აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია / abwa

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია / abwa

აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია /   abwa აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია / The Association of Businesswomen of Ajara

ლიდერ ქალთა საზოგადოების 2026 წლის ღონისძიებაზე აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე, Guranda Gogitidze დაჯილდო...
04/05/2026

ლიდერ ქალთა საზოგადოების 2026 წლის ღონისძიებაზე აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე, Guranda Gogitidze დაჯილდოვდა, როგორც წლის გამორჩეული ქალი განათლების, მეწარმეობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით.

ღონისძიების ფარგლებში მან წარადგინა ასოციაციის საქმიანობა, სტრატეგიული მიზნები და განვითარების ხედვა, ასევე გაამახვილა ყურადღება ლიდერ ქალთა საზოგადოება • leader women society-სთან სამომავლო თანამშრომლობისა და პარტნიორობაზე დაფუძნებულ შესაძლებლობებზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია ამაყად წარმოგიდგენთ ჩვენი ასოციაციის წევრს Nana Dzvelaia-ს, კომპანიის  ძველაია ინვესტის...
03/05/2026

აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია ამაყად წარმოგიდგენთ ჩვენი ასოციაციის წევრს Nana Dzvelaia-ს, კომპანიის ძველაია ინვესტის დამფუძნებელს ✨

უძრავი ქონების სფეროში წარმატება ეფუძნება ნდობას, სიზუსტესა და პროფესიონალიზმს, სწორედ ამ ღირებულებებზეა აგებული „ძველაია ინვესტის“ საქმიანობა.

უკვე 6 წელია, კომპანია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და ჩამოყალიბდა როგორც სანდო, პროფესიონალური და შედეგზე ორიენტირებული პარტნიორი. „ძველაია ინვესტი“ ასევე არის საქართველოს ეროვნული უძრავი ქონების ასოციაცია-ს წევრი, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის რეპუტაციას და სანდოობას.

✨ სანდოობა და სრული გამჭვირვალობა
✨ მრავალწლიანი გამოცდილება და პროფესიონალიზმი
✨ მომხმარებლის ინტერესების დაცვა და ფინანსურად გამართლებული გადაწყვეტილებები

კომპანიის მთავარი მისიაა მომხმარებელს შესთავაზოს მხოლოდ საუკეთესო, უსაფრთხო და გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანი საინვესტიციო შესაძლებლობები.

„ძველაია ინვესტი“ საქმიანობას წარმართავს მკაცრი პროფესიული ეთიკის სტანდარტებით, სადაც თითოეული ნაბიჯი ეფუძნება პატიოსნებას, ობიექტურობასა და კონფიდენციალურობის დაცვას.

📊 თითოეული გარიგება ხორციელდება მაღალი პასუხისმგებლობითა და ეთიკური პრინციპების დაცვით — რაც ქმნის გრძელვადიან ნდობას როგორც მომხმარებლებთან, ასევე პარტნიორებთან ურთიერთობაში.

💬 ნანა ძველაიას საქმიანობა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ძლიერი ღირებულებებისა და პროფესიონალიზმის საფუძველზე ჩამოყალიბდეს წარმატებული და სანდო ბიზნესი.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეთი მაღალი სტანდარტის მქონე და პრინციპული მეწარმე ქალები არიან ჩვენი ასოციაციის ნაწილი 💫

#ქალებიწარმატებისთვის #ქალთაგაძლიერება #ბიზნესქალები #უძრავიქონება

აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია ამაყად წარმოგიდგენთ ჩვენი ასოციაციის კიდევ ერთ წარმატებულ წევრს, მაია შოთაძესMaia Skin ...
03/05/2026

აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია ამაყად წარმოგიდგენთ ჩვენი ასოციაციის კიდევ ერთ წარმატებულ წევრს, მაია შოთაძეს
Maia Skin Lounge-ის დამფუძნებელსა და მფლობელს.

ესთეტიკის სივრცე Maia Skin Lounge არის ადგილი, სადაც სილამაზე, პროფესიონალიზმი და ინდივიდუალური ზრუნვა ერთიანდება. ბრენდის მთავარი ღირებულებაა თითოეული მომხმარებლისთვის პერსონალიზებული მიდგომა და თანამედროვე ესთეტიკური სტანდარტების დაცვა.

მაია შოთაძე თავისი საქმიანობით ქმნის არა მხოლოდ ხარისხიან სერვისს, არამედ ავითარებს სილამაზის ინდუსტრიას რეგიონში, ნერგავს თანამედროვე ტენდენციებს და ამავდროულად ხელს უწყობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას.

მისი პროფესიული გზა გამოირჩევა მუდმივი განვითარებით, ინოვაციების დანერგვითა და მაღალი პასუხისმგებლობით მომხმარებლების მიმართ.

💬 მისი მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიზანდასახულობა, შრომა და პროფესიონალიზმი წარმატების მთავარი ფორმულაა.

📍 მდებარეობა: ბათუმი, აღმაშენებლის #3
Maia Shotadze

აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია სიხარულით წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ წევრს თეონა ფუტკარაძეს, უძრავი ქონების მართვის სააგენ...
03/05/2026

აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია სიხარულით წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ წევრს
თეონა ფუტკარაძეს, უძრავი ქონების მართვის სააგენტო Grand Home-ის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს ✨

Grand Home არის ბათუმში მოქმედი უძრავი ქონების მართვის სააგენტო, რომელიც ბინების მფლობელებს სთავაზობს გამართულ, სანდო და დეტალებზე ორიენტირებულ მომსახურებას.

კომპანია უზრუნველყოფს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი გაქირავების სრულ პროცესს — ქონების მართვას, მუდმივ მონიტორინგსა და მოვლას, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც მფლობელი თავად არ იმყოფება ადგილზე. თითოეული ქონება იმართება ინდივიდუალური მიდგომით, რაც უზრუნველყოფს შემოსავლის ოპტიმიზაციასა და ქონების მდგომარეობის შენარჩუნებას.

🌍 Grand Home აქტიურად ოპერირებს საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორიცაა Airbnb და Booking.com, რაც უძრავ ქონებას გლობალურ ბაზარზე ეფექტურად წარმოაჩენს და მნიშვნელოვნად ზრდის მის პოტენციალს.

✨ კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუმრების გამოცდილებას და ეხმარება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს აჭარის რეგიონში მათთვის საუკეთესო საცხოვრებლის პოვნაში.

📊 გასული წლის განმავლობაში Grand Home-ის მიერ მართული სივრცეებმა 1000-მდე სტუმარს უმასპინძლა — შედეგი, რომელიც ხარისხიან მართვასა და სანდოობაზე მეტყველებს.

💬 თეონა ფუტკარაძის საქმიანობა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და სწორი ხედვით შექმნა წარმატებული და მზარდი ბიზნესი.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეთი მიზანდასახული და ძლიერი ქალები უერთდებიან ჩვენს ასოციაციას 💫

#ქალებიწარმატებისთვის #ქალთაგაძლიერება #ბიზნესქალები

28/04/2026

✨ 2025 წლის ქალ მეწარმეთა ბიზნეს ფორუმი იყო წარმატების, შთაგონებისა და ახალი შესაძლებლობების სივრცე.

ერთ სივრცეში გაერთიანდნენ ძლიერი, მიზანდასახული და წარმატებული ქალები, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ერთად მეტი შეგვიძლია.

🚀 უკვე ვემზადებით 2026 წლის ფორუმისთვის, კიდევ უფრო მასშტაბური, ინოვაციური და შედეგზე ორიენტირებული შეხვედრისთვის.

💫 შემოგვიერთდით!
;ერთად შევქმნათ წარმატების ახალი ისტორია!

#ქალმეწარმეები #ბიზნესფორუმი #ქალთაგაძლიერება

🌟 აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ ღონისძიებას „წლის წარმატებული ქალბატონები 2026“, სადაც წარმოდგენ...
26/04/2026

🌟 აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ ღონისძიებას „წლის წარმატებული ქალბატონები 2026“, სადაც წარმოდგენილი იყვნენ გამორჩეული, შთამაგონებელი და ძლიერი ქალები, მათ შორის, ჩვენი ასოციაციის წევრები.

დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქალთა მხარდაჭერის, თანამშრომლობისა და გაძლიერების მნიშვნელობას.

✨ მსგავსი პლატფორმები გვაძლევს შესაძლებლობას გავიზიაროთ გამოცდილება, გავაფართოოთ პროფესიული ქსელები და დავამყაროთ ახალი, ღირებული პარტნიორობები.

💫 ქალების წარმატება, ჩვენი საერთო ძალა და წინსვლის საფუძველია!

#ქალებიწარმატებისთვის #ქალთაგაძლიერება #ბიზნესქალები #ინსპირაცია

ლიდერ ქალთა საზოგადოება • leader women society 🤝

აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება 🎉Irina Khazhalia-ს  Lali Okujava-სა და ნინა...
26/04/2026

აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება 🎉

Irina Khazhalia-ს Lali Okujava-სა და ნინა ჩიკვაშვილის საერთაშორიო მიღწევების შესახებ სტატიები გამოქვეყნდა ჟურნალში World Woman 2026, სადაც დეტალურად არის წარმოჩენილი მათი პროფესიული გზა, მიღწევები, წარმატებები და ის რეალური შედეგები, რომლებიც მათ საქმიანობას მოაქვს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ეს აღიარება არა მხოლოდ დიდი წარმატებაა, არამედ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაც — ვიყოთ იმ გამორჩეული და გავლენიანი ქალების წრის ნაწილი, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან პოზიტიურ ცვლილებებს მსოფლიოში. ამავე სივრცეში გვხვდებიან ისეთი ცნობილი და შთამაგონებელი ქალბატონები, როგორებიც არიან Kate Middleton, Angelina Jolie, Hillary Clinton და სხვა ძლიერი ლიდერები.

ჩვენი წევრების წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქალთა გაძლიერება, პროფესიული ერთიანობა და მიზანმიმართული შრომა ქმნის რეალურ ცვლილებებს. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადგილობრივმა ინიციატივამ საერთაშორისო აღიარებამდე მიაღწიოს.

ასოციაცია ამაყობს თითოეული წევრის მიღწევით და აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტ ქალს მიეცეს შესაძლებლობა განვითარდეს, გაძლიერდეს და საკუთარი წვლილი შეიტანოს საზოგადოების პროგრესში.

✨ წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა!

აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის ახალი წევრები თიმბილდინგის ფარგლებში იტალიის ულამაზეს ქალაქ ვენეციას ესტუმრნენ 🇮🇹✨ეს მ...
22/04/2026

აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის ახალი წევრები თიმბილდინგის ფარგლებში იტალიის ულამაზეს ქალაქ ვენეციას ესტუმრნენ 🇮🇹✨

ეს მოგზაურობა მხოლოდ სასიამოვნო დასვენება არ ყოფილა, ის გახდა გამოცდილების გაზიარების, ურთიერთგაცნობისა და სამომავლო თანამშრომლობების გაღრმავების მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ასეთ გარემოში ურთიერთობა უფრო ბუნებრივი, ღია და ნდობაზე დაფუძნებული ხდება, რაც ძლიერი პროფესიული ქსელის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

გასვლითი თიმბილდინგი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ახალი იდეებისა და ინსპირაციის მიღებაში, საერთაშორისო ხედვის გაფართოებასა და ბიზნესურთიერთობების გამყარებაში.

ვენეციის უნიკალური ატმოსფერო და ისტორიული გარემო ამ პროცესს კიდევ უფრო შთამბეჭდავსა და დასამახსოვრებელს ხდის.

ვაგრძელებთ განვითარებას, ურთიერთგაძლიერებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას ერთად 💫

წარმოგიდგენთ ასოციაციის კიდევ ერთ წევრს, კომპანია Milligan Group-ის დამფუძნებელს - მარინე ბოლქვაძეს. Milligan Group არის...
16/04/2026

წარმოგიდგენთ ასოციაციის კიდევ ერთ წევრს, კომპანია Milligan Group-ის დამფუძნებელს - მარინე ბოლქვაძეს.

Milligan Group არის კომპანია, რომელიც აქტიურად ზრუნავს ბუღალტრების შრომითი უფლებების დაცვასა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე.

,,ჩვენი მიზანია ვიყოთ სანდო პარტნიორი როგორც ბუღალტრებისთვის, ისე ბიზნესებისთვის. კომპანია უზრუნველყოფს ბუღალტრების სამართლებრივ და პროფესიულ მხარდაჭერას, იცავს მათ ინტერესებს და ეხმარება კარიერულ განვითარებაში.

ამასთანავე, Milligan Group ბიზნესს სთავაზობს სრულყოფილ მომსახურებას, დოკუმენტაციის მომზადებას, სამართლებრივ მხარდაჭერას და დავების ეფექტურ მართვას.

კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა კვალიფიციური და გადამზადებული ბუღალტრების დასაქმება სხვადასხვა ორგანიზაციაში, რაც ხელს უწყობს როგორც პროფესიონალების განვითარებას, ისე ბიზნესის გაძლიერებას.

ჩვენი საქმიანობა ეფუძნება პროფესიონალიზმს, სანდოობასა და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი ადგილი დავიკავოთ თანამედროვე ფინანსურ და ბიზნეს გარემოში.“

კომპანიის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ:
https://www.facebook.com/milligangroupbatumi

https://www.instagram.com/milligan_group

📞 საკონტაქტო: +995 557 97 55 77

წარმატებებს ვუსურვებთ ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრს მის საქმიანობაში 👏

წარმოგიდგენთ ასოციაციის ახალ წევრ - მადონა ღორჯომელაძეს, ქალის ტანსაცმლის ბრენდის „ურბას“ დამფუძნებელს:„„ურბა“ არის ქალი...
16/04/2026

წარმოგიდგენთ ასოციაციის ახალ წევრ - მადონა ღორჯომელაძეს, ქალის ტანსაცმლის ბრენდის „ურბას“ დამფუძნებელს:

„„ურბა“ არის ქალის ტანსაცმლის მაღაზიების ქსელი, რომლის საქმიანობა 2021 წლის შემოდგომაზე დაიწყო. დღეს უკვე მეხუთე წელია წარმატებით ვოპერირებთ ბაზარზე.

საქმიანობა საკუთარი სახლიდან, ონლაინ გაყიდვებით დავიწყე. ბრენდის განვითარებასთან ერთად გაიზარდა მისი მასშტაბიც — ამჟამად „ურბას“ უკვე ორი ფილიალი აქვს ბათუმში.

იდეის გაჩენის დღიდან ჩემი მთავარი მიზანია „ურბა“ ვაქციო ბრენდად, რომელიც ასოცირდება სანდოობასთან და ხარისხთან. მსურს, თითოეულ ადამიანს, ვინც ჩვენს პროდუქტს ირჩევს, მხოლოდ სამოსი კი არა, დადებითი ემოციები და განსაკუთრებული მუხტი გავატანოთ.

ჩემი სურვილია „ურბამ“ ღირსეული ადგილი დაიკავოს როგორც მომხმარებლის გარდერობში, ისე მის ყოველდღიურ განწყობაში.“

წარმატებებს ვუსურვებთ ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრს მის საქმიანობაში 👏

აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრი, ნინა ჩიკვაშვილი წარმოდგენილია როგორც მიზანდასახული და პროგრესზე ორიენტირებული ქ...
02/04/2026

აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრი, ნინა ჩიკვაშვილი წარმოდგენილია როგორც მიზანდასახული და პროგრესზე ორიენტირებული ქალი, რომლის საქმიანობაც ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და თანამედროვე ხედვებს. მისი ისტორია ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ცოდნის მუდმივი განვითარება, ახალი შესაძლებლობების დანახვა და გლობალური მიდგომების ადგილობრივ რეალობაში წარმატებით ინტეგრირება. ის წარმოადგენს ქალ მეწარმეს, რომელიც საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობს როგორც ბიზნესის განვითარებას, ისე ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას.

წარმატებებს ვუსურვებთ პროგრესის ამერიკული სკოლების დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ნინა ჩიკვაშვილი-ს, ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროში — განათლების ბიზნესში. მისი საქმიანობა წარმოადგენს ხარისხიანი განათლების განვითარებისა და მომავალი თაობების წარმატების მნიშვნელოვან საფუძველს 👏

Entrepreneur Georgia🤝

საავტორო უფლება © 2025 Entrepreneur Media, LLC ყველა უფლება დაცულია. Entrepreneur® and its related marks are registered trademarks of Entrepreneur Media LLC

Address

მელაშვილის ქ. 26
Batumi
6000

Telephone

557722936

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია / abwa posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share