Ayba აჭარის ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაცია

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • Ayba აჭარის ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაცია

Ayba აჭარის ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაცია ახალგაზრდა მეწარმეები

ტრენერთა ტრენინგი 🤝
04/05/2026

ტრენერთა ტრენინგი 🤝

შემდეგი ეტაპი სამეწარმეო საფუძვლების ტრენინგები! 🤝
04/05/2026

შემდეგი ეტაპი სამეწარმეო საფუძვლების ტრენინგები! 🤝

🙌🎉 RDYE პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა!

🤝 მადლობა თითოეულ თქვენგანს ინტერესისთვის, საინტერესო კითხვებისა და აქტიური ჩართულობისთვის! ✨

👥🏆 პროექტი გადადის შემდეგ ეტაპზე - სულ მალე დავიწყებთ სამეწარმეო საფუძვლების (Basic Entrepreneurship) ტრენინგებს.

✉️ ყველა წარმატებით დარეგისტრირებული მონაწილე უახლოეს პერიოდში მიიღებს დეტალურ ინფორმაციას ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

დაგველოდეთ! წინ საინტერესო დღეები გელით! 🚀

📲 კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: 595 951 236

---

🙌🎉 Registration for the RDYE Project is already closed!

🤝 Thank you all for your interest, thoughtful questions, and active engagement! ✨

👥🏆 The project is now moving to the next stage - we will soon begin Basic Entrepreneurship training sessions.

✉️ All successfully registered participants will receive detailed information via email in the coming days.

Exciting days are ahead! 🚀

📲 For questions, feel free to contact: 595 951 236

ძალიან კარგი შესაძლებლობა 🤝📍ქედა, ხულო 🙏🏻
15/04/2026

ძალიან კარგი შესაძლებლობა 🤝
📍ქედა, ხულო 🙏🏻

🌳🌲ტყის პროდუქტებისა და ეკოტურიზმის მხარდაჭერის პროგრამა

თუ გაქვთ ეკოტურისტული ბიზნესი ან საქმიანობთ ტყის მერქნული თუ არამერქნული პროდუქტების წარმოების სფეროში, შეგიძლიათ მიიღოთ ფინანსური მხარდაჭერა თქვენი ბიზნეს იდეის გასავითარებლად.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 აპრილი, 2026

სამიზნე მუნიციპალიტეტები: ხულო, ქედა, ჩოხატაური, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, მესტია, დუშეთი, საგარეჯო, გურჯაანი

🔗განაცხადის ფორმების სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://shorturl.at/P0TGL

სამიზნე მუნიციპალიტეტი ქედა/ხულო
01/04/2026

სამიზნე მუნიციპალიტეტი ქედა/ხულო

🌳🌲ტყის პროდუქტებისა და ეკოტურიზმის განვითარების პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

ასოციაცია ტყის პროდუქტი აცხადებს საპილოტე პროექტების თანადაფინანსების საკონკურსო პროგრამას ასოციაციის წევრებისთვის, ან ასოციაციაში გაწევრიანების მსურველი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც სამიზნე მუნიციპალიტეტებში (ხულო, ქედა, ჩოხატაური, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, მესტია, დუშეთი, საგარეჯო და გურჯაანი) აწარმოებენ ტყის მერქნულ ან არამერქნულ პროდუქტებს, ან ეწევიან მომსახურებას ეკოტურიზმის სფეროში.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 20 აპრილი, 18:00 საათი.

🔗დამატებითი ინფორმაციისათვის და განაცხადის ფორმების სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://shorturl.at/P0TGL

📍 აჭარის ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის პარტნიორობითა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, აჭარაში მცხოვრე...
31/03/2026

📍 აჭარის ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის პარტნიორობითა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

🎯 ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის შესახებ, ასევე გაიმართა ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის წარმატებული წევრების წარმატების ისტორიების პრეზენტაციები, სადაც ახალგაზრდებმა მოისმინეს რეალური გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები.

📊 შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო საგრანტო პროექტი — „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია დაფინანსების შესაძლებლობებისა და მონაწილეობის პირობების შესახებ.

🚀 აჭარის ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაცია აგრძელებს აქტიურ მუშაობას ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისა და მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.

📩 თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს — წინ კიდევ ბევრი შესაძლებლობაა 🙏🏻

საგრანტო კონკურსი – ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა 👇🏽👇🏽🤝
26/03/2026

საგრანტო კონკურსი – ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა 👇🏽👇🏽🤝

🔷 ახალი შესაძლებლობა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის!

🔷 ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს - „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“.

✅ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:

🔹 რეგიონში მოქმედ ახალგაზრდულ ორგანიზაციას;
🔹 საინიციატივო ჯგუფს, რომელიც აერთიანებს რეგიონში მცხოვრებ არანაკლებ ხუთ ახალგაზრდას.

🔷 კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 300 000 ლარს, ხოლო ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური დაფინანსება - 15 000 ლარს.

🗓️ საკონკურსო განაცხადები მიიღება 24 მარტიდან 13 აპრილის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected].

📑 კონკურსის მიზანია იმ იდეების ფინანსური რესურსით მხარდაჭერა, რომლებიც ემსახურება:

🔹 ახალგაზრდული სფეროსა და ახალგაზრდების განვითარებას;
🔹 არაფორმალური განათლების განვითარებას;
🔹 ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მათი ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობას;
🔹 ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას.

🌐 საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://youthagency.gov.ge/sagranto-konkursebi/akhalgazrduli-initsiativebi/

📍 24 მარტს ხულოს მუნიციპალიტეტში, აჭარის ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები...
24/03/2026

📍 24 მარტს ხულოს მუნიციპალიტეტში, აჭარის ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები პროექტზე — „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ 💡

👥 შეხვედრაში მონაწილეობდნენ აქტიური ახალგაზრდები და დამწყები მეწარმეები, რომლებიც საკუთარი ბიზნესიდეების განვითარებით არიან დაინტერესებულნი.

🚀 პროექტი 18-35 წლის ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ 30 000 ლარამდე დაფინანსება და საკუთარი იდეა რეალურ ბიზნესად აქციონ.

🤝 პროექტი ხორციელდება Mercy Corps-ის მიერ, ასოციაციასთან პარტნიორობით.

📌 არ გაუშვა ეს შანსი

დარეგისტრირდით აქ
https://shorturl.at/gBoMw

Rural Development through Youth Entrepreneurship - RDYE 2

თუ ხართ მეწარმე, გთხოვთ მიიღეთ კვლევაში მონაწილეობათქვენი პასუხები მნიშვნელოვანია👇
23/03/2026

თუ ხართ მეწარმე, გთხოვთ მიიღეთ კვლევაში მონაწილეობა

თქვენი პასუხები მნიშვნელოვანია👇

🤖გაინტერესებთ, როგორ შეიძლება AI-ის გამოყენება ბიზნესის ეფექტურობის გასაზრდელად და ხარჯების ოპტიმიზაციისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ბიზნესის ოპტიმიზაციის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზაა — თუმცა მისი ეფექტური დანერგვა იწყება თქვენი ბიზნესის საჭიროებების განსაზღვრით.

სწორედ ამიტომ სავაჭრო პალატა იწყებს ბიზნესის AI საჭიროებების მოკლე კვლევას 📝

💡 რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა? თქვენი პასუხები დაგვეხმარება:

✅ შევიმუშავოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული AI პროექტები და პროგრამები

✅ AI ინსტრუმენტების იდენტიფიცირებაში, რომლებიც თქვენს ბიზნესპროცესებს გაამარტივებს და ავტომატიზაციას შეუწყობს ხელს

✅ გაგიზიაროთ თანამედროვე პრაქტიკა ხარჯების შესამცირებლად და ეფექტურობის გასაზრდელად

⏱️ კითხვარის შევსებას მხოლოდ 2 წუთი სჭირდება.

🔗 შეავსეთ აქ: https://docs.google.com/forms/d/18OoNI5O6JbSvtgq6Mw7G9xU3cM4N50vCGJrCwqcKXTU/preview

⏳ კითხვარი აქტიურია 27 მარტამდე.

#ინოვაცია #ბიზნესისზრდა #მეწარმეობა 🤝

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან 🤝
17/03/2026

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან 🤝

17/03/2026

საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან 🤝
რეგისტრაციის ბმული: https://shorturl.at/gBoMw
Rural Development through Youth Entrepreneurship - RDYE 2

ხშირად დასმული კითხვები და პასუხები 👇🏽🤝
05/03/2026

ხშირად დასმული კითხვები და პასუხები 👇🏽🤝

➡️👏 RDYE პროექტზე ხშირად გვეკითხებით, ამიტომ, ყველა აქტუალური კითხვა ამ პოსტის ქვეშ გავაერთიანეთ.

დავიწყოთ⤵️

🟥 ᲠᲐ ᲢᲘᲞᲘᲡ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲔᲑᲘ ᲤᲘᲜᲐᲜᲡᲓᲔᲑᲐ?

ნებისმიერი მიმართულების ინიციატივა/ბიზნეს იდეა, რომელიც ხორციელდება ან რომლის განხორციელებაც დაგეგმილია სამიზნე მუნიციპალიტეტში, იქნება ეს სასოფლო-სამეურნეო, თუ არასასოფლო სამეურნეო სექტორი.

🟥 ᲣᲜᲓᲐ ᲕᲘᲧᲝ ᲗᲣ ᲐᲠᲐ ᲩᲐᲬᲔᲠᲘᲚᲘ ᲡᲐᲛᲘᲖᲜᲔ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲨᲘ?

პროექტისთვის ჩაწერას (იურიდიულ მისამართს) არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მთავარია ბიზნეს საქმიანობა ხორციელდებოდეს სამიზნე მუნიციპალიტეტში.

🟥 ᲥᲝᲜᲔᲑᲐ, ᲡᲐᲓᲐᲪ ᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲓᲔᲑᲐ ᲑᲘᲖᲜᲔᲡᲘ, ᲣᲜᲓᲐ ᲘᲧᲝᲡ ᲗᲣ ᲐᲠᲐ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲘᲡ ᲡᲐᲙᲣᲗᲠᲔᲑᲐᲨᲘ?

მნიშვნელოვანია ბიზნეს საქმიანობის მდგრადობა. ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუკი საქმიანობისათვის საჭიროა კონკრეტული ფართი/მიწა და ა.შ. და თქვენ ის არ გაქვთ საკუთრებაში, შესაძლებელია წარმოადგინოთ ქირავნობის, იჯარის, თხოვების ხელშეკრულება.

🟥 ᲣᲜᲓᲐ ᲕᲘᲧᲝ ᲗᲣ ᲐᲠᲐ ᲣᲙᲕᲔ ᲠᲔᲒᲘᲡᲢᲠᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲛᲔ ᲡᲐᲛᲔᲬᲐᲠᲛᲔᲝ ᲤᲝᲠᲛᲘᲗ, ᲠᲝᲛ ᲛᲘᲕᲘᲦᲝ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲨᲘ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲝᲑᲐ?

საწყის ეტაპზე არა, თუმცა, გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიიღოთ სამეწარმეო სტატუსი.

🟥 ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲞᲘᲠᲕᲔᲚ ᲤᲐᲖᲐᲨᲘ ᲕᲘᲦᲔᲑᲓᲘ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲝᲑᲐს, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲕᲔᲠ ᲒᲐᲕᲘᲛᲐᲠᲯᲕᲔ, ᲨᲔᲛᲘᲫᲚᲘᲐ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲝᲑᲐ ᲘᲡᲔᲕ ᲛᲘᲕᲘᲦᲝ?

დიახ, რა თქმა უნდა. შეზღუდულია მხოლოდ იმ ბიზნესების მონაწილეობა, რომლებმაც მიიღეს მხარდაჭერა პირველ ფაზაში.

🟥 ᲠᲐ ᲙᲠᲘᲢᲔᲠᲘᲣᲛᲔᲑᲘᲗ ᲤᲐᲡᲓᲔᲑᲐ ᲑᲘᲖᲜᲔᲡ ᲒᲔᲒᲛᲐ / ᲑᲘᲖᲜᲔᲡ ᲘᲓᲔᲐ?

კრიტერიუმების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით 2 დღიანი საბაზისო სამეწარმეო ტრენინგების დროს. მთავარი კრიტერიუმი ეხება ბიზნეს იდეის სიცოცხლისუნარიანობას, პერსპექტიულობასა და მდგრადობას.

🟥 ᲑᲘᲖᲜᲔᲡ ᲘᲓᲔᲘᲡ ᲛᲮᲝᲚᲝᲓ ᲒᲐᲠᲙᲕᲔᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲮᲐᲖᲘ ᲛᲐᲥᲕᲡ. ᲐᲠ ᲛᲐᲥᲕᲡ ᲡᲐᲛᲔᲬᲐᲠᲛᲔᲝ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲚᲔᲑᲐ, ᲨᲔᲛᲘᲫᲚᲘᲐ ᲒᲐᲕᲘᲐᲠᲝ ᲠᲔᲒᲘᲡᲢᲠᲐᲪᲘᲐ?

დიახ, სწორედ ამ მიზნით, ყველა დარეგისტრირებულს ჩაუტარდება ტრენინგები.

🟥 17 ᲬᲚᲘᲡ ᲕᲐᲠ ᲓᲐ ᲬᲚᲘᲡ ᲑᲝᲚᲝᲛᲓᲔ ᲕᲮᲓᲔᲑᲘ 18-ᲘᲡ, ᲨᲔᲛᲘᲫᲚᲘᲐ ᲠᲔᲒᲘᲡᲢᲠᲐᲪᲘᲐ ᲒᲐᲕᲘᲐᲠᲝ?

სამწუხაროდ, არა. რეგისტრაციის პროცესში აუცილებლად უნდა იყოთ 18 წლის.

🟥 ᲣᲙᲕᲔ 35 ᲬᲚᲘᲡ ᲕᲐᲠ, ᲛᲐᲚᲔ ᲕᲮᲓᲔᲑᲘ 36-ᲘᲡ, ᲨᲔᲛᲘᲫᲚᲘᲐ ᲓᲐᲕᲠᲔᲒᲘᲡᲢᲠᲘᲠᲓᲔ?

რეგისტრაციის პროცესში აუცილებლად უნდა იყოთ 35 წლის.

🟥 ᲡᲐᲓ ᲨᲔᲛᲘᲫᲚᲘᲐ ᲕᲜᲐᲮᲝ ᲑᲘᲖᲜᲔᲡ ᲘᲓᲔᲘᲡ / ᲒᲔᲒᲛᲘᲡ ᲡᲐᲐᲞᲚᲘᲙᲐᲪᲘᲝ ᲤᲝᲠᲛᲐ?ᲠᲝᲒᲝᲠ ᲨᲔᲕᲐᲕᲡᲝ? ᲛᲮᲝᲚᲝᲓ ᲠᲔᲒᲘᲡᲢᲠᲐᲪᲘᲐᲐ ᲡᲐᲭᲘᲠᲝ ᲞᲘᲠᲕᲔᲚ ᲔᲢᲐᲞᲖᲔ?

დიახ, საწყის ეტაპზე, მხოლოდ რეგისტრაციაა საჭირო. ბიზნეს გეგმის სააპლიკაციო ფორმას ტრენინგების მსვლელობის დროს მიიღებთ.

🟥 ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲛᲔ ᲓᲐᲕᲠᲔᲒᲘᲡᲢᲠᲘᲠᲓᲔ ᲓᲐ ᲓᲐᲜᲐᲠᲩᲔᲜ ᲐᲥᲢᲘᲕᲝᲑᲔᲑᲖᲔ (ᲡᲐᲑᲐᲖᲘᲡᲝ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ / ᲡᲘᲦᲠᲛᲘᲡᲔᲣᲚᲘ ᲡᲐᲛᲔᲬᲐᲠᲛᲔᲝ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ) ᲩᲔᲛᲛᲐ ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲛᲐ / ᲝᲯᲐᲮᲘᲡ ᲬᲔᲕᲠᲛᲐ ᲛᲘᲘᲦᲝᲡ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲝᲑᲐ?

არა, პროცესში ჩართული უნდა, მხოლოდ და მხოლოდ, იყოს ის პირი, რომელმაც უშუალოდ გაიარა რეგისტრაცია.

🟥 ᲗᲣᲙᲘ 30 000 ᲚᲐᲠᲘ ᲐᲠ ᲛᲭᲘᲠᲓᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲣᲤᲠᲝ ᲜᲐᲙᲚᲔᲑᲘ ᲗᲐᲜᲮᲐ ᲛᲔᲡᲐᲭᲘᲠᲝᲔᲑᲐ, ᲛᲐᲘᲜᲪ ᲨᲔᲛᲘᲫᲚᲘᲐ ᲛᲘᲕᲘᲦᲝ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲝᲑᲐ?

ამ შემთხვევაში, ბიზნეს გეგმაში იმ თანხას მიუთითებთ და იმ მიმართულების განვითარებაზე იმუშავებთ, რასაც საჭიროდ ჩათვლით, საქმიანობიდან გამომდინარე. მოთხოვნილი თანხის შესაბამისად განაწილდება თანამონაწილეობის თანხებიც.

📲 და მაინც, რა თქმა უნდა, კითხვების შემთხვევაში, მზად ვართ გიპასუხოთ: 595 951 236.

Address

A. Melashvili 26
Batumi
6000

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ayba აჭარის ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share