Institute of Democracy დემოკრატიის ინსტიტუტი

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • Institute of Democracy დემოკრატიის ინსტიტუტი

Institute of Democracy დემოკრატიის ინსტიტუტი Non Governmental Organisation
არასამთავრობო ორგანიზაცია

 #მწვანეგურია
16/05/2025

#მწვანეგურია

📣🌱 მოინახულე ადგილობრივი ბიზნესები ოზურგეთში!

გინდა გაიცნო ადგილობრივი მეწარმეები და მათი პროდუქტები? თუ გურიაში ხარ, არ გამოტოვო ეს შანსი!

📍 ევროკავშირის მხარდაჭერით, 29 მაისს CENN და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი გიწვევთ ოზურგეთში დაგეგმილ საინტერესო ტურში მონაწილეობის მისაღებად, სადაც შესაძლებლობა გექნებათ:

🔹 მოინახულო ევროკავშირის მხარდაჭერილი ადგილობრივი ბიზნესები
🔹 შეხვდე წარმატებულ მეწარმეებს და მოისმინო მათი ისტორიები
🔹 დააგემოვნო უნიკალური, ადგილობრივი პროდუქტები
🔹 აღმოაჩინო ოზურგეთის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები და კულტურული ღირსშესანიშნაობები

📌 მონაწილეობის მისაღებად, შეავსე სარეგისტრაციო ფორმა 26 მაისის ჩათვლით ბმულზე: https://forms.gle/cSHtH7KXpYo9qVZz7

⚠️ ტურის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და დღის წესრიგი შერჩეულ მონაწილეებს დარეგისტრირების შემდეგ, უახლოეს დღეებში მიეწოდებათ.
___
🇬🇪🇪🇺 ტური იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მწვანე გურია“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი "Young Pedagogues' Union"თან, Institute of Democracy დემოკრატიის ინსტიტუტითან და Keda Leader • ადგილობრივი განვითარების ჯგუფი - LAGთან ერთად.

📣🌱 Visit Local Businesses in Ozurgeti!

Want to meet local entrepreneurs and explore their unique products? If you're in Guria, don’t miss this opportunity!

📍 With the support of the European Union, CENN and the Young Pedagogues’ Union invite you to join an exciting tour in Ozurgeti on May 29. During the tour, you’ll have the chance to:

🔹 Visit local EU-supported businesses
🔹 Meet successful entrepreneurs and hear their stories
🔹 Taste unique, locally made products
🔹 Discover Ozurgeti’s diverse tourism potential and cultural highlights

📌 To participate, please fill out the registration form by May 26 at the following link:
https://forms.gle/cSHtH7KXpYo9qVZz7

⚠️ Selected participants will receive more details and the tour agenda in the coming days after registration.

🇬🇪🇪🇺 The tour is organized within the framework of the “Green Guria” project, funded by the European Union. The project is implemented by CENN in partnership with the Young Pedagogues’ Union, the Institute of Democracy, and the Keda Local Action Group.

#მწვანეგურია

🍷„ბუნებრივი ღვინის წარმოების ტექნოლოგიური პროცესები" - ტრენინგი დასრულდა🍇აჭარაში მოღვაწე მეღვინეები სამი დღის განმავლობა...
14/05/2025

🍷„ბუნებრივი ღვინის წარმოების ტექნოლოგიური პროცესები" - ტრენინგი დასრულდა

🍇აჭარაში მოღვაწე მეღვინეები სამი დღის განმავლობაში, რეგიონში არსებული ვაზის ჯიშებისა და ღვინის წარმოების შესახებ დარგის ექსპერტ, დავით ჩიჩუასგან სიახლეებს ეცნობოდნენ.

კურსის განმავლობაში განიხლებოდა შემდეგი თემები:
▪️ ღვინის საწარმოს ორგანიზება;
▪️ რეგისტრაცია;
▪️ სერთიფიცირება;
▪️ ბიოღვინის წარმოება;
▪️ სურსათის უვნებლობის საკითხები და ღვინის დარგის ▪️ სამართლებრივი რეგულაციები;
▪️ ჰიგიენა ღვინის საწარმოში და ღონისძიებები
გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებაში წყლის და
ენერგიის მოხმარება;
▪️ ღვინის ხარისხის კონტროლი მცირე საწარმოს პირობებში;
▪️ ღვინის დაყენების მეთოდები;

შეხვედრის ფარგლებში მეღვინეებმა სხვადასხვა ტექნოლოგიებით დამუშავებული ღვინის ნიმუშებიც დააგემოვნეს. ტრენინგები არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატიის ინსტიტუტში" მიმდინარეობდა.

↪️ ღონისძიება პროექტის - „GREEN - გლობალური მდგრადობისა და გარემოს დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა” - ფარგლებში ჩატარადა, რომლის მიზანია უფრო მდგრადი და მედეგი ეკონომიკის ხელშეწყობა საქართველოში.

პროექტს, ,,დემოკრატიის ინსტიტუტი" ,,ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტთან" და ასოციაცია “ათინათთან” პარტნიორობით ახორციელებს.

ათინათი/Atinati
Institute for Change and Innovation • ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი
European Union in Georgia

📣 ცირკულარული ეკონომიკის ტრენინგი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის აჭარის რეგიონში❗️👉 ტრენინგი  განკუთვნილია აჭარის რეგიონშ...
02/05/2025

📣 ცირკულარული ეკონომიკის ტრენინგი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის აჭარის რეგიონში❗️

👉 ტრენინგი განკუთვნილია აჭარის რეგიონში მოქმედი სოფლის მეურნეობის ან/და ტურიზმის სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.

■ დემოკრატიის ინსტიტუტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „GREEN - გლობალური მდგრადობისა და გარემოს დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა” -ფარგლებში აცხადებს მსმენელთა მიღებას ცირკულარული ეკონომიკის ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.

📉 მონაწილეები მიიღებენ ცოდნას მდგრად განვითარებასთან, მწვანე და ცირკულარულ ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, დაინახავენ, თუ დამატებით რა კომერციული სარგებელი შეუძლია მიიღოს ბიზნესმა მდგრადი მიდგომების დანერგვით საქმიანობაში.

ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელებს ექნებათ ცოდნა შემდეგ საკითხებთან მიმართებაში:
○ მდგრადი განვითარების კონცეფციის ისტორია და არსი;
○ ცირკულარული ეკონომიკის და ცირკულარული ბიზნეს მოდელების არსი;
○ კლიმატის ცვლილებები და მისი გავლენა, როგორც ბიზნესზე, ასევე ჩვენს ყოველდღიურობაზე;
○ ცირკულარული ბიზნეს მოდელების პრაქტიკაში გამოყენება;
○ ბიზნესში მდგრადი პრაქტიკების დანერგვის უპირატესობები და ახალი ბიზნეს შესაძლებლობები;
○ რესურსეფექტიანობის არსი და მისი პრაქტიკაში გამოყენების უპირატესობები; ○ ცირკულარულობა, პასუხისმგებლიანი მართვა და თანამედროვე მენეჯმენტი.

❗️ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა მითითებული ბმულის საშუალებით მიმდინარე წლის 10 მაისის ჩათვლით

ლინკი: 👇👇

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSctXRp6kQp7FaCkqmGTgIcCPW6jtvUXDcqltEv2Y4xZGwCmHg/viewform?usp=header

⏳️ ტრენინგის ხანგრძლივობა - სამი დღე.
🗓 ჩატარდების თარიღი: 15-20 მაისის პერიოდი

-----------------------------------------
პროექტის შესახებ:
ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის - „GREEN - გლობალური მდგრადობისა და გარემოს დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა” - მიზანია უფრო მდგრადი და მედეგი ეკონომიკის ხელშეწყობა საქართველოში. მისი ამოცანებია: ადგილობრივი ბიზნესისა და დარგობრივი ასოციაციების მიერ მდგრადი პრაქტიკის გამოყენების ხელშეწყობა დასავლეთ საქართველოში; მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისა და ფერმერების მიერ მდგრადი პრაქტიკის გამოყენების ხელშეწყობა დასავლეთ საქართველოში; დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის, სტუდენტების, მომხმარებლებისა და აქტიური პროფესიონალების ჩართულობის ხელშეწყობა მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის. პროექტის საქმიანობის არეალია გურია, აჭარა და სამეგრელო ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია “ათინათთან” პარტნიორობით.

სოფლად მცხოვრები ქალთა ღია კაფეების შეხვედრები გურიის სამივე მუნიციპალიტეტში - ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში გაიმარ...
30/04/2025

სოფლად მცხოვრები ქალთა ღია კაფეების შეხვედრები გურიის სამივე მუნიციპალიტეტში - ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში გაიმართა. კაფეების მიზანია, სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერების ამაღლება და მათი სოციალური თუ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა.
სოფლად მცხოვრები ქალთა პირველი შეხვედრები რეპროდუქციულ ჯანმრთელობას მიეძღვნა.

იცოდე შენი უფლებები, იყავი დაცული! "დემოკრატიის ინსტიტუტი" ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებიდან, რომლებმაც ჩეხეთის რესპუბლიკის ...
02/04/2025

იცოდე შენი უფლებები, იყავი დაცული!

"დემოკრატიის ინსტიტუტი" ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებიდან, რომლებმაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს სურსათის უვნებლობის შესახებ უამბეს.

პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აჭარის რეგიონის 9 სკოლაში ჩაატარეს 12 ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 🙋‍♀️🙋‍♂️ 320 მოსწავლემ. ამასთან, აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში (ხულო, შუახევი, ქედა, ბათუმი, ქობულეთი) ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები 100-მდე მეწარმესთან. შეხვედრები გაიმართა დისკუსიის ფორმატში და განხილული იქნა სურსათის უვნებლობის სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, საერთაშორისო გამოცდილება და მაგალითები. ჩატარდა სამუშაო შეხვედრები სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი სამმართველოს წარმომადგენლებთანაც.


🇪🇺 ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი "რეგიონები და ხალხი სურსათის უვნებლობისთვის" 🇨🇿 ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ეგიდითა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტში ჩართული იყო 🇬🇪 ექვსი რეგიონის საზოგადოებრივი ორგანიზაცია.

ეს პროექტი ნაწილია 🇪🇺 ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტისა "სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV-ის ფარგლებში“.

პროექტი თანადაფინანსებულია 🇸🇪 შვედეთის საელჩოს, 🇨🇿 ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და 🌾 გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ. პროექტს ახორციელებენ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (UN FAO) და ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA).

Charita ve světě / Caritas Czech Republic in the world Česká rozvojová agentura - CzechAid Czech Embassy in Tbilisi European Union in Georgia

🛵 თუ  ,,დელივერი"სერვისით ხშირად სარგებლობთ, ეს სტატია თქვენთვისაა.🕵‍♂️ რა რისკები არსებობს მიტანის სერვისით საკვების გა...
31/03/2025

🛵 თუ ,,დელივერი"სერვისით ხშირად სარგებლობთ, ეს სტატია თქვენთვისაა.

🕵‍♂️ რა რისკები არსებობს მიტანის სერვისით საკვების გადატანისას სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით და
🚛 რამდენად ეფექტურია საქართველოში საკვების/სურსათის უვნებლად ტრანსპორტირებისთვის კონტროლის მექანიზმი❓️

ექიმი ჰიგიენისტი-ეპიდემიოლოგი, სურსათის უვნებლობის ექსპერტი შოთა მახარაძე სურსათისა და მზა საკვების უსაფრთხოდ გადატანა-ტრანსპორტირების პირობებზე საუბრობს.👇👇

სურსათის უვნებლობა ერთნაირად მნიშვნელოვანია კვების მრეწველობის ყველა ასპექტში – სურსათის მომზადებიდან მის მი...

28/03/2025

⚠️რა საფრთხეს შეიცავს ხორცის/ხორცპროდუქტების მაცივრის გარეშე, არაორგანიზებულ ვაჭრობის პირობებში რეალიზაცია და ვის მიერ ხდება გასაყიდად გამოტანილი ხორცის შემოწმება❓

⏺ რას ნიშნავს მაცივარში პროდუქტების განთავსებისას ,,მეზობლობის პრინციპი" და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პრინციპის დაცვა❓

❗️🍫 რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება სურსათის შეძენისას ეტიკეტს, რა ინფორმაცი უნდა იყოს მასზე დატანილი და რამდენად ხშირად აკვირდებით ეტიკეტს?

🎥 გიზიარებთ მნიშვნელოვან და სასარგებლო რეკომენდაციას.

▪️ საინფორმაციო ვიდეო დამზადებულია პროექტის - ,,რეგიონები და ხალხი სურსათის უვნებლობისთვის" ევროკავშირის მხარდაჭერით

#იცოდერასჭამ
♻️ სურსათის უვნებლობა ყველას პასუხისმგებლო და უფლებაა

ხშირად უამრავი ქალი და მათ მიერ ამა თუ იმ სფეროში შეტანილი ცვლილი საზოგადოებას ყურადღების მიღმა რჩება. ელისოს სურვილია ა...
27/03/2025

ხშირად უამრავი ქალი და მათ მიერ ამა თუ იმ სფეროში შეტანილი ცვლილი საზოგადოებას ყურადღების მიღმა რჩება. ელისოს სურვილია ახალგაზრდა ქალებს არ შეექმნათ დაბრკოლებები განვითარებისკენ მიმავალ გზაზე და ჰქონდეთ შესაძლებლობები იმისთვის, რომ უფრო მეტს მიაღწიონ დასახული მიზნებისკენ მიმავალ გზაზე:

🗨️ "სასიცოცხლოდ აუცილებელია საზოგადოების მიერ გენდერული ბარიერების გადალახვა. დღევანდელ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ქალები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა სფეროში, მათ მაინც ხშირად უწევთ ბრძოლა იმისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა შეძლონ. გენდერული თანასწორობის მიღწევა შეიძლება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით, ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების და თვითონ ქალების მხრიდან ჩართულობით".

🌍 მარტი ქალთა თვეა და დღეს გვინდა გიამბოთ ელისო ჯოყილაძეზე, რომელიც "დემოკრატიის ინსტიტუტს" წარმოადგენს და კოლეგებთან ერთად ჩართულია 🇪🇺 ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ 🍇🥛 სურსათის უვნებლობის პროექტში აჭარის რეგიონში.

ელისო აქტიურად არის ჩართული პროექტის ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიაში და ხვდება უამრავ სკოლის მოსწავლეს, რომელსაც 🍅🍐 სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ უამბობს. მისთვის აღმოჩენა იყო 🙋‍♀️🙋‍♂️ ბავშვების დიდი ინტერესი და აქტიურობა სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით, რამაც მას მოტივაცია მისცა კიდევ უფრო მეტ ადამიანთან ესაუბრა ამ თემაზე.

ელისოს ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვესაუბრეთ. ის ამბობს, რომ 🇬🇪 ჩვენს ქვეყანაში ხშირია გენდერული უთანასწორობის მაგალითები და სამწუხაროდ, ქალები ჯერ კიდევ არასაკმარისად არიან წარმოდგენილები ამა თუ იმ სფეროში:

🗨️ "ქალებს ხშირად უჭირთ კარიერული წინსვლა და მომავლისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა, რადგან ისინი ხშირად აღმოჩნდებიან გენდერული ბარიერების წინაშე, რომელიც გავლენას ახდენს მათ მომავალ განვითარებაზე".

მიუხედავად ზემოთქმულისა, ამბობს, რომ თავად გაუმართლა და ისეთ სფეროში მუშაობს, რომელშიც არაერთი პროფესიონალი ქალია, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე:

🗨️ "ქალებს დიდი წვლილი შეაქვთ საზოგადოების განვითარებაში. ქალთა საქმიანობა ხშირად მოიცავს ადამიანის უფლებების დაცვას, განათლების ხელშეწყობას, სამუშაო ადგილების შექმნას, სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებასა და ეკოლოგიურ პროექტებს. ქალი, რომელიც ახორციელებს მსგავს საქმიანობას, სამართლიანობასა და თანასწორობას ქმნის ისეთ გარემოში, სადაც ყოველი ნაბიჯი ეხმარება საზოგადოებას უკეთეს მომავლის შექმნაში. ხშირად ვხვდები მეწარმე ქალებს, რომლებიც დამოუკიდებლად ახორციელებენ პროექტებს მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმსა და სხვა სფეროებში, რაც თავისთავად დადებითად აისახება საზოგადოების განვითარებაზე. ამიტომაც მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა".

ელისოს მიაჩნია, რომ ხშირად უამრავი ქალი და მათ მიერ ამა თუ იმ სფეროში შეტანილი ცვლილი საზოგადოებას ყურადღების მიღმა რჩება. ელისოს სურვილია ახალგაზრდა ქალებს არ შეექმნათ დაბრკოლებები განვითარებისკენ მიმავალ გზაზე და ჰქონდეთ შესაძლებლობები იმისთვის, რომ უფრო მეტს მიაღწიონ დასახული მიზნებისკენ მიმავალ გზაზე:

🗨️ "სასიცოცხლოდ აუცილებელია საზოგადოების მიერ გენდერული ბარიერების გადალახვა. დღევანდელ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ქალები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა სფეროში, მათ მაინც ხშირად უწევთ ბრძოლა იმისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა შეძლონ. გენდერული თანასწორობის მიღწევა შეიძლება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით, ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების და თვითონ ქალების მხრიდან ჩართულობით".

"დემოკრატიის ინსტიტუტი" არის ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის "რეგიონები და ხალხი სურსათის უვნებლობისთვის" საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული და ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას სურსათის უვნებლობის შესახებ შიდა ქართლში.

ეს პროექტი ნაწილია 🇪🇺 ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტისა "სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV-ის ფარგლებში“. პროექტი თანადაფინანსებულია 🇸🇪 შვედეთის საელჩოს, 🇨🇿 ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და 🌾 გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ. პროექტს ახორციელებენ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (UN FAO) და ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA).

  ♻️სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, შემეცნებითი ვიდეო/ანიმაციის გამარჯვებუ...
26/03/2025



♻️სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, შემეცნებითი ვიდეო/ანიმაციის გამარჯვებული სკოლები ცნობილია.

🥇I ადგილის მფლობელი - სკოლა ევრო-2000 / School Euro-2000 გახდა. მოსწავლეების მიერ შექმნილი ანიმაცია გამაგრილებელ სასმელსა და მასზე დატანილ ეტიკეტს ეხებოდა და კონკრეტულად შემადგენლობაზე იყო ყურადღება გამახვილებული.

🥈II ადგილის მფლობელი გახდა ბათუმის მეორე საჯარო სკოლა. მოსწავლეებმა 5 გასაღების პრინციპის გათვალისწინებით, ყურადღება გაამახვილეს უვნო სურსათზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.

🥉III საპრიზო ადგილი დაიკავა სოფელ ხალას საჯარო სკოლამ. მოსწავლეებმა წარადგინეს დეტექტიური სამაგიდო თამაში ,,გახდი სურსათის ექსპერტი." თამაშის მონაწილეებს სიტუაციური ამოცანა ჰქონდათ, რომლის მიხედვითაც, უნდა დაედგინათ ადამიანის მოწამვლის შესაძლო მიზეზი.
ვიქტორინა

ოლიმპიადაში ჯამში 6 გუნდი მონაწილეობდა. თითოეულ მათგანს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქარი.

პრეზენტაციის შემდგომ ვიქტორინა ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა სურსათის უვნებლობის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხეს და სიმბოლური საჩუქრებიც მიიღეს.

დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის ა.რ რეგიონული სამმართველოს წევრები და უშუალოდ ხელმძღვანელი, თამარ ბერძენიშვილი.

⏺️ სასკოლო ოლიმპიადა პროექტის - ,,რეგიონები და ხალხი სურსათის უვნებლობისთვის, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ცნობიერების ამაღლების ინიციატივა" ფარგლებში გაიმართა.

🟠 ოლიმპიადას წინ უსწრებდა თითქმის სამ თვიანი ტრენინგების ციკლი სკოლებში, სადაც სპეციალისტები მოსწავლეებს სურსათის უვნებლობის შესახებ სემინარებს უტარებდნენ.

🍇🥛 „სურსათის უვნებლობა ყველას პასუხისმგებლობა და უფლებაა“ – ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საინფორმაციო კამპანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე ორი თვეა მიმდინარეობს. აჭარის მასშტაბით კი პროექტს ა/ო დემოკრატიის ინსტიტუტი ახორციელებს.

კამპანიის მიზანია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ცნობიერების ამაღლება სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ.

🇨🇿 ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტი - "რეგიონები და ხალხი სურსათის უვნებლობისთვის" ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ეგიდით.

კამპანია 🇪🇺 ევროკავშირისა და 🇸🇪 შვედეთის მიერ დაფინანსებული პროექტის „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV“ ნაწილია.

Česká rozvojová agentura - CzechAid
Embassy of Sweden in Tbilisi
FAO Georgia
European Union in Georgia
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

🧐 რა ფუნქცია აკისრია სურსათის ეროვნულ სააგენტოს (სეს), რა სერვისებს სთავაზობს მეწარმეებს და რა გამოწვევა არსებობს რეგიონ...
20/03/2025

🧐 რა ფუნქცია აკისრია სურსათის ეროვნულ სააგენტოს (სეს), რა სერვისებს სთავაზობს მეწარმეებს და რა გამოწვევა არსებობს რეგიონში? -
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის ა.რ რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები, პროექტში მონაწილე მოსწავლეებს შეხვდნენ.

სეს- ისაჭარის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა თამარ ბერძენიშვილმა, საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, ამ კუთხით ეროვნულ კანონდებლობაზეც ისაუბრა.

👥️დისკუსიის ფარგლებში პროექტში მინაწილე მოსწავლეებს საკვებ დანამატებზე, ცხოველების ვაქცინაციაზე, საკვებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეტიკეტებზე, მცენარეთა დაავადებებზე ჰქონდათ კითხვები.

🗣 მათ კითხვებს, უფროსი ინსპექტორები თამთა ლემოჯავა, ნინო კინწურაშვილი და ნათია ლომინაძეც პასუხობდა.

პროექტი - „რეგიონები და ხალხი სურსათის უვნებლობისთვის" ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ცნობიერების ამაღლების ინიციატივაა.

17/03/2025

🌎 15 მარტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა!

♻️ სურსათის უვნებლობა ყველას პასუხისმგებლობა და უფლებაა!  კანონმდებლობა, საჭიროებები, სურსათის პრინციპები, HACCP (საფრთხ...
14/03/2025

♻️ სურსათის უვნებლობა ყველას პასუხისმგებლობა და უფლებაა!

კანონმდებლობა, საჭიროებები, სურსათის პრინციპები, HACCP (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) - ამ და სხვა აქტუალურ თემებზე ამჯერად ქობულეთსა და ბათუმში ისაუბრეს. ფერმერებთან და კვების ობიექტების მენეჯერებთან გამართული შეხვედრის დროს განიხილეს არსებული გამოწვევები და რისკები.

● ტრენინგი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის - "რეგიონები და ხალხი სურსათის უვნებლობისთვის", ფარგლებში ჩატარდა.

🇬🇪 🇪🇺 ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი აღნიშნული პროექტის მიზანია სურსათის უვნებლობის შესახებ, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

Česká rozvojová agentura - CzechAid
Embassy of Sweden in Tbilisi
FAO Georgia
European Union in Georgia
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
SIQA სიქა
Society Biliki
ძალადობისაგან დაცვის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი
სამოქალაქო მოძრაობა ,,სამეგრელოს ხმა"

Address

ჭავჭავაძის 107
Batumi
6010

Opening Hours

Monday 09:30 - 17:30
Tuesday 09:30 - 17:30
Wednesday 09:30 - 17:30
Thursday 09:30 - 17:30
Friday 09:30 - 17:30

Telephone

+995 577173700

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Institute of Democracy დემოკრატიის ინსტიტუტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Institute of Democracy დემოკრატიის ინსტიტუტი:

Share