10/02/2026
ტრიალებს ქარი ჩემს წინ ჩერდება
დავხარე თავი ვარიდე თვალი
თავს არ მანებებს ტიალი ქარი
გულში უნდა რომ დამინთოს ალი
ჰეი! ემიგრანტო! ასწიე თავი
და გამისწორე ორივე თვალი
გახსენ გააღე მაგ გულის კარი
მინდა ვიხილო შიგნით რა არი
ქაროვ დამეხსენ გულში დარდია
მას საქართველოს ხილვა სწადია!
და მონატრებას ვერ იტევს გული
მას ანუგეშებს ძლიერი სული
მაშინ გავფრინდეთ საქართველოში გადავიფრინოთ მთები ველები
და საქართველოს სუყველა კუთხეს შემოვახვიოთ ტრფობის ხელები
რომ გაიგონეს ქარის ძახილი
მონატრებამ და ემოციებმა
გულის შიგნიდან გატეხეს კარი
ცრემლით ამივსეს ორივე თვალი
არ დამელოდეს მარტო დამტოვეს
აბეზარ ქართან არჩიეს წასვლა
კაცი არ სჩანდა გვერდით მშველელი
მაღლა უფალთან მინდოდა ასვლა