30/07/2026
📚 #საზაფხულო კითხვის პროგრამა-📣შეგახსენებთ, წაკითხვის შემდეგ შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა 31 აგვისტომდე🎯https://forms.gle/AtUrYyLPxHdmVFNeA
#საზაფხულოკითხვა2026 #იწყება
📚 ბათუმის ამერიკულ კუთხეში იწყება „საზაფხულო გამოწვევა კითხვაში 2026“.
☀️ შემოგვიერთდით საზაფხულო პროგრამაში, რომელიც ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით. წელსაც ამერიკის საელჩო იწვევს ქართველ ბავშვებს, მონაწილეობა მიიღონ ამ გამოწვევაში და
იკითხონ წიგნები ჩვენთან ერთად.🎈
🗓პროგრამის განხორციელების თარიღებია: 15 ივნისი - 31 აგვისტო , 2026
⤵თუ ხარ -
5-18 წლის და გიყვარს კითხვა, მიიღე მონაწილეობა, წაიკითხე წიგნები და მოიპოვე ვერცხლის,ოქროს ან პლატინის სერტიფიკატი 🇬🇪 🇺🇸
🟡ყოველი ბავშვი, რომელიც წაიკითხავს 500 გვერდს, საელჩოდან მიიღებს ვერცხლის სერტიფიკატს. ინგლისურ ენაზე წაკითხული გვერდების რაოდენობა ორმაგდება.
🟢ყოველი ბავშვი, რომელიც წაიკითხავს 1500 გვერდს, საელჩოდან მიიღებს ოქროს სერტიფიკატს. ინგლისურ ენაზე წაკითხული გვერდების რაოდენობა ამ შემთხვევაშიც გაორმაგდება.
🟣ყოველი ბავშვი, რომელიც წაიკითხავს 5000 გვერდს, საელჩოდან მიიღებს პლატინის სერტიფიკატს. ინგლისურ ენაზე წაკითხული გვერდების რაოდენობა ამ შემთხვევაშიც გაორმაგდება.
🔺პროგრამა მარტივია:
▪️ აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო წიგნი/წიგნები ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
▪️ წიგნების წაკითხვის შემდეგ გახსენით ქვემოთ მითითებული სააპლიკაციო ფორმის ბმული და შეავსეთ 31 აგვისტომდე:
https://forms.gle/qJChgEpL9xaSQE7q9
❗️გაითვალისწინეთ, რომ სააპლიკაციო ფორმას ერთი მონაწილე ავსებს მხოლოდ ერთხელ და მასში უთითებს პროგრამის ვადებში (15 ივნისიდან 31 აგვისტომდე) წაკითხულ ყველა წიგნს (წიგნის სათაურს, ავტორს და წაკითხული გვერდების რაოდენობას)!
❗️ერთი მონაწილის სახელით ორჯერ ან მეტჯერ შევსებული ფორმა ავტომატურად ანულირდება და არ განიხილება!
❗️ სააპლიკაციო ფორმა ივსება მხოლოდ ელექტრონულად!
‼️გაითვალისწინეთ, წიგნები წაკითხული უნდა იყოს 2026 წლის 15 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით; სერტიფიკატები გაიცემა 1 ოქტომბრიდან, რომელსაც ონლაინ მიიღებთ თქვენს ელ.ფოსტაზე.
💥ყურადღება💥 განიხილება მხოლოდ აჭარის რეგიონში მცხოვრები აპლიკანტები.
🥳ბათუმის ამერიკული კუთხე წარმატებას გისურვებთ