Ajara Logistics, Transport and Shippers Association

  • Home
  • Ajara Logistics, Transport and Shippers Association

Ajara Logistics, Transport and Shippers Association Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Ajara Logistics, Transport and Shippers Association, Nonprofit Organization, 26, A. Melashvili str, .

18/02/2026

ვებგვერდი, 13/02/2026
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.025605

საქართველოს მთავრობის
დადგენილება №56
2026 წლის 12 თებერვალი ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის
შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/06/2023, 300160070.10.003.024071) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „მ​1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების ტოლფასი სტანდარტი არაუმეტეს 2610 კგ სტანდარტული მასის M1, M2, N1 და N2 კატეგორიების ავტომობილებისთვის − ევროკავშირის ევრო 5 სტანდარტი − იძულებითი აალებადი ძრავის, ხოლო ევრო 5ბ სტანდარტი − შეკუმშვით აალებადი ძრავის შემთხვევაში (EC/715/2007 რეგულაცია); გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 83-ე რეგულაციის მე-6 ცვლილებით გათვალისწინებული სტანდარტები (ე. წ. ეკოლოგიურობის მე-5 კლასი); აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მე-2 დონის მეხუთე ჯგუფის ან/და კალიფორნიის მე-2 დონის ულტრადაბალი ემისიის ავტომობილის (ULEV) სტანდარტი; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ჩინეთი 5“ სტანდარტი; იაპონიის „პოსტ ახალი გრძელვადიანი სტანდარტი“; კორეის რესპუბლიკის ჰაერის ხარისხის კონსერვაციის აქტის აღმასრულებელი განკარგულების №17 დანართით განსაზღვრული 2009 წლის ულტრადაბალი ემისიის ავტომობილის (ULEV) სტანდარტი იძულებით აალებადი ძრავის, ხოლო შეკუმშვით აალებადი ძრავის შემთხვევაში − ამავე დანართით განსაზღვრული 2014 წლის სტანდარტი;
მ​1) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების ტოლფასი სტანდარტი M3 და N3 კატეგორიების ავტომობილებისა და 2610 კგ-ზე მეტი სტანდარტული მასის M1, M2, N1 და N2 კატეგორიების ავტომობილებისთვის − ევროკავშირის ევრო V (88/77/EEC და 2005/55/EC დირექტივების I დანართის 6.2.1 პუნქტის ცხრილების B2 რიგები) სტანდარტი; გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 49-ე რეგულაციის მე-5 ცვლილების B2 რიგები (2008 წელი) გათვალისწინებული სტანდარტი; აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მე-2 დონის მეხუთე ჯგუფის ან/და კალიფორნიის მე-2 დონის ულტრა დაბალი ემისიის ავტომობილის (ULEV) ან/და აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს 2001 წლის საბოლოო წესით („ახალი ავტომობილებიდან ჰაერის დაბინძურების კონტროლის შესახებ − მძიმე სატვირთო ავტომობილის ძრავისა და ავტომობილის სტანდარტები და საავტომობილო დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის კონტროლის მოთხოვნები“) დადგენილი გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ჩინეთი 5“ სტანდარტი; იაპონიის 2005 წლის „ახალი გრძელვადიანი სტანდარტებით“ დადგენილი გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები; კორეის რესპუბლიკის ჰაერის ხარისხის კონსერვაციის აქტის აღმასრულებელი განკარგულების №17 დანართით განსაზღვრული 2009 წლის სტანდარტები;“.
2. მე-6 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1​1 პუნქტი:
„1​1. საქართველოში დაშვებულია მხოლოდ 0-დან 6 წლის ასაკის ჩათვლით M1 კატეგორიის ავტომობილების პირველადი ან/და დროებითი რეგისტრაცია. სააგენტოს მიერ დასკვნა M1 კატეგორიის ავტომობილებზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ პირობას და მისი წლოვანება არ აღემატება 6 წელს.“.
3. მე-6 მუხლს 3​1 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3​2 პუნქტი:
„3​2. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში წარმოებული ან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან იმპორტირებული ავტომობილის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების ამ რეგლამენტის მე-3, მე-4 და მე-5 დანართებით გათვალისწინებულ ნორმებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნის ასაღებად, ამ მუხლის მე-2, 2​1, მე-3 და 3​1 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა დაინტერესებულ პირს შეუძლია, წარადგინოს ჩინეთის სერტიფიცირებისა და ინსპექტირების ჯგუფის მიერ ინდივიდუალურ ავტომობილზე გაცემული სერტიფიკატი, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი ავტომობილის მარკა, მოდელი, ძრავის ნომერი, ძრავის მოცულობა, ამასთანავე, გამონაბოლქვის მონაცემები ან/და ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების ტოლფასი ან უფრო მაღალი სტანდარტი. განცხადებას თან უნდა ახლდეს წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის შესაბამისი ავტომობილ(ებ)ის მარკა, მოდელი, ძრავის ნომერი, ძრავის მოცულობა, გამოშვების წელი, წარმოების/ექსპორტის ქვეყანა და საიდენტიფიკაციო ნომერი/ნომრები (VIN კოდ(ებ)ი).“.
4. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-2, 2​1, მე-3, 3​1 და 3​2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების შედარებას ამ რეგლამენტის შესაბამის დანართებში მოცემულ გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრულ ნორმებთან ახდენს სააგენტო, დაინტერესებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული მიზნებისთვის ინდივიდუალური ავტომობილის წარმოების ქვეყანა დგინდება ISO 3780:2009 სტანდარტით, ამავე სტანდარტის შესაბამისი ცვლილებით/ტექნიკური შესწორებით ან/და ავტომობილის მწარმოებლის წერილის საფუძველზე. სააგენტო გასცემს შესაბამის დასკვნას და სათანადო მონაცემებს/ინფორმაციას ასახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, დაინტერესებული პირის მიმართვიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ მომსახურების გაწევის ვადის ბოლო კალენდარული დღე ემთხვევა უქმე (სადღესასწაულო) ან/და დასვენების დღეს, დასკვნა გაიცემა მომდევნო სამუშაო დღეს.“.
5. დანართი 6 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 6. ქვეყნები, სადაც რეგისტრირებული ან საიდანაც ექსპორტირებული ავტომობილების საქართველოში პირველადი რეგისტრაცია/ დროებითი რეგისტრაცია დასაშვებია შესაბამისი გამოშვების წლის/წლოვანების გათვალისწინებით:
ა) ქვეყნები, სადაც რეგისტრირებული ან საიდანაც ექსპორტირებული არაუმეტეს 6 წლისა M1 კატეგორიის ავტომობილების საქართველოში პირველადი რეგისტრაცია/დროებითი რეგისტრაცია დასაშვებია შესაბამისი გამოშვების წლის/წლოვანების გათვალისწინებით:

ქვეყანა
ავტომობილის გამოშვების წელი/წლოვანება
ევროკავშირის წევრი ქვეყნები
არაუმეტეს 6 წლისა
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
არაუმეტეს 6 წლისა
შვეიცარიის კონფედერაცია
არაუმეტეს 6 წლისა
ნორვეგიის სამეფო
არაუმეტეს 6 წლისა
ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ)
არაუმეტეს 6 წლისა
იაპონია
არაუმეტეს 6 წლისა
კორეის რესპუბლიკა
არაუმეტეს 6 წლისა
თურქეთის რესპუბლიკა
არაუმეტეს 6 წლისა
კანადა
არაუმეტეს 6 წლისა
ჩილეს რესპუბლიკა
არაუმეტეს 6 წლისა
ავსტრალიის თანამეგობრობა
არაუმეტეს 6 წლისა
რუსეთის ფედერაცია (მხოლოდ 2022 წლამდე რეგისტრირებული ავტომობილები)
≤2021 წელი

სინგაპურის რესპუბლიკა
არაუმეტეს 6 წლისა
ისრაელი
არაუმეტეს 6 წლისა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
არაუმეტეს 6 წლისა;

ბ) ქვეყნები, სადაც რეგისტრირებული ან საიდანაც ექსპორტირებული M2, M3, N1, N2 და N3 კატეგორიების ავტომობილების საქართველოში პირველადი რეგისტრაცია/დროებითი რეგისტრაცია დასაშვებია შესაბამისი გამოშვების წლის გათვალისწინებით:

ქვეყანა
ავტომობილის გამოშვების წელი
ევროკავშირის წევრი ქვეყნები
≥2013
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
≥2013
შვეიცარიის კონფედერაცია
≥2013
ნორვეგიის სამეფო
≥2013
ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ)
≥2013
იაპონია
≥2013
კორეის რესპუბლიკა
≥2013
თურქეთის რესპუბლიკა
≥2013
კანადა
≥2013
ჩილეს რესპუბლიკა
≥2013
ავსტრალიის თანამეგობრობა
≥2016
რუსეთის ფედერაცია (მხოლოდ 2022 წლამდე რეგისტრირებული ავტომობილები)
≥2016 − ≤2021
სინგაპურის რესპუბლიკა
≥2017
არაბთა გაერთიანებული საამიროები (მხოლოდ N3 კატეგორიის ავტომობილები)
≥2021
ისრაელი
≥2013
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
≥2018.“.

მუხლი 2
1. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დანართ 6-ის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რომელთა:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა განხორციელდა 2026 წლის 1 აპრილამდე;
ბ) ტრანსპორტირება დაწყებულია 2026 წლის 1 აპრილამდე, რაც დასტურდება კონოსამენტით, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს საზღვაო გადამზიდავის მიერ ავტომობილის გემზე მიღების თარიღი ან საზღვაო გადამზიდავის მიერ გაცემული დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს ავტომობილის საზღვაო კონტეინერში ჩატვირთვას ან/და გამომგზავნ საზღვაო პორტში მიღებას 2026 წლის 1 აპრილამდე. ამასთანავე, ასეთი დოკუმენტი, სხვა მონაცემებთან ერთად, უნდა შეიცავდეს კონტეინერის ნომერსა და ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერს;
გ) საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტით ტრანსპორტირება დაწყებულია 2026 წლის 1 აპრილამდე, რაც დგინდება შესაბამისი გადაზიდვის დამადასტურებელი ზედნადების (საავტომობილო ტრანსპორტის შემთხვევაში − ავტომობილით საერთაშორისო საგზაო გადაზიდვის ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი ზედნადების (CMR)/გადამზიდავის მიერ გაცემული სხვა დოკუმენტის საშუალებით, რომლითაც დასტურდება ავტომობილის/ტვირთის გადასაზიდად მიღება/ჩატვირთვა 2026 წლის 1 აპრილამდე და შეიცავს ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN/შასის) ნომერს ან/და ავტომობილის თაობაზე სხვა მონაცემს, რომლის მეშვეობით შესაძლებელი ხდება გადამზიდავის მიერ გადასაზიდად მიღებული/ჩატვირთული ავტომობილის იდენტიფიკაცია და თუ ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა განხორციელდა 2026 წლის 1 ივლისამდე;
დ) თავისი სვლით ტრანსპორტირება დაწყებულია 2026 წლის 1 აპრილამდე, რაც დადასტურებულად მიიჩნევა ავტომობილის შეძენის თაობაზე 2026 წლის 1 აპრილამდე შედგენილი/გაცემული საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებით/ ანგარიშ-ფაქტურით (ინვოისით)/ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობით ან ამონაწერით სატრანსპორტო საშუალების მოწმობიდან, რომელშიც ასახულია სატრანსპორტო საშუალებისა და მისი მესაკუთრის (შემძენის) მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და თუ ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა განხორციელდა 2026 წლის 1 ივლისამდე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე ვრცელდება ტექნიკური რეგლამენტის 2026 წლის 1 აპრილამდე არსებული პირობები.
3. ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ავტომობილების რეექსპორტზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

07/01/2026

ვებგვერდი, 31/12/2025
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.025545

საქართველოს მთავრობის
დადგენილება №651
2025 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017599) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“:
1. 8​1 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 8​2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას გამოიყენოს მხოლოდ ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია:
ზ.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობით − ტაქოგრაფით, 50 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის მოძრაობისას;
ზ.ბ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანებართვო პირობა ვრცელდება მხოლოდ იმ გადამზიდველზე, რომელზეც 2026 წლის 1 ივნისამდე არ იყო გაცემული საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა, ხოლო ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტაბილურ და მუდმივმოქმედ ოფისად ითვლება უძრავი ქონება, რომელსაც გადამზიდველი ფლობს თავისი საქმიანობის განსახორციელებლად.“.
3. მე-11 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. 2024 წლის 1 დეკემბრიდან 2026 წლის 1 ივნისამდე პერიოდში, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის ან/და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მიზნით შესაბამისი ნებართვის მოსაპოვებლად, ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:
ა) ინფორმაცია მფლობელობაში, სულ მცირე, ერთი ავტობუსის/ მინივენის შესახებ, რომელიც, ნებართვის სახეობის გათვალისწინებით, ჩართულია საავტომობილო სამგზავრო გადაყვანაში;
ბ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველა ავტობუსის/ მინივენის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიში;
დ) გადამზიდველისა და მისი ხელმძღვანელის ნასამართლობის შესახებ ცნობა;
ე) გადამზიდველის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული საქმიანობის სფეროში, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დეკლარაცია.“;
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მხოლოდ საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის ან/და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მიზნით, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელ გადამზიდველზე, 2026 წლის 1 ივნისამდე, ვრცელდება ამ წესის 8​​2 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „გ“, „ე“, „ვ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო პირობები − საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის შემთხვევაში;
ბ) „გ“, „ე“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო პირობები − ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შემთხვევაში.
5. საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანასა და ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე ამ წესის 8​​1-8​​​2 მუხლები (გარდა 8​2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა) გავრცელდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.“;
გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 5​1 და 5​2 პუნქტები:
„5​1. ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე ამ წესის 8​2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის:
ა) „ზ.ა“ ქვეპუნქტი გავრცელდეს თბილისსა და ბათუმს შორის მოძრაობისას − 2027 წლის 1 ივნისიდან, ხოლო საქართველოში მდებარე ყველა სხვა დასახლებას (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის მოძრაობისას − 2027 წლის 1 დეკემბრიდან;
ბ) „ზ.ბ“ ქვეპუნქტი გავრცელდეს თბილისსა და ბათუმს შორის მოძრაობისას − 2027 წლის 1 მარტიდან, ხოლო საქართველოში მდებარე ყველა სხვა დასახლებას (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის მოძრაობისას − 2027 წლის 1 დეკემბრიდან.
5​2. ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე ამ წესის 8​2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი გავრცელდეს 2027 წლის 1 ივნისიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

07/01/2026

ვებგვერდი, 31/12/2025
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.025544

საქართველოს მთავრობის
დადგენილება №650
2025 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №407 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №407 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017620) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტექნიკური რეგლამენტის „საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების“ დამტკიცების შესახებ“;
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №209 განკარგულებით დამტკიცებული „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) საქართველოში იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის“ მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი „საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმები“.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების“:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტექნიკური რეგლამენტი „საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმები“;
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
„ტექნიკური რეგლამენტი „საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვის მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმები“ (შემდგომში – რეგლამენტი) შემუშავებულია ევროპის შეთანხმების (ჟენევა, 1970 წლის 1 ივლისი) „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებათა ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ (შემდგომში − AETR) დებულებების, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №209 განკარგულებით დამტკიცებული „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) საქართველოში იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის“ მე-3 პუნქტის შესაბამისად.“;
გ) მე-2 მუხლის:
გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებით საერთაშორისო გადაზიდვა-გადაყვანისა და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის პროცესში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემცირება;“;
გ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანითა და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანით დასაქმებულ მძღოლთა შრომისა და დასვენების პირობების რეგლამენტაცია ევროპის შეთანხმების „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ დებულებების მოთხოვნათა შესაბამისად და ამ რეგლამენტაციის დებულებების დაცვის უზრუნველყოფა.“;
დ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. გამოყენების სფერო
ამ რეგლამენტის დებულებები გამოიყენება საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლისა და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიმართ, რომელიც ხორციელდება საქართველოს ან AETR-ის ხელშემკვრელი ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით.“;
ე) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ავტოსატრანსპორტო საწარმო (გადამზიდველი, კომპანია) – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და მონაწილეობს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანაში ან ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში, იქნება ეს დაქირავებით თუ ანაზღაურებით, თუ საკუთარი ხარჯით;“;
ვ) მე-10 მუხლის:
ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გადამზიდველები, ტვირთის გამგზავნები, ექსპედიტორები, ტურისტული ოპერატორები, გენერალური მოიჯარეები, ქვემოიჯარეები და მძღოლების დამსაქმებელი სააგენტოები უზრუნველყოფენ, რათა საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვის შეთანხმებული სახელშეკრულებო გრაფიკების შედგენისას დაცულ იქნეს ამ რეგლამენტის დებულებები.“;
ვ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანისა და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას დაიცვას AETR-ის შეთანხმებითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული მძღოლთა შრომისა და დასვენების პირობები.“.

მუხლი 2
ამ დადგენილების მოქმედება 2027 წლის 1 დეკემბრამდე არ ვრცელდება ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში ჩართულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, გარდა თბილისსა და ბათუმს შორის რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

07/01/2026

ვებგვერდი, 31/12/2025
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.025543

საქართველოს მთავრობის
დადგენილება №649
2025 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017651) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესის“:
1. მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საერთაშორისო გადაზიდვა-გადაყვანებისა და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა მიერ შრომისა და დასვენების ოპტიმალური რეჟიმების დაცვის უზრუნველყოფა;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებით საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანისა და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის მინიმიზაცია;“.
2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. გამოყენების სფერო
წინამდებარე რეგლამენტის დებულებები გამოიყენება ყველა საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლისა და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიმართ, რომელიც ხორციელდება საქართველოს ან AETR-ს ხელშემკვრელი ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით. თუმცა, თუკი AETR-ის ხელშემკვრელ მხარესთან, რომლის ტერიტორიაზე ხორციელდება მიმოსვლა, საქართველოს მიერ დადებული შეთანხმება არ ითვალისწინებს საპირისპიროს, წინამდებარე რეგლამენტი არ გამოიყენება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანისა და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიმართ, რომელიც სრულდება:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიერ, რომლებიც გამოიყენება ტვირთის გადასაზიდად და რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა, მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების მასის ჩათვლით, არ აღემატება 3,5 ტონას;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიერ, გარდა ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში ჩართული მინივენისა, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადასაყვანად და რომლებსაც თავიანთი კონსტრუქციისა და აღჭურვილობის გამო შეუძლიათ, გადაიყვანონ არაუმეტეს ცხრა კაცისა, მძღოლის ჩათვლით და განკუთვნილია ამ მიზნისათვის;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიერ, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადასაყვანად რეგულარულ ხაზებზე, რომელთა სიგრძეც არ აღემატება 50 კმ-ს;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიერ, რომელთა მაქსიმალური ნებადართული სიჩქარე არ აღემატება 40კმ/სთ-ს;
ე) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიერ, რომლებიც იმყოფება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების, სამოქალაქო თავდაცვის ორგანოების, სახანძრო სამსახურისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ძალების საკუთრებაში ან მათ მიერ მძღოლის გარეშეა დაქირავებული, როდესაც გადაზიდვა ხორციელდება ამ სამსახურებზე დაკისრებული ამოცანების შესრულების ფარგლებში ან მათი კონტროლით;
ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიერ, რომლებიც გამოიყენება საგანგებო ვითარებაში ან სამაშველო ოპერაციების მსვლელობისას, მათ შორის, ჰუმანიტარული ტვირთის არაკომერციული გადატანისას;
ზ) სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომლებიც გამოიყენება სამედიცინო მიზნებით;
თ) სპეციალურ საავარიო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიერ, რომელთა ექსპლუატაციაც წარმოებს მათი მიწერის პუნქტიდან 100 კმ-ის ფარგლებში;
ი) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიერ, რომლებიც გადიან საგზაო გამოცდებს ტექნიკის სრულყოფის, რემონტის ან მომსახურების მიზნით და ახალი ან ხელახლა აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომლებიც ჯერ კიდევ არ ჩაუბარებიათ საექსპლუატაციოდ;
კ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიერ, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 7,5 ტონას და რომლებიც გამოიყენება ტვირთის არაკომერციული გადაზიდვისათვის;
ლ) კომერციული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომლებსაც აქვთ ისტორიული სტატუსი AETR-ის იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის მიხედვით, სადაც წარმოებს მათი ექსპლუატაცია და რომლებიც გამოიყენება არაკომერციული მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვისთვის.“.
3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) კომპანია (ავტოსატრანსპორტო საწარმო, გადამზიდველი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და მონაწილეობს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანაში ან/და ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში, იქნება ეს დაქირავებით თუ ანაზღაურებით, თუ საკუთარი ხარჯით;“.

მუხლი 2
ამ დადგენილების მოქმედება 2027 წლის 1 დეკემბრამდე არ ვრცელდება ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში ჩართულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, გარდა თბილისსა და ბათუმს შორის რეგულარული სამგზავრო გადაყვანისა.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

07/01/2026

ვებგვერდი, 31/12/2025
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.025542

საქართველოს მთავრობის
დადგენილება №648
2025 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017642) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“:
1. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოემსახუროს მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც აღჭურვილია:
ზ.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობით − ტაქოგრაფით, 50 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის მოძრაობისას;
ზ.ბ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით;“.
2. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ავტოსადგურებისათვის ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის:
ა) „ზ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა თბილისსა და ბათუმს შორის მოძრაობისას ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან, ხოლო საქართველოში მდებარე ყველა სხვა დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის მოძრაობისას ამოქმედდეს 2027 წლის 1 დეკემბრიდან;
ბ) „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა თბილისსა და ბათუმს შორის მოძრაობისას ამოქმედდეს 2027 წლის 1 მარტიდან, ხოლო საქართველოში მდებარე ყველა სხვა დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის მოძრაობისას ამოქმედდეს 2027 წლის 1 დეკემბრიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

25/12/2025

ვებგვერდი, 23/12/2025
სარეგისტრაციო კოდი
310150000.22.034.017652

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №123
2025 წლის 22 დეკემბერი ქ. თბილისი

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში (სსმ, №14, 01/02/2007, 310.150.000.22.034.009.916) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. მე-3 მუხლის 6​1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6​1. მოსარგებლე – საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ადმინისტრაციული ორგანოები, სახელმწიფო ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) და სამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო, საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, რომელთა სატრანსპორტო საშუალებაზე სარგებლობის უფლების წარმოშობა დასტურდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტებით. ლიზინგის საგნის სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში მოსარგებლედ ასევე მიიჩნევა ლიზინგის მიმღები.“.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ პუნქტის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ ნომრიან აგრეგატებსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკურ საშუალებებზე ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების უფლება, აგრეთვე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადმინისტრაციული ორგანოების, სახელმწიფო ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) და სამეწარმეო იურიდიული პირების, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრების ან სარგებლობის უფლება.“.
3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3​1 პუნქტი:
„3​1. სახელმწიფო ორგანოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) ან სამეწარმეო იურიდიულ პირზე (რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო) არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან სარგებლობის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.
4. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24
1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით:
ა) მესაკუთრე ფიზიკური პირის ან მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადების საფუძველზე. ამასთან, წარმომადგენელზე მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს სანოტარო აქტით ან უფლების გადაცემის ბარათით;
ბ) მესაკუთრე იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადების საფუძველზე. ამასთან, იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრით, ან ამ ინსტრუქციის 45​7 მუხლით განსაზღვრული წესით, ან უფლების გადაცემის ბარათით ან მესამე პირზე უფლებამოსილების გადაცემის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტით;
გ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტით განსაზღვრული მოსარგებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადების საფუძველზე, ამასთან, სახელმწიფო ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) და სამეწარმეო იურიდიული პირის შემთხვევაში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრით, ან ამ ინსტრუქციის 45​7 მუხლით განსაზღვრული წესით, ან მესამე პირზე უფლებამოსილების გადაცემის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტით;
დ) უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე;
ე) მოგირავნის განცხადების საფუძველზე, თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებულია გირავნობა და:
ე.ა) გირავნობის გარიგება ითვალისწინებს მხარეთა შეთანხმებას მესაკუთრისაგან შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე;
ე.ბ) მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო მოგირავნეს წარმოშობილი აქვს დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება;
ე.გ) მოგირავნე ახორციელებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაციას;
ვ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის „ი.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტით განსაზღვრული ლიზინგის მიმღები:
ვ.ა) ფიზიკური პირის ან მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადების საფუძველზე. ამასთან, წარმომადგენელზე მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს სანოტარო აქტით;
ვ.ბ) იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადების საფუძველზე. ამასთან, იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრით, ან ამ ინსტრუქციის 45​7 მუხლით განსაზღვრული წესით, ან მესამე პირზე უფლებამოსილების გადაცემის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარგებლე სახელმწიფო ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) და სამეწარმეო იურიდიული პირის, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო, სახელზე სატრანსპორტო საშუალების სარგებლობის უფლებით რეგისტრაციისთვის წარმოდგენილ უნდა იქნეს ინფორმაცია/დოკუმენტი იურიდიული პირის სახელმწიფო ორგანოს მიერ დაფუძნებისა და აქციათა ან წილის 50%-ზე მეტის ფლობის შესახებ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრი გელა გელაძე

Address

26, A. Melashvili Str

6000

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ajara Logistics, Transport and Shippers Association posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Ajara Logistics, Transport and Shippers Association:

  • Want your organization to be the top-listed Non Profit Organization?

Share