FORA - Young Archaeologists Association of Achara

FORA - Young Archaeologists Association of Achara ფორა (4-A) - აჭარის ახალგაზრდა არქეოლოგთა ასოციაცია (Young Archaeologists Association of Adjara)

For English Scroll Down ⤵️🏛️ პეტრა — ადრეშუასაუკუნეების ლაზეთის უმნიშვნელოვანესი ცენტრი🗺️დღევანდელი ციხისძირის ტერიტორია...
10/06/2026

For English Scroll Down ⤵️
🏛️ პეტრა — ადრეშუასაუკუნეების ლაზეთის უმნიშვნელოვანესი ცენტრი

🗺️დღევანდელი ციხისძირის ტერიტორიაზე მდებარე პეტრა ადრეული შუა საუკუნეების შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი იყო. VI საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ის მმართველობის პერიოდში, ქალაქი ძლიერ საფორტიფიკაციო კომპლექსად ჩამოყალიბდა და ლაზეთის სამეფოში ბიზანტიური გავლენის მნიშვნელოვან საყრდენად იქცა.

⚔️პეტრას განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა. ციხე აკონტროლებდა როგორც სანაპირო სახმელეთო გზებს, ისე საზღვაო კომუნიკაციებს, რის გამოც იგი არაერთხელ აღმოჩნდა რეგიონული ძალების პოლიტიკური ინტერესების ცენტრში. სწორედ პეტრას დაუკავშირდა VI საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამხედრო კონფლიქტი — ლაზური ომი, რომელიც ბიზანტიასა და სასანურ ირანს შორის სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ბრძოლას ასახავს.

🏺⛏️🔍არქეოლოგიური კვლევების შედეგად გამოვლენილია მძლავრი გალავანი, კოშკები, ბაზილიკის ნაშთი, წყალმომარაგებისა და სამეურნეო ინფრასტრუქტურის ელემენტები, რაც ადასტურებს, რომ პეტრა მხოლოდ სამხედრო დანიშნულების სიმაგრე არ ყოფილა. იგი წარმოადგენდა განვითარებულ საქალაქო ცენტრს, სადაც სამხედრო, ეკონომიკური და რელიგიური ფუნქციები ერთიან სისტემაში იყო თავმოყრილი.

🏛️⚔️🌊პეტრა-ციხისძირი დღესაც რჩება საქართველოს ადრეშუასაუკუნეების ისტორიისა და არქეოლოგიის კვლევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლად, რომლის შესწავლა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ლაზეთის სამეფოს, ბიზანტიური სამყაროსა და შავი ზღვის რეგიონის ისტორიული პროცესების შესახებ.

#ახალგაზრდაარქეოლოგთაასოციაცია #პეტრა #ციხისძირი #არქეოლოგია #ლაზიკა #ბიზანტია #საქართველოსისტორია

🏛️ Petra – One of the Most Important Centres of Early Medieval Lazica

🏰🌊Located on the territory of present-day Tsikhisdziri, Petra was one of the most significant military, political, and economic centers on the eastern coast of the Black Sea during the Early Middle Ages. In the 6th century CE, under the reign of Emperor Justinian I, the city was transformed into a powerful fortified complex and became a key stronghold of Byzantine influence within the Kingdom of Lazica.

⚔️Petra's exceptional strategic importance was determined by its geographical position. The fortress controlled both coastal land routes and maritime communications, making it a focal point of regional political interests for centuries. It was also the setting of one of the most important episodes of the Lazic War, the major conflict between the Byzantine Empire and Sasanian Persia for dominance in the South Caucasus.

🏺⛏️🔍Archaeological investigations have revealed substantial fortification walls, towers, the remains of a basilica, water-management systems, and various economic installations. These discoveries demonstrate that Petra was far more than a military stronghold; it was a developed urban center where military, economic, and religious functions were closely interconnected.

🏛️⚔️🌊Today, Petra-Tsikhisdziri remains one of the most important archaeological sites for the study of Early Medieval Georgia. Ongoing research continues to provide valuable insights into the Kingdom of Lazica, the Byzantine world, and the broader historical processes that shaped the Black Sea region.

30/05/2026

For English Scrolls Down ⤵️
🌊 ქობულეთის სანაპიროს 3D მოდელი: ზღვის დონის +5 მ სცენარი
წარმოდგენილი მოდელი ასახავს ქობულეთის რეგიონის რელიეფს ზღვის დონის 5 მეტრით აწევის ჰიპოთეტურ პირობებში. მოდელი შექმნილია GIS ანალიზის საფუძველზე და გვაძლევს შესაძლებლობას შევაფასოთ, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს ზღვის დონის ცვლილებამ სანაპირო ზოლზე, დაბლობებზე და პოტენციურ არქეოლოგიურ ლანდშაფტებზე.

🌊 Sea-Level Rise Scenario (+5 m) in the Kobuleti Region
This model illustrates the topography of the Kobuleti region under a hypothetical scenario of a 5-meter rise in sea level. Created through GIS-based analysis, it provides an opportunity to evaluate the potential impact of sea-level change on the coastal zone, lowland areas, and archaeological landscapes.
The model highlights how environmental changes may reshape the interaction between the Black Sea coastline and human occupation, offering valuable insights for geoarchaeological and palaeoenvironmental research.
FORA - Young Archaeologists Association of Achara

For English Scroll Down ⤵️🌊 ქობულეთი, კოლხეთი, შავი ზღვის ისტორია და არქეოლოგიარამდენად განსაზღვრავდა შავი ზღვის დონე ძვ...
30/05/2026

For English Scroll Down ⤵️
🌊 ქობულეთი, კოლხეთი, შავი ზღვის ისტორია და არქეოლოგია
რამდენად განსაზღვრავდა შავი ზღვის დონე ძველი კოლხეთის მოსახლეობის ცხოვრებას?

⛏️წლების განმავლობაში მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ კოლხეთის სანაპიროზე დასახლებების განვითარება დაკავშირებული იყო ზღვის დონის მკვეთრ მატება-კლებასთან. თუმცა, ახალი ინტერდისციპლინური კვლევა ქობულეთის, ისპანისა და ფიჭვნარის მონაცემებზე დაყრდნობით განსხვავებულ სურათს გვთავაზობს.
🧐კვლევის მიხედვით, ჰოლოცენის პერიოდში შავი ზღვის სანაპირო ძირითადად განიცდიდა ზღვის დონის თანდათანობით მატებას. გარემოს ცვლილებებზე გაცილებით დიდი გავლენა ჰქონდა ადგილობრივ ფაქტორებს — ტექტონიკურ ჩაძირვას, მდინარეთა მიერ მოტანილ დანალექებსა და ჭარბტენიანი ეკოსისტემების დინამიკას.
🏺ეს ნიშნავს, რომ ძველი კოლხეთის დასახლებების განვითარება და კულტურული წინსვლა შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო არა ზღვის დონის მკვეთრ ვარდნასთან, არამედ გარემოს შედარებით სტაბილურ პერიოდებთან, როდესაც ადამიანები წარმატებით ერგებოდნენ მუდმივად ცვალებად ლანდშაფტს.
📍 ქობულეთი, ისპანი და ფიჭვნარი დღესაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეგიონს წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროსა და ადამიანის-გარემოს ურთიერთობის ისტორიის შესასწავლად.


🌊 Kobuleti, Colchis, the Black Sea, and Archaeology

How much did Black Sea sea-level changes influence the lives of the ancient inhabitants of Colchis?
⛏️ For many years, scholars believed that the development of settlements along the Colchian coast was closely linked to major fluctuations in Black Sea sea levels. However, a new geoarchaeological study based on evidence from Kobuleti, Ispani, and Pichvnari offers a different perspective.
🧐 According to the research, during the Holocene, the Black Sea coastline was primarily shaped by a gradual rise in sea level. Environmental changes were influenced far more by local factors, including tectonic subsidence, river-borne sediment accumulation, and the dynamics of wetland ecosystems.
🏺 This suggests that the growth of ancient Colchian settlements and their cultural development may not have been driven by dramatic sea-level declines, but rather by periods of relative environmental stability, during which communities successfully adapted to an ever-changing landscape.
📍 Today, Kobuleti, Ispani, and Pichvnari remain among the most important regions for studying the history of human–environment interactions and coastal evolution along the Black Sea.

For Eng Scroll Down ⤵️🏺ძველი ბერძნული დაკრძალვის რიტუალი და ფიჭვნარის უნიკალური ნეკროპოლი 🏛️ძველი ბერძნული დაკრძალვის რი...
16/05/2026

For Eng Scroll Down ⤵️
🏺ძველი ბერძნული დაკრძალვის რიტუალი და ფიჭვნარის უნიკალური ნეკროპოლი
🏛️ძველი ბერძნული დაკრძალვის რიტუალი მხოლოდ გარდაცვლილის დამარხვას არ გულისხმობდა — ეს იყო რთული და სიმბოლური პროცესი, რომელიც სიცოცხლესა და სიკვდილს შორის კავშირს გამოხატავდა.
🪦ძველი ბერძნების რწმენით, დაუმარხავი ან წესების დარღვევით დაკრძალული ადამიანის სული ჰადესის (მიწისქვეშეთის) სამეფოში ვერ მოხვდებოდა და საუკუნო ხეტიალისთვის განიწირებოდა.
რიტუალი სამ ძირითად ეტაპად იყოფოდა:
🪦Prothesis — გარდაცვლილის განბანვა, ზეთებით შემკობა და გამოსათხოვარი ცერემონია. პროცესის ბოლოს, მიცვალებულს პირში უდებდნენ მონეტას – მენავე ქარონისთვის, რომელსაც სული მდინარე სტიქსზე ან აქერონტზე უნდა გადაეყვანა.
🪦Ekphora — ცხედრის გასვენება და დაკრძალვა, რაც მზის ამოსვლამდე ან მზის ჩასვლის შემდეგ ხდებოდა. ძველი ბერძნები მიცვალებულს, როგორც წესი, აღმოსავლეთისაკენ დამხრობით კრძალავდნენ.
🪦Perideipnon — რიტუალის დასრულების შემდეგ, ახლობლები ბრუნდებოდნენ გარდაცვლილის სახლში, მართავდნენ ქელეხს (რომელსაც ჯერ კიდევ ჰომეროსი აღწერს „ილიადაში“ ჰექტორის დაკრძალვისას).
⛏️ამ ტრადიციების საინტერესო მატერიალურ გამოხატულებას გვთავაზობს ფიჭვნარის ანტიკური სამაროვანი — უნიკალური ძეგლი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, სადაც ბერძნული ნეკროპოლი ადგილობრივი კოლხური მოსახლეობის სამარხების გვერდით, თუმცა განცალკევებით არის დადასტურებული.
🏺ფიჭვნარის მასალა ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად მჭიდრო იყო კოლხეთის კავშირი ანტიკურ ბერძნულ სამყაროსთან. აქ აღმოჩენილი ატიკური კერამიკა, ლეკითოსები და დაკრძალვის რიტუალთან დაკავშირებული ნივთები არა მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობებზე, არამედ კულტურულ თანაცხოვრებაზეც მიუთითებს.
🏺ფიჭვნარი დღესაც რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ გავიგოთ ანტიკური სამყაროს რიტუალები, რწმენები და კულტურული ურთიერთობები კოლხეთის ტერიტორიაზე.
#არქეოლოგია #ფიჭვნარი #ანტიკურისაბერძნეთი #კოლხეთი #ისტორია

🏺Ancient Greek Funerary Ritual and the Unique Necropolis of Phichvnari
🏛️Ancient Greek funerary ritual was not limited merely to the burial of the deceased — it was a complex and symbolic process expressing the connection between life and death.
⚱️According to ancient Greek beliefs, the soul of a person left unburied or buried without proper rites could not enter the kingdom of Hades (the underworld) and would be condemned to wander eternally.
The ritual consisted of three main stages:
🪦Prothesis — the washing of the deceased, anointing with oils, and the farewell ceremony. At the end of the process, a coin was placed in the mouth of the dead for Charon, the ferryman who would carry the soul across the River Styx or Acheron.
🪦Ekphora — the funeral procession and burial, usually conducted before sunrise or after sunset. Ancient Greeks generally buried the deceased oriented toward the east.
🪦Perideipnon — after the completion of the burial ritual, relatives and close companions returned to the house of the deceased and held a funerary feast, already described by Homer in the Iliad during the funeral of Hector.
⛏️A remarkable material reflection of these traditions can be observed in the ancient necropolis of Phichvnari — a unique archaeological site on the eastern Black Sea coast, where a Greek necropolis has been identified alongside, though separately from, the burials of the local Colchian population.
🏺The archaeological material from Phichvnari clearly demonstrates how closely Colchis was connected to the ancient Greek world. Attic pottery, lekythoi, and objects associated with funerary rituals discovered there indicate not only trade relations, but also cultural coexistence.
🏛️Today, Phichvnari remains one of the most important sources for understanding the rituals, beliefs, and cultural interactions of the ancient world within the territory of Colchis.

For English Scroll Down ⤵️🏛️ ნამჭედური I — ქობულეთ-ფიჭვნარის ნაქალაქარი  ⚱️ფიჭვნარის არქეოლოგიური კომპლექსის კონტექსტში ...
24/04/2026

For English Scroll Down ⤵️
🏛️ ნამჭედური I — ქობულეთ-ფიჭვნარის ნაქალაქარი

⚱️ფიჭვნარის არქეოლოგიური კომპლექსის კონტექსტში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ნამჭედური I, რომელიც წარმოადგენს მრავალფენიან გორანამოსახლარს. მისი მნიშვნელობა განისაზღვრება არა მხოლოდ ხანგრძლივი ქრონოლოგიური დიაპაზონით, არამედ მისი ფუნქციით, როგორც რეგიონის სტრატეგიული და ეკონომიკური ცენტრისა.

📍 ძეგლი ლოკალიზებულია მდინარეების — ჩოლოქისა და ოჩხამურის ჰიდროგრაფიულ ქსელში. გორანამოსახლარის გეოგრაფიული მდებარეობა ბრინჯაოს ხანიდანვე ქმნიდა ოპტიმალურ პირობებს საკაბოტაჟო ნაოსნობისა და ტრანსკონტინენტური სავაჭრო კავშირების განვითარებისათვის.

⛏️არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილია ექვსი ძირითადი კულტურული ფენა:

🛖გენეზისი (ძვ.წ. XVI ს.): უძველესი, მე-6 კულტურული ფენა მიუთითებს მჭიდრო გენეტიკურ კავშირზე ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლართან.

ბრინჯაო-რკინის ხანის გარდამავალი პერიოდი: ფიქსირდება უწყვეტი ცხოვრების ამსახველი პლასტები, სადაც ყალიბდება დასავლურ-ქართული (კოლხური) ტომობრივი კულტურის ძირითადი კომპონენტები.

🏺ანტიკური ხანა (ძვ.წ. VI-II სს.): ამ პერიოდში ნამჭედურს აკროპოლისის ფუნქცია ენიჭება. აღმოჩენილი იმპორტული კერამიკა (ატიკური, სინოპური, ქიოსური, ჰერაკლეული) მოწმობს მჭიდრო კავშირებს ეგეოსურ და პონტოსპირეთის სამყაროსთან.

🏗️ ძეგლი გამაგრებული იყო წყლით შევსებული დამცავი არხითა და ხის კოშკოვანი ნაგებობებით.
დადასტურებულია ჯარგვალური ტიპის ნაგებობები, თიხატკეპნილი და მოკირწყლული იატაკებით. 2015-2017 წლების კვლევებმა გამოავლინა ინოვაციური ბათქაშოვანი ფილები, რაც ანტიკური ხანის მშენებლობაში პროგრესულ ნაბიჯს წარმოადგენდა.

🌾არქეობოტანიკური მასალა (კარბონირებული ხორბალი, ქერი) და მეტალურგიული წარმოების ნაშთები (ტიგელები, საქშენი მილები) მიუთითებს მაღალგანვითარებულ სამეურნეო ციკლზე.

შედეგად, ნამჭედური I წარმოადგენს კოლხეთის დაბლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეტაპო ძეგლს, რომლის კომპლექსური შესწავლა საშუალებას გვაძლევს რეკონსტრუქცია გავუკეთოთ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სოციო-ეკონომიკურ და კულტურულ ტრანსფორმაციას ბრინჯაოს ხანიდან ელინისტურ ეპოქამდე.
© FORA – აჭარის ახალგაზრდა არქეოლოგთა ასოციაცია

🏛️ Namcheduri I — A Stratigraphic and Cultural-Historical Overview of the Pichvnari Settlement
In the context of the Kobuleti-Pichvnari archaeological complex, Namcheduri I stands out as a paramount multi-layered settlement mound (Tell). Its significance is defined not only by its extensive chronological range but also by its function as a strategic and economic hub of the Colchian littoral.

📍 The site is strategically localized within the hydrographic network of the Choloki and Ochkhamuri rivers. Its geographical proximity to the Black Sea coastline provided optimal conditions for the development of cabotage navigation and transcontinental trade routes as early as the Bronze Age.

⛏️Systematic archaeological excavations have identified six primary cultural layers:

🛖Genesis (16th Century BCE): The oldest, 6th cultural layer, exhibits a close genetic link with the Ispani sub-peat settlement, marking the early stages of human occupation in the region.

Bronze-Iron Age Transition: Continuous occupation layers reveal the formation of the core components of the West Georgian (Colchian) tribal culture.

🏺Classical and Hellenistic Periods (6th–2nd Centuries BCE): During this era, Namcheduri I functioned as an Acropolis. The discovery of imported ceramics (Attic, Sinopian, Chian, and Heraclean) testifies to intense cultural and commercial interactions with the Aegean and Pontic worlds.

🏗️ The site was fortified by a wide, water-filled defensive moat and timber towers constructed with massive logs.
Excavations have documented "Jargvali" (log-cabin) type structures with wattle-and-daub walls and cobbled floors. The 2015–2017 research seasons revealed innovative plaster slabs (daub-tiles) for flooring, representing a significant technological advancement in Hellenistic construction adapted to the humid environment.

🌾Paleo-economy: Archaeobotanical remains (carbonized wheat and barley) alongside metallurgical artifacts (crucibles and tuyères) indicate a highly developed economic cycle and specialized craft production.

Conclusion, Namcheduri I remains one of the most vital landmark sites of the Colchian Plain. Its complex study allows for the reconstruction of the socio-economic and cultural transformations of the Eastern Black Sea region from the Middle Bronze Age through the Hellenistic period.

© FORA – Young Archaeologists Association of Adjara, #არქეოლოგია #ნამჭედური #კოლხეთი #ქობულეთი #ისტორია, #აჭარა,

For English Scroll Down ⤵️🏺 ისპანი: კოლხური "ატლანტიდა" ტორფის ქვეშქობულეთ–ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარი აჭარის ერთ-ერთი...
04/04/2026

For English Scroll Down ⤵️
🏺 ისპანი: კოლხური "ატლანტიდა" ტორფის ქვეშ

ქობულეთ–ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარი აჭარის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც ნათლად გვიჩვენებს, როგორ რეაგირებდა ადამიანი კლიმატურ და გეოლოგიურ ცვლილებებზე ათასწლეულების წინ.
📍 ნამოსახლარი მდებარეობს ქობულეთის აღმოსავლეთით, ზღვისპირა აკუმულაციურ ზონაში და თარიღდება ძვ.წ. IV–III ათასწლეულებით. დღეს იგი დაახლოებით 2-მეტრიანი ტორფის ფენის ქვეშაა დაფარული.
🔎 არქეოლოგიურად გამოკვეთილია ორი კულტურული ფენა:
• ქვედა ფენა — მიწაზე აგებული საცხოვრებლები
• ზედა ფენა — ხიმინჯებზე დაფუძნებული პლატფორმული ნაგებობები, რაც ჭაობიან გარემოსთან ადაპტაციის თვალსაჩინო მაგალითია
⛏️🛠 🪓ადგილობრივ მოსახლეობას განვითარებული ჰქონდა:
• მეთუნეობა — აღმოჩენილია დიდი რაოდენობით კერამიკა
• მეტალურგია — ყალიბები, ტიგელები და საბერველების ფრაგმენტები
• ნადირობა და თევზაობა 🐟 — კაჟის იარაღები და ბადის საწაფები
• ამასთან, ისინი ინარჩუნებდნენ ნეოლითურ ტრადიციებსაც — შეგროვებითი მეურნეობის სახით (თხილი, წაბლი 🌰 და სხვა).
⚱️განსაკუთრებით საინტერესოა „იმპორტული“ კერამიკა:
ადგილობრივ არქაულ ჭურჭელთან ერთად აღმოჩენილია მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი შავად გაპრიალებული კერამიკა, რაც იმდროინდელ ინტენსიურ სავაჭრო და კულტურულ კონტაქტებზე მიუთითებს.
📌 რატომ არის ისპანი მნიშვნელოვანი?
ისპანი გვიჩვენებს, რომ ადრეული საზოგადოებები მხოლოდ გარემოზე დამოკიდებული არ იყვნენ — ისინი აქტიურად ერგებოდნენ მას: აშენებდნენ ხიმინჯიან საცხოვრებლებს, ცვლიდნენ მეურნეობის ფორმებს და, საჭიროების შემთხვევაში, მიგრირებდნენ კიდეც.

🏺 Ispani: The Colchian “Atlantis” Beneath the Peat
The Kobuleti–Ispani peat-buried settlement is one of the most remarkable archaeological sites in Adjara, offering a vivid picture of how humans adapted to climatic and geological changes thousands of years ago.
📍 Located east of Kobuleti, within a coastal accumulation zone, the site dates back to the 4th–3rd millennia BCE. Today, it lies buried beneath approximately 2 meters of peat.
🔎 Archaeological research has identified two cultural layers:
• Lower layer — ground-based dwellings
• Upper layer — stilt-supported platform structures, a clear adaptation to marshy conditions
🛠 The inhabitants demonstrated a developed economy:
• Pottery production — large quantities of ceramics have been discovered
• Metallurgy — molds, crucibles, and fragments of bellows
• Hunting and fishing — flint tools and net weights
• At the same time, they preserved Neolithic traditions, including gathering practices (hazelnuts, chestnuts, and more).
⚱️Particularly noteworthy is the so-called “imported” pottery:
Alongside local archaic ceramics, archaeologists found black-burnished pottery typical of the Kura–Araxes culture, indicating active trade and cultural connections.
📌 Why is Ispani important?
Ispani shows that early communities were not merely dependent on their environment—they actively adapted to it: building stilt houses, transforming their subsistence strategies, and eventually migrating when conditions required.

🔽 For English scroll down 🏺 კერამიკა, რიტუალი და რწმენა: ლეკითოსები ფიჭვნარის სამაროვნებში 🪦⚱️ ქობულეთ-ფიჭვნარის კლასიკუ...
29/03/2026

🔽 For English scroll down
🏺 კერამიკა, რიტუალი და რწმენა: ლეკითოსები ფიჭვნარის სამაროვნებში 🪦
⚱️ ქობულეთ-ფიჭვნარის კლასიკური ხანის სამაროვნების არქეოლოგიური მასალა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ანტიკური დაკრძალვის რიტუალის შესახებ. მათ შორის გამორჩეულია ლეკითოსები — ელინური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ატრიბუტი.

⚱️ ლეკითოსი წარმოადგენს ბერძნული კერამიკის სპეციფიკურ ფორმას, რომელსაც პრაქტიკულთან ერთად სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა. ფიჭვნარის ბერძნულ და კოლხურ სამაროვნებში აღმოჩენილი ლეკითოსები განსხვავდება ფორმით, ზომითა და სტილით, რაც ასახავს კლასიკური ხანის მხატვრული ტენდენციების განვითარებას. ძველ ბერძნულ რიტუალში ლეკითოსებში ინახებოდა ზეთისხილის ზეთი, რომელიც გარდაცვლილს ეძღვნებოდა და საფლავში თან ატანდნენ, როგორც ძღვენს ქტონიური ღვთაებებისთვის.

⚱️ თავისი მრავალფუნქციური მნიშვნელობის გამო, ლეკითოსები ფართოდ იყო გავრცელებული როგორც მატერიკულ საბერძნეთში, ისე მის პერიფერიებში. ფიჭვნარის მასალა ნათლად აჩვენებს ელინური და ადგილობრივი ტრადიციების ურთიერთქმედებას დაკრძალვის პრაქტიკაში.

🏺 Ceramics, Ritual, and Belief: Lekythoi in the Pichvnari Cemeteries🪦
⚱️ The archaeological material from the Classical period cemeteries of Kobuleti–Pichvnari includes a wide range of artefacts that provide valuable insight into funerary practices of the ancient world. Among them, lekythoi stand out as one of the most characteristic and widespread elements of burial rituals in the Greek world.
⚱️ The lekythos, a distinctive form of Greek pottery, carried not only a practical function but also a strong symbolic meaning within funerary contexts. Excavations of both Greek and Colchian cemeteries at Pichvnari have revealed lekythoi of various shapes, sizes, and styles, reflecting the dynamic evolution of artistic trends during the Classical period. In ancient Greek practice, these vessels were used to contain olive oil, which was offered to the deceased during funerary rites. They were often placed in graves as offerings, possibly intended for chthonic deities.
⚱️ Due to their multifunctional nature, lekythoi became one of the most common attributes of funerary ritual both in mainland Greece and across its wider cultural periphery. The material from Pichvnari clearly demonstrates the interaction between Greek and local traditions in burial practices.

English version below ⬇️⛰️ აშელური კულტურა და უძველესი მონადირეები აჭარის მთებში🪨არსიანის ქედზე, ზღვის დონიდან დაახლოები...
16/03/2026

English version below ⬇️
⛰️ აშელური კულტურა და უძველესი მონადირეები აჭარის მთებში

🪨არსიანის ქედზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 2000–2200 მეტრზე, მდებარეობს იშვიათი და ძალიან საინტერესო არქეოლოგიური ადგილი — ბულულას სერი.

⛏️ეს ადგილი პირველად ქართველმა არქეოლოგმა, გურამ გრიგოლიამ 2002 წელს აღმოაჩინა, როდესაც საველე კვლევის დროს შემთხვევით რამდენიმე ქვის იარაღს გადააწყდა.

აღმოჩენილი არტეფაქტები მოიცავდა:
🪨დისკოიდალური ბირთვები
🪨ანატკეცები
🪨საჩეხი იარაღი.
ყველა ეს იარაღი დამზადებულია ანდეზიტ-ბაზალტის ქვისგან.
🧐შემდგომ კვლევებში ეს კოლექცია მიაკუთვნეს აშელურ კულტურულ ტრადიციას, რომელიც ქვედა პალეოლითის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ეტაპია.

🦌 რას აკეთებდნენ აქ პრეისტორიული ადამიანები?
მკვლევართა ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ბულულა სერი შესაძლოა სეზონური ბანაკი იყო.

⛰️ზაფხულის პერიოდში პრეისტორიული მონადირეები მიჰყვებოდნენ ბალახისმჭამელ ცხოველებს, რომლებიც ზაფხულში ალპურ საძოვრებზე გადადიოდნენ.

ამ ბანაკში ისინი შესაძლოა:
⛏️ნადირობდნენ
⛏️ამუშავებდნენ ნანადირევს
⛏️ამზადებდნენ ქვის იარაღებს

🔎მაგრამ დღემდე ამ ადგილის შესახებ ბევრი კითხვა რჩება🔬

⛰️ Acheulean Culture and Ancient Hunters in the Mountains of Achara

🪨 On the Arsiani Range, at an altitude of about 2000–2200 meters above sea level, lies a rare and very interesting archaeological site — Bulula Seri.
The site was first discovered in 2002 by the Georgian researcher Guram Grigolia, who accidentally came across several stone tools during a field survey.

The discovered artefacts included:
🪨discoidal cores
🪨flakes
🪨chopping tools

All of these tools were made from andesite-basalt stone.

Later studies attributed this collection to the Acheulean cultural tradition, one of the most important technological traditions of the Lower Palaeolithic.

🦌 What were prehistoric humans doing here?

According to one hypothesis, Bulula Seri may have been a seasonal camp.

During the summer months, prehistoric hunters likely followed herbivorous animals migrating to alpine pastures.

At this camp they may have:

⛏️hunted animals

⛏️processed carcasses

⛏️produced stone tools

🔎 However, many questions about this site still remain unanswered.

Address

Georgia �
Kobuleti
6200

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when FORA - Young Archaeologists Association of Achara posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share