Caritas in Western Georgia/კარიტასი დასავლეთ საქართველოში

Website Contact the organization

Caritas in Western Georgia/კარიტასი დასავლეთ საქართველოში საქართველოს კარიტასი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ახორციელებს სოციალურ სამედიცინო და ახალგაზრდულ პროექტებს.

🤝 29–30 ოქტომბერს საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ დასავლეთ საქართველოს პროგრამის თანამშრომლებისთვის ფორმაციულ...
02/11/2026

🤝 29–30 ოქტომბერს საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ დასავლეთ საქართველოს პროგრამის თანამშრომლებისთვის ფორმაციული და გუნდის გაძლიერების შეხვედრა გაიმართა.

📢 შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს კარიტასის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მეხატიშვილმა და დასავლეთ საქართველოში პროგრამების მენეჯერმა - და ლორედანა მონეტიმ. მათ ისაუბრეს ფორმაციული შეხვედრების მნიშვნელობაზე, როგორც პროექტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესების, ორგანიზაციული კულტურისა და საერთო ღირებულებების გაზიარების შესაძლებლობაზე.

👥 მისასალმებელი სიტყვის შემდეგ გაიმართა გაცნობითი აქტივობა, რომელშიც ყველა თანამშრომელი მონაწილეობდა. მონაწილეებმა წარადგინეს საკუთარი თავი და ისაუბრეს თავიანთ საქმიანობაზე „საქართველოს კარიტასში“. აქტივობამ ხელი შეუწყო თანამშრომლებს შორის უკეთ გაცნობას, ერთმანეთის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაზიარებასა და გუნდური ურთიერთობების გაღრმავებას.

📖 ფორმაციის შეხვედრა მოიცავდა ტრენინგ-სემინარს. პირველი დღე დაეთმო ისეთი მნიშვნელოვანი თემის განხილვას, როგორიცაა რწმენა.

სპიკერებმა — ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, და მამა აკაკი ჭელიძემ, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორმა და სამოციქულო ადმინისტრაციის კანცლერმა, მონაწილეებთან ერთად ისაუბრეს რწმენის არსსა და მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში.

დისკუსიის ფარგლებში აღინიშნა, რომ რწმენის გააზრება ადამიანის ცხოვრებაში მუდმივი პროცესია. რწმენასთან დაკავშირებული ეჭვები და კითხვები ბუნებრივი ადამიანური პროცესია, რომელსაც ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გადის. რწმენა და ეჭვი ერთმანეთისგან გამიჯნული მოვლენები არ არის — ისინი ადამიანის შინაგანი ძიებისა და პიროვნული განვითარების ნაწილია.

🧩 შეხვედრის მეორე დღეს ჩატარდა ტრენინგი თემაზე — „სტრესის მართვა“. ტრენინგი ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებს. მონაწილეებმა განიხილეს სტრესისა და პროფესიული გადაწვის ძირითადი ნიშნები, მათი ამოცნობის გზები და ყოველდღიურ საქმიანობაში სტრესის მართვისა და დაძლევის მარტივი, პრაქტიკული მექანიზმები.

🌿 ფორმაციის შეხვედრა მონაწილეებისთვის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების, საერთო ღირებულებებზე დაფიქრების, თანამშრომლობის გაღრმავებისა და პროფესიული და პიროვნული განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო.

💛 „საქართველოს კარიტასმა“ ბათუმში მცირე საოჯახო ტიპის სახლი გახსნა      საქველმოქმედო ფონდმა „საქართველოს კარიტასმა“ ბათ...
29/09/2026

💛 „საქართველოს კარიტასმა“ ბათუმში მცირე საოჯახო ტიპის სახლი გახსნა

საქველმოქმედო ფონდმა „საქართველოს კარიტასმა“ ბათუმში მცირე საოჯახო ტიპის სახლი გახსნა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობით.
სახლის გახსნის მთავარი მიზანია სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფი ბავშვებისთვისა და ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო, მზრუნველი და ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობების შექმნა, ასევე მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება.

💛 რას სთავაზობს ახალი სახლი აღსაზრდელებს?
6-დან 18 წლამდე ბავშვები და ახალგაზრდები უზრუნველყოფილნი არიან ოჯახთან მიახლოებული საცხოვრებელი პირობებით, კვებით, ტანსაცმლითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით.
👩‍⚕️ მათზე ყოველდღიურად ზრუნავენ კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც უწევენ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. 📚 სავალდებულო განათლებასთან ერთად, ბავშვებს და ახალგაზრდებს საშუალება აქვთ ჩაერთონ დამატებით საგანმანათლებლო და პროფესიულ პროგრამებში, რაც მათ უნარების განვითარებასა და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციაში დაეხმარება.
📅 28 სექტემბერს სახლის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მიზანი სამედიცინო, საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის პროგრამის გაცნობა გახლდათ.
🎤 ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ „საქართველოს კარიტასის“ წარმომადგენლები: ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო- ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, „საქართველოს კარიტასის“ პრეზიდენტი;
გიორგი მეხატიშვილი, - „საქართველოს კარიტასის“ აღმასრულებელი დირექტორი;
თამარ შარაშიძე, - „საქართველოს კარიტასის“ ბავშვებისა და ახალგაზრდების პროგრამის მენეჯერი და საოჯახო ტიპის სახლის აღმზრდელ-პედაგოგები.
🤝 პროექტის მნიშვნელობასა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს მოწვეულმა სტუმრებმა: ნინო ნიჟარაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; მაია დარსალიამ, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ცისანა ჩიკვაიძემ, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს აჭარის ა/რ რეგიონული ცენტრის უფროსი.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის მიმართულების ხელმძღვანელი - ეთერ ზურებიანი; აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - ლელა სურმანიძე; აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე და მედიცინისა და სოციალური სფეროს სხვა წარმომადგენლები.
❤️ ღონისძიების ყველაზე ემოციური მომენტი იტალიიდან ბატონი რობერტოსა და ქალბატონი ჯოვანას ონლაინ ჩართვა იყო. სწორედ მათ გადასცეს ეს სახლი „კარიტასს“ გარდაცვლილი შვილის, ტომაზო ბუტურას, ხსოვნის პატივსაცემად. დღეს ეს სახლი უკვე მრავალი ბავშვისა და ახალგაზრდისთვის სიყვარულით, სითბოთი და ზრუნვით სავსე ახალ კერად იქცა.

Caritas Georgia apre una nuova casa-famiglia a Batumi
Il fondo di Beneficenza "Caritas Georgia" ha inaugurato ufficialmente una nuova casa-famiglia a Batumi, in collaborazione con il Ministero degli Sfollati Interni dai Territori Occupati, del Lavoro, della Sanità e degli Affari Sociali e l'Agenzia Statale per la Cura e l'Assistenza alle Vittime della Tratta di Esseri Umani. La struttura è progettata per offrire un ambiente sicuro, accogliente e familiare ai minori sotto la tutela dello Stato, accompagnandoli nel percorso verso una vita indipendente.
💛 Cosa offre la struttura? Bambini e giovani dai 6 ai 18 anni usufruiscono di condizioni abitative confortevoli, pasti nutritivi, vestiario e prodotti per l'igiene personale.
👩‍⚕️ Specialisti qualificati garantiscono un supporto psicologico continuo.
📚 Oltre alla scuola dell'obbligo, i beneficiari partecipano ad attività educative e percorsi di formazione professionale extra per favorire la loro piena integrazione sociale.
📅 Il 28 settembre, Caritas Georgia ha realizzato una presentazione ufficiale per far conoscere l'iniziativa ai rappresentanti del settore sanitario, educativo, delle organizzazioni civili e della stampa.
🎤 L'evento ha visto gli interventi di importanti personalità, tra cui Mons. Giuseppe Pasotto - Amministratore Apostolico dei Cattolici Latini del Caucaso e Presidente di Caritas Georgia; Giorgi Mekhatishvili - Direttore Esecutivo di Caritas Georgia; e Tamar Sharashidze - Responsabile del Programma Bambini e Giovani di Caritas Georgia, oltre agli educatori della casa-famiglia.
🤝 Gli ospiti invitati hanno sottolineato l'importanza del progetto e della collaborazione interistituzionale: Nino Nizharadze - Ministro della Sanità e della Previdenza Sociale dell'Agiaria; Maya Darsalia - Responsabile del Dipartimento di Cura e Supporto presso l'Agenzia Statale per la Cura e l'Assistenza alle Vittime della Tratta; e Tsisana Chikvaidze - Responsabile del Centro Regionale dell'Agiaria della medesima Agenzia.
All'evento hanno presenziato anche Eter Zurebiani - Responsabile dell'Unità di Cura e Tutela dell'Agenzia Statale; Lela Surmanidze - Vice Ministro della Sanità e della Previdenza Sociale dell'Agiaria; Ilya Verdzadze - Presidente della Commissione per la Sanità e le Questioni Sociali del Consiglio Supremo dell'Agiaria, insieme ad altri esponenti del settore medico e sociale.
❤️ Uno dei momenti più emozionanti della presentazione è stato il collegamento online dall'Italia del Sig. Roberto Buttura e della Sg.ra Giovanna Aldegheri, i quali hanno donato l'immobile alla Caritas in memoria del loro amato figlio scomparso, Tommaso Buttura. Questa generosa donazione ha permesso di creare un luogo sicuro, colmo di cura e speranza per bambini e giovani bisognosi.

Caritas Georgia Opens a New Small Family-Type Home in Batumi
Charitable Foundation "Caritas Georgia / საქართველოს კარიტასიs Georgia" has officially opened a small family-type home in Batumi in cooperation with the Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs and the Agency For State Care and Assistance For the Victims of Human Trafficking. The home is designed to create a safe, caring, and family-like environment for children in state care while preparing them for independent living.
💛 What does the home offer? Children and young people aged 6 to 18 are provided with comfortable living conditions, nutritious meals, clothing, and hygiene essentials. 👩‍⚕️Qualified specialists offer continuous psychological care. 📚 In addition to compulsory schooling, the beneficiaries participate in extra educational and vocational programs for full social integration.
📅 On September 28, Caritas Georgia hosted an official presentation to introduce the initiative to representatives from healthcare, education, civic organizations, and the media.
🎤 The event featured remarks from key leaders, including Bishop Giuseppe Pasotto - Apostolic Administrator of Caucasian Latin Catholics, President of Caritas Georgia; Giorgi Mekhatishvili - Executive Director of Caritas Georgia), and Tamar Sharashidze - Children and Youth Program Manager at Caritas Georgia, as well as the home’s educators.
🤝 The invited guests spoke about the importance of the project and collaboration: Nino Nizharadze - Minister of Health and Social Care of Adjara; Maya Darsalia - Head of the Care and Support Department at the Agency For State Care and Assistance For the Victims of Human Trafficking; and Tsisana Chikvaidze - Head of the Adjara Regional Center of the Agency For State Care and Assistance For the Victims of Human Trafficking.
The event was also attended by Eter Zurebiani - Head of the Care and Guardianship Unit at the Agency For State Care and Assistance For the Victims of Human Trafficking; Lela Surmanidze -Deputy Minister of Health and Social Care of Adjara; Ilya Verdzadze - Chairman of the Healthcare and Social Issues Committee of the Supreme Council of Adjara and other representatives of the medical and social fields.
❤️A deeply emotional highlight of the presentation was an online address from Italy by Mr. Roberto Buttura and Ms. Giovanna Aldegheri, who donated the house to Caritas in memory of their beloved late son, Tommaso Buttura. This generous donation helped create a safe place of care and hope for children and young people in need.

ისწავლე ონლაინ და აირჩიე პრაქტიკის ქალაქად ბათუმი ან ქუთაისიბათუმის სამედიცინო აკადემია და „საქართველოს კარიტასი“ გიწვევ...
13/09/2026

ისწავლე ონლაინ და აირჩიე პრაქტიკის ქალაქად ბათუმი ან ქუთაისი

ბათუმის სამედიცინო აკადემია და „საქართველოს კარიტასი“ გიწვევთ შინმოვლის ინტენსიურ პროფესიულ კურსზე. დაეუფლე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და ჰუმანურ პროფესიას.

კურსის დეტალები:

ფორმატი: თეორია დისტანციურად (ონლაინ) + პრაქტიკა რეალურ გარემოში

ხანგრძლივობა: 50 საათი

სერტიფიკატი: ორენოვანი (ქართულ-ინგლისური)

ღირებულება: 300 ლარი

✨ 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს:

სოციალურად დაუცველი პირებისთვის

მრავალშვილიანი დედებისთვის

დაიკავე ადგილი დღესვე!

📝 სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/cZqpxHkBtcfdeXJR9

🔍 პროგრამის დეტალები: https://docs.google.com/document/d/1jBI2Nu3XK26k2Ic835bIXIg_XOEeEvsA/edit?usp=sharing&ouid=106955637878836870069&rtpof=true&sd=true

📣 ჩვენთან ვაკანსიაა
12/09/2026

📣 ჩვენთან ვაკანსიაა


ჯობს.გე - საქართველოში სამუშაოს ძიება აქ იწყება

🛡️ შეხვედრა ბავშვთა დაცვისა და რეფერირების მექანიზმებზესაქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა საქართველო...
11/09/2026

🛡️ შეხვედრა ბავშვთა დაცვისა და რეფერირების მექანიზმებზე

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა საქართველოს კარიტასის ქუთაისის ახალგაზრდული დღის ცენტრის პერსონალისთვის შეხვედრა გამართა.

👧🏻👦🏻 შეხვედრის მთავარი თემა ბავშვთა დაცვისა და რეფერირების მექანიზმები იყო. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბავშვთა უფლებების დაცვის, ძალადობის შესაძლო შემთხვევების გამოვლენისა და რეფერირების პროცედურების შესახებ.

📚 ცენტრის პერსონალს ბავშვთა დაცვის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და შესაბამისი ცოდნა აქვს. ამასთან, მნიშვნელოვანია პროფესიული ცოდნის მუდმივი განახლება, ახალი ინფორმაციის მიღება და არსებული პრაქტიკის გაძლიერება.

💙 ბავშვის უფლებების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დაცვა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

შეისწავლე სადურგლო საქმე და დაეუფლე ახალ პროფესიას! 🛠️✨​თუ გსურს შეიძინო პრაქტიკული უნარები, დაეუფლო მოთხოვნად ხელობას დ...
04/09/2026

შეისწავლე სადურგლო საქმე და დაეუფლე ახალ პროფესიას! 🛠️✨

​თუ გსურს შეიძინო პრაქტიკული უნარები, დაეუფლო მოთხოვნად ხელობას და დაიწყო პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსი, ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

​კურსის დეტალები:

​დრო: 14:00 – 18:00 სთ

​გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (კვირაში 5 დღე)

​ასაკი: 15-დან 25 წლამდე

​ფორმატი: პრაქტიკულ უნარებზე ორიენტირებული სწავლება

​📌 რეგისტრაცია დაწყებულია!

​📥 რეგისტრაციისთვის: მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან გვეწვიეთ მისამართზე:

📍 ირაკლი აბაშიძის №33

✨ იწყება ახალი ნაკადის მიღება ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში! 🌟​გსურს განვითარდე, შეიძინო ახალი მეგობრები და გაატარო დრო პ...
01/09/2026

✨ იწყება ახალი ნაკადის მიღება ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში! 🌟

​გსურს განვითარდე, შეიძინო ახალი მეგობრები და გაატარო დრო პროდუქტიულად?

​ჩვენთან დაგხვდება:

📚 სასკოლო საგნები- დახმარება მასალის ათვისებასა და მეცადინეობაში

⚽ სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები — ენერგია, მხიარულება და განტვირთვა

🧠 ფსიქოლოგიური მხარდაჭერა — პროფესიონალური ზრუნვა შენს კეთილდღეობაზე

🏡 უსაფრთხო გარემო — მეგობრული სივრცე (6–18 წლის ბავშვებისა და მოზარდებისთვის), სადაც შეძლებ, იყო შენი თავი

​🚀 ანდე შენი მომავალი ჩვენს გუნდს!

​📍 მისამართი: ირაკლი აბაშიძის ქუჩა 33, ქუთაისი

📥 რეგისტრაციისთვის: მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან ეწვიეთ ცენტრს!

☀️💙 აგვისტო ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ბენეფიციარებისთვისს მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო და...
24/08/2026

☀️💙 აგვისტო ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ბენეფიციარებისთვისს მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული.
🇮🇹 აგვისტოს პერიოდში ახალგაზრდულ ცენტრს სტუმრობდა იტალიიდან ჩამოსული მოხალისეთა ჯგუფი, რომლებიც ბავშვებთან ერთად სხვადასხვა შემეცნებით, შემოქმედებით და გასართობ აქტივობას ატარებდნენ.
🐎 ბავშვებს უმასპინძლა ცხენოსანთა კლუბმა, სადაც მათ საინტერესო და დასამახსოვრებელი გამოცდილება მიიღეს.
🌍 12 აგვისტოს ახალგაზრდები მონაწილეობდნენ მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის ღონისძიებაში ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, დაათვალიერეს სხვადასხვა პავილიონი და ჩაერთნენ მრავალფეროვან აქტივობებში.
🌊 აგვისტოს განმავლობაში ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოხალისეებთან ერთად დრო გრიგოლეთშიც გაეტარებინათ.
💙 მრავალფეროვანი აქტივობები ახალგაზრდებს ახალი გამოცდილებების მიღებაში, ინტერესების აღმოჩენასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვაში ეხმარება.

🌍 მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ქუთაისში! 💙12 აგვისტოს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გამართულ ღონისძიებაში საქარ...
15/08/2026

🌍 მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ქუთაისში! 💙
12 აგვისტოს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გამართულ ღონისძიებაში საქართველოს კარიტასმა მიიღო მონაწილეობა. 🇬🇪
🤝 ღონისძიებაში ჩართული იყვნენ როგორც ჩვენი მოხალისეები, ისე ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ბავშვები. მათ დაათვალიერეს სხვადასხვა პავილიონი და შემეცნებითი სივრცე, გაეცნენ საინტერესო ინიციატივებს და მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან აქტივობებში. 🎨✨
ასევე, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ენახათ ახალგაზრდულ ცენტრში დამზადებული ხელნაკეთი სუვენირები. 🧵🎁
💙 ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი შესაძლებლობების გაძლიერება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს კარიტასისთვის მნიშვნელოვანია.

✨️ დღეს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ბენეფიციარებს ცხენოსანთა კლუბმა  უმასპინძლა. 🐎❤️გულწრფელ მადლობას ვუხდით მათ  მასპ...
06/08/2026

✨️ დღეს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ბენეფიციარებს ცხენოსანთა კლუბმა უმასპინძლა. 🐎❤️
გულწრფელ მადლობას ვუხდით მათ მასპინძლობისთვის, გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მოზარდებისთვის დაუვიწყარი შთაბეჭდილებების ჩუქებისათვის 💖

Address

ნიუპორტის ქუჩა 10
ქუთაისი

Opening Hours

Monday 09:30 - 18:00
Tuesday 09:30 - 18:00
Wednesday 09:30 - 18:00
Thursday 08:30 - 18:00
Friday 09:30 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Caritas in Western Georgia/კარიტასი დასავლეთ საქართველოში posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Caritas in Western Georgia/კარიტასი დასავლეთ საქართველოში:

Shortcuts

Share