IFSMA member association in Georgia

IFSMA member association in Georgia Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from IFSMA member association in Georgia, Community Organization, Batumi.

ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარება საზღვაო უსაფრთხოების სერიოზულ კრიზისად გადაიქცა, რაც გავლენას ახდენს როგორც სამოქალაქ...
18/03/2026

ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარება საზღვაო უსაფრთხოების სერიოზულ კრიზისად გადაიქცა, რაც გავლენას ახდენს როგორც სამოქალაქო პირებზე, ასევე კომერციულ გადაზიდვებზე.
სავაჭრო გემებზე თავდასხმებმა, ეკიპაჟებს შორის დანაკარგებმა და რეგიონის საომარი ოპერაციების ზონად გამოცხადებამ საზღვაო ინდუსტრიაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.

განხილვა: STCW კოდის და მისგან გამომდინარე ფაქტორებით გამოწვეული გადაღლილობა.
10/03/2026

განხილვა: STCW კოდის და მისგან გამომდინარე ფაქტორებით გამოწვეული გადაღლილობა.

Revison of STCW and Fatigue

ILO-მ და IMO-მ აღნიშნეს 2006 წლის საზღვაო შრომის კონვენციის 20 წელი. ეს ეტაპი ხაზს უსვამს მიღწეულ პროგრესს, მიმდინარე გა...
05/03/2026

ILO-მ და IMO-მ აღნიშნეს 2006 წლის საზღვაო შრომის კონვენციის 20 წელი. ეს ეტაპი ხაზს უსვამს მიღწეულ პროგრესს, მიმდინარე გამოწვევებს და მეზღვაურთა უფლებებისა და სამართლიანი გლობალური გადაზიდვებისადმი მუდმივ ერთგულებას.

23 თებერვალს, ILO-მ და IMO-მ აღნიშნეს MLC-ის 2006 წლის მიღებიდან 20 წელი.
05/03/2026

23 თებერვალს, ILO-მ და IMO-მ აღნიშნეს MLC-ის 2006 წლის მიღებიდან 20 წელი.

On 23 February, the ILO and the IMO marked 20 years since the adoption of the MLC, 2006.

ჩრდილოვანი ფლოტის სამწუხარო შედეგი!
23/02/2026

ჩრდილოვანი ფლოტის სამწუხარო შედეგი!

ITF აცხადებს, რომ „ჩრდილოვანი ფლოტები“ შესაძლოა ხელს უწყობდნენ გემების მიტოვების მკვეთრ ზრდას მთელ მსოფლიოში. ეს გემები ...
20/02/2026

ITF აცხადებს, რომ „ჩრდილოვანი ფლოტები“ შესაძლოა ხელს უწყობდნენ გემების მიტოვების მკვეთრ ზრდას მთელ მსოფლიოში. ეს გემები ხშირად შეზღუდული ზედამხედველობის ქვეშ მოქმედებენ, რაც ეკიპაჟებისთვის სერიოზულ რისკებს ქმნის. აქ მოცემულია მოხსენებული ძირითადი პუნქტები. თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით?

როგორც მოგეხსენებათ IMO-ში მიმდინარეობს განხილვა განაწესზე მყოფი თანაშემწეებისათვის (Officer of the watch) საზღვაო გამოც...
18/02/2026

როგორც მოგეხსენებათ IMO-ში მიმდინარეობს განხილვა განაწესზე მყოფი თანაშემწეებისათვის (Officer of the watch) საზღვაო გამოცდილების დროის შემცირების შესახებ. ეს ასევე ეხება სიმლაციურ ტრენინგსაც. რა არის თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით? ეთანხმებით თუ არა გამოცდილების დაყვანას 12 დან 9 თვემდე?
Levan Smirba Marine Suppliers Ed Go Giorgi Beridze Levan Tarieladze Alex Kiltava Aleksi Ananidze Tengo Kokobinadze ქართველი მეზღვაურები (georgian crew) მეზღვაურები მეზღვაურები/sailors ♥ ♥ ქართველი მეზღვაურები Georgian sailors / ქართველი მეზღვაურები Aslan Khavloshvili Enver Dolidze Ilia Beridze Tengo Tng Avtandil Nizharadze Levan Mjavia @

Should Simulator Training replace part of the Nav OOW seatime requirement?

ბოლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ნავთობტანკერებისა და სხვა კომერციული გემების მფლობელების მიერ მიტოვების შე...
16/02/2026

ბოლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ნავთობტანკერებისა და სხვა კომერციული გემების მფლობელების მიერ მიტოვების შემთხვევები. გემბანის უფროსმა ოფიცერმა, (ნამდვილი სახელი არ არის ცნობილი), აღწერა, თუ როგორ ჩარჩენილა მიტოვებული ნავთობტანკერი ჩინეთის ტერიტორიულ წყლებს გარეთ, ხორცის, მარცვლეულისა და თევზის დეფიციტის წინაშე რის გამოც ეკიპაჟი დარჩა საკვების გარეშე. გემს გადააქვს თითქმის 750,000 ბარელი რუსული ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი დოლარია. საერთაშორისო ტრანსპორტის მუშაკთა ფედერაციამ (ITF) დეკემბერში განაცხადა, რომ გემი მიტოვებული იყო მას შემდეგ, რაც ეკიპაჟმა განაცხადა, რომ მათ თვეების განმავლობაში არ აუღიათ ანაზღაურება. ITF ჩაერია დეკემბრამდე ხელფასების უზრუნველსაყოფად და უზრუნველყო საკვების, სასმელი წყლის და სხვა აუცილებელი ნივთების მიწოდება, თუმცა ეკიპაჟის უმეტესობა საერთაშორისო წყლებში რჩება. ITF იუწყება, რომ მიტოვებული გემების რაოდენობა 2016 წელს 20 გემიდან 2025 წელს 410-მდე გაიზარდა, რაც 6,223 მეზღვაურზე აისახა, მიტოვებული გემების 82% კი გემთმფლობელთათვის 'ხელსაყრელი' დროშით დაცურავს. ITF-ის თქმით, ამ მაჩვენებლის ზრდას შესაძლოა „ჩრდილოვანი ფლოტების“ მზარდი გავრცელება უწყობდეს ხელს, რადგან ეს გემები ხშირად აღწერილია, როგორც დაბერებული, გაურკვეველი მფლობელობის მქონე, საზღვაო თვალსაზრისით არავარგისი, სავარაუდოდ დაუზღვეველი და ექსპლუატაციის თვალსაზრისით სახიფათო.

შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით.

Over the past year, there has been a major rise in oil tankers and other commercial ships being abandoned by their owners. A senior deck officer, “Ivan” (not his real name), described being stranded on an abandoned oil tanker outside China’s territorial waters, facing shortages of meat, grain, and fish, and said the crew was hungry and angry. The vessel is carrying nearly 750,000 barrels of Russian crude oil valued at around $50m, and was reported abandoned in December by the International Transport Workers’ Federation (ITF) after crew said they had not been paid for months. The ITF intervened to secure wages up to December and arranged delivery of food, drinking water, and other essentials, though most crew remain onboard in international waters. The ITF reports abandonment has risen from 20 ships in 2016 to 410 in 2025, affecting 6,223 seafarers, with 82% of abandoned vessels sailing under flags of convenience. The ITF says the growing prevalence of “shadow fleets” may be contributing to the spike, with these vessels often described as ageing, of obscure ownership, unseaworthy, likely uninsured, and operationally hazardous.

გვერდი ემსახურება ქართველ კაპიტანთა ასოციაციას შემდგომში საერთაშორისო კაპიტანთა ფედერაციასთან აფილაციის მიზნით  (Interna...
08/02/2026

გვერდი ემსახურება ქართველ კაპიტანთა ასოციაციას შემდგომში საერთაშორისო კაპიტანთა ფედერაციასთან აფილაციის მიზნით (International federation of shipmasters association) IFSMA

IFSMA რომელიც დაარსდა 1974 წელს დიდ ბრიტანეთში აერთიანებს კაპიტნებს მთელს მსოფლიოში, რათა გააძლიეროს საზღვაო უსაფრთხოება, უშიშროება, პროფესიონალიზმი და ლიდერობა ზღვაზე. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (IMO) მუშაობისას IFSMA ფლობს საკონსულტაციო სტატუსს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას, რაც საშუალებას იძლევა რომ წარმოჩდეს კაპიტნების შეხედულებები და მოსაზრებები/რეკომენდაციები. ასევე წარმოადგენს კაპიტნების პროფესიულ ინტერესებს მთელ მსოფლიოში.
მასში გაწევრიანებით, თქვენ მიიღებთ შემდეგ ბენეფიტებს:
• გლობალური წარმომადგენლობა: ეს საშუალებას იძლევა რომ წარმოჩნდეს თქვენი ინტერესები და რეკომენდაციები მსოფლიოს საზღვაო მარეგულირებლები ორგანოზს წინაშე.
• დაცვა: სხვადასხვა საზღვაო ინციდენტების დროს.
• გავლენის პოლიტიკა: როგორც წევრი, შეგიძლიათ აქტიური მონაწილეობა. წევრები ხშირად საჭიროებენ საგნობრივ ექსპერტებს და შეუძლიათ შეუერთდნენ IFSMA-ს დელეგაციას IMO-ს ძირითად კომიტეტებში, მათ შორის საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტში (MSC), საზღვაო გარემოს დაცვის კომიტეტში (MEPC) და იურიდიულ კომიტეტში.
• პროფესიული საზოგადოება: ორგანიზაციაში გაერთიანებულია 11,500-ზე მეტი კაპიტანი, 60-ზე მეტი ქვეყნიდან. გაუზიარეთ ცოდნა, განიხილეთ საუკეთესო პრაქტიკა და შექმენით უფრო ძლიერი პროფესიული საზოგადოება.
• ინფორმაციის ხელმისაწვდომობა: წევრებს ეძლევათ წვდომა IMO დოკუმენტების ვებსაიტზე კრიტიკული კვლევისთვის, ინფორმაციისთვის და ბოლო განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

სრული ინფორმაციისათვის მიმართეთ ასოციაციის ოფიცილურ ვებ გვერდს: https://ifsma.org/
IFSMA-ში წევრობა არის ფასიანი და შეადგენს სულ რაღაც 15 გირვანქა ფუნტ სტერლინგს წელიწადში. გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში თუ გაქვთ კითხვები გთხოვთ მიმართოთ ადგილობრივ წარმომადგენელს 599 190 777.

International Federation of Shipmasters’ Associations IFSMA unites Shipmasters around the world to strengthen safety, professionalism, and leadership at sea.

Address

Batumi
6010

Telephone

+995599190777

Alerts

Be the first to know and let us send you an email when IFSMA member association in Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to IFSMA member association in Georgia:

Share