის აგრობიზნესცენტრი/Guria Agribusiness Center

  • Home
  • Georgia
  • Ozurgeti
  • გურიის აგრობიზნესცენტრი/Guria Agribusiness Center

გურიის აგრობიზნესცენტრი/Guria Agribusiness Center Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from გურიის აგრობიზნესცენტრი/Guria Agribusiness Center, Nonprofit Organization, გრიბოედოვის 19, Ozurgeti.

14/03/2025

ვაცხადებთ კონკურსს პროექტის: „დაბრუნებული მიგრანტებისა და ფულადი გზავნილების მიმღები ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება გურიაში“ ფარგლებში.

➤ განმახორციელებელი ორგანიზაცია:
ა(ა)იპ საზოგადოებრივი დამცველი;
ა(ა)იპ გურიის აგრობიზნესცენტრი.

➤ კონკურსის განაცხადების მიღების პერიოდი:
10 მარტი 2025 – 10 აპრილი 2025;

➤ დაფინანსების მოცულობა:
არაუმეტეს 1000 ევრო;

➤ კონკურსის მიზანი:
სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისა და ფულადი გზავნილის მიმღები ოჯახების ეკონომიკური მხარდაჭერა და მცირე ბიზნესის წამოწყების ხელშეწყობა.

გამარჯვებულები მიიღებენ გრანტს, რომელიც გამოყენებული იქნება ბიზნესის დასაწყებად ან გასაფართოებლად.

➤ ვინ შეიძლება მონაწილეობდეს კონკურსში?

-პირები, რომლებიც 1 წლისა და 6 თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ საზღვარგარეთ და ბოლო 1 წელი და 6 თვეა დაბრუნდნენ საქართველოში;
-აქვთ ბიზნეს იდეა ან უკვე დაწყებული მცირე ბიზნესი, მზად არიან, მიიღონ მონაწილეობა ონლაინ ტრენინგებსა და კონსულტაციებში;
-პირები, რომლებიც არიან ფულადი გზავნილის მიმღები ოჯახის წევრები.

➤ რას დავაფინანსებთ?
ახალი ბიზნესის წამოწყებას;
არსებული მცირე ბიზნესის გაფართოებას;
საჭირო აღჭურვილობის, მასალებისა და ტექნიკის შეძენას;
მომსახურების გაუმჯობესებასა და ინოვაციების დანერგვას.

➤ რას არ დავაფინანსებთ?
მიმდინარე საოპერაციო ხარჯებს (გაქირავება, კომუნალური გადასახადები).

➤ როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

1. გამოაგზავნეთ ხელმოწერილი ბიზნეს გეგმა და სარეგისტრაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]
ან წარადგინეთ გურიის აგრობიზნესცენტრის ოფისში შემდეგ მისამართზე: ქ.ოზურგეთი, გრიბოედოვის ქ.№19.

2. დამატებითი დოკუმენტაცია:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
მიგრაციის ისტორიის დამადასტურებელი საბუთი;
საჭირო დამატებითი დოკუმენტები.

➤ განაცხადების განხილვის პროცესი:
პირველი ეტაპი – დოკუმენტაციის გადარჩევა და კონკურსის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასება;
მეორე ეტაპი – გასაუბრება საუკეთესო კანდიდატებთან;
საბოლოო გამარჯვებულებს შეარჩევს შეფასების კომისია.

➤ კონკურსის ვადები:
განაცხადების მიღება იწყება: 10 მარტი 2025;
განაცხადების მიღება მთავრდება: 10 აპრილი 2025;
შეფასება და გასაუბრება: 14 აპრილი 2025;
გამარჯვებულების გამოცხადება: 17 აპრილი 2025;

➤ კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ:
ტელეფონი: 591 22 66 22; 591 57 37 37;


შენ შენი წარმატების ავტორი ხარ – მიიღე მონაწილეობა და დაიწყე შენი ბიზნესი!

პროექტი ხორციელდება „განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში“ (STREAMinG2) II ფაზის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ევროკავშირის დაფინანსებით.

➤ დანართების ჩამოტვირთვა:

სარეგისტრაციო ფორმა (სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტი)- https://docs.google.com/document/d/1fjijSZrDU_FtDjOwzyhyD7RV1WTcWs9A/edit?usp=sharing&ouid=118382668049573891904&rtpof=true&sd=true

სარეგისტრაციო ფორმა (ფულადი გზავნილის მიმღები ოჯახები)- https://docs.google.com/document/d/1WqEAcv5waww2823YVej2fMa3ejgtU9L9/edit?usp=drive_link&ouid=118382668049573891904&rtpof=true&sd=true

საგრანტო განაცხადის ფორმა- https://docs.google.com/document/d/1kEtgDf77tSYyj18_e4_tGKOeZuSVRSvQ/edit?usp=drive_link&ouid=118382668049573891904&rtpof=true&sd=true

07/03/2025



Send a message to learn more

Address

გრიბოედოვის 19
Ozurgeti
3500

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გურიის აგრობიზნესცენტრი/Guria Agribusiness Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to გურიის აგრობიზნესცენტრი/Guria Agribusiness Center:

Share