Marneuli Center for Civic Engagement

Marneuli Center for Civic Engagement სამოქალაქო ჩართულობის სივრცე მარნეულში 2012 წლიდან

04/04/2026

🇬🇪🇫🇷

📍29 მარტს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა პროექტის „არტთერაპია და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა...
01/04/2026

📍29 მარტს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა პროექტის „არტთერაპია და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ბაილარსა და შულავერში მცხოვრები ქალებისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება. პროექტი არის „ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისათვის“ (WISE) პროგრამის მცირე საგრანტო კონკურსის გამარჯვებული.

📌შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში:
მიმოვიხილეთ განხორციელებულ აქტივობები მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში: შაუმიანსა და ბაილარში, კერძოდ:

📎ფსიქოლოგის მიერ ჩატარებულ სესიები ისეთ თემებზე, როგორიცაა: მიზნები, მიზნების დასახვა, სტიგმა და სტერეოტიპები, ძალადობის ამოცნობა და რეაგირება.

📎პროექტის ფარგლებში ფსიქოლოგის სემინარების გარდა ქალები დაეუფლნენ ხელსაქმის ტექნიკებს, სამუშაო შეხვედრების ფარგლებში შექმნეს მცირე ნამუშევრები.

📎შემაჯამებელი შეხვედრის ფარგლებში დისკუსია შეეხო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობას, სირთულეებსა და შესაძლებლობებს, სოფლად მცხოვრები ქალების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციის პოტენციალსა და ქალების ჩართულობის პერსპექტივას მარნეულში ტურიზმის განვითარებაში.

📎შეხვედრაზე მოწვეულმა ქალებმა სხვადასხვა ბიზნესიდან გააზიარეს თავიანთი გამოცდილება. მშვიდობის კორპუსის მოხალისემ კი ისაუბრა უკვე არსებული ინიციატივის შესახებ, რაც გულისხმობს სათემო მრავალკულტურული ტურების ორგანიზებას მარნეულში.

🔎”ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის’’(WISE) არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა, რომელსაც საქართველოსა და სომხეთში ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia).


საინფორმაციო შეხვედრა მარნეულში!​Erasmus+ პროგრამებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის 31 მარტს, 14:00 საათზე, მარნეულში...
28/03/2026

საინფორმაციო შეხვედრა მარნეულში!

​Erasmus+ პროგრამებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის 31 მარტს, 14:00 საათზე, მარნეულში გაიმართება ვორქშოფი.

​🔍 ძირითადი თემები:

​Cloud Computing & Cyber Hygiene for Youth – ქლაუდ ტექნოლოგიები და კიბერჰიგიენა ახალგაზრდებისთვის.

​Erasmus+ შესაძლებლობები – როგორ მივიღოთ მონაწილეობა Erasmus+ პროექტებში.

​🎤 სპიკერები:
​ემილია ბაირამოვა
​ელადა რზაევა
​ია ისკანდაროვა
​ნინო ბუღაძე

​ℹ️ დამატებითი ინფორმაცია:
​🗓 თარიღი: 31 მარტი
​🕒 დრო: 14:00-15:00
​📍 ადგილი: მარნეული, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, გიორგაძის ქ. #1
​🗣 ენები: შეხვედრა ჩატარდება ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე.

🌟მასწავლებელთა მომზადების სემინარების სერიაინტერაქტიული სწავლების მეთოდებიმარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი იწვევ...
28/03/2026

🌟მასწავლებელთა მომზადების სემინარების სერია

ინტერაქტიული სწავლების მეთოდები

მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი იწვევს მასწავლებლებს, განმანათლებლებსა და ტრენერებს დინამიურ ყოველთვიურ პროფესიული განვითარების სემინარზე, რათა გაიძლიერონ თანამედროვე სწავლების უნარები.
ყოველთვიურად მონაწილეები შეისწავლიან ინტერაქტიული სწავლების ტექნოლოგიებს, ინოვაციურ საკლასო სტრატეგიებსა და ციფრულ ინსტრუმენტებს, რომლებიც სწავლებას უფრო მიმზიდველს, ეფექტურს და მოსწავლეზე ორიენტირებულს გახდის.
👩🏫 სპეციალური სტუმრები ყოველ თვე:
ჩვენს სესიებში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ორგანიზაციების პედაგოგები და ტრენერები, რომლებიც გაუზიარებენ ერთმანეთს გლობალურ გამოცდილებას, პრაქტიკულ ტექნიკას და შთამაგონებელ იდეებს დღევანდელი საკლასო ოთახებისთვის.

📅 გრაფიკი: თვეში ერთხელ
📍 ადგილმდებარეობა: მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
💰 მონაწილეობის საფასური: 20 ლარი

🎤 თვის მომხსენებლები
* მეტ შულცი - მშვიდობის კორპუსის მოხალისე
* ნილუფერ ყურბანოვა - მრავალენოვანი პედაგოგი

📌 პირველი სესია: 2026 წლის 18 აპრილი
🎓 სერტიფიკატები:
ტრენინგში მონაწილეები მიიღებენ მონაწილეობის ოფიციალურ სერტიფიკატებს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისგან.
✨ შემოგვიერთდით, რათა დაუკავშირდეთ სხვა პედაგოგებს, შეისწავლოთ ახალი მეთოდები და შეიტანოთ ინოვაცია და ინტერაქტიულობა თქვენს საკლასო ოთახში!
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/1jXnmXb3hrMv8_9wm9HYtJFLpUvcuE30nMlEcmePHvEM/edit

🌟 Teacher Training Workshop Series

Interactive Learning Technologies

The Marneuli Center for Civic Engagement invites teachers, educators, and trainers to join a dynamic monthly professional development workshop designed to strengthen modern teaching skills.
Each month, participants will explore interactive learning technologies, innovative classroom strategies, and digital tools that make learning more engaging, effective, and student-centered.
👩🏫 Special Guests Every Week
Our sessions will feature educators and trainers from international organizations, sharing global experience, practical techniques, and inspiring ideas for today’s classrooms.

📅 Schedule: Once a month
📍 Location: Marneuli Center for Civic Engagement
💰 Participation Fee: 20 GEL

🎤 This Month's Speakers
* Matt Schultz — Peace Corps Volunteer
* Nilufer Kurbanova — Multilingual Educator

📌 First Session: 18 April, 2026
🎓 Certificates:
Participants who attend the training will receive official certificates of participation from the Marneuli Center for Civic Engagement.
✨ Join us to connect with fellow educators, learn new methods, and bring innovation and interactivity into your classroom!
Register via this link: https://docs.google.com/forms/d/1jXnmXb3hrMv8_9wm9HYtJFLpUvcuE30nMlEcmePHvEM/edit

Learn English with Marneuli Center for Civic Engagement! 📚🤓📝
28/03/2026

Learn English with Marneuli Center for Civic Engagement! 📚🤓📝

📍”არტთერაპია და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ბაილარსა და შულავერში მცხოვრები ქალებისთვის “- პროექტის ფარგლებში 28 მარტს ქალებ...
28/03/2026

📍”არტთერაპია და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ბაილარსა და შულავერში მცხოვრები ქალებისთვის “- პროექტის ფარგლებში 28 მარტს ქალებთან ბოლო, დასკვნითი სამუშაო შეხვედრები გავმართეთ.

✂️ქალებმა ხელსაქმეზე მუშაობის პარალელურად ფსიქოლოგის თანდასწრებით, ისეთ თემებზე ისაუბრეს, როგორიცაა: ემოციები და ემოციების მართვა, მენტალური ჯანმრთელობა და კლინიკური ასპექტები, ოჯახური დინამიკა და განვითარება.

პროექტი მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მიერ “ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის (WISE)” ფარგლებში მიმდინარეობს.

💡”ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის (WISE)” არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა, რომელსაც საქართველოსა და სომხეთში ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia).


27/03/2026
26/03/2026
მადლობას ვუხდით ჩვენს მოწვეულ მომხსენებელს Ethan Coxს გუშინ გაკეთებული პრეზენტაციისათვის თემაზე „მუსიკის როლი ამერიკულ წ...
24/03/2026

მადლობას ვუხდით ჩვენს მოწვეულ მომხსენებელს Ethan Coxს გუშინ გაკეთებული პრეზენტაციისათვის თემაზე „მუსიკის როლი ამერიკულ წინააღმდეგობაში“! 🇺🇸🤩🎶

ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე შესანიშნავი სიმღერა და ვისწავლეთ, რომ ამერიკის ისტორიის განმავლობაში მუსიკა მნიშვნელოვანი საშუალება იყო ადამიანებისთვის საკუთარი აზრის გამოსახატავად და იმის დასაცავად, რისიც მათ სჯეროდათ.

მადლობა ყველას, ვინც დაესწრო. თვალყური ადევნეთ მომავალშიც საინტერესო აქტივობებს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში! 🙂

Thank you to our guest speaker Ethan Cox for a wonderful presentation on American Resistance through Music yesterday! 🇺🇸🤩🎶

We listened to some great songs and learned that throughout American history music has been an important tool for people to express their opinions and stand up for what they believe in.

Thank you to all who attended. Stay tuned for more exciting activities at Marneuli Center for Civic Engagement! 🙂

📣ინგლისური ენის საცდელ გაკვეთილებზე დასასწრებად ვიწვევთ ბავშვებს 6-12 წლამდე🎉გაკვეთილებს ჩვენი ახალგაზრდა სტაჟიორი პედაგ...
18/03/2026

📣ინგლისური ენის საცდელ გაკვეთილებზე დასასწრებად ვიწვევთ ბავშვებს 6-12 წლამდე🎉

გაკვეთილებს ჩვენი ახალგაზრდა სტაჟიორი პედაგოგები ჩაატარებენ👩🏻‍🏫🧑‍🏫 რომელთანაც ჩვენი ამერიკელი მოხალისე მუშაობს 🇺🇸

დრო: 19 მარტი - 14:00-15:30 საათი
20 მარტი - 14:00-15:00 საათი

მონაწილეობა უფასოა
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ

🎵 American Resistance History Through Music 🎵Join us for a special guest speaker presentation that looks at how music ha...
16/03/2026

🎵 American Resistance History Through Music 🎵

Join us for a special guest speaker presentation that looks at how music has shaped—and shaken—American history. From slave protest hymns and freedom anthems to folk, rock, and hip‑hop, we’ll explore how sound and expression have transformed culture and politics over time.

Come for the history, stay for the stories, and leave with some great songs stuck in your head.

📅 March 23, 14:00
📍 Marneuli CCE, Giorgadze 1

All are welcome—bring a friend and your love of good music! 🎶

📍”არტთერაპია და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა” - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბაილარსა და შულავერში მცხოვრები ქალებისთვ...
16/03/2026

📍”არტთერაპია და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა” - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბაილარსა და შულავერში მცხოვრები ქალებისთვის ახალი პროექტი დავიწყეთ.
✂️ქალები ხელსაქმეზე მუშაობის პარალელურად, ფსიქოლოგის თანდასწრებით, ისეთ მნიშვნელოვან თემებზე მსჯელობენ, როგორიცაა: ფსიქიკური ჯანმრთელობა, გადაწყვეტილებების მიღება, სტიგმა და სტერეოტიპები, ახალი საქმის დაწყება და თვითრეალიზაცია.

📎პროექტის ფარგლებში უკვე ჩავატარეთ 3 ვორქშოფი ქალებისათვის. ვორქშოფების ფარგლებში შექმნილი ნივთები ქალებმა გამოფენა-გაყიდვაზეც გაიტანეს.

📌პროექტი “არტთერაპია და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა” მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მიერ “ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის (WISE)” ფარგლებში მიმდინარეობს.

💡”ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის (WISE)” არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა, რომელსაც საქართველოსა და სომხეთში ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia).



- Women’s Initiative for Security and Equality

Address

Giorgadze 1
Marneuli
3000

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Marneuli Center for Civic Engagement posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share