Eco Club Chiatura - ჭიათურის ეკოლოგიური კლუბი

  • Home
  • Georgia
  • Chiat'ura
  • Eco Club Chiatura - ჭიათურის ეკოლოგიური კლუბი

Eco Club Chiatura - ჭიათურის ეკოლოგიური კლუბი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Eco Club Chiatura - ჭიათურის ეკოლოგიური კლუბი, Non-Governmental Organization (NGO), წერეთლის 1, Chiat'ura.

13/09/2025

"ჭიათურელთა ხმა ქალაქის კლდეებს რომ გასცდა, ეს, მათ შორის, ამ აქტივიზმის დამსახურებაცაა"

ჭიათურა - ერთადერთი ქალაქი საქართველოში, რომელიც ახლა მოქცეულია ბლოკადაში!სხვა რა შეიძლება, ეწოდოს არსებულ მდგომარეობას?...
12/04/2025

ჭიათურა - ერთადერთი ქალაქი საქართველოში, რომელიც ახლა მოქცეულია ბლოკადაში!

სხვა რა შეიძლება, ეწოდოს არსებულ მდგომარეობას?!

ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული!

მოსახლეობას თითქმის აღარ გააჩნია სარჩო-საბადებელი!

ე.წ. მამართველ ძალას - "ქართულ ოცნებას" ხელი აქვს დაბანილი, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე და ჭიათურის კრიზისი მათი მხრიდან ლამის მასონებს ბრალდება.

აქციის ორგანიზატორები კი შველას ითხოვენ საკუთარი მოქალაქეების მწამებელი მათთვის "ხელისუფლებისგან!", წარმოიდგინეთ შველას ითხოვენ მათგან, ვინც მოქალაქეები აწამა და ვინც ჭიათურას ისე გაუხადა საქმე, ქალაქი ბლოკადაში მოექცა.

რთულია, რამით გაამხნევო მართლა მშიერი ადამიანი და მითუმეტეს, თხოვო, კარგად დაფიქრდეს მისი შიმშილის მიზეზებზე. მაგრამ მართლა მშრომელო და მართლა ალალო, გულრწფელო მაღაროელებო, ჭიათურელებო, თქვენ ახლა გჯერათ, რომ აქციის ახლანდელი ორგანიზატორები თქვენი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ?! მართლა გჯერათ, რომ "ოცნებას" თქვენი ბედი ანაღვლებს და რომ თქვენ თხოვნას გაითვალისწინებს ძალა, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს სახეში წიხლები ურტყა და პირში აფურთხა?!

თუ არ გინახავთ, ან არ გახსოვთ, რის მაქნისია ივანიშვილი ბიძინა (მეზობელი, რომელიც ლამის აყვავებას გვპირდებოდა, რეალურად კი ჭიათურა "უკანა ეზოდ" აქცია) და "ქართული ოცნება" ამ ფილმში ნახეთ 37:50 წუთიდან (თუ მთლიანად ნახავთ ხომ საერთოდ კარგი).

ასე რომ, ურჩხულისთვის დახმარების თხოვნა რა შედეგს გამოიღებს, ამის შეფასება კი ახლა ნამდვილად თქვენთვის მოგვინდია!

არავისთან სათხოვარი არა გვაქვს, მოსათხოვი კი იცოცხლეთ, რამდენიც გინდათ! ხოლო ვინც იმას გეუბნებათ, რომ "მაინც მთავრობა თუ გვიშველის", როგორც უკვე გვიშველა, ამ მაგალითზე იქნებ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, ჩვენთვის და ჩვენი ქალაქისთვის!..

ჭიათურის ახალგაზრდული ცენტრის და ,,მომავლის ჭიათურის" წევრებმა ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლე...
13/06/2024

ჭიათურის ახალგაზრდული ცენტრის და ,,მომავლის ჭიათურის" წევრებმა ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს უმასპინძლეს ❤️

სოფელ ზოდის მოსახლეობამ შპს "ჯორჯიან მანგანეზის" კუთვნილი ტექნიკა ქაშაკაშვილების უბნიდან გააძევა.ადგილობრივები კიდევ ერთ...
09/08/2023

სოფელ ზოდის მოსახლეობამ შპს "ჯორჯიან მანგანეზის" კუთვნილი ტექნიკა ქაშაკაშვილების უბნიდან გააძევა.

ადგილობრივები კიდევ ერთხელ მიმართავენ ხელისუფლებას და მის სპეციალურ მმართველს "ჯორჯიან მანგანეზში", რომ გაუქმდეს სოფელ ზოდში გაცემული ყველა კონტური!

22/07/2023
საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურა“ გიწვევთ საჯარო პანელურ დისკუსიაზე, სადაც განსახილველი საკითხი იქნება: ჭიათურე...
17/07/2023

საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურა“ გიწვევთ საჯარო პანელურ დისკუსიაზე, სადაც განსახილველი საკითხი იქნება: ჭიათურელი მაღაროელების საგაფიცვო მოთხოვნები და მათი შესრულების მონიტორინგის მექანიზმები.

შეხვედრა გაიმართება პარასკევს, 21 ივლისს, 12:00 საათზე, თბილისში, ლადო ასათიანის # 62-ში, frontline club Georgia-ს სივრცეში.

დისკუსიაზე მოწვეული არიან ჭიათურელი მაღაროელები, ჭიათურის ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფები, უფლებადამცველები, გარემოსდამცველები და მედიის წარმომადგენლები.

პანელური დისკუსია არის საჯარო და მისი მიზანია, რომ მონაწილეებმა წარადგინონ მათი შეფასება მაღაროელების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით და განსაზღვრონ ამ მოთხოვნების შესრულების პროცესის სამოქალაქო კონტროლის და მონიტორინგის მექანიზმები.

საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურა“ გიწვევთ საჯარო პანელურ დისკუსიაზე, სადაც განსახილველი საკითხი იქნება: ჭიათურელი მაღაროელების საგაფიცვო მოთხოვნები და მათი შესრულების მონიტორინგის მექანიზმები.

შეხვედრა გაიმართება პარასკევს, 21 ივლისს, 12:00 საათზე, თბილისში, ლადო ასათიანის # 62-ში, frontline club Georgia-ს სივრცეში.

დისკუსიაზე მოწვეული არიან ჭიათურელი მაღაროელები, ჭიათურის ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფები, უფლებადამცველები, გარემოსდამცველები და მედიის წარმომადგენლები.

პანელური დისკუსია არის საჯარო და მისი მიზანია, რომ მონაწილეებმა წარადგინონ მათი შეფასება მაღაროელების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით და განსაზღვრონ ამ მოთხოვნების შესრულების პროცესის სამოქალაქო კონტროლის და მონიტორინგის მექანიზმები.

დისკუსიაში მაღაროელების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ:

ნოდარ ჩაჩანიძე - საზოგადოებრივი მოძრაობა "მომავლის ჭიათურა";
გიორგი ხახიშვილი - "ჭიათურის ეკოლოგიური კლუბი";
სალომე შუბლაძე - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი";
გიგა ბექაური - დამოუკიდებელი პროფკავშირი "გილდია";

დისკუსიის მონაწილეებს შესაძლოა დაემატოს კიდევ რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი და ამის შესახებ უახლოეს დღეებში გაცნობებთ.

საზოგადოებრივი მოძრაობა ”მომავლის ჭიათურა” 2022 წლის აგვისტოდან, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "ახალი ნაბიჯები ჭიათურის უკეთესი მომავლისთვის".

USAID/Georgia
USAID Civil Society Engagement Program

30/06/2023

ნოდარ ჩაჩანიძის საავტორო გადაცემის 25-ე ეპიზოდი ❤️🙌
რეგიონის ხმა რუსთაველის გამზირიდან გიამბობთ ჭიათურელი მაღაროელების პროტესტზე.

ეს ეპიზოდი ეთერში გავიდა 24 ივნისს, ზუსტად იმ დღეს, როდესაც მაღაროელებმა შეთანხმებას მიაღწიეს და პროტესტი შეწყვიტეს.

"რეგიონის ხმის" ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდი რუსთაველის გამზირიდან - ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი.გამოიწერეთ იუთუბ არხი...
25/06/2023

"რეგიონის ხმის" ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდი რუსთაველის გამზირიდან - ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი.

გამოიწერეთ იუთუბ არხი 👇
https://youtube.com/

რეგიონული ქსელი და ტელეკომპანია ფორმულა წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ გადაცემას - "რეგიონის ხმა". ყოველ შაბათს, 18 - 45 ს....

23/06/2023

"მთავრობა და "ჯორჯიან მანგანეზი" ყოველთვის ერთმანეთთან იყვნენ გადაჯაჭვული... თუ კარგად არ გავიაზრებთ იმ ფაქტს, რომ 2017 წლიდან უკვე იურიდიულადაც "ჯორჯიან მანგანეზს" სამთავრობო ჯგუფები მართავენ და მხარეებს პასუხისმგებლობას სწორად არ დავაკისრებთ, ძალიან რთული იქნება ჭიათურისთვის და მაღაროელებისთვის რეალური შედეგის მიღწევა! სამთავრობო ვითომ-ბიზნესს არ უნდა მივცეთ უფლება რომ მაღაროელების პროტეტსი სათავისოდ გამოიყენოს და არ უნდა დავუშვათ რომ ჭიათურის ეს პროტესტიც ისევე დასრულდეს, როგორც წინა შემთხვევებში.

4-5 წლის წინ ვწერდი და ვსაუბრობდი ამ ყველაფერზე, თუ რა მოჰყვებოდა კომპანიაში სახელმწიფოს სპეციალური მმართველის დანიშვნას, "ჯორჯიან მანგანეზის" მცირე შპს-ებად დაშლას, სუსის კონტროლის გაძლიერებას და სახელმწიფოს ზედამხედველობის და მონიტორინგის სისტემის საბოლოო მოშლას ჭიათურის მუნიციპალიტეტში...

"რეგიონის ხმის" ეს ეპიზოდი კი ერთი თვის წინაა გადაღებული ზესტაფონში!"
https://www.youtube.com/watch?v=gMDOsLLTovU

🟪 ნოდარ ჩაჩანიძე

რაც შეეხება მაღაროების სამართავად მაღაროელებისთვის გადაცემას...ასეთ სიტუაციაში, კომპანიის მართვა მაღაროელებს არავინ უნდა...
23/06/2023

რაც შეეხება მაღაროების სამართავად მაღაროელებისთვის გადაცემას...

ასეთ სიტუაციაში, კომპანიის მართვა მაღაროელებს არავინ უნდა დაავალოს. მაღაროელებს შესაძლოა მიეცეთ კონკრეტული პროცენტული წილები კომპანიაში, ან მიეცეთ უფლება შეარჩიონ კადრები კომპანიის მენეჯმენტის გარკვეული რგოლებისთვის.. ახლო მომავალში მსგავს ბიზნეს-სამართლებრივ მოდელებზე მუშაობა რა თქმა უნდა შესაძლებელია! თუმცა ახლა გვაქვს აბსოლუტურად სხვა სიტუაცია!

პირველ რიგში, შესაბამისი მხარეების მხრიდან, ოფიციალურად უნდა დაკმაყოფილდეს მაღაროელების 14 მოთხოვნა! ეს არის ახლა ყველაზე მთავარი! და მაღაროელების პასუხს უნდა დაველოდოთ კომპანიის ყველა შეთავაზებაზე...

მოკლევადიან პერსპექტივაში, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს მაღაროელების ყველა მოთხოვნა, უნდა მოხდეს მხარეებს შორის შეთანხმება და დასრულდეს მაღაროელების და მათი მშობლების შიმშილობა! საშუალოვადიანი და გრძელვადიანი გეგმა როგორი უნდა იყოს, ამაზე უახლოეს მომავალში აუცილებლად გაგაცნობთ საზოგადოებრივი მოძრაობა "მომავლის ჭიათურას" ხედვას!

მაქსიმალური სოლიდარობა მაღაროელებს ყველა მოთხოვნაში! ✊
ჭიათურელებო, დღეს საღამოს ჭიათურაში მერიის შენობასთან და თბილისში პარლამენტის წინ ❤️ 🙌

Address

წერეთლის 1
Chiat'ura

Opening Hours

Monday 11:00 - 17:00
Tuesday 11:00 - 17:00
Wednesday 11:00 - 17:00
Thursday 11:00 - 17:00
Friday 11:00 - 17:00

Telephone

+995598271787

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Eco Club Chiatura - ჭიათურის ეკოლოგიური კლუბი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share