ერთი საქართველო - ღონისძიებები

ერთი საქართველო - ღონისძიებები Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ერთი საქართველო - ღონისძიებები, Charitable organisation, London.

თავისუფლების ფონდით საქართველოს მოქალაქეები და ემიგრანტები ვეხმარებით ჩვენს თანამებრძოლეებს, დაფარონ უკანონო ჯარიმები და გაათავისუფლონ საქართველო ივანიშვილისგან.

28/07/2025

🔵 დავით ჯინჭარაძე „თავისუფლების ფონდის“ შესახებ

#თავისუფლებისმოედანი #ჩვენშევძლებთ

🔵 „თავისუფლების ფონდში" მივიღეთ შემოწირულობები. ამ თანხით შემომწირველებს სურდათ „ბათუმელების" დახმარება, შესაბამისად თან...
23/07/2025

🔵 „თავისუფლების ფონდში" მივიღეთ შემოწირულობები. ამ თანხით შემომწირველებს სურდათ „ბათუმელების" დახმარება, შესაბამისად თანხა გუშინ სრულად გადავრიცხე. ვერ მოვასწარით, ეს ამბავი მზიას პროცესზევე გაეგო. თუმცა იმედია, ახლა გაიგებს, რომ ინკასო დაფარულია და ვალის გასტუმრება დარჩა.

ე.წ. „ხელისუფლება" უსამართლოდ ექცევა მედიას, რომელიც ყველა ხელისუფლების დროს ობიექტურობის მხარეს იდგა. „ბათუმელები" ყველა გავლენისგან თავისუფალ და ხარისხიან ამბებს ქმნიდა - რაც „ქართულმა ოცნებამ" ვერ აპატია.

მახსოვს, 2024 წლის არჩევნების წინ, როგორ გამოაქვეყნეს გამოძიება, რომელშიც აღწერდნენ, როგორ იპარავდა მოქალაქეების მონაცემებს „ოცნება" და როგორ ახდენდა ასი ათასობით ადამიანზე ზეწოლას, რომ არჩევნებში 41 შემოეხაზათ. სანამ მსოფლიო გაყალბების სქემებზე დაიწყებდა ლაპარაკს, „ბათუმელებს" გაყალბების ერთ-ერთი მთავარი სქემა აღმოჩენილი ჰქონდათ.

ისიც მახსოვს, რომ „ბათუმელები" ყოველთვის იყვნენ პირველები, ვინც ახალი ადამიანების აღმოჩენით იყვნენ დაინტერესებულნი - მაშინ, როდესაც პროტესტი ჯერ კიდევ ასეთი დიდი არ იყო და მაშინ, როცა ქვეყანაში უკვე უმძიმესი მედიაგარემო იყო.

ასეთ მედიას ყოველთვის ეყოლება მხარდამჭერები. ყოველთვის მოვძებნით ფინანსურ სახსრებს, რომ მართალ ადამიანებს სიმართლისთვის ბრძოლაში დავეხმაროთ. იმედია, მოვა დრო და იმ კარგ ხალხსაც მადლობას პირადად გადავუხდი, რომელმაც საკუთარი სუფთა შრომით მოპოვებული რესურსი გაგვიზიარა.

„ოცნების" მხარეს ოლიგარქის სისხლიანი ფულია, პროტესტის მხარეს კი - პატიოსანი ადამიანების პატიოსანი შრომა. სანამ ეს ასე იქნება, ჩვენც დაგიდგებით მხარში,“ — დავით ჯინჭარაძე.

#თავისუფლებისმოედანი #ჩვენშევძლებთ

⭕️  დღეს კიდევ სამ ადამიანს გადმოვურიცხეთ 1,000 ლარი. ჯამში, 30 მაისიდან დღემდე, უკვე 100,000 ლარი გადმოვრიცხეთ ჯარიმები...
17/06/2025

⭕️ დღეს კიდევ სამ ადამიანს გადმოვურიცხეთ 1,000 ლარი. ჯამში, 30 მაისიდან დღემდე, უკვე 100,000 ლარი გადმოვრიცხეთ ჯარიმების დასაფარად.

⭕️ ორ თვეზე ნაკლებ დროში, საქართველოს მოქალაქეებმა შეძელით და თქვენი ფულით მხარში დაუდექით უსამართლოდ დაჯარიმებულ მოქალაქეებს. დონაციების აბსოლუტური უმრავლესობა მოქალაქეებისგან შემოვიდა.

⭕️ ვთხოვთ ბიზნესს, შემოუერთდეს ფონდის ინიციატივას და მხარში დაუდგეს დაჯარიმებულ მოქალაქეებს. ჩვენ მზად ვართ, გამჭვირვალობის და ანონიმურობის ყველა გარანტია შევთავაზოთ თითოეულ ბიზნესმენს, ვინც დახმარების სურვილს გამოიჩენს.

⭕️ გამარჯვება შესაძლებელია, მთავარია დროზე ადრე არ გამოვაცხადოთ მარცხი.

⭕️ ფონდის შევსება: http://tavisuplebispondi.com/

Address

London

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ერთი საქართველო - ღონისძიებები posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share