არა მონობას - ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • არა მონობას - ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი

არა მონობას - ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტი არა მონობას, უსასყიდლოდ დაიცავს თქვენს შრომით უფლებებს!

06/04/2026

🆘🆘🆘

‼️‼️ პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი საქართველოში მინიმალური სახელფასო ზღვარის დაწესებაზე რომელიც შეადგენს 1️⃣0️⃣5️⃣...
11/12/2025

‼️‼️ პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი საქართველოში მინიმალური სახელფასო ზღვარის დაწესებაზე რომელიც შეადგენს 1️⃣0️⃣5️⃣0️⃣ ლარს! აქტიურად გავაშუქებთ აღნიშნულ პროცესებს და იმედი გვაქვს ამჯერად მაინც მოხდება მშომელი ხალხის უფლებების დაცვა!
#არამონობას

❌ “ მთავარია ომი არ იყოს და დღეში ერთხელ შევჭამ საჭმელსო , მითხრა 70 წლამდე ქალმა გაჩერებაზე სადაც 25 წუთია ვდგევარ ჩემს...
03/10/2025

❌ “ მთავარია ომი არ იყოს და დღეში ერთხელ შევჭამ საჭმელსო , მითხრა 70 წლამდე ქალმა გაჩერებაზე სადაც 25 წუთია ვდგევარ ჩემს 5 წლის შვილთან ერთად, კი კი მშვიდობა იყოს და ყველაფერს აიტანს ადამიანიო დაეთანხმა გვერდით მდგარი მისივე ასაკის ქალი,მერე ორივე მოუბრუნდა ჩემს შვილს და დიდი და სასახელო გაიზარდეო.
- თქვენი არ ვიცი მაგრამ ჩემს შვილს დიდი და სასახელო რომ გაიზარდოს დღეში ერთხელ ჭამა არ ეყოფა და თქვენ რას ფიქრობთ დღეში ერთხელ ჭამა გეყოფათ?
სანამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ასაკიანი ხალხი წარმოადგენს არაფერი გვეშველება. და როცა ისინი აღარ იქნებიან ხმისმიმცემიც აღარავინ დარჩება ქვეყანაში, ან გავასწრებთ ან შევეწირებით და ასე გადაშენდება ერი რომელმაც საუკუნეებს გაუძლო.”

❌❌ 16 ივლისი იყო ჩვენი ბოლო სამუშაო დღე კომპანიაში შ.პ.ს "მეტალტექნიკა" (თბილისი), რომელიც დაკავებულია უჟანგავი ფოლადისგ...
09/08/2025

❌❌
16 ივლისი იყო ჩვენი ბოლო სამუშაო დღე კომპანიაში შ.პ.ს "მეტალტექნიკა" (თბილისი), რომელიც დაკავებულია უჟანგავი ფოლადისგან ავეჯისა და ინტერიერის ელემენტების წარმოებით.
ამ კომპანიაში ბევრმა ჩვენგანმა იმუშავა არა ერთი წელი — ზოგი ორი, ზოგი კი ხუთი და მეტი. ჩვენ ჩავდეთ ამ საქმეში დრო, ძალა და ჯანმრთელობა. და ეს ყველაფერი დასრულდა ერთ დღეში — იმიტომ რომ ავირჩიეთ საკუთარი თავი და ჩვენი ღირსება. 💪

„მეტალტექნიკას“ ძირითადი შემკვეთები ჰყავს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა McDonald’s საქართველო, KFC, ავერსი, 2 ტონა და მრავალი სხვა არანაკლებ ცნობილი ბრენდი, რაც ნათელს სცემს კომპანიის მასშტაბებსა და პასუხისმგებლობებს. 🏢

ბოლო წვეთი გახდა ახალი საამქროს მენეჯერი, რომელიც ჩვენთან სულ რაღაც ორი თვე მუშაობდა. ადამიანი, რომელიც უნდა გამხდარიყო ლიდერი, პირველივე დღიდან აირჩია სხვა გზა — ბრძანებების ტონი, მუდმივი ზეწოლა და მუქარები. როცა ვმუშაობდით 35 გრადუს სიცხეში, გამწოვების, კონდიციონერების, სამუშაო ტანსაცმლისა და ელემენტარული უსაფრთხოების გარეშე, ის მთელ დღეს ატარებდა ოფისში კონდიციონერის ქვეშ. ხოლო როცა გამოდიოდა ჩვენთან — ეს ყოველთვის იყო ზედამხედველის ვიზიტის ხასიათის, არცერთი სიტყვა მხარდაჭერის , მხოლოდ მოთხოვნები და ზეწოლა. ❌

ამ ორი თვეში მან მოასწრო:

წაგვართვა უფლება 10-წუთიანი შესვენებისა ყოველ საათში და დაგვიტოვა მხოლოდ 10 წუთი ყოველ ორ საათში; ⏳

ღიად დაემუქრა მთელ კოლექტივს, რომ შეგვიცვლიდა იაფი უცხოელი მუშახელით; 👷‍♂️

არ უზრუნველყო უსაფრთხოება საამქროში, სადაც ყოველდღე იჭრება და მუშავდება მეტალი; ⚠️

როცა ორ თანამშრომელს დასჭირდა სამკურნალო დაზღვევის გამოყენება — გაირკვა, რომ კომპანიის მხრიდან დაზღვევა საერთოდ არ იყო გადახდილი და დახმარება ვერ მიიღეს. 🚫

მაგრამ კარგად ვიცით, რომ მენეჯერს მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება მარტო არ შეეძლო. ყველაფერი შეთანხმებული იყო კომპანიის ხელმძღვანელობასთან — მ.კ -სთან,თ. მ.-სთან და დირექტორ გ.გ.-სთან. 🏛️

ამ წლების განმავლობაში კომპანიაში არაერთხელ იყო შემოწმება შესაბამისი ორგანოების მიერ,თითქოს შანსი იყო, რომ რამე შეიცვლებოდა, მაგრამ ყოველი ვიზიტი მთავრდებოდა „კოცნებით და ჩახუტებებით“, და საამქროში არაფერი იცვლებოდა. 🤷‍♂️

იმ დღეს ჩვენ, კოლექტივი — შემდუღებლები, დანადგარების ოპერატორები, პოლიროვშიკები — მივმართეთ დირექტორატს ერთადერთი მოთხოვნით: ან კოლექტივი რჩება, ან ეს მენეჯერი. პასუხი იყო ცივი და პირდაპირი: „მენეჯერი დარჩება“.

ჩვენც პირდაპირ ვუპასუხეთ: „მაშინ ჩვენ მივდივართ“. და წავედით. მთლიანი კოლექტივი ერთად. ✊

გაყოლისას დირექტორმა კიდევ სცადა ზეწოლა — გვემუქრებოდა, რომ ჩვენზე „სადაცაა“ იჩივლებდა. მაგრამ მეორე დღეს ჩვენ ვუპასუხეთ: თუ ის იჩივლებს, ჩვენც ვიჩივლებთ. მან სწრაფად მიხვდა, რომ ეს ნაბიჯი მისთვისაც საშიში იქნებოდა — ამიტომ გაჩერდა. 🛑

ეს იყო რთული, მაგრამ იმ მომენტში გვქონდა წარმოუდგენელი მუხტი. ვიცოდით, რომ სწორად ვიქცეოდით. არავის აქვს ვალდებულება აიტანოს შეურაცხყოფა და საშიში პირობები მხოლოდ იმიტომ, რომ სამსახური არ დაკარგოს. 💥
გარდა ამისა, კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა დაახლოებით ერთი წლის წინ, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს კომპანიის ხელმძღვანელობის არასწორ დამოკიდებულებას. დირექტორი პირადად მოუხმო ორ თანამშრომელს რთული სამუშაოს გასაკეთებლად — რესტორნის კედელზე უჟანგავი ფოლადის ფირფიტების მონტაჟი. საქმე მძიმე და შრომატევადი იყო და გაგრძელდა ხუთი დღე. მის სანაცვლოდ დირექტორმა თითოეულს შესთავაზა მხოლოდ 150 ლარი, მიზეზად დასახელდა, რომ შეკვეთის მიმწოდებელი მისი ახლობელი იყო და „გვთხოვა ასე ჩავთვალოთ“. სამუშაოსას გაირკვა, რომ ისინი მხოლოდ საქმიანი ნაცნობები იყვნენ, ხოლო კომპანიისთვის ამ შეკვეთამ 11 000 ლარი შეადგინა — ამ თანხაში შედიოდა როგორც მასალები, ისე დამუშავება, მიწოდება და მონტაჟი. ნათელი გახდა, რომ ჩვენ მივიღეთ მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი რეალური ღირებულების, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ხელმძღვანელობის უპატივცემულობას და უსამართლობას. 💸

მაგრამ ამ ისტორიას აქვს მწარე მხარეც. როცა კომპანიას გაუჭირდა ახალი ხალხის მოძიება, ჩვენ შორის გამოჩნდნენ ისინი, ვინც გატყდა. ისინი ამართლებდნენ თავს: „ოჯახი გვყავს, ვალები გვაქვს“. ვითომ სხვებს ოჯახი არ ჰყავდათ?! ვითომ ჩვენ ყველა ოლიგარქები ვიყავით და მხოლოდ ისინი იყვნენ „გაჭირვებულები“?! სწორედ ამიტომ, მათი საქციელი ორმაგად საზიზღარია. როცა კაცები ერთად იბრძვიან, და ვიღაც გეგმავს ზურგში დარტყმას საკუთარი კომფორტის სანაცვლოდ — ეს არა სუსტი ხასიათია, ეს ღალატია. ღალატი კაცურად. ⚔️

კოლექტივი არის ძალა, მაგრამ ძალა მხოლოდ მაშინ, როცა თითოეული ერთგულია დანარჩენების. სხვა შემთხვევაში ყველაფერი იშლება. 🔥

ჩვენ წავედით თავაწეულები. და ეს დღე უნდა გახდეს მაგალითი ყველასთვის:
ღირსება და ერთიანობა ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შიში სამსახურის დაკარგვის წინაშე. ✊💙

“როდესაც კოლექტივი არჩევს ღირსებას და არა მორჩილებას ⚡️
(გაიგე, როგორ თქვა ერთმა გუნდმა „არა მონობას“ დაუნდობელ რეჟიმს და ზეწოლას)

---
თუ გრძნობ, რომ ღირსება და თანადგომა მნიშვნელოვანია — გააზიარე ეს ამბავი!
ხმა ღირსებისთვის უნდა გაერთიანდეს! 🙌”
#არამონობას

❌❌ 2025  წლის თებერვლის მონაცემებით საქართველოში 377 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვი ცხოვრობს და აქედან 274 000 ზ...
12/05/2025

❌❌ 2025 წლის თებერვლის მონაცემებით საქართველოში 377 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვი ცხოვრობს და აქედან 274 000 ზე მეტი ბავშვი საარსებო შემწეობას ღებულობს!
🆘გასულ წელთან შედარებით ბავშვთა სიღარიბე 6% ით არის გაზრდილი!
❗️ფაქტიურად ქვეყანაში ყოველი მესამე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს!
❌❌ 2024 წელს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი სამი ბავშვი გარდაიცავლა! ყველაზე პატარა 3 თვის ჩვილი! ( სავარაუდო მიზეზად მალნუტრიცია დაასახელეს,ვინც არ იცით ეს სათანადო კვების არ არსებობის შედეგად გამოწვეული დაავადებაა)
❌❌ ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემები რომლის მიღმა კიდევ ათასობით მოშიმშილე ბავშვია!!
⁉️⁉️სად არის ამ დროს სახელმწიფო??
❓ რატომ არ ტარდება ეფექტური პროგრამები ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად?
❓რატომ არ იძიებენ გასულ წელს ბავშვების შიმშილით გარდაცვალებას ჰქონდა თუ არა რეალურად ადგილი??
❓სად არის ოპოზიცია?
❓რატომ არ აკეთებენ სწორ აქცენტებს მაშინ როცა სურთ ხმების მოპოვება??
❓სად არის საზოგადოება? რატომ არ რეაგირებს სწორ აქცენტებზე?
პასუხი მარტივია ‼️
‼️გადარჩენის პოზიციაში მყოფი მთავრობა 13 წლის წინანდელ მთავრობას დასდევს და წარსულის შიშით ცდილობს მომავლის შექმნას!ნაცვლად იმისა რომ რეალური პრობლემების მოგვარება დაიწყოს.
‼️მომაკვდავი ოპოზიცია კი მხოლოდ რუსეთ დასავლეთის საკითხით ცდილობს ხალხის და თავის გაღვიძებას!
‼️და საზოგადოება?იცდის როდის მოვა ვინმე, ვინც მის გასაკეთებელს გააკეთებს!
‼️‼️იქნებ შევეშვათ ერთმანეთთან ომს და რეალურ პრობლემებზე დავიწყოთ საუბარი!
გიფიქრიათ ერთხელ,მაინც რომ გადაგეკეტათ ქუჩები ხელფასების ზრდის მოთხოვნით რა მოხდებოდა?50 000 ადამიანი ერთხელ რომ დამდგარიყავით რუსთაველზე ამ მოთხოვნით?
მხოლოდ რუსეთი არ არის მტერი!
‼️ჩვენი დუმილიია ერის ყველაზე დიდი მტერი!ქვეყანაში სადაც ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს ,მოხუცები ქუჩაში იყინებიან სიცივისგან და ადამიანები 30 ლარის გამო 12-16 საათი მუშაობენ, დუმილია!‼️
‼️დუმს ერი მაგრამ ქუხს მტრის ხატი!!
და გგონიათ ეს ასე არ უნდა იყოს?? დიახ ეს ასეც უნდა ხდებოდეს რადგან ყველაფერი ერთი დიდი თამაშის ნაწილია! თამაშის სადაც ჩვენ ყველანი ერთ დიდ ჭაობში ვზივართ და გვაიძულებენ არჩევანი გავაკეთოთ როგორი სიკვდილი სჯობს დახრჩობით თუ შეჭმით! მაგრამ ამ თამაშში არ გვეუბნებიან რომ ჭაობში ვზივართ და თუ ხელს გავაქანებთ სწორი მიმართულებით ამოსვლასაც შევძლებთ და გადარჩენასაც! და სანამ ორად გაყოფილი საზოგადოება ომობს დასავლეთ რუსეთს შორის ბავშვები შიმშილობენ,მოხუცები სიცივისგან იყინებიან,უწამლობით დედებს შვილები უკვდებათ! ამასობაში ყოველდღიურად გვძარცვავენ,გვაუბედურებენ და რესურსებს გვაცლიან! დროა გაიღვიძო ერო
#არამონობას

❌❌ “ მინდა გაგიზიაროთ გამოცდილება კომპანია გალფზე, Gulf Georgia რომელიც არაფრად არ აგდებს ადამიანის შრომას და პატივისცემ...
28/04/2025

❌❌ “ მინდა გაგიზიაროთ გამოცდილება კომპანია გალფზე, Gulf Georgia რომელიც არაფრად არ აგდებს ადამიანის შრომას და პატივისცემას არ იჩენს თავისი თანამშრომლების მიმართ.
დავიწყებ იმით, რომ ამ კომპანიაში ვიმუშავე ერთი თვე და ამ პერიოდის მანძილზე ყველანაირი სამუშაო წესი დაარღვიეს. ხელშეკრულებაში გვეწერა, რომ ყოველ 6 საათში ერთხელ 1 საათიანი შესვენება გვეკუთვნოდა, ვმუშაობდით 24 საათიან სმენებში, თუმცა ეგ შესვენება არასდროს არ გვქონდა. საჭმლის ჭამა თუ მოგვინდებოდა სასადილოც არ იყო, იყო მხოლოდ საწყობი, რომელიც სავსე იყო ბოთლებით და პროდუქციით, ამიტომ ჭამასაც ვერ ვასწრებდით, რადგან მეორე წამს მომხმარებელი შემოდიოდა. ღამე ოპერატორებს აძინებდნენ 4 საათი, მაგრამ მოლარეებს არა (ანუ ისინი იღებდნენ ამ შესვენებას ერთიანად და ჩვენ საერთოდ არა). ამ ყველაფერთან ერთად ხელფასი იყო მიზერული 3 ლარი და 60 თეთრი საათში. ამდროს, ყველაფერს გავალდებულებდნენ. მოლარეც უნდა ყოფილიყავი, კონსულტანტიც, ბარისტაც, მეჰოთდოგეც და დიასახლისიც. ხელფასი კი 700 ლარი!
ხელშეკრულებაში ასევე ეწერათ პუნქტი, რომ რისი მოვალეობაც არ ეკისრებოდა თანამშრომელს, “საჭიროების შემთხვევაში “ ვალდებული იქნებოდა, რომ დამორჩილებოდა და შეესრულებინა. ამიტომაც, თუ დამლაგებელი იმ დღეს არ იყო, მოლარეობის იქით იატაკსაც გვახეხინებდნენ ჭუჭყიანი ტილოთი, მომხმარებლის ნაგვის აღებაც ჩვენ გვევალებოდა. თუ არ შევასრულებდით ან რამე პროტესტი იქნებოდა, საყვედური და ჯარიმა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს.
ბოლო წვეთი რის გამოც წამოვედი იყო უსაფრთხოების უგულვებელჰყოფა კომპანიის მხრიდან. ღამით ხშირად შემოდიოდნენ ნასვამი ადამიანები, ზოგი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშაც იყო, ხოლო დაცვა იქ არ გვყავდა, ეკიდა პატარა ღილაკი, რომლითაც შეგვეძლო ალგანი გამოგვეძახა(თუმცა მაგასაც დრო სჭირდებოდა).
შობის წინა ღამე იყო, სალარომ
გაჭედა (უვარგისად გამართული პროგრამა და კომპიუტერები ჰქონდათ) , დაგროვდა რიგი, მომხმარებლებმა დიდი უკმაყოფილება გამოთქვეს და მათი დამშვიდების პარალელურად, სალაროს ვასწორებდი. ამ დროს ერთ-ერთმა მათგანმა თავისი პროდუქცია უკან შეალაგა მაცივარში და როცა გადიოდა მაღაზიიდან გინება მომაძახა და გაიქცა. ეგრევე დავრეკე კომპანიის ცხელ ხაზზე და კიდე ჩემზე ცდილობდნენ გადმობრალებას, რომ თურმე უნდა მომეთმინა, კომპანია არ იყო პასუხისმგებელი იმაზე თუ როგორ ოჯახში იზრდებოდა ის ადამიანი და როცა ვითხოვე რომ იქნებ დაცვა მაინც დამიყენოთ რომ მსგავსი შემთხვევა აღარ მოხდეს მეთქი, პასუხად მივიღე “ღილაკი ხომ გიკიდია და რატომ არ დააჭირე?”. ის ადამიანი გაიქცა უკვე და პირველი შემთხვევა არ იყო, რომ მომხმარებელი გვაგინებდა უმიზეზოდ. ყოველთვის კომპანიის პასუხი იყო რომ უნდა მოგვეთმინა და ვერაფერს ვერ იზავდნენ.
იმ დღესვე მივწერე ჩემს უფროსებს რომ წამოსვლას ვაპირებდი და წამოვედი საბოლოოდ, თუმცა კომპანიამ კიდევ აქეთ გამინახევრა პატიოსნად ნაშრომი მთელი თვის ხელფასი. შრომის იმსპექციაში მინდოდა გასაჩივრება და კონტრაქტს კიდე არ გზავნიდნენ და კიდე მე
მადანაშაულებდნენ დარღვევაში, როცა თვითონ არალეგალურად ამუშავებდნენ 48 საათი, როცა 40 საათი იყო მითითებული (რა თქმა უნდა არანაირი ოვერფე.”
#არამონობას

❌❌❌“გამარჯობათ ,  თუ კი დროს დამითმობთ მინდა მოგიყვეთ ჩემი 1.5 წლიანი მუშაობის ისტორია ყველაზე ნაგავ  ქართულ კომპანიაში ...
27/04/2025

❌❌❌“გამარჯობათ , თუ კი დროს დამითმობთ მინდა მოგიყვეთ ჩემი 1.5 წლიანი მუშაობის ისტორია ყველაზე ნაგავ ქართულ კომპანიაში ,კაფე-სანაყინე ლუკაპოლარეში .
მუშაობა რომ დავიწყე ანაზღაურება საკმაოდ დაბალი იყო , თუმცა ბევრი წამახალისებელი აქტივობა ტარდებოდა , რაღაც პერიოდის თავზე შეიცვალნენ ჩვენს ზემოთ მდგომი პირები , დირექტორი, სერვისის მენეჯერი ( განსაკუთრებით ეს ქალბატონი , ყოვლად უტაქტო , თავხედი, არაკომპეტენტური ამ სფეროში და კიდევ ბევრი სხვა )
1.5 წლის მანძილზე გამოიცვალა უამრავი თანამშრომელი , გამუდმებით კადრის პრობლემა იყო , თუმცა იქედან გამომდინარე რომ ქუთაისში მხოლოდ ერთი ობიექტია ყურადღებას რაღათქმაუნდა არავინ გვაქცევდა , დილიდამ ღამე , ღამიდან დილა
მუდმივად ჩაშავებული თვალები , ყოველდღე ხვეწნა იმაზე რომ კადრი მოეყვანათ , რომ აღარ შეგვეძლო .
მაღალი ნავაჭრის არ ქონას კი ჩვენ გვაწერდნენ როცა მარკეტინგი საერთოდ არაფერს არაკეთებდა .
ხელფასების ცვლილება ხდებოდა რაღაც პერიოდში ერთხელ , თუმცა იმ ნიშნულს რომ მიხვიდოდი როცა ხელფასი გეზრდებოდა , იძახდნენ რომ ახალი სისტემა შეიმუშავეს , ის ძველი შეთანხმების პირობები კი აღარ არსებობდა რის საფუძველზეც ვაგრძელებდით მუშაობას და ძველ ხელმძღვანელობას აბრალებდნენ არასწორად გაწვდიდათ ინფორმაციასო , რაც სრული აფსურდია.
გეგმებს გვიდებდნენ არარეალურს , აი გამიზნულად რომ ვერ შეგვესრულებინა ისეთს .
არანაირი ზეკანაკვეთურის ანაზღაურება , არანაირი სახელმწიფო დასვენების დღის გათვალისწინება , მინიმუმ წახალისება მაინც .
4 წელი , უამრავი შეცვლილი თანამშრომელი , მენეჯერი , თვითონ უფროსებიც კი და დაწინაურება განვითარების პერსპექტივა 0 , თუ კი ვიღაცის ნათესავი არიყავი .
კიდევ ბევრის საუბარი შემიძლია ამ ნაგავ კომპანზე თუმცა ესეც საკმარისია ამ ეტაპზე , იმედია ისევ დაბრუნდებით არამონობაში, ისწავლით , ჩვენი , რიგითი თანამშრომლების საქმის დაფასებას როდესღაც მაინც .
კონკრეტულად წარმოება ადგილზე აქვს მიბმული ამ კონკრეტულ ფილიალს(ქუთაისში) , ვადაგადულ პროდუქციას გვიგზავნიდნენ , ნაგავს რომელიც იწერებოდა დღის ბოლოს ნაყინებთან ერთად გვანახინებდნენ რომ უკან გაგვეგზავნა მთავარ საწარმოში .
ყველაფრიდან დენი გადმოდიოდა რაღაც პერიოდი და პასუხი იცით რაიყო ?
მუშაობა არუნდათ მაგათ (ჩვენზე , სტაფზე იყო საუბარი ) და იგონებენ რაღაცებსო , როცა გადახეხილი კაბელები ჰაერში იყო გაკიდებული და წარამარა წყალი ესხმეოდა .
ძალიან ვწუხვარ რომ 1.5 წლის თავზე ამ ყველაფერს ვწერ , მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ სხვებსაც გეყოფათ გამბედაობა .
ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის , ჩვენ მთლიანმა სტაფმა დავტოვეთ ეს საღორე.
მადლობა ყურადღებისთვის .💕”

#არამონობას

Address

7 Mamia Gogolishvili Street
Batumi
6009

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 16:00

Telephone

+995500051043

Alerts

Be the first to know and let us send you an email when არა მონობას - ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to არა მონობას - ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი:

Share