განჯაფას კლუბი • Ganjafa Club

  • Home
  • Georgia
  • Gori
  • განჯაფას კლუბი • Ganjafa Club

განჯაფას კლუბი • Ganjafa Club განჯაფას კლუბი არის არასამტავრობო ორგანიზაცია, რომელიც აწყობს შემოქმედებით, ტექნოლოგიურ აქტივობებს.

14/04/2026

განჯაფას კლუბი გილოცავთ დედაენის დღეს და წარმოგიდგენთ კლიპს ირაკლი აბაშიძის ლექსზე „ხმა კატამონთან“.

ეს ლექსი იერუსალიმის ისტორიულ ტაძარს უკავშირდება, რომელსაც ქართველი კულტურული მეხსიერებისთვის გამორჩეული მნიშვნელობა აქვს; ცნობილია ისიც, რომ კატამონის სავანეში XIX საუკუნის 50-იან წლებში ქართული წარწერები იყო აღმოჩენილი.

ირაკლი აბაშიძის ეს ლექსი ქართული ენისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი გამორჩეული პოეტური ტექსტია. მასში ენა წარმოდგენილია როგორც მეხსიერება, სულიერი საყრდენი, ისტორიის შემნახველი ძალა და ის ფასეულობა, რომელიც დროსა და განსაცდელს უძლებს. სწორედ ამ განცდას ეძღვნება ჩვენი ახალი მუსიკალური ვიდეო — როგორც პატივისცემის გამოხატულება დედაენის, ქართული სიტყვისა და ეროვნული მემკვიდრეობის მიმართ.

ისიამოვნეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება. 🙌

#დედაენისდღე #განჯაფასკლუბი #ირაკლიაბაშიძე #ხმაკატამონთან #ქართულიენა #დედაენა #პოეზიადამუსიკა #ქართულიკულტურა #ქართულიკულტურა #შეიყვარექართული #უსმინექართულად #აღმოაჩინექართული

🤖 ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული ვორკშოპიშეისწავლი AI ხელსაწყოებს რეალური მაგალითებით და გაეცნობით ზოგად ფორმას როგორ შ...
22/02/2026

🤖 ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული ვორკშოპი
შეისწავლი AI ხელსაწყოებს რეალური მაგალითებით და გაეცნობით ზოგად ფორმას როგორ შეიძლება შეიქმნას მზა პროდუქტი ნულიდან ხელოვნური ინტელექტის
📍გორი, ბესიკის #2 პროფ კოლეჯი განთიადი
🗓️23/02/2026
⏰15:00

15/02/2026

კიდევ ერთი კლიპი განჯაფას კლუბისგან

ამჯერად წარმოგიდგენთ გალაკტიონის, ვანგოგის და ჰიპ-ჰოპის სინთეზს. შედეგი თავად შეაფასეთ! 🙌

#მუსიკალურიპოეზია #განჯაფასკლუბი #პოეზიადამუსიკა #გალაკტიონი #აღმოაჩინექართული #უსმინექართულად #შეიყვარეპოეზია

07/02/2026

გთავაზობთ "ლიტერატურული ვოიაჟების" II სერიას!

ამ ეტაპზე, ვესტუმრებით უკრაინას და გავეცნობით ნიკოლაი გოგოლის შემოქმედებას!

#განჯაფასკლუბი #ლიტერატრულივოიაჟები #გურამგეგეშიძე #ქართულილიტერატურა #ლიტერატურა #წიგნები #იმოგზაურელიტერატურაში #გაეცანიმსოფლიოსმწერლებთანერთად #ლიტერატურისმოყვარულები #წაკითხვაგვაერთიანებს #სიტყვებისმოგზაურობა

28/01/2026

კიდევ ერთი კლიპი ჩვენგან! 🙌

ამჯერად წარმოგიდგენთ მირზა გელოვანის ლექსს - "დედამიწა შეიმოსა თეთრი სამოსელით..." ❄️❄️🌨️🗻

თქვენი აზრით რა სიმღერა იქნება შემდეგი?🧐

#მუსიკალურიპოეზია #განჯაფასკლუბი #პოეზიადამუსიკა #მირზაგელოვანი #აღმოაჩინექართული #უსმინექართულად #შეიყვარეპოეზია

23/01/2026

🎧 გორ-cast-ის მეორე ეპიზოდი უკვე ხელმისაწვდომია!

ამჯერად ვსაუბრობთ IT სფეროზე — რა შესაძლებლობებია განათლებაში, რამდენად რეალურია დასაქმება და როგორია ხელფასების პერსპექტივები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

მოუსმინე და გაგვიზიარე შენი აზრი კომენტარებში 👇

დისქლეიმერი: „გორ-Cast“ არის საგანმანათლებლო/საინფორმაციო პოდკასტი. თითოეული ეპიზოდი ეყრდნობა ღია რესურსებსა და ოფიციალურ დოკუმენტებს. კონტენტის მომზადებაში გამოყენებულია NotebookLM, რის გამოც შესაძლებელია შეცდომების ან ინტერპრეტაციის უზუსტობების გაპარვა. ავტორები პასუხისმგებლობას არ იღებენ ეპიზოდში მოცემული ინფორმაციიდან გამოტანილ დასკვნებზე. უფრო ობიექტური აზრის ჩამოსაყალიბებლად გთხოვთ გაეცნოთ პოდკასტის შესაქმნელად გამოყენებულ წყაროებს:
https://www.doit.gov.ge/about-us
https://ict.gov.ge/about/
https://computing.tsu.ge/en/programsIn/8?utm_source=chatgpt.com
https://computing.tsu.ge/en/programsIn/8?utm_source=chatgpt.com
https://www.cu.edu.ge/en/schoolss/cst/programs-cst/bachelor-cst/informatics-bachelor?utm_source=chatgpt.com
https://iliauni.edu.ge/en/iliauni/AcademicDepartments/bte/programebi-276/schooloftechnology3/bachelorsprograms/kompiuteruli-mecnierebis-sabakalavro-programa?utm_source=chatgpt.com
https://campus.epam.com/en/about
https://eu4georgia.eu/empowering-georgian-youth-through-educational-opportunities/
https://ict.gov.ge/free-internet-spots/
https://btuai.ge/en/it-sector-boom-in-georgia-employment-and-salaries-reach-record-levels/
https://www.kiu.edu.ge/eng/program/detailed/148/Computer-Science%2C-BSc?utm_source=chatgpt.com
https://ge.itstep.org/about-academy
https://businessinsider.ge/Bussines/qartul-it-kompaniebshi-dasaqmebulta-sashualo-khelfasi-dghes-8000-laria-vako-turnava-25235
https://freeuni.edu.ge/en/educational-programs/bachelor/school-of-mathematics-computer-science-and-engineering/computer-science-and-mathematics-program/?utm_source=chatgpt.com&program=program
https://unijobs.ge/the-most-in-demand-professions-tech-industry/

#დასაქმება #კარიერულიგანვითარება #ხელფასები #ტექნოლოგიები #ციფრულიუნარები #პოდკასტი #ახალგაზრდებისთვის

23/01/2026

გვიხარია გაგაცნოთ „ლიტერატურული ვოიაჟები“ განჯაფას კლუბის კიდევ ერთი პროექტი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ მწერლებს და მათ შემოქმედებას ვეცნობით: მათი ეპოქა, იდეები, სტილი და ის, როგორ ცოცხლობენ მათი ტექსტები დღესაც.

ყოველი ეპიზოდი არის მოგზაურობა სიტყვებით — ერთი ავტორი, ერთი ლიტერატურული სამყარო, რომელიც შეიძლება ახალ აღმოჩენად იქცეს თქვენთვის.
და რაც მთავარია, ეპიზოდის ბოლოს ვეშვებით მწერლის სამყაროში — მისი რომელიმე ნაწარმოების მოკლე ამონარიდის, რაც იქნება ჩვენი „ფანჯარა“ რომლის მის შემოქმედებას დავინახავთ.

მოგზაურობას რა თქმა უნდა საქართველოდან ვიწყებთ 🇬🇪
🎬 პირველი სერია ეძღვნება გურამ გეგეშიძეს — ფსიქოლოგიური ნაწარმოებების ერთ-ერთი გამორჩეული მწერალს, რომელიც სამწუხაროდ ნაკლებად ცნობილი ჩვენი საზოგადოებისათვის.

▶️ უყურეთ პირველ სერიას აქვე (პოსტში) და კომენტარების სახით გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება! 🙌

#განჯაფასკლუბი #ლიტერატრულივოიაჟები #გურამგეგეშიძე #ქართულილიტერატურა #ლიტერატურა #წიგნები #იმოგზაურელიტერატურაში #გაეცანიმსოფლიოსმწერლებთანერთად #ლიტერატურისმოყვარულები #წაკითხვაგვაერთიანებს #სიტყვებისმოგზაურობა

20/01/2026

განჯაფას კლუბი გიზიარებთ კიდევ ერთ საინტერესო პროექტს!

ესაა პოდკასტების სერია სახელად "გორ-cast"-ი სადაც თქვენთვის საინტერესო თემებზე იმსჯელებენ ჩვენი წამყვანები: ჟუჟუნა და გივი. 🤓
გთავაზობთ პოდკასტის პირველ ეპიზოდს. თუ აღნიშნული ფორმატი მოგეწონებათ მომავალშიც გაგიზიარებთ პოდკასტებს სხვადასხვა თემებზე 😉
დისქლეიმერი: „გორ-Cast“ არის საგანმანათლებლო/საინფორმაციო პოდკასტი. თითოეული ეპიზოდი ეყრდნობა ღია რესურსებსა და ოფიციალურ დოკუმენტებს. კონტენტის მომზადებაში გამოყენებულია NotebookLM, რის გამოც შესაძლებელია შეცდომების ან ინტერპრეტაციის უზუსტობების გაპარვა. ავტორები პასუხისმგებლობას არ იღებენ ეპიზოდში მოცემული ინფორმაციიდან გამოტანილ დასკვნებზე. უფრო ობიექტური აზრის ჩამოსაყალიბებლად გთხოვთ გაეცნოთ პოდკასტის შესაქმნელად გამოყენებულ წყაროებს:
https://eqe.ge/…/%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83…
https://www.tbccapital.ge/…/30006123-higher-education-in…
https://www.eqe.ge/ka/page/parent/1121/umaghlesi-ganatleba…
https://mes.gov.ge/…/umaglesi-ganatlebis-sistemis-reformis…

16/01/2026

🎶 როცა პოეზია და მუსიკა ერთიანდება... ახალი პროექტი „განჯაფას კლუბისგან“!
მოგესალმებით მეგობრებო! 👋
დღეს ჩვენი კლუბი ახალ პროექტს იწყებს და გვინდა, პირველებმა სწორედ თქვენ გაგიზიაროთ. წარმოგიდგენთ პროექტს „მუსიკალური პოეზია“ — სივრცეს, სადაც ქართველი პოეტების უკვდავი სტრიქონები სრულიად განსხვავებული ჟანრის მუსიკასა და ვიზუალურ ხელოვნებას ერწყმის. 🎼📖
ჩვენი მიზანია, ქართული პოეზია ვაქციოთ თანამედროვე მულტიმედიურ სანახაობად, შევუქმნათ მას ახალი ჟღერადობა და კიდევ უფრო შევაყვაროთ ის საზოგადოებას. გვჯერა, რომ ქართული კულტურა ამოუწურავი ინსპირაციის წყაროა და მომავალში მრავალი უნიკალური ნამუშევრის საშუალებას მოგვცემს!
📹 ჩვენი პროექტის პრემიერას ვიწყებთ ლეგენდარული გოდერძი ჩოხელის სევდიანი და ამაღელვებელი ლექსით — „მოვა თოვლი და...“.
ვიდეოს მომზადებისას ჩვენ ვეცადეთ გამღერებულ სტრიქონებისა და ვიზუალური თხრობის საშუალებით გადმოგვეცა ის შეგრძნებები, ზამთრის სუსხი და ადამიანური სითბო, რომელიც ჩვენ გვეუფლებოდა გოდერძი ჩოხელის ამ ლექსის კითხვისას ❄️❤️
ეს მხოლოდ დასაწყისია! მომავალში კიდევ არაერთ საინტერესო, ორიგინალური სტილით შექმნილ მუსიკალურ კლიპს შემოგთავაზებთ!
გააზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში! 👇 #მუსიკალურიპოეზია #განჯაფასკლუბი #პოეზიადამუსიკა #გოდერძიჩოხელი #აღმოაჩინექართული #უსმინექართულად #შეიყვარეპოეზია

🎥 ევროპა ჩემს ობიექტივში, ანუ სად მივყავართ ბავშვობის ოცნებებს! 📸👉გეპატიჟებით შთამაგონებელ შეხვედრაზე ანა ბარჯაძესთან. გ...
12/04/2025

🎥 ევროპა ჩემს ობიექტივში, ანუ სად მივყავართ ბავშვობის ოცნებებს! 📸

👉გეპატიჟებით შთამაგონებელ შეხვედრაზე ანა ბარჯაძესთან. გოგონასთან, რომელმაც ბავშვობის ჰობი პროფესიად აქცია და სკოლის ასაკშივე ევროპა მოიარა. დღეს ის დოკუმენტური ფილმების რეჟისურას ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული პროგრამით სწავლობს და მზად არის, გაგიზიაროს გამოცდილება:
▶️როგორ გადაიქცევა პატარა ოცნება დიდ გზად?
▶️როგორ შეგიძლია გამოიყენო შენს გარშემო არსებული შესაძლებლობები?
▶️როგორ იპოვო შენი თავი შემოქმედებით სფეროში?

📅 როდის? - 14 აპრილი
⏳ დრო: - 20:00 სთ

ღონისძიება ჩატარდება ონლაინ, Meet-ის პლატფორმაზე. მასზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ქვემოთ მოცემულ ბმულზე👇
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScN5QEp9WtYkxJ9N4poL593fHy1OhBkuY-6izyfFf1zVHlfnQ/viewform?usp=pp_url

#ახალგაზრდებისთვის #განათლება #სადმივყავართოცნებებს #ანაბარჯაძე

➡️2025 წლის 5 აპრილს გაიმართა ონლაინ შეხვედრა თემაზე „თბილისიდან ტარტუში – გზა წარმატებისკენ“. რომელმაც ძალიან საინტერეს...
06/04/2025

➡️2025 წლის 5 აპრილს გაიმართა ონლაინ შეხვედრა თემაზე „თბილისიდან ტარტუში – გზა წარმატებისკენ“. რომელმაც ძალიან საინტერესოდ და სასარგებლოდ ჩაიარა თიოთოეული მონაწილისათვის.
🔶 მოწვეული სპიკერი, დავით შავდათუაშვილი, გულწრფელად გვესაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე — როგორ მიიღო გადაწყვეტილება ტარტუში სწავლის შესახებ, რა სირთულეები გადალახა და რა პრაქტიკული რჩევები აქვს მათთვის, ვინც მსგავს გზაზე დგას.

მადლობას ვუხდით დავითს შთამბეჭდავი და ღიად გაზიარებული გამოცდილებისთვის, ხოლო მონაწილეებს – აქტიური ჩართულობისა და შეკითხვებისთვის. 🙏

განჯაფას კლუბი მომავალშიც შემოგთავაზებთ მსგავს აქტოვობებს. 🙌

როგორ ფიქრობთ ამჯერად ვინ იქნება ჩვენი სპიკერი? 👀

#განჯაფასკლუბი #ონლაინშეხვედრაახალგაზრდებთან #გააზიარეგამოცდილება

🌍 თბილისიდან ტარტუში – გზა წარმატებისკენ 🚀გიფიქრია, როგორია საერთაშორისო აღიარებულ უნივერსიტეტში სწავლა? რა გამოწვევებს ...
02/04/2025

🌍 თბილისიდან ტარტუში – გზა წარმატებისკენ 🚀
გიფიქრია, როგორია საერთაშორისო აღიარებულ უნივერსიტეტში სწავლა? რა გამოწვევებს აწყდები და როგორია ის გზა, რომელიც წარმატებამდე მიგიყვანს? 🤔
გეპატიჟებით განსაკუთრებულ შეხვედრაზე, სადაც ჩვენი მიწვეული სპიკერი – დავით შავდათუაშვილი ახალგაზრდა, რომელმაც თბილისიდან ტარტუს ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტამდე გზა გაიკვალა – გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას, რჩევებს და იმ დაბრკოლებებს, რაც გადალახა მიზნის მისაღწევად. 🎯
📅 როდის? 5 აპრილი
⏳ დრო: 20:00 სთ
ღონისძიება ჩატარდება ონლაინ, Meet-ის პლატფორმაზე. მასზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ქვემოთ მოცემულ ბმულზე👇
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScN5QEp9WtYkxJ9N4poL593fHy1OhBkuY-6izyfFf1zVHlfnQ/viewform?usp=pp_url

თუ შენც გაინტერესებს სწავლა საზღვარგარეთ, თვითგანვითარება და ახალი შესაძლებლობების პოვნა, ეს შეხვედრა შენთვისაა! მოდი, მოუსმინე, დასვი კითხვები და მიიღე ინსპირაცია შენი წარმატების გზაზე! 💡🔥
#ახალგაზრდებისთვის #განათლება #თბილისიდანტარტუმდე 🚀

Address

Arsen Marabdeli Street #24
Gori
1400

Telephone

+995598656584

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when განჯაფას კლუბი • Ganjafa Club posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to განჯაფას კლუბი • Ganjafa Club:

Share