20/05/2026
💡კაზრეთის ახალგაზრდულ სათემოში გაიმართა საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრა
შეხვედრას უძღვებოდნენ დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის გოგონათა ტექნოლოგიური კლუბის წევრები — სოფიო მამულაშვილი და მარიამ ფეიქრიშვილი.
მთავარი თემა იყო ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტები და მათი პრაქტიკული გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. მონაწილეებმა გაიცნეს სხვადასხვა
პლატფორმა, მათი შესაძლებლობები და უსაფრთხო გამოყენების ძირითადი წესები
📑 შეხვედრის ფარგლებში გავრცელდა საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც მიღებული ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება მონაწილეებს
🧩 განსაკუთრებით საინტერესო იყო კლუბის წევრების მიერ შექმნილი საგანმანათლებლო სამაგიდო თამაშის წარდგენა, რომლის მიზანია ინტერნეტში უსაფრთხო ქცევის სწავლება და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენების ხელშეწყობა
მადლობა პროექტის ხელმძღვანელს, მარიამ ბერიას, მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.
#კაზრეთისახალგაზრდულისათემო❤️✊️