ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება

  • Home
  • Georgia
  • Kvareli
  • ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება

ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება, Nonprofit Organization, კუდიგორის ქ. #2, Kvareli.

რატომ შეუძლია ბავშვს სიმღერა, მაგრამ არ შეუძლია მიზანმიმართული საუბარი?იმიტომ, რომ სიმღერა არ არის „ლაპარაკი“,  ის არის ...
06/02/2026

რატომ შეუძლია ბავშვს სიმღერა, მაგრამ არ შეუძლია მიზანმიმართული საუბარი?
იმიტომ, რომ სიმღერა არ არის „ლაპარაკი“, ის არის ავტომატური ენობრივი მოქმედება.

იცოდით, რომ სიმღერა და საუბარი ტვინში სხვადასხვა გზებით მუშავდება?
ბავშვი შეიძლება მღეროდეს სუფთად და ზეპირად იცოდეს ტექსტი, მაგრამ ვერ თქვას „წყალი მინდა“. ეს მიგვანიშნებს, რომ ბავშვის მიერ სიმღერის შესრულება არ ნიშნავს, რომ მეტყველება სრულად განვითარებულია. სიმღერა და მიზანმიმართული საუბარი ტვინში სხვადასხვა ნეირონულ ქსელებზეა დამოკიდებული.

არსებობს რეცეპტული და ექსპრესიული მეტყველება,
რეცეპტული მეტყველებაა გაგება, ხოლო ექსპრესიული მეტყველებაა გამოთქმა.
გაგებააა, როდესაც ესმის რას ნიშნავს გაგონილი სიტყვა, რას ეუბნებიან, ასრულებს ინსტრუქციას. ხოლო როდესაც ექსპრესიული მეტყველება ჩამორჩენილია ან დარღვეული, აქ ბავშვს შეიძლება ესმოდეს სიტყვები, იცოდეს მათი მნიშვნელობა, მაგრამ ვერ ახერხებდეს მიზანმიმართულ წარმოთქმას.

უფრო მარტივად რომ იყოს გასაგები, ბავშვს შეიძლება ჰქონდეს კარგი რეცეპტული მეტყველება, ანუ ესმოდეს, რა არის „წყალი“, იცოდეს რას ნიშნავს სიტყვა „მინდა“, მაგრამ მოწყურების შემთხვევაში, ვერ თქვას ორი გადაბმული სიტყვა „წყალი მინდა“.ეს უკვე არის ექსპრესიული მეტყველება, გამოთქმა, სიტყვის შერჩევა, ბგერების სწორად ორგანიზება, მიზანმიმართული წარმოთქმა, სადაც ჩნდება სირთულე: სიტყვა უნდა შეირჩეს და ითქვას სწორ დროს, რომელიც უნდა იყოს კონკრეტული მიზნისთვის (მაგ; „მინდა წყალი“)
ეს ბევრად უფრო რთული ნეირომოტორული პროცესია!

ჩნდება კითვა: რატომ არის სიმღერა „ადვილი“,ხოლო საუბარი „რთული“?
პასუხი: სიმღერა მუშაობს სხვანაირად:
მას აქვს რიტმი და სტრუქტურა
სიმღერის სიტყვები მოდის ავტომატურად, მეხსიერებიდან
სიმღერაში, დამახსოვრებული სიტყვები ნაკლებად მოითხოვს სპონტანურ დაგეგმვას
ხშირად აქტიურდება მარჯვენა ნახევარსფერო, რომელიც მეტყველების კლასიკურ ზონებთან ნაკლებად არის დაკავშირებული
ეს კი ნიშნავს, რომ ბავშვი კი არ “იგონებს” სიტყვას, არამედ ის უბრალოდ გონებაში „რთავს“ უკვე ცნობილ მელოდიას/ტექსტს.

აი აქ კი ვრთავთ მუსიკის როლს

06/02/2026
✓ უსიყვარულოდ სკოლაში ნუ წახვალ ! შეიყვარე ბავშვი. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ წახვალ სკოლაში !✓ ერთი მასწავლებელი ყველ...
06/02/2026

✓ უსიყვარულოდ სკოლაში ნუ წახვალ ! შეიყვარე ბავშვი. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ წახვალ სკოლაში !

✓ ერთი მასწავლებელი ყველას ელოდება ცხოვრებაში, ყველა ადამიანს უნდა შეხვდეს თავისი მასწავლებელი ცხოვრებაში და არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა — იპოვეთ თქვენი მოსწავლე !

✓ თუ ორიანს წერ და ხელი არ გიკანკალებს, არ განიცდი და ისე მოხაზავ, არ ვარგიხარ მასწავლებლად !

✓ მასწავლებელო ისწავლე თვალებით აღზრდა !

✓ ეცადე შენეული შტრიხი მოხაზო მოსწავლეში, რომ ამაღლდეს საკუთარ თავში !

✓ ბავშვებს დღეს გადარჩენა უნდათ, ისინი შველას ითხოვენ თქვენგან !

✓ ადამიანი, რომელიც ეძებს გზას ღმერთისკენ, ის არის ჰუმანური და აღზრდის ჰუმანურ თაობას!

✓ პატივი ეცი ბავშვის უცოდინრობას ( კორჩაკმა თქვა ) და გაუკვალე მას გზა !

✓ ბავშვს ეპატიება უცოდინრობა, გაზრდი, ასწავლი, გამოასწორებს…. განა ცოტაა დღეს სკოლაში ოროსანი, მით უფრო სამოსანი მასწავლებელი ? რომელიც საკუთარ თავსაც პატივს სცემს და სხვებისგანაც ითხოვს პატივისცემას ? მაშ რად არ პატიობთ მოსწავლეს ოროსნობას ?!

✓ ცოდნა მკვდარი ნივთიერებაა, არც კარგია და არც ცუდი, გააჩნია ვის ხელში მოხვდება. ამიტომ, ასწავლეთ ბავშვებს არა მხოლოდ საგანი, არამედ ჰუმანურობა, კეთილშობილება და შემდეგ მიეცით ცოდნა !

✓ მოვიდა ახალი თაობა, პედაგოგიკა ძველია. ახალი ღვინო კი ძველ ტიკებს დახეთქავს !

✓ რამდენი ბავშვიც გყავს, იმდენი გაკვეთილი უნდა გქონდეს თავში, როცა კლასში შედიხარ !

✓ თუ ბავშვის სიყვარული ვერ დაიმსახურე, გაკვეთილს ვერ ჩაატარებ !

✓ თუ მასწავლებელს მოთმენის უნარი არ აქვს, ნუ შევა სკოლაში !

✓ დაუკმაყოფილეთ ბავშვს დიდობის მოთხოვნილება და მოიპოვებთ მის ნდობას !

✓ არ დადგეთ არც ერთ ბავშვზე მაღლა ! იყავით მისი თანატოლი!

✓ თუ თქვენს გაკვეთილებზე ბავშვს ვერ უგებთ, მაშინ თქვენ არ ხართ სანატრელი მასწავლებელი !

შალვა ამონაშვილი

მე ორნაირად შემიძლია თანამშრომელს შევასრულებინო დავალება..1️⃣▪️პირველი – მუქარით, აგრესიით; 2️⃣▪️მეორე: კორექტულად, თხოვ...
04/02/2026

მე ორნაირად შემიძლია თანამშრომელს შევასრულებინო დავალება..

1️⃣▪️პირველი – მუქარით, აგრესიით;

2️⃣▪️მეორე: კორექტულად, თხოვნით.

▪️ორივე ვალდებულებითი ფორმაა

❌პირველ შემთხვევაში თანამშრომლის განწყობა მიმართული იქნება იქითკენ, რომ თქვენ არ გააგდოთ სამსახურიდან

❌საქმეს შიშით გააკეთებს.

❌ეს იცით რას ჰგავს? ნაგავს რომ ხალიჩის ქვეშ შეყრი, რომ არ ჩანდეს – აი ასე დაგახვედრებთ საქმეს.

✅მეორე შემთხვევაში, მე ნდობას გიცხადებ, კარგ განწყობას გიქმნი დავალების შესრულების წინ.

✅კარგი განწყობა კი კაპიტალია!

✅რეალურად, როდესაც ადამიანი მოგწონს და გიყვარს, მართვის ბერკეტი შენს ხელშია;

✅როცა ეუბნები ადამიანს – „მომწონხარ“, არ აქვს მნიშვნელობა, რა ურთიერთობებს აპირებ მასთან, ცდილობს, რომ სულ მცირე ეს მდგომარეობა შეინარჩუნოს და შემდეგ უფრო მეტად მოგაწონოს თავი.

ზურა მხეიძე❤❤❤

რომელ სივრცეშიც არ უნდა მოხვდეთ▪️შექმენით დადებითი ემოცია ყოველთვის ▪️ ორ წუთიანი ურთიერთობაც კი დატოვეთ პოზიტივით.▪️ხალ...
28/01/2026

რომელ სივრცეშიც არ უნდა მოხვდეთ

▪️შექმენით დადებითი ემოცია ყოველთვის

▪️ ორ წუთიანი ურთიერთობაც კი დატოვეთ პოზიტივით.

▪️ხალხს უნდა უხაროდეს თქვენი დანახვა.

✅ყველაზე დიდი კაპიტალი ადამიანური ურთიერთობებია

✅ყველაზე დიდი ჯილდო ადამიანების გულის მოგებაა, როდესაც მათ უყვარხარ..

ზურა მხეიძე ❤❤

ჟან პიაჟე — ადამიანი, რომელმაც ბავშვი „პატარა ზრდასრულისგან“ დამოუკიდებელ მოაზროვნედ აქციადიდხანს მიაჩნდათ, რომ ბავშვი უ...
26/01/2026

ჟან პიაჟე — ადამიანი, რომელმაც ბავშვი „პატარა ზრდასრულისგან“ დამოუკიდებელ მოაზროვნედ აქცია

დიდხანს მიაჩნდათ, რომ ბავშვი უბრალოდ ნაკლებად განვითარებული ზრდასრულია. ჟან პიაჟემ ეს მითი დაამსხვრია. მან პირველმა თქვა მკაფიოდ:
ბავშვი სხვანაირად ფიქრობს - არა ნაკლებად, არამედ განსხვავებულად.

შვეიცარიელი ფსიქოლოგი და ეპისტემოლოგი, ჟან პიაჟე, XX საუკუნეში გახდა ის ფიგურა, რომელმაც ბავშვთა ფსიქოლოგია მეცნიერულ საფუძველზე აიყვანა. იგი წლების განმავლობაში აკვირდებოდა საკუთარ შვილებს და სხვა ბავშვებს, უსვამდა მარტივ, მაგრამ ღრმა კითხვებს და სწავლობდა, როგორ „იბადება“ აზროვნება.

პიაჟეს მთავარი აღმოჩენა იყო ის, რომ ბავშვის გონებრივი განვითარება გადის ეტაპებს და ამ ეტაპების დაჩქარება შეუძლებელია - მხოლოდ მხარდაჭერა.

პიაჟეს ოთხი ძირითადი ეტაპი:

სენსომოტორული (0–2 წელი) – ბავშვი სამყაროს სწავლობს მოძრაობითა და შეგრძნებებით

პრეოპერაციული (2–7 წელი) – აზროვნება ემოციურია, ეგოცენტრული

კონკრეტული ოპერაციები (7–11 წელი) – ჩნდება ლოგიკა, მაგრამ მხოლოდ კონკრეტულ სიტუაციებში

ფორმალური ოპერაციები (11+ წელი) – აბსტრაქტული აზროვნება, კრიტიკული მსჯელობა

მისი მიდგომა ერთ მთავარ ჭეშმარიტებას გვასწავლის:
თუ ბავშვს იმაზე მეტს მოვთხოვთ, ვიდრე მისი განვითარების ეტაპი იძლევა, ჩვენ მას არ ვასწავლით — ვთრგუნავთ.

პიაჟეს იდეებმა შეცვალა:

სწავლების მეთოდები სკოლაში

მასწავლებლის როლი (ცოდნის მიმწოდებლიდან — პროცესის გამცილებლად)

ბავშვის შეფასება (შედეგზე მეტად — აზროვნების გზის გაგება)

მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომებია:

The Language and Thought of the Child

The Child’s Conception of the World

The Psychology of Intelligence

ჟან პიაჟეს მემკვიდრეობა დღესაც გვახსენებს:
ბავშვი არ არის ცარიელი ჭურჭელი ცოდნით შესავსებად.
ის არის მოაზროვნე, რომელიც თავად აგებს საკუთარ სამყაროს — და ჩვენი პასუხისმგებლობაა, ხელი არ შევუშალოთ ამ მშენებლობაში.

გთავაზობთ ჟან პიაჟეს ყველაზე მნიშვნელოვნად მიჩნეულ ციტატებსა და ამონარიდებს, რომლებიც განსაკუთრებით ღირებულია მასწავლებლებისა და მშობლებისთვის. ტექსტები შეგნებულად არის შერჩეული — არა ლამაზი ფრაზებისთვის, არამედ აზროვნების შესაცვლელად.

მაშ ასე..

1.
„განათლების მთავარი მიზანი არ არის ცოდნის დაგროვება, არამედ ისეთი ადამიანების აღზრდა, რომლებიც ახალი რაღაცების შექმნას შეძლებენ.“

2.
„ბავშვი არ არის ჭურჭელი, რომლებიც უნდა შეივსოს; ის არის ჩირაღდანი, რომელიც უნდა აინთოს.“

3.
„ნამდვილი სწავლის პროცესი მაშინ ხდება, როცა ბავშვი თავად აღმოაჩენს, და არა მაშინ, როცა მას მზა პასუხებს ვაძლევთ.“

4.
„თუ ბავშვს ყოველთვის ვასწავლით იმას, რაც უკვე შეუძლია, მას განვითარების შესაძლებლობას ვუკარგავთ.“

5.
„ინტელექტი არის ის, რასაც ვიყენებთ მაშინ, როცა არ ვიცით, რა გავაკეთოთ.“

„ბავშვის აზროვნება არ ვითარდება ინფორმაციის გადაცემით. ის ვითარდება მოქმედებით, შეცდომით, დაკვირვებით და საკუთარი გამოცდილების გააზრებით. ზრდასრულის როლია შექმნას გარემო, სადაც ბავშვი იფიქრებს და არა უბრალოდ დაიმახსოვრებს.“

რუბრიკა : ადამიანები რომლებმაც შეცვალეს აზროვნება 💫

-ქეთის დღიური -

ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს გავაზის  საბავშვო ბაგა ბაღის ...
26/01/2026

ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს გავაზის საბავშვო ბაგა ბაღის ,მუსიკის პედაგოგის ,ია ბეგაშვილის ,გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. 😥😥😥

"ბავშვის შეცდომები კი არ ეძებო, ეძებე წარმატება! როგორ შეიძლება, ყველაზე ჩამორჩენილ მოსწავლეს ერთი რამ მაინც არ ჰქონდეს ...
24/01/2026

"ბავშვის შეცდომები კი არ ეძებო, ეძებე წარმატება! როგორ შეიძლება, ყველაზე ჩამორჩენილ მოსწავლეს ერთი რამ მაინც არ ჰქონდეს სწორი?! თუ შეცდომები აქვს, შენთვის ამოიწერე რვეულში. ეს შენი შეცდომებია" - შალვა ამონაშვილი

Address

კუდიგორის ქ. #2
Kvareli
4800

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995591010468

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება:

Share