Association "Souliko" - École "Lilé"

Association "Souliko" - École "Lilé" Association de la culture géorgienne « Souliko »
École du dimanche « Lilé ».

ვამაყობთ თქვენით, ჩვენო ძვირფასებო!დღეს შუაგულ ბორდოში ისევ გაჟღერდა ქართული ჰანგები, ისევ დაანთეს ჩვენმა ახალგაზრდებმა ...
06/06/2026

ვამაყობთ თქვენით, ჩვენო ძვირფასებო!
დღეს შუაგულ ბორდოში ისევ გაჟღერდა ქართული ჰანგები, ისევ დაანთეს ჩვენმა ახალგაზრდებმა ცეცხლი სცენაზე და არავინ დაუტოვებიათ გულგრილი, უბადლო შესრულებით! მოკალმული ქართულით მოვეფერეთ დღეს ჩვენ სამშობლოს, ჩვენ ფრანგ ახალგაზრდებთან ერთად.
პოეზია, პროზა, სიმღერა და ცეკვა ენაცვლებოდა ერთმანეთს, ემოციურად დატვირთული, სიყვარულით, სევდანარევი, ნოსტალგიური ტკივილით გაჯერებული!

#ანსამბლისულიკო
#ქართულიასოციაციასულიკო
#საქართველოსმომავალი
#ქართულისაკვირაოსკოლალილე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ! ♥️
25/05/2026

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ! ♥️

დალოცვილი მომავალი ჩვენ საყვარელ, ნიჭიერ და დიდგულა გოგო-ბიჭებს! ♥️უცხოეთში ცხოვრებისას ბევრი შესაძლებლობა ეხსნება ადამი...
18/05/2026

დალოცვილი მომავალი ჩვენ საყვარელ, ნიჭიერ და დიდგულა გოგო-ბიჭებს! ♥️
უცხოეთში ცხოვრებისას ბევრი შესაძლებლობა ეხსნება ადამიანს, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად საკუთარი იდენტობის შენარჩუნება რჩება. ქართველი ახალგაზრდებისთვის ენა, კულტურა და ტრადიციები მხოლოდ მემკვიდრეობა არ არის. სამწუხაროდ, ქართველები ხშირად ძალიან ადვილად ვკარგავთ ენას ემიგრაციის პირველივე თაობაში. ინტეგრაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საკუთარი ფესვების დავიწყების ხარჯზე.

ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უცხო მიწაზე მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს, მასწავლებლებსა და მშობლებს, რომლებსაც უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია — ბავშვებს ვუნარჩუნებთ ქართულ ენას, კულტურას და თვითშეგნებას.
საქართველოს მომავლის შენარჩუნება - ეს არის ამომავალი წერტილი!
სწორედ ეს ბავშვები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი, რომლებიც ერთ დღეს უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში და საკუთარი ცოდნით, ნიჭით, ღირსებით და სიყვარულით გააძლიერონ საქართველო და განადიდონ უფალი ! ♥️

"ლ ი ლ ე" - ცოდნის, სიყვარულის და მეგობრობის ანაბანა ♥️
11/05/2026

"ლ ი ლ ე" - ცოდნის, სიყვარულის და მეგობრობის ანაბანა ♥️

სკოლა "ლ ი ლ ე" გილოცავთ კვირაცხოვლობას! ♥️L'école "Lile" vous souhaite un Joyeux Anti-Pâques ! ♥️
19/04/2026

სკოლა "ლ ი ლ ე" გილოცავთ კვირაცხოვლობას! ♥️

L'école "Lile" vous souhaite un Joyeux Anti-Pâques ! ♥️

Adresse

Bordeaux

Site Web

Notifications

Soyez le premier à savoir et laissez-nous vous envoyer un courriel lorsque Association "Souliko" - École "Lilé" publie des nouvelles et des promotions. Votre adresse e-mail ne sera pas utilisée à d'autres fins, et vous pouvez vous désabonner à tout moment.

Partager